تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Resolution No. 427 of 2021 of Georgian Government on Charter for System of Inventorying, Categorization and Monitoring of Forests

صدر في 2021-08-25 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს მთავრობის 2021 წლის დადგენილება №427 საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
اللغة
Georgian
النوع
لائحة
الدولة
جورجيا
الموضوعات
Forestry, Land and soil, Water, Wild species and ecosystems
الكلمات المفتاحية
classification/declassification, climate change, data collection/reporting, ecofriendly products/ecofriendly processes, ecosystem conservation, education, fire management, forest management/forest conservation, forest species, forestry protection measures, inventory, timber extraction/logging, monitoring, policy/planning, private forest, public forest, research, sustainable development, sustainable use, fuelwood, biotechnology, hazards, soil conservation/soil improvement, water resources management, biodiversity, protection of environment, protection of habitats, protection of species

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №427 2021 წლის 25 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე მუხლი 1 საქართველოს ტყის კოდექსის 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 25-ე მუხლის მე-4 ნაწილისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციისა და მონიტორინგის წესის შესახებ დებულება. მუხლი 2 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ტყის აღრიცხვის, დაგეგმვისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 17 ივლისის №179 დადგენილება. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დებულება საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციის და მონიტორინგის წესი თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1. წესის მიზანი 1. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემის, კატეგორიზაციის და მონიტორინგის წესის (შემდგომში წესი) მიზანია, განსაზღვროს საქართველოს ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის, დაგეგმვის, კატეგორიზაციის და მონიტორინგის წესი. 2. წესით განისაზღვრება: ა) ტყის აღრიცხვის სახეები, მათი განხორციელების მეთოდები და მოთხოვნები; ბ) ტყის მართვისა და ტყითსარგებლობის გეგმების შედგენის მეთოდები, მათი განხილვის და დამტკიცების პროცედურები; გ) მონიტორინგის განხორციელების წესი და მეთოდები; დ) ტყის კატეგორიზაციის წესი. http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 მუხლი 2. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა 1. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა შედგება ტყის ეროვნული აღრიცხვისგან, ტყეთმოწყობისა და საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემისგან. 2. საქართველოს ტყის აღრიცხვის სისტემა ემსახურება: ა) ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა - შეფასებას, ტყის რესურსების აღრიცხვას, შეგროვილი მასალების ანალიზის საფუძველზე მიღებულ მონაცემთა სისტემატიზაციაში მოყვანას; ბ) ტყის მართვის გეგმის შედგენას და ამ გეგმის საფუძველზე ტყის დაცვას, მოვლას, აღდგენას და ტყის რესურსების რაციონალურ გამოყენებას; გ) სახელმწიფო ორგანოებისა და საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებას ტყის ეკოსისტემებისა და ტყის ბუნებრივი რესურსების მდგომარეობაზე და შემდგომში მათი გამოყენების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებზე. მუხლი 3. ტერმინთა განმარტებები 1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს ამ წესის მიზნებისთვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტყის ბუნებრივი რესურსი - ტყეში არსებული მერქნიანი და არამერქნიანი მცენარეები და მათი ნაწილები, ცხოველთა სამყაროს ობიექტები, ნიადაგი, წყლის ობიექტები; ბ) საკვლევი ობიექტი - ტყის ტერიტორია, სადაც ხორციელდება ტყის აღრიცხვა და მონიტორინგი, ასევე სპეციალური გამოკვლევა; გ) სირონი - 0,5-დან არაუმეტეს 2 მეტრის ჩათვლით სიგანის ტყის ზოლი, სადაც იჭრება მერქნიანი მცენარეები ტყით დაფარული ფართობების ურთიერთგამიჯვნისას. გამოიყენება კვარტალების გამიჯვნისათვის (როცა კვარტალები ბუნებრივი საზღვრით არ არის გამოყოფილი) და ბარის ტყეებში ტყეკაფის მომიჯნავე ტერიტორიისგან გამიჯვნისათვის; დ) საკვარტალე ქსელი - კარტოგრაფიულ მასალაზე ასახული კვარტალების ერთობლიობა, სადაც თითოეულ კვარტალს მინიჭებული აქვს შესაბამისი ნომერი. კვარტალის ნუმერაცია წარმოებს სატყეოს ფარგლებში ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით; ე) ლიტერი (სატაქსაციო უბანი) - კვარტალის შემადგენელი უმცირესი ერთეული, რომელიც ერთგვაროვანია ტაქსაციური მაჩვენებლებით და მის ტერიტორიაზე განსახორციელებელი სატყეო ღონისძიებების მსგავსებით (იდენტურობით). ის არის ტყის აღრიცხვის და სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების პროექტირების პირველადი ტერიტორიული ერთეული; ვ) საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა - ტყის ეროვნული აღრიცხვით, ტყეთმოწყობით, მონიტორინგით და სხვა გამოკვლევებით (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებით) მიღებული ინფორმაციის ერთობლიობა; ზ) გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზა - მონაცემთა ბაზასთან თავსებადი გეოინფორმაციული სისტემისა და სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფით მიღებული მონაცემები; თ) თემატური რუკა (კორომთა გეგმა) - ტყის გარკვეული ტერიტორიის შესაბამისი მასშტაბის რუკა გაბატონებული სახეობის, დაპროექტებული ღონისძიებების, ხანძარსაშიშროების კლასების მიხედვით და სხვა; ი) კორომის ტაქსაციური მახასიათებლები - კორომის ძირითადი სატაქსაციო მახასიათებლები: კორომის წარმოშობა (თესლითი ან ამონაყრითი), სახეობრივი შემადგენლობა, საშუალო სიმაღლე, საშუალო დიამეტრი, საშუალო ხნოვანება, საშუალო ბონიტეტი, საშუალო სიხშირე, სასაქონლო კლასი, მარაგი და სხვა; http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 კ) ტყის კულტურები - თესვით ან დარგვით მიღებული ტყის მერქნიან სახეობათა ნარგავები; ლ) სატყეო - ტყის მოვლის, აღდგენის და სარგებლობის ორგანიზების მიზნით დადგენილი სატყეო უბნის ნაწილი; მ) სატყეო უბანი - ერთი ან რამდენიმე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული სახელმწიფო ტყის ფართობი; ნ) სატყეო კვარტალი - ტყის გარკვეული ტერიტორია, ნატურაში ბუნებრივად ან ხელოვნურად (სირონის მოწყობით) გამიჯნული მუდმივი სააღრიცხვო და სამეურნეო ერთეული, რომელიც შედგება სატაქსაციო უბნებისაგან (ლიტერებისაგან); ო) საკვლევი ობიექტის ციფრული სიმაღლითი მოდელი - საკვლევი ობიექტის რელიეფის ამსახველი მონაცემი: სიმაღლე ზღვის დონიდან, ფერდობის დაქანება და ექსპოზიცია; პ) სატყეო ტაქსაცია - ტექნიკური ქმედებების კომპლექსი ტყის რესურსების (მათ შორის, ზეზემდგომი, მოჭრილი, ძირნაყარი ხეტყე და მათი ნაწილები) გამოვლენის, აღრიცხვის, ხარისხობრივი და რაოდენობრივი მახასიათებლების და სხვა მაჩვენებლების შეფასებისათვის; ჟ) დეშიფრირება - აეროფოტოსურათებზე და ორთოფოტოგეგმებზე ობიექტების შემჩნევა-ამოცნობა და ადგილმდებარეობის მონიშვნა ხელით, ინსტრუმენტური (აზომვით) ან ავტომატიზირული (სპეციალური პროგრამები) მეთოდებით; რ) სტრატი - ერთი ან რამდენიმე ტაქსაციური მახასიათებლებით ერთგვაროვანი ლიტერების ერთობლიობა; ს) ხნოვანების ჯგუფი - კორომის ხნოვანების კლასები გაერთიანებული ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ჯგუფებში; ტ) სიხშირის ჯგუფი - ტყეები იყოფა მეჩხერი (0,1-0,2), დაბალი (0,3-0,4), საშუალო (0,5-0,6) და მაღალი (0,7 და მეტი) სიხშირის კორომებად; უ) სატაქსაციო ბარათი - ლიტერის ტაქსაციური დახასიათების და მასში განსახორციელებელი ღონისძიებების ამსახველი, საველე პირობებში შესავსებად გათვალისწინებული დოკუმენტის ფორმა; ფ) სანიმუშო ფართობი - ტყის დახასიათებისათვის აღებული გარკვეული სიდიდის ფართობი, სადაც ხორციელდება ტყის აზომვითი აღრიცხვა, სპეციალური გამოკვლევა, გამოკვლევების მონაცემების განზოგადოებისა და შედარების მიზნით; ქ) აბრისი - ხელით ან სხვა საშუალებით შესრულებული ერთი ან რამდენიმე კვარტალის საველე სქემატური ნახაზი ქაღალდზე ან ორთოფოტოსურათზე (ფოტოაბრისი), ან ამონახაზი თემატური რუკებიდან, რომელზეც დატანილია ლიტერების კონტურები, სირონები და სხვა ელემენტები; ღ) ადგილსამყოფლის ტიპი - მეტყევეობითი საკლასიფიკაციო ერთეული, რომელიც აერთიანებს ადგილსამყოფლის პირობებით მსგავს ტერიტორიებს, რომლებიც განაპირობებს განსაზღვრული შემადგენლობის და წარმადობის მცენარეულობის არსებობას; ყ) კორომი - ტყის შემქმნელი მერქნიანი მცენარეებით დაფარული ტყის ნაწილი, რომელიც მომიჯნავე ტერიტორიისგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებულია; შ) კორომის ბონიტეტი - კორომის პროდუქტიულობის მაჩვენებელი, რომელიც განისაზღვრება კორომის საშუალო სიმაღლითა და ხნოვანებით; ჩ) კორომის ხნოვანების კლასი - ხნოვანებითი ინტერვალი, რომელიც დგინდება მერქნიან მცენარეთა ბიოლოგიური თავისებურებების, კორომთა და ტყის ხნოვანებითი სტრუქტურის მახასიათებლების მიხედვით (სახეობის მიხედვით: 5 ან 10- წლიანი–ამონაყრით მიღებული ფოთლოვანი სახეობისათვის, http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 20 წლიანი–წიწვოვანი და თესლით წარმოშობილი მაგარმერქნიანი ფოთლოვანი სახეობისათვის); ც) სარევიზიო პერიოდი - ტყის ეროვნული აღრიცხვიდან, ტყის მართვის (ტყეთმოწყობის) გეგმის და ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცებიდან 10 წლიანი პერიოდი; ძ) სამცველო/სარეინჯერო - ტყის დაცვის ორგანიზების მიზნით გამოყოფილი ტყის გარკვეული ტერიტორია; წ) სასაქონლო კლასი - შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების შემქმნელი ზეზემდგომი ხეების მერქნის ხარისხის მაჩვენებელი; ჭ) ხის სიმაღლე - სიმაღლე მიწის ზედაპირიდან ზეზემდგომი ხის კენწეროს ჩათვლით; ხ) ხის ტაქსაციური დიამეტრი - პირობითად მიღებული სიდიდე გაზომილი მიწის ზედაპირიდან 1.3 მ სიმაღლემდე. ამ სიმაღლეზე დიამეტრის საზომი ორთითის საშუალებით განისაზღვრება ხის დიამეტრი (ტაქსაციური დიამეტრი) ხეების აღრიცხვის დროს; ჯ) ხის ღერო - ხის მთავარი (ღერძული) მერქნული ნაწილი ფესვის ყელიდან კენწეროს ჩათვლით; ჰ) კორომის საშუალო ხნოვანება - კორომის შემქმნელი გაბატონებული მერქნიანი სახეობის საშუალო ასაკი; ჰ1) ხის ხნოვანება - წელთა რაოდენობა ხის სასიცოცხლო ციკლის დაწყებიდან (აღმოცენებიდან); ჰ2) ძირნაყარი - წაქცეული ხეები ან მიწაზე დაყრილი მისი ნაწილები (ღერო, ტოტები), რომელთაც ბუნებრივი ან სხვა ფაქტორების ზემოქმედების გამო აღარ აქვს მერქნული რესურსის ღირებულება; ჰ3) სატყეო ინფრასტრუქტურა - სატყეო-სამეურნეო გზები (საავტომობილო, ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო, საბაგირო), ხეტყის დასაწყობების ადგილები (სამეურნეო ეზო) და ტყითსარგებლობის, ტყის მოვლის, დაცვის, აღდგენის მიზნების განსახორციელებლად მოწყობილი ბილიკები, სამონადირეო, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული ინფრასტრუქტურა და სხვა დროებითი ან მართვის ორგანოს ბალანსზე რიცხული კაპიტალური ნაგებობები; ჰ4) სატყეო-სამეურნეო ღონისძიება - ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები, რომელიც ხორციელდება ტყის აღდგენა-გაშენების, მოვლისა და დაცვის და ტყით მდგრადი სარგებლობის მიზნით; ჰ5) ტყის ენტო და ფიტომავნებლები - მწერების, ბაქტერიების, ვირუსებისა და სოკოების სახეობები, რომლებიც ასნებოვნებენ და აზიანებენ მცენარეებს; ჰ6) ტყის ხანძარსაშიშროების კლასი - ტყის ხანძრების წარმოშობის ხარისხი ადგილსამყოფლის პირობებთან დაკავშირებით, რომელიც განისაზღვრება ტყის უბნის ხანძარსაშიშროების შეფასების შკალით. შკალის მიხედვით ხანძარსაშიშროების გათვალისწინებით ტყეები იყოფა ხუთ კლასად: I კლასი - ფიჭვის კორომები, ახალგაზრდა წიწვოვანი კორომები, წიწვოვანი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; II კლასი - მუხის, რცხილის, წაბლის, აკაციის, ჯაგრცხილის კორომები, ფოთოლმცვენი ბუჩქნარები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; III კლასი - I-II კლასებში შემავალი კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე და IV კლასში შემავალი კორომები სამხრეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; IV კლასი - სოჭის, ნაძვის, წიფლის და დანარჩენი სახეობების კორომები ჩრდილოეთ ექსპოზიციის ფერდობებზე; V კლასი - თხმელის, ტირიფის, ლაფნის, ვერხვის, ევკალიპტის კორომები, მარადმწვანე ბუჩქნარები, ჭალის ტყეები და სხვა ჭარბტენიან ტერიტორიებზე არსებული კორომები. ხანძარსაშიშროების კლასი დგინდება თითოეული კვარტალისათვის, მასში შემავალი ლიტერების შესაბამისი მონაცემების გასაშუალოებით; ჰ7) ტექნიკური დავალება - ტყის ეროვნული აღრიცხვის ან ტყეთმოწყობისას ტყის მართვის გეგმის შემუშავების მიზნით შესასრულებელი სამუშაოების ციკლი კონკრეტულ სამუშაოთა მითითებით; http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 ჰ8) ტყის მართვის გეგმა - კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია სარევიზიო პერიოდისათვის ტყეთმოწყობის შედეგად და შეიცავს: განმარტებით ბარათს (I ტომი), დაპროექტებულ ღონისძიებათა უწყისებს (II ტომი), ტაქსაციურ (III ტომი) და საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალებს; ჰ9) ტყითსარგებლობის გეგმა - სახელმწიფო ტყით სარგებლობის კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც შემუშავებულია ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის ან ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ სარევიზიო პერიოდისათვის (10-წლიანი ვადით) და შეიცავს ტყეთმოწყობის მასალების შედეგად შემუშავებულ: განმარტებით ბარათს (I ტომი), დაპროექტებულ ღონისძიებათა უწყისებს (II ტომი), ტაქსაციურ (III ტომი) და საგეგმო-კარტოგრაფიულ მასალებს; ჰ10) ტყის ტიპი - მეტყევეობითი საკლასიფიკაციო ერთეული, რომელიც აერთიანებს განსაზღვრული ტიპის ერთგვაროვანი ადგილსამყოფლის ტყეებს, ხევნარებს (კორომები) მათი შესაბამისი სახეობრივი შემადგენლობით, სხვა მცენარეულობით; ჰ11) სამინისტრო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ჰ12) მინისტრი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი. 2. ამ წესში გამოყენებული სხვა ტერმინები განიმარტება საქართველოს კანონის ,,საქართველოს ტყის კოდექსის” საფუძველზე. თავი II ტყის ეროვნული აღრიცხვა მუხლი 4. საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანი საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზანია მუდმივ სანიმუშო ფართობებზე მონაცემთა აღრიცხვით, ქვეყნის დონზე, ტყისა და ტყის რესურსების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის მიღება და ტყის მდგომარეობის მონიტორინგის უწყვეტი განხორციელება. მუხლი 5. ტყის ეროვნული აღრიცხვის ობიექტი ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს ტყის ტერიტორიაზე, ასევე ტყის საზღვრის გარეთ არსებულ ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც აკმაყოფილებს „საქართველოს ტყის კოდექსის“ მე-2 მუხლის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მოთხოვნებს. მუხლი 6. ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველი 1. ტყის ეროვნული აღრიცხვა ხორციელდება ამ წესის და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 2.ტყის ეროვნული აღრიცხვის მიზნით ტექნიკური დავალების შემუშავება და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცება ხდება სამინისტროს მიერ. 3. ტყის ეროვნული აღრიცხვის განხორციელებისას შესრულებული სამუშაოების მოცულობისა და ხარისხის სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივები დგინდება შესაბამისი ტექნიკური დავალებით. 4. ტყის ეროვნულ აღრიცხვას ახორციელებს სამინისტრო, 10 წელიწადში ერთხელ. ტყის ეროვნული აღრიცხვა, სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე ფიზიკური ან იურიდიული პირის სახსრებით. მუხლი 7. ტყის ეროვნული აღრიცხვის კლასტერისა და სანიმუშო ფართობის დიზაინი http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 1. ტყის ეროვნული აღრიცხვის თითოეულ კლასტერს ენიჭება საიდენტიფიკაციო კოდი. თითოეულ სანიმუშო ფართობს ენიჭება ნომერი. 2. კლასტერი შედგება სამი წრიული სანიმუშო ფართობისგან, რომელთა ცენტრები მდებარეობს წინასწარ განსაზღვრულ კოორდინატებზე. სანიმუშო ფართობები კლასტერზე განთავსებულია ლათინური ასო “L”-ის ფორმით (ნახევარ კვადრატი). მუდმივი სანიმუშო ფართობების მდებარეობა განისაზღვრება დადგენილი კორდინატთა ბადის საწყისი წერტილის მიხედვით, რომლის გადაკვეთის წერტილები კლასტერის ცენტრს წარმოადგენს. მეტრულ კოორდინატთა ბადის გადაკვეთის წერტილები წარმოადგენს 3600X3600 მეტრის ჯერადს. თითოეული კლასტერი მოიცავს 3 სანიმუშო ფართობს. 3. სანიმუშო ფართობი №2 წარმოდგენს კლასტერის ცენტრს, რომელიც მდებარეობს ბადის წერტილების გადაკვეთის ადგილას. სანიმუშო ფართობი №1 მდებარეობს ცენტრიდან ჩრდილოეთით 100 მ-ში, ხოლო სანიმუშო ფართობი №3 მდებარეობს ცენტრიდან აღმოსავლეთით 100 მ-ში. 4. სანიმუშო ფართობში შედგება 5, 10, 15 და 25 მ რადიუსის მქონე შრისგან. მუხლი 8. საქართველოს ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები 1. ტყის ეროვნული აღრიცხვის სამუშაოები მოიცავს მოსამზადებელ, საველე და კამერალურ სამუშაოებს, რომელთაგან: ა) მოსამზადებელი სამუშაოები მოიცავს საკვლევი ობიექტის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავებას; ბ) საველე სამუშაოები მოიცავს საველე პირობებში, საკვლევ ობიექტზე ტექნიკური დავალებით დადგენილი სტანდარტების მიხედვით ღონისძიებების ჩატარებას; გ) კამერალური სამუშაოები მოიცავს მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებას შესაბამისი ელექტრონული პროგრამებით. 2. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე მასალები მოიცავს შემდეგ მონაცემებს: ა) კლასტერის ინფორმაცია და მასალები: კლასტერის ID, კლასტერისკენ სვლის საწყისი წერტილის GPS კოორდინატები, GPS ცდომილება, კლასტერისკენ სვლის დაწყების დრო და თარიღი; ბ) სანიმუშო ფართობზე შესაფასებელი ცვლადები: სანიმუშო ფართობის ID, სანიმუშო ფართობის მისადგომობა, ტყე, ტყის მიწები და სხვა მიწები, ცენტრის GPS კოორდინატები, მიბმის ობიექტების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, მიბმის ობიექტის ტიპი, აზიმუტი, ჰორიზონტალური მანძილი და ფოტო), აზომვების დაწყების დრო, ტყის საზღვართან არსებული არასრული სანიმუშო ფართობის შესახებ ინფორმაცია (მათ შორის ტყის საზღვრის წერტილები); გ) 5 მ რადიუსიან სანიმუშო ფართობზე შეფასებული ცვლადები: მიწის დაფარულობის ტიპი (მათ შორის პროცენტებში), ქვეტყის სახეობები, ქვეტყის დაფარულობა პროცენტებში, ქვეტყის სიმაღლე (თითოეული სახეობისთვის ცალ-ცალკე); დ) 15 მ რადიუსიან სანიმუშო ფართობზე შეფასებული ცვლადები: ნიადაგის ეროზია (მათ შორის, ნიადაგის ეროზიის გამომწვევი მიზეზები), ტყის დეგრადაციის სტატუსი, ვარჯის შეკრულობა, ვერტიკალური სტრუქტურა (იარუსები); ე) 25 მ რადიუსიან სანიმუშო ფართობზე შეფასებული ცვლადები: პირუტყვის ძოვება, ლანდშაფტის ელემენტები; ვ) ძირნაყარის ცვლადები: ძირნაყარი ხეტყის აზიმუტი, ჰორიზონტალური მანძილი ძირნაყარი ხეტყის მსხვილ ბოლომდე, ძირნაყარი ხეტყის ტიპი, ძირნაყარი ხეტყის დიამეტრი, ძირნაყარი ხეტყის სიგრძე, ძირნაყარი ხეტყის ლპობის ხარისხი; http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 ზ) მოზარდ-აღმონაცენის ცვლადები: მოზარდ-აღმონაცენის სახეობები, მოზარდ-აღმონაცენის სიმაღლე, მოზარდ-აღმონაცენის რაოდენობა; თ) ერთეული მერქნიანი მცენარეების ცვლადები: ხის ნომერი/ID, ღეროს ნომერი/ID, ხის აზიმუტი, ჰორიზონტალური მანძილი ცენტრიდან ხემდე, ხის კლასი, ერთეული ხის სახეობა, ერთეული ხის ტაქსაციური დიამეტრი, ზრდადი ხის აღრიცხვა, ნაბელი ხის აღრიცხვა, ზეხმელი ხის აღრიცხვა, გადატეხილი ხის აღრიცხვა; ი) ხის ასაკის, სიმაღლისა და შემატების ცვლადები: ერთეული ხის სიმაღლე, ერთეული ხის გაბურღვა ასაკის დასათვლელად (აღებულ ნიმუშს მიეთითება კლასტერის ID, სანიმუშოს ID და ხის/ღეროს ნომერი), ერთეული ხის გაბურღვა დიამეტრში შემატების დასაანგარიშებლად (აღებულ ნიმუშს მიეთითება კლასტერის ID, სანიმუშოს ID და ხის/ღეროს ნომერი); კ) ძირკვების აზომვის ცვლადები: ძირკვის ტიპი, ძირკვის დიამეტრი, ჰორიზონტალური მანძილი ცენტრიდან ძირკვამდე, ძირკვის აზიმუტი, ძირკვის სიმაღლე, ძირკვის წარმოშობა, ძირკვის ლპობის კლასი; ლ) სამუშაოების დასრულებისას შესაფასებელი ცვლადები: სანიმუშო ფართობის სტანდარტული ფოტოსურათი, სანიმუშო ფართობზე აზომვების დასრულების დრო, კლასტერში სამუშაოების დასრულების დრო და თარიღი. მუხლი 9. ტყის ეროვნული აღრიცხვის შედეგები ტყის ეროვნული აღრიცხვის მონაცემები აისახება საინფორმაციო სისტემაში, რომლის საფუძველზეც შემუშავდება სტატისტიკური ინფორმაცია ტყის მდგომარეობის შესახებ. ეს ინფორმაცია გამოიყენება ტყის მდგრადი მართვის შესახებ დარგობრივი პოლიტიკის შემუშავებისთვის, ეროვნული და საერთაშორისო დონეზე ანგარიშგებისთვის, მონიტორინგისთვის. მუხლი 10. