تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Resolution No. 437 of 2013 of Georgian Government on Organization of Small Packaging of Pesticides

صدر في 2013-12-31 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Cultivated plants, Waste and hazardous substances
الكلمات المفتاحية
business/industry/corporations, enforcement/compliance, processing/handling, pesticides, public health, transport/storage, plant protection, consumer protection, hazardous substances
الفئات
*, agriculture

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №437 2013 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის“ დამტკიცების შესახებ მუხლი 1 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 103-ე მუხლის პირველი, მე-5 ნაწილების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული ტექნიკური რეგლამენტი - „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი“. მუხლი 2 პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 104 მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2007 წლის 1 ოქტომბრის N2-155 ბრძანება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის პირველი იანვრიდან. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტექნიკური რეგლამენტი პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულება პესტიციდების წვრილი დაფასოების ორგანიზების წესი განსაზღვრავს პესტიციდების საცალო ვაჭრობისათვისა და მოხმარებლისათვის მოსახერხებელი დაფასოების მიზნით დამამზადებლის ვალდებულებებსა და მოთხოვნებს. მუხლი 2. მოთხოვნები შენობებისადმი 1. შენობები აღჭურვილი უნდა იყოს შემწოვგამწოვი ვენტილაციით, წყლით და კანალიზაციით. 2. უნდა გააჩნდეს სათავსოები ხანძარ და ფეთქებად საშიში ნივთიერებების შენახვისა და გადამუშავებისათვის. 3. სამუშაო ადგილები აღჭურვილი უნდა იყოს ამწოვი საშუალებებით (ასპირაციის სისტემა). 4. საწარმოო ნარჩენებისათვის (როგორც მყარი ასევე თხევადისათვის), დაბინძურებული ანარეცხი წყლებისათვის, დაქცეული და დაფანტული ქიმიკატების შეგროვებისა და გაუნებელყოფისათვის გამოყოფილ უნდა იქნეს სპეციალური ადგილი. 5. ადგილი, სადაც წარმოებს სამუშაოები ღია ალთან (მინის ამპულების მირჩილვა) ან გამახურებელ ხელსაწყოებით (პოლიმერის პაკეტებზე ნაწიბურების მირჩილვა) იზოლირებული უნდა იყოს შენობის იმ ნაწილიდან, სადაც ხდება პრეპარატების მომზადება დასაფასოებლად. 6. შენობას უნდა გააჩნდეს ძირითადი, ასევე საავარიო გასასვლელი. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017616 7. შენობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი კავშირგაბმულობის საშუალებებით, განათებით, სიგნალიზაციით, საწარმოო პროცესის უსაფრთხოების კონტროლის სისტემით (გაზანალიზატორებით, დეტექტორ გადამწოდებით და შეტყობინების საშუალებებით), სახანძრო ჰიდრანტებითა და რეზერვუარებით, ხანძრის ქრობისა და ხანძრის აღმომჩენი ავტომატური სისტემებით. 8. პერსონალისათვის უნდა იყოს შექმნილი პირადი ჰიგიენის სათანადო პირობები. 9. შენობაში ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს განთავსებული საევაკუაციო სქემები, ასევე ინსტრუქციები და პლაკატები, ქიმიურ ნივთიერებებთან მუშაობისას უსაფრთხოების ღონისძიებებისა და მოწამვლის შემთხვევაში პირველი დახმარების შესახებ. უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქით და გამაუვნებელი ხსნარებით. 10. შენობის იატაკი, სადაც ხდება პესტიციდების წვრილი დაფასოება, უნდა იყოს გლუვი, წყალგაუმტარი (მობეტონებული ან მოპირკეთებული), ტრაპებისადმი შესაბამისი დახრილობით. 11. კედლები ან ტიხრები უნდა იყოს გლუვი, მოპირკეთებული არაადსორბირებადი, არატოქსიკური, გაუმტარი მასალით ან ზეთოვანი საღებავით შეღებილი, სველი და სუფთა წესით დასალაგებლად. მუხლი 3. ტექნიკური უზრუნველყოფის მოთხოვნები 1. დანადგარები და ელექტროგაყვანილობა უნდა იყოს შესრულებული სათანადო საიზოლაციო მასალებიდან. 2. სავენტილაციო სისტემას უნდა გააჩნდეს სპეციალური ფილტრები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ გარემოს დაცვა შესაძლო დაბინძურებისაგან. 3. უნდა არსებობდეს ხელსაწყოები და მოწყობილობები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაქცეული და დაფანტული ქიმიკატების შეგროვება, შესაძლო დაბინძურების ადგილების დასუფთავება და გარემოში გამოთავისუფლებული ნივთიერების განეიტრალება. მუხლი 4. მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვა 1. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა ინახებოდეს იმ წესით, რომელიც უზრუნველყოფს ნივთიერების სამომხმარებლო თვისებების შენარჩუნებასა და გამორიცხავს ადამიანის ჯანმრთელობაზე და გარემოზე მავნე ზემოქმედებას. 2. მცენარეთა დაცვის საშუალებები, შენახვისას მიუწვდომელი უნდა იყოს უცხო პირებისათვის. 3. მცენარეთა დაცვის საშუალებები უნდა იყოს შენახული დაუზიანებელ ტარაში, რომელიც მარკირებული უნდა იყოს „ტექნიკური რეგლამენტის - „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მარკირების წესის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №427 დადგენილების მიხედვით. ყოველ შეფუთულ წვრილ ერთეულს უნდა ახლდეს გამოყენების რეკომენდაცია. 4. მცენარეთა დაცვის საშუალებების შენახვისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ტექნოლოგია, რომელიც უზრუნველყოფს შრომის ოპტიმალურ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს და გამორიცხავს ხანძრის გაჩენის საშიშროებას. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №646 – ვებგვერდი, 02.12.2014წ. მუხლი 5. მოთხოვნები პერსონალისათვის 1. პერსონალს, რომელთაც უხდებათ საქმიანობა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან უნდა ჰქონდეთ სპეციალური ცოდნა ქიმიური, ტექნიკური უსაფრთხოების და სანიტარიულ-ჰიგიენურ საკითხებში. 2. მომსახურე პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური სამუშაო ტანსაცმლით და ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით, რომლებიც ცალკე უნდა ინახებოდეს, ირეცხებოდეს და იქნეს http://www.matsne.gov.ge 30016007010003017616 გაუვნებელყოფილი. 3. მომსახურე პერსონალმა, მიზანშეწონილია, ისარგებლოს ერთჯერადი მოხმარების სამუშაო ტანსაცმლით. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №646 – ვებგვერდი, 02.12.2014წ. მუხლი 6. დამატებითი მოთხოვნები 1. საქართველოს ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ სახელმწიფო რეგისტრაციაში გატარებული და საქართველოში გამოსაყენებლად ნებადართული პესტიციდების სახელმწიფო კატალოგში შეტანილი პესტიციდების დაფასოება. 2. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰიგიენური კლასიფიკაციის მიხედვით, საშიშროების I კლასის პესტიციდების დაფასოებას ახორციელებენ პირები, რომლებსაც აქვთ ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება, სპეციალური განათლება ან პროფესიული მომზადება. 3. პესტიციდებთან სამუშაოდ არ დაიშვებიან: 18 წლამდე ასაკის პირები, ფეხმძიმე და მეძუძური ქალები, აგრეთვე, პირები, რომელთაც სამედიცინო შემოწმებისას დაუდგინდათ უკუჩვენება. 4. ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ჰიგიენური კლასიფიკაციის მიხედვით, საშიშროების I და II კლასის პესტიციდებთან სამუშაო დღის ხანგრძლივობა შეადგენს 4 საათს, დანარჩენი პესტიციდების შემთხვევაში - 6 საათს. 5. პრეპარატის დაფასოებამდე უნდა შემოწმდეს მისი ვარგისიანობის ვადები და დაფასოების მიზანშეწონილობა ეტიკეტზე მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე. 6. საწარმოში პესტიციდის დაფასოებისათვის, მის ყოველ პარტიას თან უნდა ახლდეს მწარმოებელი ფირმის მიერ გაცემული ხარისხის და წარმოშობის სერტიფიკატი. 7. თუ საწარმოში აღირიცხება ვადაგასული პესტიციდები, აგრეთვე, ისეთი პრეპარატები, რომელთაც დარღვეული აქვს ტარის მთლიანობა, შეცვლილი აქვს გარეგნული ნიშნები (ჩასქელება, თხევადი პრეპარატის ნალექის წარმოქმნა, ფხვნილისებრ პრეპარატებში კოშტების წარმოქმნა და ა.შ), მათი დაფასოება და გაცემა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აკრედიტებული ორგანოს მიერ მათი ხარისხის ანალიზის ჩატარების და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ანალიზის შედეგების განხილვის საფუძველზე გაცემული რეკომენდაციის შემდეგ. 8. დაფასოებული პესტიციდების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, საწარმოში უნდა მიმდინარეობდეს პესტიციდების მიღებისა და გაცემის აღრიცხვა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 დეკემბრის დადგენილება №646 – ვებგვერდი, 02.12.2014წ. http://www.matsne.gov.ge 30016007010003017616

Resolution No. 437 of 2013 of Georgian Government on Organization of Small Packaging of Pesticides · Nelum