Resolution No. 314 of 2017 of Georgian Government on Urban Planning of Recreational Territory of Bakhmaro
صدر في 2017-07-03 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №314 ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Environment
- الكلمات المفتاحية
- urban land, environmental planning, public health, tourism, policy/planning
أين تقرؤه
لا يوجد رابط مصدر مسجل لهذا القانون.
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №314 2017 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1 „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და 29-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს: 1. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №1). 2. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები, თანდართულ რუკებთან ერთად (დანართი №2). მუხლი 2 ამ დადგენილებით დამტკიცებული „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების“ ძალაში შესვლამდე დაწყებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდეს განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა. მუხლი 3 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებისა და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 13 აგვისტოს №493 დადგენილება. მუხლი 4 დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 5 ივლისიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი http://www.matsne.gov.ge 33009000010003020024 დანართი №2 ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. მიზნები და დაგეგმარების პრინციპები 1. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების მიზანია ტერიტორიების განაშენიანებისა და მიწის ნაკვეთ(ებ)ის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა. აღნიშნული პირობები ასახული უნდა იქნეს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის დაგეგმარების დოკუმენტებში. 2. ამ წესების საფუძველზე ხორციელდება ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის დაგეგმარების დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავება. 3. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები მოიცავს: ა) ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის დაგეგმარების დოკუმენტების ზონირების ნაწილის შემუშავების პირობებს; ბ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა კომისიის ფუნქციონირებას; გ) სპეციალური ზონალური შეთანხმების გაცემის წესს. 4. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის დაგეგმარების პრინციპებია: ა) არსებული ბუნებრივი ლანდშაფტი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ვიზიტორები ძირითადად სტუმრობენ მთის კურორტებს; აქედან გამომდინარე, განვითარება უნდა დაიგეგმოს დიდი სიფრთხილით, განაშენიანება უნდა ჩაეწეროს გარემოში/ლანდშაფტში, რომ დაცულ იქნეს არსებული პანორამული ხედები, ბუნებრივი გარემო და წყლის ბუნებრივი სისტემები, ასევე შეიქმნას და დაცულ იქნეს განაშენიანებისგან ღია სივრცეების ქსელი; ბ) განვითარება უნდა განხორციელდეს კომპაქტური, საშუალო სიმჭიდროვის შერეული გამოყენების კლასტერებად, რომ შემცირდეს სატრანსპორტო მოთხოვნა და განაშენიანების ფართობი; გ) განაშენიანებული სივრცეები კავშირში უნდა იყოს საბაგირო გზების ინფრასტრუქტურასთან და მრავალმიზნობრივ (საფეხმავლო, სასრიალო, საველოსიპედო) გზების/ბილიკების სისტემასთან და მორგებული იყოს ბუნებრივ გარემოსთან; დ) გამომდინარე იქიდან, რომ მომსახურე პერსონალის საცხოვრისი სამთო კურორტის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი კომპონენტია, მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში საცხოვრისის ასაშენებლად გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი მიწა და მექანიზმები. 5. კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებისათვის ტერიტორიების გამოყენება და განაშენიანების რეგულირება უნდა განხორციელდეს არსებული განაშენიანების, განაშენიანების ძირითადი დებულებების და კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 2. წესებში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები 1. აივანი – შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული, მოაჯირით შემოკავებული ჰორიზონტალური კონსტრუქციული/კონსოლური სიბრტყე, რომელიც წარმოადგენს შენობის ძირითადი კონსტრუქციის ნაწილს და მის შიდა სივრცესთან არის დაკავშირებული; 2. განაშენიანების რეგულირების გეგმა – ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც დასახლებათა ტერიტორიებისთვის ადგენს მიწათსარგებლობის ზონებს (ქვეზონებს) ან/და აზუსტებს ცალკეული გეგმარებითი ერთეულების, განაშენიანების არქიტექტურულ-გეგმარებით და სივრცით-მოცულობით მახასიათებლებს, შენობა-ნაგებობების განთავსებას, მათ გეგმარებით პარამეტრებს; აზუსტებს უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და განვითარების ქალაქთმშენებლობით მახასიათებლებს, რელიეფის ორგანიზებას, ტერიტორიების კეთილმოწყობასა და გამწვანებას, საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფას. 3. განაშენიანების რეგულირების ხაზ(ებ)ი (წითელი ხაზ(ებ)ი) – მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომლის მიღმაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე წითელი ხაზი. 4. განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები) – მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტით დადგენილი წარმოსახვითი მიჯნა, რომელზედაც უნდა განთავსდეს შენობა-ნაგებობები; მიწის ნაკვეთისათვის (ნაკვეთებისათვის) შეიძლება დადგინდეს ერთი ან რამდენიმე ლურჯი ხაზი. 5. გამოყენება – საქმიანობა, რომლისთვისაც პროექტდება მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა ან რა დანიშნულებითაც მიწა ან შენობა-ნაგებობა გამოიყენება ან შეიძლება გამოყენებულ იქნეს. აქ შედის ასევე ყველა დამხმარე გამოყენება. 6. გამოყენება, მთავარი – ოჯახის, დაწესებულების ან სხვა გამოყენების მთავარი ფუნქციის შესრულება. 7. გამოყენება, შეუსაბამო – კანონიერად დაკავებული შენობა-ნაგებობა ან მიწა, რომელიც ამ წესის ძალაში შესვლის შემდეგ აღარ აკმაყოფილებს გამოყენებასთან დაკავშირებული დებულებების მოთხოვნებს. 8. გამოყენების შეცვლა – ნაგებობის ან შენობის კლასიფიცირებული გამოყენების შეცვლა. 9. გამწვანებული ტერიტორია – მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობის არანაკლებ 80%-ისა დაკავებულია მცენარეული საფარით, ღია სათამაშო მოედნით, ბილიკებით ან/და ქვეითთათვის განკუთვნილი მოპირკეთებული გრუნტის ზედაპირით, სადაც შესაძლებელია მოეწყოს დასასვენებელი/გასართობი ადგილები (მაგ., ბულვარი, პარკი, ბაღი, სკვერი, გაზონი). 10. განაშენიანების დაბალი, საშუალო, მაღალი სიმჭიდროვე – ამ წესებით განსაზღვრული განაშენიანების სიმჭიდროვის კოეფიციენტის მაჩვენებლით განპირობებული, ტერიტორიების ან მიწის ნაკვეთის განაშენიანების სიმჭიდროვე. 