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების ინსპექტირება 1. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების ინსპექტირების მიზანია ტექნიკურ დავალებაში დადგენილი სტანდარტების შესაბამისად შესრულებული სამუშაოების შემოწმება. 2. ტყის ეროვნული აღრიცხვის საველე სამუშაოების ინსპექტირებას ახორციელებს მინისტრის ბრძანებით შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი. მუხლი 11. ტყის ეროვნული აღრიცხვის დაფინანსება ტყის ეროვნული აღრიცხვის დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრებით. თავი III ტყეთმოწყობა მუხლი 12. ტყეთმოწყობის მიზანი 1. ტყეთმოწყობა არის საქართველოს ტყეში განსახორციელებელ ტექნიკურ ღონისძიებათა სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ტყის მდგომარეობის ბიოლოგიურ, ეკოლოგიურ, ეკონომიკურ შეფასებას და ქმნის ტყის დაცვის, მოვლისა და აღდგენის და ტყის რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველს. 2. ტყეთმოწყობის ობიექტს წარმოადგენს ტყე და ტყის მიწები. 3. ტყეთმოწყობის მიზანია საქართელოს ტყის ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენა. 4. ტყეთმოწყობის მასალების სისტემატიზაციის საფუძველზე დგება ტყის მართვის გეგმა, რომელიც მოიცავს დასკვნით დოკუმენტს ტყის ძირითადი მახასიათებლების შესახებ. მუხლი 13. ტყეთმოწყობის საფუძველი 1. ტყეთმოწყობა ხორციელდება ამ წესის და ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. 2. ტექნიკურ დავალებას, სამინისტროსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო. 3. ტყეთმოწყობის სამუშაოები ასახული უნდა იქნეს ტექნიკურ დავალებაში, საკვლევი ობიექტის მიზნობრივი და ფუნქციონალური დანიშნულებიდან გამომდინარე. 4. ტყეთმოწყობის სამუშაოთა ეტაპების სქემა და მათი ამოცანები განისაზღვრება ტექნიკური დავალებით. ამასთან, ტექნიკური დავალებით შეიძლება არ იქნეს მოთხოვნილი ამ წესის მე-14 მუხლით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოები. მუხლი 14. ტყეთმოწყობის ღონისძიებები 1. ტყეთმოწყობის ღონისძიებები მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) მოსამზადებელი ეტაპი მოიცავს საკვლევი ობიექტის საკვარტალე ქსელის შემუშავებას, ფართობების დეშიფრირებას, ტყის შიდასამეურნეო ორგანიზებას და შესაბამისი ტერიტორიებისთვის კარტოგრაფიული მასალების მომზადებას; ბ) საველე სამუშაოების ეტაპი მოიცავს საკვლევ ობიექტზე საველე პირობებში ტყის აღრიცხვის ღონისძიებების ჩატარებას; გ) კამერალური სამუშაოების ეტაპი მოიცავს მოსამზადებელი და საველე სამუშაოების შედეგად მოპოვებული მონაცემების დამუშავებას სპეციალური კომპიუტერული პროგრამით და მის საფუძველზე ტყის მართვის გეგმის მომზადებას. 2. ტყეთმოწყობის ტექნიკურ საფუძველს წარმოადგენს ორთოფოტოგეგმები, ტოპოგრაფიული რუკები, ტყის კორომთა გეგმები, ტყის აღრიცხვის არსებული მონაცემები (მათ შორის, გასული სარევიზიო პერიოდის ტყეთმოწყობის მასალები), საკვლევი ობიექტის რელიეფის სიმაღლითი ციფრული მოდელი, ინფორმაცია ტყის საზღვრების შესახებ, საველე სამუშაოებით აზომილ-დაზუსტებული ტყის საზღვრები, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტების შესაბამისად. 3. საჭიროების შემთხვევაში, ტყის საზღვრების აზომვები ტარდება თანამედროვე მაღალი სიზუსტის ტექნოლოგიების გამოყენებით. 4. ტყეთმოწყობის სამუშაოთა ჩატარებისას ხორციელდება: ა) ტყის ბუნებრივი რესურსების აღრიცხვა, არსებული ტყის და მერქნული რესურსების მდგომარეობის მაჩვენებლების ხარისხის ანალიზი, სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების შემუშავება ტყის ბუნებრივი რესურსებით (გარდა წიაღისა და ფაუნისა) სარგებლობაზე, მოვლაზე, დაცვაზე, აღდგენაზე, განახლებასა და გაუმჯობესებაზე; ბ) საკვლევი ობიექტის საზღვრების (კონტურების) დაზუსტება, შიდასამეურნეო მოწყობა - საკვარტალე ქსელის პროექტის შედგენა, სატყეოებად, სამცველოებად და კვარტალებად დაყოფის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება; გ) საკვლევი ობიექტის გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზის შექმნა, თემატური რუკების, საკადასტრო აზომვითი ნახაზების და სხვა კარტოგრაფიული მასალის მომზადება; http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 დ) საკვლევი ობიექტის ტყის და ტყის მიწების საზღვრების დაზუსტება/გამოვლენა, შესაბამის კატეგორიებად დაყოფის თაობაზე; ე) კვარტალის ფარგლებში კორომების ტაქსაციური მახასიათებლების მიხედვით ლიტერებად დაყოფა (ლიტერის მინიმალური ფართობი შეადგენს 0,5 ჰა-ს და მეტს, თუ ტექნიკური დავალებით სხვა რამ არ არის დადგენილი), ამ მახასიათებლების დაზუსტება, ასევე ტყის დეგრადირებული, ეროზირებული, ნახანძრალი, ჯგუფურად ჩახერგილი, ფიტო და ენტო მავნებლებით დაზიანებული და არადამაკმაყოფილებელი განახლების მქონე უბნების გამოვლენა და შესაბამისი აღდგენა-გაშენების, ხანძარსაწინააღმდეგო, მავნებელ დაავადებებისაგან დაცვის და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვა; ვ) ტყის მერქნული რესურსების, მათ შორის, დასამზადებელი ხეტყის მოცულობის დადგენა; ზ) ტყის მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ტყის არამერქნული რესურსების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, მათი დამზადებისათვის და მოპოვებისათვის შესაძლო ფართობების გამოვლენა (მათ შორის, სათესლე, სამკურნალო, თაფლმომცემი და ნაყოფმომცემი უბნები); თ) ტყით სპეციალური სარგებლობის მიზნების განხორციელებისათვის შესაძლო ტერიტორიების გამოვლენა; ი) საკვლევი ობიექტის ტერიტორიაზე საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი და იშვიათი, რელიქტური, ენდემური, შეზღუდული გავრცელების არეალის მქონე მცენარეების გამოვლენა და მათი მდგომარეობის შეფასება; კ) ტყის ბოლო ტყეთმოწყობით (ასეთის არსებობისას) დაგეგმილი და სარევიზიო პერიოდში განხორციელებული ღონისძიებების შეფასება; ლ) ხელუხლებელი და მაქსიმალური სატაქსაციო მაჩვენებლების მქონე ეტალონური მახასიათებლების მქონე კორომების გამოვლენა. მ) ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა დავალებების შესრულება, ასევე სხვა მონაცემების მოპოვება, მომზადება და დამუშავება. 5. ტყეთმოწყობის საველე სამუშაოების ჩატარების პერიოდად მიიჩნევა სავეგეტაციო პერიოდი, როდესაც ტყის მცენარეების ბიოლოგიური შეფასება შესაძლებელია. მუხლი 15. აღრიცხვის სახეები ტყეთმოწყობის დროს ტყის აღრიცხვა ხორციელდება მეურნეობის წარმოებისთვის საჭირო სიზუსტით, ტყითსარგებლობის მიზნების გათვალისწინებით. ტყის აღრიცხვის სახეებია: ამორჩევითი და დეტალური აღრიცხვა. მუხლი 16. ამორჩევითი აღრიცხვა 1. ამორჩევითი აღრიცხვა ხორციელდება ტყის გარკვეულ ტერიტორიაზე. 2. ამორჩევითი აღრიცხვის დროს გამოიყენება სატყეო ტაქსაციის აზომვითი მეთოდი. 3. ამორჩევითი აღრიცხვა ხორციელდება სანიმუშო ფართობის აღებით (დანართ №1-ის შესაბამისად), რომლის ცენტრიც მდებარეობს მეტრული კოორდინატთა ბადის გადაკვეთის (ბადის კვეთის ინტერვალებია 100 მეტრი და ზევით) ადგილებში (ტექნიკური დავალებით განსაზღვრული კვლევის სიზუსტის მიხედვით). 4. სანიმუშო ფართობებისა და სტრატების მონაცემთა შეჯერებით ხორციელდება საკვლევი ობიექტის ტყის მდგომარეობის მახასიათებელი ძირითადი სატაქსაციო მონაცემების განზოგადოება-დაზუსტება. http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 5. ამოჩევითი აღრიცხვა შეიძლება განხორციელდეს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სხვადასხვა მეთოდით. მუხლი 17. დეტალური აღრიცხვა 1. დეტალური აღრიცხვისას გამოიყენება სატყეო ტაქსაციის თვალზომური ან/და აზომვითი მეთოდები: ა) დეტალური მეთოდით ტყის აღრიცხვა ხორციელდება წინასწარ დეშიფრირებულ ყველა ლიტერის თვალზომური ტაქსაციით (ნატურაში შეფასებით), ხოლო ჭრას დაქვემდებარებულ უბნებში (გარდა სანიტარიული ჭრებისა) დამატებით სანიმუშო ფართობის აღებით. სხვა შემთხვევებში სანიმუშო ფართობის აღების აუცილებლობა განისაზღვრება ტექნიკური დავალებით. 360 და მეტი დაქანების მქონე, აგრეთვე ძნელად მისადგომ (რთული რელიეფი, გართულებული გადაადგილება) და მიუდგომელ უბნებში ტაქსაცია ხორციელდება დეშიფრირებული ორთოფოტოგეგმების ან/და მოპირდაპირე ფერდობიდან ოპტიკური ხელსაწყოებით (მათ შორის დრონის გამოყენებით) დაკვირვების გზით ან/და მონაცემთა აქტუალიზაციით; ბ) ჭრას დაქვემდებარებულ ლიტერებში (გარდა სანიტარიული ჭრებისა) სანიმუშო ფართობის სიდიდე (ფართობი) უნდა შეადგენდეს ლიტერის საერთო ფართობის არანაკლებ 3%-ს და სანიმუშო ფართობის მონაცემები თან ერთვის საველე სატაქსაციო აღწერებს; გ) ტყის დეტალური აღრიცხვის დროს ლიტერების გამოყოფა (მათი კონტურის დადგენა) ხორციელდება ორთოფოტოგეგმების დეშიფრირების საფუძველზე და მისი საველე პირობებში დაზუსტებით; დ) ადგილზე ლიტერის გამოყოფა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მახასიათებლების მიხედვით: დ.ა) ტყის ტერიტორიის შესაბამისი კატეგორია; დ.ბ) გაბატონებული მერქნიანი მცენარის სახეობა, კორომის შემადგენელი მერქნიანი მცენარის სახეობები და შემადგენლობის კოეფიციენტი (ათი ერთეულის ფარგლებში) იარუსების მიხედვით; დ.გ) კორომის წარმოშობა; დ.დ) კორომის ხნოვანების ჯგუფი; დ.ე) კორომის სიხშირის ჯგუფი; დ.ვ) ფერდობთა დაქანების ჯგუფი; დ.