تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Resolution No. 358 of 2011 of Georgian Government on Rules for Cooperation and Distribution of Authority among Entities involved in Address Assignment Procedure

صدر في 2011-09-23 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს მთავრობის 2011 წლის დადგენილება №358 დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Land and soil
الكلمات المفتاحية
public land, survey/mapping, cadastre/land registration, registration, data collection/reporting, zoning, local government, land tenure

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №358 2011 წლის 23 სექტემბერი ქ. თბილისი დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტისა და „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესი. მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №299 – ვებგვერდი, 27.07.2012წ. დამისამართების პროცესში მონაწილე დაწესებულებების თანამშრომლობისა და უფლებამოსილებათა გადანაწილების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებანი 1. დამისამართების პროცესი მოიცავს მისამართების სისტემის დახვეწისა და სტანდარტიზაციის, აგრეთვე მისამართების აღრიცხვა-რეგისტრაციისა და მოსახლეობის მისამართების დაზუსტების მიზ ნით განხორციელებულ საქმიანობათა ერთობლიობას. 2. დამისამართების პროცესში, მათი კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობენ შემდეგი ორგანოები (შემდგომში – უფლებამოსილი ორგანოები): ა) ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; დ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №299 – ვებგვერდი, 27.07.2012წ. მუხლი 2. უფლებამოსილ ორგანოთა კომპეტენცია დამისამართების პროცესში 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აწარმოებს მისამართების რეესტრს და ახორციელებს პრაქტიკულ და საველე სამუშაოებს დამისამართების ობიექტის იდენტიფიცირებიდან დადგენილი მისამართის რეესტრში გამოქვეყნებამდე (გარდა იმ მოქმედებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის“ შესახებ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებას). 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ახორციელებს მოსახლეობის მისამართების დაზუსტებას დადგენილ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებულ 2 რეესტრში ასახულ დამისამართების ობიექტებზე (გარდა იმ მოქმედებებისა, რომლებიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ წესის შესაბამისად განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებას). 3. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახდენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ინფორმირებას დამისამართების პროცესთან დაკავშირებით, ხელს უწყობს დამისამართების პროცესს და მასში ჩართული ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთთანამშრომლობას. 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები: ა) თანამშრომლობენ უფლებამოსილ ორგანოებთან დამისამართების პროცესში, რაც გულისხმობს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას, საველე სამუშაოების ხელშეწყობასა და სხვა მოქმედებების განხორციელებას; ბ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად, უფლებამოსილი ორგანოების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ახდენენ დამისამართების ობიექტთა სახელდებასა და ნუმერაციას და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარუდგენენ შესაბამის ინფორმაციას მოსახლეობის მისამართების დასაზუსტებლად. 5. უფლებამოსილი ორგანოები ვალდებული არიან ითანამშრომლონ ერთმანეთთან და დამისამართების პროცესში ჩართულ ორგანიზაციებთან მისამართების სისტემის დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №299 – ვებგვერდი, 27.07.2012წ. მუხლი 3. საკოორდინაციო საბჭო 1. ამ დადგენილების ამოქმედებიდან 15 დღის განმავლობაში საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება დამისამართების საკითხთა საკოორდინაციო საბჭო (შემდგომში – საბჭო) არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები. საბჭოში წარმოდგენილი უნდა იყვნენ თანაბარი რაოდენობის წევრები თითოეული უფლებამოსილი ორგანოდან. 2. საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს თვითმმართველი ქალაქების ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოების წარმომადგენლები, მათი სურვილის შემთხვე ვაში. 3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 4. საბჭო: ა) აკვირდება უფლებამოსილი ორგანოების მიერ დამისამართების პროცესში მონაწილეობას, მათ მიერ ამ წესის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და დამისამართების პროცესის მიმდინარეობის შედეგიანობას, რის შედეგადაც იღებს რეკომენდაციებს დამისამართების პროცესთან დაკავშირებით; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს იმ პრობლემურ/სადავო საკითხებზე, რომლებიც წარმოიშობა დამისამართების პროცესში განსახორციელებელ პრაქტიკულ სამუშაოებთან დაკავშირებით; გ) ყოველი თვის ბოლოს ახდენს განვლილი პერიოდის განმავლობაში მიმდინარე დამისამართების პროცესის შეფასებას და ადგენს მომავალი პრაქტიკული სამუშაოების გეგმას; დ) სხდომებზე იხილავს დამისამართების პროცესთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტებს. 5. საბჭოს სხდომა იმართება თვეში ერთხელ მაინც. საბჭოს სხდომას იწვევს და თავმჯდომარეობს საბჭოს თავმჯდომარე. 3 6. საბჭოს ჰყავს მდივანი, რომელსაც თავისი შემადგენლობიდან ერთი წლის ვადით ირჩევს საბჭო. საბჭოს მდივანი ადგენს საბჭოს გადაწყვეტილებათა პროექტებს და ახორციელებს ორგანიზაციულ ტექნიკურ ფუნქციებს. 7. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია სხდომის თავმჯდომარის ხმა. 8. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ოქმის ფორმით. საბჭოს გადაწყვეტილებას ხელს აწერენ საბჭოს სხდომაში მონაწილე წევრები. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 ივლისის დადგენილება №299 – ვებგვერდი, 27.07.2012წ.

Resolution No. 358 of 2011 of Georgian Government on Rules for Cooperation and Distribution of Authority among Entities involved in Address Assignment Procedure · Nelum