11. ერკერი – შენობის ფასადის სიბრტყიდან გამოწეული გადახურული, კედლებით და შემინული ღიობებით შემოსაზღვრული სივრცე, რომელიც წარმოადგენს შენობის ძირითადი კონსტრუქციის ნაწილს. 12. ეზო – ღია, დაუკავებელი სივრცე მიწის ნაკვეთზე, გარდა შიდა ეზოსი, სადაც არ დგას შენობა ნაგებობები, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სხვაგვარად არაა მითითებული ამ წესებში. 13. ეზო, წინა – ეზო, რომელიც ვრცელდება მიწის ნაკვეთის მთელ სიგანეზე, რომლის სიღრმე/სიგრძე მინიმალური ჰორიზონტალური მანძილია მიწის ნაკვეთის წინა ხაზსა (საზოგადოებრივი საზღვარი) და მის პარალელურ ხაზს შორის. 14. ეზო, უკანა – ეზო, რომელიც ვრცელდება მიწის ნაკვეთის მთელ სიგანეზე, რომლის სიღრმე/სიგრძე მინიმალური ჰორიზონტალური მანძილია მიწის ნაკვეთის უკანა ხაზსა და მის პარალელურ ხაზს შორის. უკანა ეზოსადმი მოთხოვნები განსაზღვრულია „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითად დებულებებში“. 15. ეზო, გვერდითი – ღია, დაუკავებელი სივრცე იმავე მიწის ნაკვეთზე შენობით და შენობის ხაზსა და მიწის ნაკვეთის გვერდითა ხაზს შორის. 16. ეზო, შიგა – სივრცე ღია ცის ქვეშ, რომელიც მდებარეობს მიწის დონეზე ან მის მაღლა მიწის ნაკვეთზე და სამი ან მეტი მხრიდან შემოსაზღვრულია შენობის კედლებით. 17. ვერანდა – გადახურული, ერთი ან ორი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული ან კედლებით შემოუსაზღვრავი და ღია მხრიდან/მხარეებიდან მოაჯირით შემოკავებული სივრცე; 18. ლოჯია – შენობის ფასადში შეჭრილი, გადახურული, სამი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ფასადის მხრიდან გახსნილი და მოაჯირით შემოკავებული სამყოფი; 19. მანსარდა – წარმოადგენს შენობის ბოლო სართულის გადახურვის ზედა ზედაპირს ზემოთ გარე კედლებს, ქანობიანი სახურავის ფერდ(ებ)ის შიდა ზედაპირებს და მასზე მოწყობილ სამტრედეებს შორის არსებულ ისეთ სხვენის სივრცეს, რომელიც გამოყენებულია საცხოვრებლად/სამყოფად. მანსარდა ითვლება სრულ სართულად, როდესაც სხვენის იატაკის ზედაპირის ფართობის 3/4-დან მანსარდის ჭერამდე საშუალო სიმაღლე არის 2,4 მეტრი (მეათედის სიზუსტით) ან მეტი. 20. მიწის დონე – ათვლის დონე/სიბრტყე, რომელიც წარმოადგენს შენობის გარე კედლების მოსაზღვრე მიწის მოპირკეთებული ზედაპირის გასაშუალებულ დონეს. თუ მიწის მოპირკეთებული ზედაპირის დონე გარე კედლებიდან დამრეცად მიდის, ათვლის დონე უნდა განისაზღვროს შენობასა და მიწის ნაკვეთის საზღვარს შორის მოქცეული ფართობის ყველაზე დაბალი ნიშნულების მიხედვით, თუ მიწის ნაკვეთის საზღვარი შენობიდან დაშორებულია 1,8 მ-ზე მეტად, შენობასა და შენობიდან 1,8 მ-მდე ფარგლებში მოქცეული ყველაზე დაბალი ნიშნულების მიხედვით. 21. მიწის ნაკვეთი – ელემენტარული საკადასტრო ერთეული, დადგენილი შესაბამისი კანონმდელობით, ოფიციალურად დადგენილი საზღვრებით (საკადასტრო საზღვარი) სარგებლობის/გამოყენების, განკარგვისა და განვითარებისათვის. 22. მიწის ნაკვეთის ფართობი – ნაკვეთის საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორიის ორთოგონალური პროექციის ფართობი. 23. მიწის ნაკვეთის საზღვარი – მიწის ნაკვეთის არსებული ან საპროექტო გამყოფი ხაზი. 24. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ფართობი – კანონმდებლობით და ამ წესების შესაბამისად განსაზღვრული მიწის ნაკვეთის განაშენიანებული ნაწილის ფართობი. 25. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი – მიწის ნაკვეთის გამწვანებული ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით. 26. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი – მიწის ნაკვეთის განაშენიანებული ზედაპირის ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით. 27. მიწის ნაკვეთის განაშენიანების სიმჭიდროვის კოეფიციენტი – მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობების სართულების ჯამური ფართობის შეფარდება მიწის ნაკვეთის ფართობთან მეათედის სიზუსტით. 28. მიწის ნაკვეთის გამოყენების სახეობა – მიწის ნაკვეთის არსებული ან დაგეგმარების დუკუმენტებით განსაზღვრული გამოყენების სახეობა. 29. მიწის ნაკვეთის მიჯნის ზონა – მიწის ნაკვეთის ნაწილი, რომელიც მიწის ნაკვეთის სამეზობლო საზღვრიდან დაშორებულია 3 მეტრითა და ნაკლები მანძილით. 30. მიწის ნაკვეთი, შეუსაბამო – მიწის ნაკვეთი, რომლის სიგანე, ფართობი ან სხვა ზომა არ შეესაბამებოდა დებულებებს ამ წესის ამოქმედების დროს. 31. საბაგიროთი მთაზე აყვანის დადგენილი გამტარუნარიანობა – მწარმოებლის მიერ დადგენილი მოთხილამურეთა რაოდენობა, რომელთა გადაყვანაც შეუძლია საბაგირო გზას 1 საათში. ტერიტორიის საათობრივი გამტარუნარიანობა არის ცალკეული საბაგირო გზების საათობრივი გამტარუნარიანობის ჯამის ტოლი. 32. სასრიალო ტერიტორია – მიწის უწყვეტი არეალი, რომელიც ითვლება ხელსაყრელად საბაგირო გზებისა და სათხილამურო ტრასების განვითარებისთვის მისი დახრილობის კუთხის, ექსპოზიციის და ვარდნის ხაზის მახასიათებლების მიხედვით. 33. სამთო-სათხილამურო მომსახურების საშუალებები – სამთო-სათხილამურო კურორტის ფუნქციონირებისათვის საჭირო მომსახურებების ერთობლიობა (მაგ.: საბაგირო გზები, სასრიალო ტრასები, სამთო პატრული, პირველადი დახმარება, საკვები ადგილები, აღჭურვილობის გაქირავება და სხვა აუცილებელი მომსახურებების ერთობლიობა) 34. საზოგადოებრივი სივრცე – განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში მდებარე ქუჩა, მოედანი, ხიდი, სკვერი, პარკი, ბაღი, წყლის ზედაპირი და მისი სანაპირო ზოლი, ბუნებრივი ან ხელოვნური ლანდშაფტი, მიწის ნაკვეთებს შორის გასასვლელი და სხვა მსგავსი ტიპის სივრცეები; 35. საზოგადოებრივი გზა – საზოგადოებრივი სივრცის ნაწილი, ნებისმიერი ქუჩა, ჩიხი ან მსგავსი მიწის ნაკვეთი, არსებითად ცარიელი მიწიდან ცამდე, რომელიც გადაცემულია მუდმივ საკუთრებაში საზოგადოებრივი მოხმარებისათვის. 36. სართული, მიწისზედა – სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრი (მეათედის სიზუსტით) ან მეტია; 37. სართული, მიწისქვეშა – სართული, რომლის ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) არ აღემატება; 38. სართული, მიწისპირა – სართული, რომლის იატაკის ნიშნულის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრამდეა (მეათედის სიზუსტით), ხოლო მისი ჭერის მიწის ზედაპირიდან ამოწევის საშუალო სიმაღლე 1,8 მეტრს (მეათედის სიზუსტით) აღემატება. 39. სართული, სრული – სართული, რომლის საშუალო სიმაღლე, იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე, არის 2.3 მეტრი ან მეტი. 40. სართული, არასრული – ის სართული, რომლის საშუალო სიმაღლე, იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე, 1.8 მეტრიდან 2.3 მეტრამდეა. 41. სასტუმრო – ნებისმიერი შენობა, რომელიც შეიცავს ექვს ან მეტ საძინებელ ერთეულს, რომლებიც დაგეგმარებული ან გამიზნულია, ან გამოიყენება, გაიცემა იჯარით ან ქირავდება, ან დაკავებულია სტუმრების მიერ და გამოიყენება კომერციული საქმიანობისთვის. 