ზ) ექსპოზიცია (რუმბებად, მკაფიოდ გამოხატული); ე) ლიტერისათვის ივსება სატაქსაციო ბარათი, წესის დანართ №4-ის ცხრილ №7-ის შესაბამისად; ვ) საქართველოს წითელი ნუსხით დაცული მერქნიანი მცენარეების და არამერქნული რესურსების სატაქსაციო აღწერის მეთოდები განისაზღვრება ტექნიკური დავალებით. 2. ტყის დეტალური მეთოდით აღრიცხვის სამუშაოების პირველად ერთეულს წარმოადგენს ლიტერი. 3. ტყის დეტალური აღრიცხვისას გამოიყენება ტყითსარგებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მეთოდებიც, უფლებამოსილი პირის მიერ დამტკიცებული ტექნიკური დავალების საფუძველზე. მუხლი 18. სატყეო ტაქსაციის მეთოდები 1. სატყეო ტაქსაციის მეთოდებია თვალზომური, აზომვითი და მონაცემთა აქტუალიზაცია. 2. თვალზომური მეთოდის დროს სატაქსაციო უბნის ყველა ძირითადი მაჩვენებელი განისაზღვრება http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 თვალზომურად (ვიზუალურად). დახასიათება ხდება ადგილზე, მისი მთლიანი ან ნაწილობრივი (სანავიგაციო ხელსაწყოს GPS-ის მეშვეობით დაფიქსირებული სვლა-გეზის ასახვით) დათვალიერების შედეგად. 3. აზომვითი მეთოდის დროს აიღება სანიმუშო ფართობი (დანართი №1-ის შესაბამისად). უბანში აიღება წრიული, მართკუთხა ან ლენტისებური (10 ან 20 მ. სიგანის) სანიმუშო ფართობები ტაქსაციური მაჩვენებლების დასადგენად. სანიმუშო ფართობების რაოდენობა და ფართობი დამოკიდებულია უბნის სიდიდეზე და კორომის საშუალო დიამეტრზე. სანიმუშო ფართობები მეტნაკლებად თანაბრად უნდა იყოს განლაგებული, რისთვისაც ისინი გარკვეული სქემით მოინიშნება აეროფოტო ან ტოპო აბრისზე. სანიმუშო ფართობის აღების წესი განისაზღვრება ტექნიკურ დოკუმენტში. 4. მონაცემთა აქტუალიზაციის მეთოდი გამოიყენება: ა) 350-ზე მეტი დაქანების მქონე, აგრეთვე ძნელად მისადგომ და მიუდგომელ უბნებში ტაქსაცია ხორციელდება ორთოფოტოგეგმების დეშიფრირებით ან/და მოპირდაპირე ფერდობიდან ოპტიკური ხელსაწყოებით დაკვირვების გზით; ბ) ცვლილების შეტანის დროს გათვალიწინებული უნდა იქნეს შესაბამის დოკუმენტაციაში ასახული განვლილ პერიოდში სამეურნეო საქმიანობით და სტიქიურ მოვლენათა შედეგად განხორციელებული ცვლილებები, აგრეთვე ტყის საზღვრების ცვლილებები. 5. ნაბელი კორომის ტაქსაცია: ა) ნაბელი კორომები წარმოშობილია ნაბელი მეურნეობის წარმოებისას; ბ) ნაბელი კორომის კატეგორიას მიეკუთვნება კორომი, როდესაც გადაბელილ ხეთა რაოდენობა კორომში ხეთა საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტს შეადგენს; გ) ნაბელ კორომებში ტაქსაცია ტარდება სატყეო ტაქსაციაში მიღებული წესებით. 6. ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივები განისაზღვრება წესის დანართ №2-ის შესაბამისად, ხოლო ხეების სამასალე, ნახევრად სამასალე და საშეშე კატეგორიებზე მისაკუთვნებლად საჭიროა ხის ღეროს სამასალე ნაწილის სიგრძის ნორმატივები - დანართ №3 შესაბამისად. მუხლი 19. ტყეთმოწყობის ღონისძიებების ინსპექტირება 1. ტყეთმოწყობის ღონისძიებების განხორციელების ინსპექტირებას ახორციელებს ტყის მართვის ორგანოს მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფი, რომელიც ახორციელებს ტექნიკური დავალებით განსაზღვრული სამუშაოების შერჩევითი წესით შემოწმებას. 2. შემოწმებას ექვემდებარება ტყეთმოწყობის სამუშაოები ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული მეთოდისა და ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივების მიხედვით. მუხლი 20. ტყეთმოწყობის დაფინანსება 1. ტყეთმოწყობა ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა სახსრებით. 2. შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ტყითსარგებლობის შემთხვევაში, ტყეთმოწყობას ახორციელებს ტყითმოსარგებლე, საკუთარი დაფინანსებით. თავი IV ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 მუხლი 21. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის სტრუქტურა 1. საქართველოს ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემა წარმოადგენს კომპლექსურ სისტემას, რომელიც აერთიანებს სატყეო სექტორში წარმოქმნილ ყველა სახის ინფორმაციას, რაც წარმოიქმნება სხვადასხვა წყაროებიდან (ტყის აღრიცვა, ტყითსარგებლობა, აღდგენა-გაშენება, სამეცნიერო კვლევები და სხვა). 2. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის საფუძველზე შესაბამისმა ორგანომ (სამინისტრო, ტყის მართვის ორგანოები) უნდა უზრუნველყოს ტყის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების, ტყის ეკოლოგიურ და სტრუქტურულ მდგომარეობაზე და მინდინარე ცვლილებებზე რეგულარული მონიტორინგი, ტყის შეფასება, მისი მდგომარეობის დინამიკაზე უწყვეტი დაკვირვება, ტყის ანალიზი და პროგნოზირება. მუხლი 22. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემის წარმოება 1. ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემაში ყველა ტყის მართვის ორგანო/სამინისტრო ვალდებულია ასახოს მის ხელთ არსებული და წარმოებული/შედგენილი ტყესთან დაკავშირებული ინფორმაცია, განახლებული მონაცემები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. 2. სისტემაში მონაცემთა შეყვანის, დამუშავების და განახლების ტექნიკური საკითხები განისაზღვრება ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. 3. შეტანილ მონაცემთა სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი სუბიექტი. მუხლი 23. ტყის მონიტორინგის მიზანი ტყის მონიტორინგის მიზანია საქართველოს ტყის ეკოლოგიური მდგომარეობის ასახვა, მისი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფო ორგანოებისთვის ანალიზის შედეგებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მონაცემების მიწოდება. მუხლი 24. ტყის მონიტორინგის საფუძვლები ტყის მონიტორინგი იწარმოება ყველა ტყეში, მიუხედავად საკუთრების ფორმისა. საქართველოს ტყის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს ტყის ეროვნული აღრიცხვით, ერთიანი სისტემის მიხედვით, ტყეთმოწყობის მასალების საფუძველზე. ტყეში, სადაც ტყეთმოწყობა არაა ჩატარებული (განახლებული), მონიტორინგი იწარმოება ძველი მასალების განახლებისა და სხვა გამოკვლევების საფუძველზე. მუხლი 25. ტყის მონიტორინგის ობიექტი 1. ტყის მონიტორინგის ობიექტია საქართველოს ტყე. 2. ტყის მონიტორინგის წარმოების პირველად რგოლს წარმოადგენს სატყეო/სამცველო. აუცილებლობის შემთხვევაში მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს სხვა უმცირეს ერთეულში (კვარტალი, ლიტერი). 3. ტყის მონიტორინგს ახორციელებს ტყის მართვის ორგანო/სამინისტრო, ხოლო შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ტყითსარგებლობის შემთხვევაში - ტყითმოსარგებლე, რომელიც ტყის მონიტორინგის შედეგებს ტყის მართვის ორგანოს წარუდგენს ყოველი მომდევნო წლის პირველ მაისამდე. მუხლი 26. ტყის მონიტორინგის მეთოდები 1. ტყის მონიტორინგის მეთოდებია საჰაერო და სახმელეთო. 2. საჰაერო მონიტორინგი ხორციელდება კოსმოსური სურათებზე დაკვირვებით და http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 აეროფოტოსურათების (ორთოფოტოგეგმების) გამოყენებით. 3. სახმელეთო მონიტორინგი ხორციელდება საკვლევი ობიექტის (ობიექტების) ფაქტობრივი მდგომარეობის ფიზიკური დათვალიერება-შესწავლით, ხოლო მიუდგომელი ტერიტორიებისთვის დისტანციური დათვალიერებით, მიზნობრივი კვლევისთვის მუდმივი სანიმუშო ფართობების მონაცემთა განახლებით, ან ახლის აღრიცხვა/აზომვით. 4. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს შესაბამისი ორგანოს (პირის) მიერ განხორციელებული საჰაერო მონიტორინგის შედეგები ან განახორციელოს სახმელეთო მონიტორინგი. 5. მონიტორინგის საბოლოო მონაცემები უნდა იყოს სარწმუნო და ეს მონაცემები აისახება ტყის საინფორმაციო და მონიტორინგის სისტემაში. მუხლი 27. ტყის მონიტორინგის დაფინანსება ტყის მონიტორინგი ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა სახსრებით, ხოლო შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე ტყითსარგებლობის შემთხვევაში ტყითმოსარგებლის დაფინანსებით. თავი V ტყის მართვის გეგმა/წლიური სამოქმედო გეგმა/სპეციალური გამოკვლევა მუხლი 28. ტყის მართვის გეგმის შედგენის საფუძველი 1. ტყის მართვის გეგმის შედგენის საფუძველია ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული ტყეთმოწყობის მასალები. 2. ტყის მართვის გეგმაში ცვლილებები შედის ამ გეგმით გათვალისწინებული სამეურნეო ან/და მოვლითი ჭრების (გარდა სანიტარიული ჭრებისა) მოცულობის გაზრდის შემთხვევაში. ტყის მართვის გეგმაში შეტანილი ცვლილება შეიძლება გახდეს ტყის კატეგორიის შეცვლის საფუძველი. ცვლილებები შეეხება ტყის მართვის გეგმის შემადგენელ შემდეგ ცხრილებს: „სამეურნეო ჭრის ყოველწლიური ოდენობა სარევიზიო პერიოდში“, „მოვლითი ჭრების ყოველწლიური ოდენობის გაანგარიშება“, „ყველა სახის ჭრების ყოველწლიური ოდენობა“, „ფართობების განაწილება ტყის კატეგორიებად“, სატაქსაციო ბარათი და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა. მუხლი 29. ტყის მართვის გეგმის რეკვიზიტები 1. ტყის მართვის გეგმაში აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) საკვლევი ობიექტის ბუნებრივ-ისტორიული, ეკოლოგიური და ეკონომიკური პირობები; ბ) ტყეში მომხდარი ცვლილებები და წარსულში განხორციელებული საქმიანობები; გ) ტყის დახასიათება; დ) ტყის მეურნეობის ორგანიზაციის ძირითადი დებულებანი და მომავალ სარევიზიო პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებები; ე) სატყეო ინფრასტრუქტურა; ვ) ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვითი ღონისძიებები. 2. სამეურნეო ჭრებით დასამზადებელი ხეტყის ოდენობა დგინდება საანგარიშო ტყეკაფით ამ წესის დანართ №4-ის საფუძველზე. http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 3. ტყის მართვის გეგმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს ხნოვანების კლასების და დაპროექტებული ღონისძიებების უწყისები, სატაქსაციო აღწერები, გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზა და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა. კარტოგრაფიული მასალა დგება UTM (WGS-84) მეტრულ კოორდინატთა სისტემაში (შესაბამისი თემატური რუკებით). 4. ტყის მართვის გეგმის შედგენის ტექნიკური დავალებით განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტების შინაარსი და მოცულობა. 5. ტყის მართვის გეგმის შედგენისთვის ტექნიკური დავალების შემუშავება და დამტკიცება ხორციელდება ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ. მუხლი 30. ტყის მართვის გეგმის დამტკიცება 1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანო/კერძო მესაკუთრე ტყის მართვის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს. ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს შემთხვევაში - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსს, ხოლო მუნიციპალური ტყის მართვის ორგანოს შემთხვევაში - შესაბამის მუნიციპალურ ორგანოს. 2. ტყის მართვის გეგმის დამტკიცებაზე უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას ტყის მართვის გეგმის დამტკიცების შესახებ, ან შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნებით უკან უბრუნებს ტყის მართვის შესაბამის ორგანოს. ტყის მართვის გეგმა მტკიცდება „საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი საჯარო ადმინისტრაციული წარმოების წესით. 3. ტყის მართვის გეგმაში ცვლილების შეტანა ხორციელდება ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. მუხლი 31. ტყის მართვის გეგმის დაფინანსება ტყის მართვის გეგმის შედგენას უზრუნველყოფენ ტყის მართვის შესაბამისი ორგანოები, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით, ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტით ან/და კანონმდებლობით დაშვებული სხვა სახსრებით. მუხლი 32. პასუხისმგებლობა სახელმწიფო ტყის მართვის გეგმის შედგენაზე ტყის მართვის გეგმის შედგენის ორგანიზებაზე პასუხისმგებელია ტყის მართვის შესაბამისი ორგანო. ტყეთმოწყობის ღონისძიებების და მათ საფუძველზე შედგენილი ტყის მართვის გეგმის პროექტის (რომელიც გახდა ტყის მართვის გეგმის დამტკიცების მთავარი საფუძველი) სისწორეზე ან/და გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაზე პასუხისმგებელია შესაბამისი სამუშაოების განმახორციელებელი სუბიექტი ტყის მართვის გეგმის სარევიზიო პერიოდის განმავლობაში. იმ შემთხვევაში, თუ ტყეთმოწყობის სამუშაოების განმახორციელებელი სუბიექტი აღარ არსებობს, გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრას ახორციელებს შესაბამისი ტყის მართვის ორგანო. მუხლი 33. წლიური სამოქმედო გეგმა 1. წლიური სამოქმედო გეგმა შემუშავდება „საქართველოს ტყის კოდექსით“ გათვალისწინებული საფუძვლებით და დეტალურად აღწერს დაგეგმილ, წლის განმავლობაში განსახორციელებელ ღონისძიებებს. 2. წლიური სამოქმედო გეგმა უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) დაგეგმილ ღონისძიებათა განხორციელების ტერიტორიის მდებარეობისა და ფართობის შესახებ; ბ) სატყეო-სამეურნეო ღონისძიებათა მოცულობის/ოდენობის და განხორციელების მეთოდების შესახებ; http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 გ) დაგეგმილ პერიოდში განსახორციელებელი ღონისძიებების/საქმიანობის სახეებისა და მოცულობის/ოდენობის შესახებ. 3. წლიური სამოქმედო გეგმის დამტკიცებამდე ტყის მართვის ორგანოს ეკრძალება ტყის ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის ტყით სპეციალური სარგებლობა. 4. კერძო საკუთრების ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს და სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს კერძო მესაკუთრე. სახელმწიფო ტყის ან მუნიციპალური ტყის შემთხვევაში წლიურ სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს ტყითმოსარგებლე და ამტკიცებს ტყის მართვის ორგანო. მუხლი 34. სპეციალური გამოკვლევა 1. ტყის სპეციალურ გამოკვლევას გეგმავს და ატარებს ტყის მართვის ორგანო, გარდა განსაკუთრებული დანიშნულებით ტყის სპეციალური სარგებლობისა. 2. ტყის სპეციალური გამოკვლევა ტარდება: ა) ტყის კონკრეტულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების პროექტის შედგენისთვის, ტყის პათოლოგიური მდგომარეობის დადგენისთვის; ბ) ტყის რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების დადგენისთვის; გ) ტყის რესურსების ეფექტიანი მართვისა და ტყითსარგებლობის ღონისძიებების ოპერატიული განხორციელების (მათ შორის ტყით სპეციალური სარგებლობის უფლების მინიჭების) უზრუნველსაყოფად; დ) განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სარგებლობის უფლების მოსაპოვებლად. როდესაც შესაბამისი საქმიანობა ხორციელდება 36 გრადუსი ან მეტი დაქანების ფერდობზე, იგი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას გეოლოგიური კვლევის შედეგების შესახებ, ხოლო 31-დან 36-მდე დაქანების ფერდობზე შესაძლებელია დადგინდეს ასეთი ინფორმაციის წარმოდგენის ვალდებულება. გამოკვლევა ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ტყის მერქნული რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მონაცემების შესახებ. ამ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე. 3. ტყის სპეციალური გამოკვლევა, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს: ა) საკადასტრო აზომვით ნახაზს ან/და აბრისით განსაზღვრული ფართობის დაზუსტებული ინფორმაციას; ბ) ფართობის სატაქსაციო დახასიათებას (საჭიროების შემთხვევაში - სანიმუშო ფართობების მიხედვით). გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ქმედებებზე. თავი VI საქართველოს ტყის კატეგორიზაციის წესი მუხლი 35. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნები 1. საქართველოს ტყის კატეგორიებად დაყოფის მიზნებია: http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 ა) ტყის ეკოლოგიური ფუნქციისა და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების, ტყის ეკონომიკური პოტენციალის მდგრადი გამოყენებისა და მისი სოციალური ფუნქციის შესრულების ხელშეწყობა; ბ) ტყის ნიადაგდაცვითი და წყალ- და კლიმატმარეგულირებელი ფუნქციების შენარჩუნებისა და აღდგენის ხელშეწყობა და მათი გაძლიერება; გ) ტყის პროდუქტიულობის, მათ შორის, ტყის რესურსების, ტურიზმისა და რეკრეაციის შესაძლებლობების, რაციონალური გამოყენება, გრძელვადიანი სარგებლის მიღების გათვალისწინებით; დ) ტყის ეკოსისტემურ მომსახურებებთან დაკავშირებული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა და სხვ.) ჰარმონიული და მდგრადი განვითარების ხელშეწყობა და ტყის ეკოსისტემების უარყოფითი კუმულაციური ზეგავლენისგან დაცვა. 2. ტყის კატეგორიის უმცირეს ერთეულს წარმოადგენს კვარტალი, ხოლო სამეურნეო და დაცვითი კატეგორიის ტყეებში - ლიტერი. 3. საქართველოს ტყის ფუნქციური დანიშნულებით დაყოფას, ამ წესის შესაბამისად, ახორციელებს სამინისტრო, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − შესაბამისი უფლებამოსილი ორგანო. მუხლი 36. კატეგორიის მინიჭების საფუძველი ტყის შესაბამის ნაწილისთვის კატეგორიის მინიჭება ხდება ტყეთმოწყობის საფუძველზე. საქართველოს ტყის კატეგორიის მინიჭება ხდება მინისტრის ბრძანებით. მუხლი 37. კატეგორიის განსაზღვრის პრინციპი „საქართველოს ტყის კოდექსით“ განსაზღვრული ტყის კატეგორიები დადგენილია უპირატესი ძალის მიხედვით. თუ ტყის ნაწილი აკმაყოფილებს ორი და მეტი კატეგორიისთვის განსაზღვრულ კრიტერიუმებს, პრიორიტეტი, რიგითობის მიხედვით, ენიჭება „საქართველოს ტყის კოდექსით“ დადგენილი ტყის პრიორიტეტულ კატეგორიებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რიგითობით დაბალი პრიორიტეტის კატეგორიის უპირატესობა გამომდინარეობს ტერიტორიის განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულებიდან. თავი VII ტყითსარგებლობის გეგმის გარდამავალი მოწესრიგება მუხლი 38. მოწესრიგების მიზანი ტყითმოსარგებლები, რომლებიც ამ წესის ამოქმედებამდე ფლობენ ტყითსარგებლობის გენერალურ ან/და ხეტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიას, ტყითსარგებლობის გეგმას ადგენენ ამ თავის მოთხოვნების გათვალისწინებით. მუხლი 39. ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველი 1. ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველია ტყეთმოწყობის მასალები. 2. ტყითსარგებლობის გეგმაში ცვლილების შეტანა ხდება მონიტორინგის ან/და სხვა გამოკვლევის საფუძველზე. 3. ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის ტექნიკური დავალების შემუშავება და დამტკიცება ხორციელდება ტყის მართვის შესაბამისი ორგანოს მიერ, ხოლო აღრიცხვას ახორციელებს და აღრიცხვის მასალების საფუძველზე ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ლიცენზიის http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 მფლობელი. მუხლი 40. ტყითსარგებლობის გეგმაში წარმოსადგენი ინფორმაცია 1. ტყითსარგებლობის გეგმაში აისახება: ა) ტყითსარგებლობას დაქვემდებარებული ობიექტის ადგილმდებარეობა, გარე საზღვრები, სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების საზღვრების ჩვენებით; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში ბუნებრივი პირობების და ტყემცენარეულობის ზონების მოკლე აღწერა, ისტორიულ-გეოგრაფიული თავისებურებანი, რელიეფი და გეოლოგიური აგებულება, ოროგრაფიული ბარიერები, სხვადასხვა დანიშნულების დერეფნები, ნიადაგის ტიპები, ჰავა, მცენარეული საფარი, გავრცელებული მერქნიანი მცენარეების სახეები, ნიადაგები, წყლები, ჭაობები და სხვა, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული ცხოველების და მცენარეული სახეობების გავრცელების არეალის მდგომარეობა და სხვა, განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების მდგომარეობა. 2. სალიცენზიო ფართობის ტყის დახასიათება და ძირითადი მაჩვენებლები: ა) ტყის ფართობების ტყით დაფარულ და ტყით დაუფარავ ფართობებად განაწილება; ბ) განსაკუთრებული ფუნქციური დანიშნულების უბნების ფართობების მიხედვით ჩამონათვალი; გ) ტყეების ფართობების და მარაგების განაწილება ხნოვანების კლასებად, გაბატონებული მერქნიანი სახეობების ფარგლებში; დ) ფართობების და მარაგების განაწილება ფერდობთა დაქანების ჯგუფებად; ე) ტყეების ფართობების განაწილება ბონიტეტების კლასების და სიხშირეების მიხედვით, ზღვის დონიდან სიმაღლეების და ექსპოზიციების მიხედვით; ვ) ტყით დაფარული ფართობების განაწილება ტყის ტიპების მიხედვით. მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების საბურველქვეშ არსებული მოზარდის დახასიათება. 