42. საოჯახო სასტუმრო – გასაქირავებლად მოწყობილი ან გამოყენებული შენობა, სადაც უზრუნველყოფენ ან არ უზრუნველყოფენ კვებას. იგი არ წარმოადგენს ერთი ოჯახის საცხოვრებელ ერთეულს. 43. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება – შეთანხმება, რომლის მიღება სავალდებულოა მიწის ნაკვეთში და/ან შენობა-ნაგებობაში ცვლილებების შეტანამდე ისეთი გამოყენების შემთხვევაში, რომელიც ამ წესების შესაბამისად მოითხოვს სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებას. 44. სშმ (VTM)/საათი (000) – (სატრანსპორტო შვეული მეტრი/საათში). ამსვლელთა (მგზავრთა) რაოდენობა, რომელიც ადის 1000 შვეულ მეტრზე საათში (საბაგიროს გზის შვეული ასვლა, საბაგირო გზის გამტარუნარიანობა საათში გაყოფილი 1000-ზე). ტერიტორიის მთლიანი სშმ (VTM) შეადგენს შვეული სვლის ჯამს ყველა საბაგირო გზისთვის. 45. სშმ (VTM) მოთხოვნა/მოთხილამურე/დღე – მოთხილამურეთა/დაფით მოსრიალეთა მიერ დღეში გავლილი საშუალო შვეული მანძილი (მოთხოვნილი). სშმ-ის მოთხოვნა იზრდება მოთხილამურეთა დონის შესაბამისად. 46. პარკი – საზოგადო ან კერძო მიწის ფართობი, შენობა-ნაგებობებით ან მათ გარეშე, რომელსაც აქვს შენობა-ნაგებობის გარეთ აქტიური ან პასიური რეკრეაციული დანიშნულება. 47. ტექნიკური სართული – ის სართული, რომლის საშუალო სიმაღლე, იატაკის ნიშნულიდან ჭერამდე, 1.8 მეტრზე ნაკლებია. 48. ტერასა (ბანი) – გადაუხურავი, ერთი, ორი, სამი ან ოთხი მხრიდან კედლებით შემოსაზღვრული და ღია მხრიდან/მხარეებიდან საჭიროების შემთხვევაში მოაჯირით შემოკავებული ფართობი, აგრეთვე ისეთი ბრტყელი სახურავი ან ბრტყელი სახურავის ნაწილი, რომლის ზედაპირი მოპირკეთებულია ისე, რომ შესაძლებელია მისი გამოყენება სამყოფად და ღია მხრიდან/მხარეებიდან შემოსაზღვრულია მოაჯირით ან/და პარაპეტით. ტერასაზე შესაძლებელია მოეწყოს მარკიზი და საჩრდილობელი. 49. უფლებრივი ზონირება – საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დასახლებათა ტერიტორიების ცალკეული ზონებისთვის სივრცითი განვითარების პირობების დადგენა. 50. ფუნქციური ზონირება – ქალაქთმშენებლობითი ზონირების ნაწილი, რომელიც ახდენს ქალაქის ტერიტორიების იდენტიფიცირებას მათი გამოყენების სახეობის მიხედვით. 51. ფრონტი, შენობის – ერთ ნაკვეთზე მდებარე შენობის ან ნაგებობის ექსტერიერის კედლის სიგრძე, რომელიც მიმართულია საზოგადოებრივი გზისკენ ან მის წინ მდებარე სხვა საკუთრებებისკენ. 52. ფრონტი, მიწის ნაკვეთის – ერთი მიწის ნაკვეთის საკუთრების ხაზ(ებ)ის სიგრძე საზოგადოებრივი გზის ან სხვა მოსაზღვრე საკუთრებების გასწვრივ. 53. ქუჩა – განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრებში არსებული გადადგილებისათვის განკუთვნილი ნებისმიერი მთავარი ან საზოგადოებრივი გზა, რომელიც გადაცემულია საზოგადოებრივი გამოყენებისთვის და რომელიც შესაძლებელია შედგებოდეს: ა) არაუმცირეს 1.0 მ სიგანის, მხოლოდ ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილისგან (ტროტუარისაგან); ბ) არაუმცირეს 5.0 მ სიგანის, ტრანსპორტისათვის განკუთვნილი სავალი ნაწილისაგან და ფეხით მოსიარულეთა სავალი ნაწილებისგან (ტროტუარებისაგან). 54. ქუჩა, კერძო – გასვლის უფლება კერძო საკუთრების ტერიტორიაზე, რომელიც არ არის გადაცემული საზოგადოებისთვის ან არ არის დაცული, როგორც საზოგადოებრივი ქუჩა, რომლითაც უზრუნველყოფილია ორ ან მეტ ადგილთან მისადგომი. 