3. ტყითსარგებლობის გეგმაში ასევე აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) ბიოლოგიური მრავალფეროვნების, წყლის რესურსების, ნიადაგების, უნიკალური და მოწყვლადი ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების მაქსიმალურად შენარჩუნების მეთოდები; „საქართველოს წითელი ნუსხით“ დაცული მცენარეების და ცხოველთა სამყაროს ობიექტების ჰაბიტატების მაქსიმალურად დაცვის მექანიზმები; ბ) ტყის სანიტარიული მდგომარეობა, ტყის დაცვის, მოვლასა და აღდგენას, ასევე ბიომრავალფეროვნების დაცვისა და გარემოსდაცვით ღონისძიებებს დაქვემდებარებული ფართობები, ტყის ენტო და ფიტომავნებლებით ტყეების დაზიანების ხარისხი, დაავადებების პრევენციული და სალიკვიდაციოდ რეკომენდებული ღონისძიებების, ტყის აღდგენა–გაშენებას დაქვემდებარებული ფართობების ნუსხა, გაშენებისათვის მერქნიანი მცენარეების, გაშენების წესების და ნარგაობის შემდგომი მოვლის რეკომენდებული მეთოდები, ცალკეული ტერიტორიების სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების მიხედვით და ღონისძიებების განხორციელების ვადები; გ) მერქანზე და ტყის სხვა რესურსებზე ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნა; დ) არსებული და დასაპროექტებელი სატრანსპორტო გზების დახასიათება, მათ შორის, საერთო სარგებლობის რკინიგზის და საავტომობილო გზები, ტყის ცენტრალური და დამხმარე საავტომობილო გზების, მორსათრევების სიგრძე, დახასიათება და მდგომარეობა და მდებარეობა (სატყეო); ე) ტყითსარგებლობას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე კულტურულ-ისტორიული, საკულტო (რელიგიური) დანიშნულების ადგილები, სატყეო უბნების სატყეოების, კვარტალების და ლიტერების http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 მიხედვით გეომონაცემთა ბაზაში და კარტოგრაფიულ მასალებში ასახვა; ვ) სარევიზიო პერიოდში, მათ შორის, ყოველწლიურად განსახორციელებელი ტყითსარგებლობის სახეები, მოცულობებისა და ფართობების ჩვენებით სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების და ლიტერების მიხედვით; ზ) ტერიტორიის (სატყეო უბნების, სატყეოების, კვარტალების მიხედვით) დაყოფა ხანძრის საშიშროების კლასების მიხედვით და ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების ნუსხა; თ) ტყითსარგებლობის განხორციელების უზრუნველსაყოფად მოსაწყობი ინფრასტრუქტურის (სატყეო საწყობები, ხერგილები, ხეტყის დასატვირთი მოედნები და ბაქნები, ბილიკები, თავშესაფრები, და სხვა დროებითი ნაგებობები) მოწყობის ვადები, ადგილმდებარეობის (სატყეო უბნები, სატყეოები, კვარტალები და ლიტერები) მითითებით; ი) ტყითსარგებლობის გეგმის განუყოფელი ნაწილი - სატაქსაციო აღწერები, გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზა, შესაბამისი კარტოგრაფიული მასალა, კარტოგრაფიული მასალა UTM (WGS-84) მეტრულ კოორდინატთა სისტემაში (შესაბამისი თემატური რუკებით); მთავარ სარგებლობას და ტყის მოვლით ჭრებს დაქვემდებარებული ტერიტორიების ნუსხა სატყეოების, სამცველოების მიხედვით, ფართობებისა და მარაგების რაოდენობრივი და ხარისხობრივი შეფასების მითითებით, გზით მისადგომობისა და რესურსის ათვისების სირთულის მიხედვით; საანგარიშო ტყეკაფების ოდენობა, ყველა სახის ჭრების ყოველწლიური ოდენობა; კ) ტექნიკური დავალებით გათვალისწინებული სხვა მონაცემები. მუხლი 41. ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების პროცედურები 1. ტყითმოსარგებლე, ტყითსარგებლობის გეგმის პროექტს დასამტკიცებლად წარუდგენს ტყის მართვის შესაბამის ორგანოს. 2. ტყის მართვის ორგანო იღებს გადაწყვეტილებას ტყითსარგებლობის გეგმის დამტკიცების მიზანშეწონილობის შესახებ, ან შესაბამისი დასაბუთებული შენიშვნებით უკან უბრუნებს ტყითმოსარგებლეს. ტყითსარგებლობის გეგმა, ტყის მართვის ორგანოს წარდგინებით, მტკიცდება მინისტრის მიერ, მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. 3. ტყითსარგებლობის გეგმაში ცვლილების შეტანა დასაშვებია ,,ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით ლიცენზიაში დასაშვები ცვლილებების ფარგლებში და ამ მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად. მუხლი 42. ტყითსარგებლობის გეგმის დაფინანსება ტყითსარგებლობის გეგმას ადგენს ტყითმოსარგებლე, საკუთარი დაფინანსებით. მუხლი 43. პასუხისმგებლობა ტყითსარგებლობის გეგმის შედგენაზე. ტყითსარგებლობის გეგმის შედგენაზე და მომაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია ტყითმოსარგებლე. თავი VIII გარდამავალი დებულებანი მუხლი 44. გარდამავალი დებულებანი 1. ტყითმოსარგებლეებზე, რომლებსაც ამ წესის ამოქმედებამდე მფლობელობაში ჰქონდათ http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 ტყითსარგებლობის გენერალური ან/და ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია, ვრცელდება ტყითსარგებლობის გეგმის მოქმედება. ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია, შემდგომი სარევიზიო პერიოდისთვის ახალი ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძვლად გამოიყენოს არსებული ტყითსარგებლობის გეგმის მასალები. 2. ტყითსარგებლობის გენერალური ან/და ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ნაწილის გასხვისების შემთხვევაში ტყითსარგებლობის გეგმის შედგენის საფუძველია მოქმედ ტყითსარგებლობის გეგმაში ასახული ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) მასალები და იგი მტკიცდება მოქმედი ტყითსარგებლობის გეგმის სარევიზიო პერიოდის ფარგლებში. 3. ტყის შესაბამის ტერიტორიაზე ტყის აღრიცხვის განხორციელებამდე ტყის მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, ისარგებლოს ბოლო ტყეთმოწყობის პროექტით (მათ შორის, კორომთა გეგმებით) „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 აგვისტოს №299 დადგენილებისა და საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრული ტყის კონტურის ფარგლებში, ამასთან, აღნიშნულის გათვალისწინებით, ტყის მართვის შესაბამისი ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს მისდამი დაქვემდებარებული ტყის ტერიტორიების დაყოფა სატყეო უბნებად (მათ შორის, სატყეოებად, კვარტალებად, ლიტერებად), მუხლი 45. ტყის სპეციალური გამოკვლევის გარდამავალი მოწესრიგება 1. ტყის კატეგორიების დადგენამდე/ტყის მართვის გეგმის შემუშავებამდე გარდამავალ პერიოდში, ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება ტყით სპეციალური სარგებლობის ან/და სხვა სატყეო-სამეურნეო ღონისძიებების განხორციელებასა ან მის განუხორციელებლობაზე (ასევე მსგავსი უფლების სხვისთვის მინიჭებაზე). 2. თუ ტერიტორიას არ აქვს მინიჭებული ტყის კატეგორია, სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე ტყითსარგებლობა ხორციელდება „საქართველოს ტყის კოდექსის“ 37-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. 3. ტყის სპეციალური გამოკვლევა შეიცავს წესის დანართ №5-ში მითითებულ ინფორმაციას. მუხლი 46. მოქმედი მართვის გეგმების თავსებადობის საკითხი ამ წესის ამოქმედებამდე დამტკიცებული ტყის მართვის გეგმები უნდა განიმარტოს მათი დამტკიცების დროს მოქმედი საკანონმდებლო აქტების საფუძველზე. http://www.matsne.gov.ge 36016000010003022982 დანართი №1 სანიმუშო ფართობის აღების წესი 1. აზომვითი მეთოდის დროს სანიმუშო ფართობის ცენტრში ჩაესობა რკინის სოლი ან ხის ბოძი, აგრეთვე შესაძლებე­ლია მონიშვნა განხორციელდეს ხეზე. ხეზე ან ხის ბოძზე მყარი საღებავით კეთდება წარწერა წ.ს.ფ (წრიული სანიმუშო ფართობი) და ტყის საინვენტარიზაციო ქსელის წერტილის ნომერი (ამორჩევითი მეთოდით აღრიცხვისას) ან სანიმუშო ფართობის ნომერი. ხელსაწყო GPS­ით განისაზღვრება სანიმუშო ფართობის ცენტრის კოორდინატები (5–10 მ. სიზუსტით). ამ მეთოდის გამოყენებისას: ა) საშუალო ხე განისაზღვრება საშუალო დიამეტრის მიხედვით. საშუალო დიამეტრი განისაზღვრება მიღებული კვეთის ფართობების ჯამის აღრიცხულ ხეთა რაოდენობაზე გაყოფით (მიიღება საშუალო დიამეტრის მქონე ხის კვეთის ფართობი); ბ) კვეთის ფართობთა ჯამის დადგენა შესაძლებელია ხელსაწყო სიხშირმზომით. ხეთა აღრიცხვა წარმოებს მერქნიანი მცენარის სახეობის მიხედვით, მათ შორის სამასალე, ნახევრად სამასალე და საშეშეს გამოყოფით. ცალკე აღირიცხება ზეხმელი და წაქცეული ხეები; გ) კორომის ზრდადი ხეების მარაგი განისაზღვრება შემადგენელი მერქნიანი მცენარეების სახეობის მარაგების ჯამით; დ) ფარდობითი სიხშირე მიიღება აზომვებით მიღებული კვეთის ფარ­თობების ჯამის იმავე სახეობის ეტალონური (ერთი სიხშირის) კორომის კვეთის ფართობთან შეფარდებით. კორომის ფარდობითი სიხშირე მიიღება შემადგენელი მერქნიანი მცენარეების სახეობის სიხშირეების ჯამით; ე) კორომის სასაქონლო კლასი განისაზღვრება მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომებისათვის სანიმუშო ფართობზე არსებული სამასალე ხეების პროცენტით ხეთა რაოდენობის, ან მარაგის მიხედვით: მარაგის მიხედვით სამასალე მერქნის გამოსავლიანობის პროცენტი არსებულ მარაგიდან წიწვოვანებისათვის შემდეგია: პირველი კლასი – 81% და მეტი, მე­2 კლასი – 61–80%, მე­3 კლასი – 41– 60% და მე­4 კლასი 41%­მდე. მარაგის მიხედვით სამასალე მერქნის გამოსავლიანობის პროცენტი არსებულ მარაგიდან ფოთლოვანებისათვის შემდეგია: პირველი კლასი – 71% და მეტი, მე­2 კლასი – 51– 70%, მე­3 კლასი – 31–50% და მე­4 კლასი – 31%­მდე. სასაქონლო კლასი ხეთა რაოდენობიდან სამასალე ხეთა პროცენტის მიხედვით არსებულ ხეთა რაოდენობიდან წიწვიანებისათვის შემდეგია: პირველი კლასი – 91% და მეტი, მე­2 კლასი – 71–90%, მე­3 კლასი – 51–70% და მე­4 კლასი – 51%­მდე. სასაქონლო კლასი სამასალე ხეთა პროცენტის მიხედვით არსებულ ხეთა რაოდენობიდან ფოთლოვანებისათვის შემდეგია: პირველი კლასი – 81% და მეტი, მე­2 კლასი – 61–80%, მე­3 კლასი – 41–60% და მე­4 კლასი – 41%­მდე; ვ) სანიმუშო ფართობზე წარმოებს ხეთა მთლიანი აღრიცხვა სახეობის მიხედვით. ტაქსაციური ხელსაწყო „ორთითას“ საშუალებით იზომება ხის დიამეტრი ორი მიმართულებით მიწის ზედა­პირიდან (ფერდობის ზედა მხრიდან) მკერდის სიმაღლეზე (1,3 მეტრი) გაზომვით (ტაქსაციური დიამეტრი ­ Dt), დგინდება მათი საშუალო და ჩაიწერება სანიმუშო ფართობის უწყისში. ყველა აზომილი ხე მოინიშნება თვალის სიმაღლეზე მდგრადი საღებავით ან ხეზე კეთდება ჩამონათლი; ზ) წრიული სანიმუშო ფართობების რადიუსი შემდეგია: ზ.ა) თუ კორომის საშუალო დიამეტრი 16 სმ­მდეა ­ წრიული სანიმუშო ფართობის რადიუსი აიღება 12.6 მ (წრის ფართობი 500 მ2); ზ.ბ) თუ კორომის საშუალო დიამეტრი 16 სმ­დან 32 სმ­მდეა ­ წრიული სანიმუშო ფართობის რადიუსი აიღება 17.8 მ (წრის ფართობი 1000 მ2); ზ.გ) თუ კორომის საშუალო დიამეტრი 32 სმ­ზე მეტია – წრიული სანიმუშო ფართობის რადიუსი აიღება 25,2 მ (წრის ფართობი 2000 მ2); ზ.დ) მონაცემები საფარის, მოზარდის და ქვეტყის შესახებ მიიღება მცირე ფართობებზე (სანიმუშო ფართობის სიდიდის არანაკლებ 1%­სა) მათი აღრიცხვით. ფერდობის დაქანება გრადუსებში შესწორების კოეფიციენტი მარაგზე ფერდობის დაქანება გრადუსებში 21­ 27 28­ 31 32­ 35 36­ 38 39­ 40 41­ 43 44­ 45 46< შესწორების კოეფიციენტი მარაგზე 1,10 1,15 1,20 1,25 1,30 1,35 1,40 1,5 დანართი №2 ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივები მაჩვენებლები დასაშვები გადახრები ტაქსაციის მეთოდები თვალზომური აზომვითი 1 2 3 1. მარაგი, % + 10 + 7 2. ფარდობითი სიხშირე, ერთეული + 0,1 3. კვეთის ფართობების ჯამი % + 7 4. ხნოვანება, კლასი + 1 + 0,5 5. შემადგენლობის კოეფიციენტი, ერთეული + 2 + 1 6. ფერდობის დაქანება, გრადუსი + 7 + 5 7. ხის სიმაღლე, % + 10 + 5 8. ხის ტაქსაციური დიამეტრი, სმ. + 4 9. მოზარდი, 1­ჰა­ზე რაოდენობის % + 20 + 7 10 ქვეტყე, % + 20 + 7 გარდა ტაქსაციური მაჩვენებლების სიზუსტის განსაზღვრის ნორმატივებისა, დაუშვებელია გადახრები: ტყის ტერტორიის კატეგორიის, მერქნის საქონლიანობის, ბონიტეტის კლასის განსაზღვრისას და სამეურნეო ღონისძიებების დანიშვნისას. დანართი №3 ხეების სამასალე, ნახევრად სამასალე და საშეშე კატეგორიებზე მისაკუთვნებლად საჭიროა ხის ღეროს სამასალე ნაწილის სიგრძის ნორმატივები ხეების სამასალე, ნახევრად სამასალე და საშეშე კატეგორიებზე მისაკუთვნებლად საჭიროა ხის ღეროს სამასალე ნაწილის სიგრძის ნორმატივები: ა) ხეები მიეკუთვნებიან სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 6,5 მ­ს და მეტს, ხოლო ­ 18 მეტ­რზე ნაკლები სიმაღლის ხეებისათვის ­ ხის სიმაღლის 1/3­ს; ბ) ხეები მიეკუთვნებიან ნახევრად სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 2­დან 6,5 მეტ­რამდე; გ) ხეები მიეკუთვნებიან საშეშე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე 2 მ­ზე ნაკლებია. დანართი №4 საანგარიშო ტყეკაფის დადგენის მეთოდი მუხლი 1. საანგარიშო ტყეკაფის სახეები ტყის მერქნული რესურსებით უწყვეტი სარგებლობის პრინციპის უზრუნველყოფის მიზნით, განისაზღვრება შემდეგი სახის საანგარიშო ტყეკაფები: ა) თანაბარი სარგებლობის; ბ) პირველი ხნოვანებითი; გ) მეორე ხნოვანებითი; დ) შემატებითი; ე) სიმწიფითი. მუხლი 2. საანგარიშო ტყეკაფის გამოთვლა 1. პირწმინდა, თანდათანობითი და ჯგუფურ­ამორჩევითი ჭრებისთვის საანგარიშო ტყეკაფის ფართობი გამოითვლება შემდეგი ფორმულებით: ა) თანაბარი სარგებლობის ტთ = F ; U ბ) პირველი ხნოვანებითი ტ1ხნ = Fმმ+Fმწ. და უხნესი ; 2t გ) მეორე ხნოვანებითი ტ2ხნ = Fშხ+Fმმ+Fმწ. და უხნესი . 3t დ) შემატებითი ტშ = Z . M ე) სიმწიფითი ტს = Fმწ და უხნესი ; t 2. ფორმულებში მიღებულია შემდეგი აღნიშვნები: ა) F – გაანგარიშებას დაქვემდებარებული კორომების ფართობი (ცხრილი №1); ბ) F მწ. და უხნესი – მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობი; გ) F მმ. – მომწიფარი კორომების ფართობი; დ) F შხ. – შუახნოვანი კორომების ფართობი; ე) U – ჭრის ხნოვანება; ვ) t – ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა (წელი); ზ) Z – გაანგარიშებას დაქვემდებარებული კორომების მერქნის საშუალო წლიური ნამატი (კბმ); თ) M – გაანგარიშებაში ჩართული მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების მერქნის საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე. 3. თანაბარი სარგებლობის ტყეკაფის გაანგარიშებისას ტყის ფართობი იყოფა ჭრის ხნოვანების კლასის ბოლო მაჩვენებელზე. პირწმინდა, თანდათანობითი და ჯგუფურ­ამორჩევითი ჭრების დროს მარაგის მიხედვით საანგარიშო ტყეკაფი განისაზღვრება ფართობით დადგენილი საანგარიშო ტყეკაფისა და ჭრაში ჩართული მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების 1 ჰექტარზე საშუალო მარაგის ნამრავლით. იმ შემთხვევაში, როდესაც მომწიფარი კორომების საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე მეტია ვიდრე მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე და მომწიფარი კორომების ფართობი ორჯერ და მეტად აღემატება მწიფე და მწიფეზე უხნეს კორომების ფართობს, საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით განისაზღვრება ფართობის მიხედვით გათვლილი ტყეკაფის გამრავლებით მომწიფარი კორომების 1 ჰექტრის საშუალო მარაგზე. 4. თანდათანობითი და ჯგუფურ­ამორჩევითი ჭრებისთვის ჭრის განმეორების პერიოდისა და ჯერადობის მიხედვით საანგარიშო ტყეკაფი ფართობით გაითვლება გაანგარიშებას დაქვემდებარებული მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობების გაყოფით გამეორების პერიოდზე. 5. ნებით­ამორჩევითი ჭრისთვის საანგარიშო ტყეკაფის გამოთვლა ხდება შემდეგი მეთოდებით: ა) ჭრის წესის თანახმად ჭრაში დანიშნული უბნების უწყისში თითოეული სატაქსაციო უბნისათვის განისაზღვრება ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი, ლიკვიდური და სამასალე მერქნის ოდენობა მერქნიანი სახეობების მიხედვით. მათი ჯამების ჭრის გამეორების პერიოდზე გაყოფით მიიღება ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი მერქნიანი სახეობების, გაანგარიშებას დაქვემდებარებული კორომების და სატყეო უბნის ფარგლებში; ბ) მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ფართობები და მარაგები განაწილდება სიხშირეების მიხედვით, რის შემდეგ ჭრის წესებიდან გამომდინარე თითოეულ სიხშირეს მიესადაგება მოსაჭრელი მარაგის პროცენტი და გაიანგარიშება ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი. საანგარიშო ტყეკაფის გამოთვლა ხდება თითოეულ სიხშირეში ფართობის და მოსაჭრელი მარაგის ჭრის გამეორების პერიოდზე გაყოფით, ხოლო მათი დაჯამებით მიიღება თითოეული მერქნიანი სახეობის საანგარიშო ტყეკაფი ფართობითა და მარაგით (ჭრის გამეორების პერიოდის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ დანართის ცხრილი №2­ში). 6. საანგარიშო ტყეკაფის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებას დაქვემდებარებულ კორომების მერქნის საშუალო წლიურ ნამატს. 7. საანგარიშო ტყეკაფი გამოითვლება ამ დანართის №3; №4 და №5 ცხრილებში მოცემული მაგალითების შესაბამისად. 8. ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი დგინდება სატყეო უბნის ფარგლებში ამ დანართის №6 ცხრილის შესაბამისად. ცხრილი №1 სამეურნეო ჭრის გაანგარიშებაში ჩართულ და გაანგარიშებიდან გამორიცხულ კორომთა ფართობებისა და მარაგების უწყისი (ფართობი ჰა, მარაგი ათასი კბმ) გაბატონებული მერქნიანი სახეობები ტ ყი ს შე მქ . დ ახ ეო ბე ბი თ დ აფ არ უ ლ ი მი წე ბი სუ ლ კორომების ფართობების განაწილება ხნოვანების ჯგუფების მიხედვით ახალ­ გაზრდა შუახნოვანი მომწიფარი მწიფე და მწიფეზე უხნესი სულ მ.შ. გაანგარი­ შებაში ჩართული სულ მ.შ. მწიფეზე უხნესი ფართობი მარაგი ფართობი მარაგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 ტყის კატეგორია ტყის აღრიცხვის მონაცემები I გამორიცხულია გაანგარიშებიდან მ.შ. ა) დაცული კატეგორია მაგ.: სოჭი მაგ.: ნაძვი ჯამი ბ) დაცვითი კატეგორია მაგ.: ცაცხვი მაგ.: იფანი ჯამი გ) საკურორტო და რეკრეაციული მაგ.: სოჭი მაგ.: ნაძვი ჯამი I I ჩართულია გაანგარიშებაში სამეურნეო ტყე მაგ.: სოჭი მაგ.: ნაძვი ჯამი * ტყის კატეგორიები ჩაიშალოს გაბატონებული მერქნიანი სახეობებისა და ტყის ფუნქციური დანიშნულების მიხედვით. ცხრილი №2 ტყის ჭრის გამეორების პერიოდის განსაზღვრის წესი ჭრის ოპტიმალური ხნოვანებისა და ჭრის ინტენსივობის %­ის მიხედვით მრიცხველში – ხნოვანების კლასი; მნიშვნელში – ხნოვანება (წელი); ტყის ჭრის ინტენსივობა %%­ში ტყის ჭრის ოპტიმალური ხნოვანებები ხნოვანების კლასი, ხნოვანების წელი ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა 20 წ. ხნოვანების კლასის ხანგრძლივობა 10 წ. VII 140 VI 120 V 100 IV 80 VII 70 VI 60 V 50 IV 40 ჭრის გამეორების პერიოდი, წელი 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 15 15 20 20 30 25 35 ცხრილში მოტანილი მონაცემების მიხედვით ტყის ჭრის გამეორების პერიოდი განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) ტყის ჭრის ოპტიმალური ხნოვანება (მაგ., 140 წელი) მრავლდება ჭრის ინტენსივობის პროცენტზე (მაგ., 15%) 140­ის 15 % = 21 წელს. ბ) ჭრის გამეორების პერიოდის (14, 21, 28 და ა.შ.) გამარტივების მიზნით ცხრილში ფრჩხილებში ნაჩვენებია (5­ის ფარგლებში) დამრგვალებული რიცხვები (15,20,30 და ა.შ.). ცხრილი №3 ნებით­ამორჩევითი ჭრისათვის ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფის განსაზღვრა გაანგარი შებას დაქვემდ ებარებუ ლი ჭრ ის ხ ნო ვა ნე ბა მაჩვენებლები მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომები მ ა თ შ ო რ ი ს ს ი ხ შ ი რ ე ე ბ ი ს მ ი ხ ე დ ვ ი თ 0,8 და მეტი 0,7 0,6 0,5 0,4–0,3 ფ არ თ ო ბი , ჰ ა მა რ აგ ი, ა თ ას ი კბ მ ფ არ თ ო ბი , ჰ ა მა რ აგ ი, ა თ ას ი კბ მ ფ არ თ ო ბი , ჰ ა მა რ აგ ი, ა თ ას ი კბ მ ფ არ თ ო ბი , ჰ ა მა რ აგ ი, ა თ ას ი კბ მ ფ არ თ ო ბი , ჰ ა მა რ აგ ი, ა თ ას ი კბ მ ფ არ თ ო ბი , ჰ ა მა რ აგ ი, ა თ ას ი კბ მ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 წიფელი 0­200­ მდე 121­140 ექვემდებარება გაანგარიშებას გამოსაღები მარაგის % ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი ჭრის გამეორების პერიოდი ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი 104 30.0 12 5.0 25 8.5 25 7.8 22 5.2 20 3.5 25 20 15 25 50 7.1 1.2 1.7 1.2 1.3 1.7 30 30 20 30 10 5.21 0.37 0.40 0.04 0.83 0.06 1.25 0.06 0.73 0.04 2.00 0.17 წიფელი 31­360­ მდე „–––” ექვემდებარება გაანგარიშებას გამოსაღები მარაგის % ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი ჭრის გამეორების პერიოდი ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი 530 153.0 70 28.0 130 45.0 125 38.0 110 26.0 95 16.0 20 15 10 20 20 24.6 5.6 6.8 3.8 5.2 3.2 30 30 20 30 10 26.07 1.10 2.33 0.19 4.33 0.23 6.25 0.19 3.66 0.17 9.50 0.32 სულ სატყეო უბანი ექვემდებარება გაანგარიშებას 634 183.0 82 33.0 155 53.5 150 45.8 132 31.2 115 19.5 ერთ ჯერზე მოსაჭრელი მარაგი 31.7 6.8 8.5 5.0 6.5 4.9 ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფი 31.28 1.47 2.73 0.23 5.16 0.29 7.50 0.25 4.39 0.21 11.50 0.49 ცხრილი №4 პირწმინდა ჭრისათვის ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფის განსაზღვრა ფართობი ­ ჰა, მარაგი ­ ათასი კბმ გაანგარ იშებას დაქვემ დებარე ბული ჭრ ის ხ ნო ვა ნე ბა , წ ელ ი ხნ ო ვა ნე ბი ს კლ ას ი ხნ ო ვა ნე ბი ს კლ ას ებ ის ხა ნგ რ ძლ ივ ო ბა , წე ლ ი მა ჩვ ენ ებ ლ ებ ი კორომების ფართობებისა და მარაგების განაწილება ხნოვანების ჯგუფებისა და კლასების მიხედვით გამოთვლილი საანგარიშო ტყეკაფები ­ ფართობი, ჰა თ ან აბ არ ი სა რ გე ბლ ო ბი ს მე ო რ ე ხნ ო ვა ნე ბი თ ი პი რ ვე ლ ი ხნ ო ვა ნე ბი თ ი სი მწ იფ ით ი შე მა ტ ებ ით ი ახალგაზრდა შუახ ნო­ ვანი მომ­ წიფა­ რი მწიფე და მწიფეზე უხნესი სულ I II III IV V და მეტი ტთ ტ 2 ხნ ტ 1 ხნ ტს ტშ 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 საანგარიშო ტყეკაფი ფართობის მიხედვით (ჰექტარი) მურყანი 21­25 V 5 ფართობი 810 770 600 600 300 3850 38 50 = 1 54 15 4 60 0+ 60 0+ 10 70 = 1 51 15 60 0+ 10 70 = 1 67 10 10 70 = 2 14 5 23 25 2 = 18 7 12 4 მარაგი 20.4 38.4 50.0 65.0 36.0 306.0 საშ. შემატება კბმ 6800 4800 3846 3611 1565 23252 საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით განისაზღვრება ფართობის მიხედვით გამოთვლილი საანგარიშო ტყეკაფის საექსპლუატაციო ფონდის (მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების) 1 ჰექტარის საშუალო მარაგზე გამრავლებით (მაგალითად: ტთ 154 X 124 = 19.1 ათას კბმ) ცხრილი №5 თანდათანობითი და ჯგუფურ­ამორჩევითი ჭრებისათვის ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფის განსაზღვრა გაანგარი შებას დაქვემდ ებარებუ ლი ჭრ ის ხ ნო ვა ნე ბა , წ ელ ი ხნ ო ვა ნე ბი ს კლ ას ი ხნ ო ვა ნე ბი ს კლ ას ებ ის ხ ან გრ ძლ ივ ო ბა წე ლ ი მა ჩვ ენ ებ ლ ებ ი კორომების ფართობებისა (ჰა) და მარაგების (ათასი კბმ) განაწილება ხნოვანების ჯგუფებისა და კლასების მიხედვით საანგარიშო ტყეკაფების გამოთვლა ჭრის გამეორების პერიოდის (K) მიხედვით Fმწ. და უხნესი K ახალგაზრდა შუახნოვანი მომწიფარი მწიფე და უხნესი სულ I II III IV V VI VII და მეტი 20 წ. 40 წ. 60 წ. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 საანგარიშო ტყეკაფი ფართობის მიხედვით (ჰექტარი) ნაძვი 0­200 121­ 140 VII 20 ფართობი, ჰა 5 11 19 30 100 159 600 924 600 =120 5 600 = 60 10 600 = 40 15 მარაგი, ათასი კბმ 0.1 0.5 2.5 5.7 22.6 44.6 276.0 352.0 საშ. შემატება, კბმ 10 17 50 81 250 405 1843 2656 მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების საშუალო მარაგი 1 ჰექტარზე 460 კბმ საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით განისაზღვრება ფართობის მიხედვით გამოთვლილი ტყეკაფის მწიფე და მწიფეზე უხნესი კორომების ერთი ჰექტრის საშუალო მარაგზე (460 კბმ) გამრავლებით და ჯერადობის (n) ოდენობაზე გაყოფით (მაგალითი: თუ განმეორების პერიოდი (K) 20 წელია, ფართობის მიხედვით წლიური ტყეკაფი = 40 ჰექტარს, ხოლო კორომის ჭრა სამჯერად (n=3) წარმოებს, მაშინ საანგარიშო ტყეკაფი მარაგის მიხედვით ტოლი იქნება: ტმარაგის მიხ. = 40X460 : 3 = 6,1 ათ. კბმ). ცხრილი №6 ყოველწლიური საანგარიშო ტყეკაფების განსაზღვრის უწყისი . . . . . . . . . . . . . . . . . . . . სატყეო უბანი (ფართობი – ჰა, მარაგი – ათასი კბმ) გა ბა ტ ო ნე ბუ ლ ი მე რ ქნ ია ნი ს ახ ეო ბე ბი ტ ყე ებ ის ფ არ თ ო ბი ს უ ლ ტყის ფართობის განაწილება ხნოვანების ჯგუფების მიხედვით მწ იფ ე დ ა მწ იფ ეზ ე უ ხნ ეს ი კო რ ო მე ბი ს მა რ აგ ი. სა ექ სპ ლ ო ატ აც იო ფ ო ნდ ის მ არ აგ ი მწ . დ ა მწ იფ ეზ ე უ ხნ ეს ი კო რ .ს აშ . მ არ აგ ი 1ჰ ა­ ზ ე, კ ბმ ს აე ქს პლ ო ატ აც იო ფ ო ნდ ის მ არ აგ ი 1 ჰ ა­ ზ ე, კ ბმ სა შუ ალ ო შ ემ ატ ებ ა, ს უ ლ მ . შ . გ აა ნგ . ჩ არ თ უ ლ ი კო რ ო მე ბი ს ჭრ ის ხ ნო ვა ნე ბა , წ ელ ი ხნ ო ვა ნე ბი ს კლ ას ი მწ იფ ე დ ა მწ იფ ეზ ე უ ხნ ეს ი კო რ ო მი ს სა შ. ხ ნო ვა ნე ბი ა, წ ელ ი ხნ ო ვა ნე ბი ს კლ ას ი გამოთვლილი ტყეკაფები მიღებული საანგარიშო ტყეკაფი რ ო მლ ის გ ან მ. ა თ ვი სე ბ. ი ქნ ებ ა ფ არ თ ო ბი ს მო სა ლ ო დ ნე ლ ი ნა შთ ი 20 10 წ ლ ის ათ ვი ს ახ ალ გა ზ რ დ ა შუ ახ ნო ვა ნი მო მწ იფ არ ი მწიფე და მწიფეზე უხნესი თ ან აბ არ ი სა რ გე ბლ ო ბი ს მე ო რ ე ხნ ო ვა ნე ბი თ ი პი რ ვე ლ ი ხნ ო ვა ნე ბი თ ი ნე ბი თ – ა მო რ ჩე ვი თ ი ჭრ ებ ის ათ ვი ს ფ არ თ ო ბი მა რ აგ ი სუ ლ მ.შ. ლიკვიდური სუ ლ მ. შ. მ წი ფ ეზ ე უ ხნ ეს ი სუ ლ აქ ედ ან ს ამ ას ალ ე სა მა სა ლ ის % ლ იკ ვი დ იდ ან მო მწ იფ არ ი მწ იფ ე 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 1 3 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 სამეურნეო ტყე 1. პირწმინდა ჭრა 2. თანდათანობითი ჭრა 3. ჯგუფურ­ამორჩევითი ჭრა 4. ნებით­ამორჩევითი ჭრა შენიშვნა: ა) გაანგარიშება წარმოებს კორომებისათვის, რომელნიც ჩართულნი არიან გაანგარიშებაში (ცხრილი 1); ბ) გაანგარიშება ხდება ცალკე მერქნიანი სახეობების მიხედვით; გ) გაანგარიშება 31­350 დაქანების ფერდობებისათვის წარმოებს ცალკე; დ) ჯამები უკეთდება თითოეულ ჭრის სახეს. ცხრილი №7 კ ვ სატყეო სატაქსაციო ბარათი 1 ლიტ ერი № მიწის კატეგორია ხს ტყის კატეგ ორია ფუნქცი ური დანიშ. ექს დაქან ება ს. ზ. დ ეროზია 2 დაპროექტებული ღონისძიებები რიგ ითო ბა მიზნობრი ვი სახეობა სახე ხარისხი 1 % ტექ. სქემა 2 ტექ. სქემა 3 ტექ. სქემა 3 გაბ. სახ. ბონ . კლა სი ტყის ტიპი ადგი ლ ტიპი 4 ჩახერგილობა მ3 ზეხმელი მ3 5 სახ ლიკ ს ა მ სახ სამ ლიკ სახ ლიკ სამ სახეობა საერთ ო ლიკვ იდი სახეობა მარაგი სახ ეობ ა მარა გი 10 იარ უსი შემადგენლ ობა A წელი H მ D სმ სასაქ. კლასი წარმო შობა სიხშირე მარაგი 10 იარ უსი შემადგენლობა A წე ლი H მ D სმ საქ კლ ასი წარმოშობა სიხშ ირე მარაგი კოე ფიც სახე ობა კოე ფიც სახეობა მოზარდი 31 რაოდ. ათას H მ A წელი კოეფი ც სახე კოეფიც სახე კოე ფიც სახე შეფასება ქვეტყე 32 გან. და ფ. სახ. სახ. სახ. H მ ნიადაგის დახ. 24 ჯგ უფ ი მექ.შემადგ ტენ.ხარისხი დაკორდების ხარისხი სიმკვრივე დედაქანის. გამ.% კორდინატები 35 გრძედი X განედი Y ანთროპოგ. 37 ტიპ ი ხარისხი ბაღები პლანტ. 22 ბაღ ები ს კატ ეგო გაშენების წელი სახეობა განლაგება ხეთა რაოდენობა ტ/ჰა წყლები 36 წყა რო მინერალუ რი გზ ით უზ რ. 28 მისად კატეგორია ტრა ნსპო რტი ს სახე გზიდან დაშორება რიგთა შორის რიგში სულ მ.შ. მსხმოიარე შეფასება 40 ტი პი ალბათობა ხანძარ საშიშროებ. კლ. დაზ.კ ლ ბიომრავალფეროვ ნება 33 სულ რე ლი ქტი ენდე მი ძვირ ფასი წითელი ნუსხა ცხ ოვ ელ 42 ბუდეები ფუღურო ჭიან. ბუდეები ადგილსა მ არამერქ. ნედლ 16 კა ტე გო რი ა სახეობა ხნოვანება H მ ზომის ერთეული მოსავლიანობა სასოფლო სამეუ. 17 მოსარგ. ხარისხი ტიპ ი მდ გო მ სახეობა დაფ არ. % მოსავ.ტ/ ჰა დაზიანე ბ. კორომი 12 და ზია ნებ ის ტიპ ი წელ ი დაზიანების სახე მავნებლები და დაავადებები ბალახეულ. 14 კატეგორია სახეობა დაფ . % სახ ეო ბა დაფ . % სახეობა დაფ. % სახე ხარისხი სახე ხარისხი დამატებითი ინფორმაცია დამატებითი ინფორმაცია № 1 2 3 4 5 6 7 8 № 1 2 3 4 5 6 7 8 წრიული ფართობები ბიტერლიხით N1 წრიული ფართობები ბიტერლიხით N1 კორდინატები კორდინატები X: Y: X: Y: სახეობა ჯიში H სულ ∑ სახეობა ჯიში H სულ ∑ წრიული ფართობები ბიტერლიხით N1 წრიული ფართობები ბიტერლიხით N1 კორდინატები კორდინატები X: Y: X: Y: სახეობა ჯიში H სულ ∑ სახეობა ჯიში H სულ ∑ წრიული ფართობები ბიტერლიხით N1 წრიული ფართობები ბიტერლიხით N1 კორდინატები კორდინატები X: Y: X: Y: სახეობა ჯიში H სულ ∑ სახეობა ჯიში H სულ ∑ წრიული ფართობები ბიტერლიხით N1 წრიული ფართობები ბიტერლიხით N1 კორდინატები კორდინატები X: Y: X: Y: სახეობა ჯიში H სულ ∑ სახეობა ჯიში H სულ ∑ დანართი №5 ინფორმაცია სახელმწიფო ტყეში ფართობის ფაქტობრივი მდგომარეობის შესახებ N ფართობი: სარგებლობის სახე დაცული ტყე ფაქტობრივი მდგომარეობა ა)ტყე, რომელსაც მინიჭებული აქვს დაცული ტერიტორიის სტატუსი. მისი მართვა ხორციელდება დაცული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და მენეჯმენტის გეგმის შესაბამისად; ბ)ბუნებრივი ლანდშაფტის წარმომქმნელი ჭალის ტყე და არიდული ტყე, აგრეთვე ტყე, რომელშიც ეროვნულ დონეზე დაცული ტყის შემქმნელი სახეობების კონცენტრაცია მაღალია (გაბატონებულია). დაცვითი ტყე ა) ზვავის ან ღვარცოფის მუდმივი კალაპოტის გასწვრივ მდებარე, 200 მ­მდე სიგანის ტყე; ბ) 35 გრადუსზე მეტი დაქანების ფერდობზე მდებარე ტყე; გ) უტყეო სივრცეებს შორის მდებარე, 30 ჰა­მდე ფართობის ტყე; დ) ფლატის, დამეწყრილი ადგილის, ჩამონაშლის, კარსტული წარმონაქმნის, მთის დედაქანის მიწის ზედაპირზე გამოსვლის ადგილის ირგვლივ მდებარე, 100 მ­მდე სიგანის ტყე; ე) რკინიგზის ან საავტომობილო გზის გასწვრივ მდებარე, მისი მიწის ვაკისიდან 100 მ­მდე სიგანის ტყე; ვ) მდინარის, ტბის ან წყალსაცავის ნაპირიდან 100 მ­მდე სიგანის ტყე; ზ) ქვათაცვენის ან კლდოვანი ტერიტორიიდან 50 მ­მდე რადიუსში მდებარე ტყე; თ) ბუნებრივი გამოქვაბულიდან 50 მ­მდე რადიუსში მდებარე ტყე; ი) ეროზირებულ ფართობზე მდებარე ტყე; კ) მცოცავ ნიადაგზე მდებარე ტყე; ლ) მეწყერსაშიშ ფერდობზე მდებარე ტყე; მ) სუბალპური ტყე; ნ) წყლის სათავე ნაგებობიდან 100 მ­ის რადიუსში მდებარე ტყე; ო) კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონა, კულტურის/ისტორიული ძეგლიდან 250 მ­მდე რადიუსში მდებარე ტყე. საკურორტო და სარეკრეაციო ტყე ა) კურორტის სანიტარიული დაცვის ზონაში მდებარე ტყე; ბ) სამკურნალო დაწესებულებიდან ან მინერალური წყაროდან 1 კმ­ის რადიუსში მდებარე ტყის უბანი. შესაბამისი მანძილი წყალგამყოფით იზღუდება; გ) ქალაქის ან სხვა დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყე, რომელსაც მოსახლეობა მასობრივი დასვენებისთვის, ტურისტული და სპორტულ­ გამაჯანსაღებელი საქმიანობისთვის იყენებს. სამეურნეო ტყე

Resolution No. 427 of 2021 of Georgian Government on Charter for System of Inventorying, Categorization and Monitoring of Forests · Nelum