55. ღობე – წარმოადგენს მიწის ნაკვეთების გამმიჯნავ ნაგებობას, რომელიც შეიძლება მდებარეობდეს როგორც საკადასტრო საზღვერზე (საზიარო ღობე), ისე მიწის ნაკვეთის საზღვრებში. თუ ღობის სხვადასხვა მხარეს ღობისა და გრუნტის ზედაპირის გადაკვეთის ნიშნული სხვადასხვაა, მაშინ ყრუ ღობის მაქსიმალური სიმაღლე განისაზღვრება უფრო მაღალი ნიშნულიდან; 56. ღია სივრცე – მიწის ფართობები, სადაც არ არის შენობები, ნაგებობები, ავტომობილების გასაჩერებელი ადგილები, ქუჩები, ჩიხები ან აუცილებელი ეზოები. ღია სივრცეში დასაშვებია ლანდშაფტური არქიტექტურა, ბუნებრივი თავისებურებების დაცვა, შიდა ეზოებისა და რეკრეაციული ზონების მოწყობა. 57. შენობის სიმაღლე – შვეული დაშორება მიწის დონიდან სახურავის ყველაზე მაღალი ზედაპირის საშუალო სიმაღლემდე. 58. შეწევის მანძილი – ინიმალური აუცილებელი მანძილი საკუთრების ხაზსა და შენობას შორის. თავი II ადმინისტრაციული დებულებები მუხლი 3. დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭო 1. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებული „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს“ კომპეტენციათა სფეროს განეკუთვნება: ა) ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 32-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ და მეორე სტადიაზე, მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოდან სამინისტროში შემოსული არქიტექტურული პროექტების განხილვა და რეკომენდაციების მომზადება; ბ) დასახლებათა ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის, მუნიციპალიტეტების ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შეთანხმების და სპეციალური ზონალური შეთანხმების საკითხებზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; გ) ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებთან დაკავშირებით წინადადებების განხილვა; დ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების გეგმარებითი დავალებების გაცემისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ე) მიწათსარგებლობის უფლებრივი ზონირების რუკების დამტკიცებისათვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ვ) ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტების ან მათი ნაწილების დამტკიცებისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება, კონსულტაციების გაწევა; ზ) მინისტრის დავალებით განსაზღვრული სხვა საქმიანობა, არქიტექტურულ-სამშენებლო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. მუხლი 4. მიწის ნაკვეთის დაყოფა, გაერთიანება და კონფიგურაციის ცვლილება 1. მიწის ნაკვეთების ეფექტიანად განაშენიანებისათვის შესაძლებელია მიწის ნაკვეთ(ებ)ის დაყოფა და გაერთიანება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 2. მიწის ნაკვეთის დაყოფის შედეგად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ განვითარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დაყოფის შედეგად ახლად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთი აკმაყოფილებს ამ წესებით დადგენილი მიწის ნაკვეთისადმი წაყენებულ მოთხოვნებს. 3. მიწის ნაკვეთის დაყოფისას შესაძლებელია სამშენებლოდ მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთის განვითარება, რომლის ამ წესებით დადგენილი სამშენებლო პოტენციალი (პარამეტრები/ზომები) არ არის ათვისებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება დასაშვებია მხოლოდ დადგენილ პარამეტრებთან შესაბამისობაში მოყვანით. 4. სამშენებლო პოტენციალის მქონე და სამშენებლო პოტენციალის არმქონე მიწის ნაკვეთების გაერთიანების შემთხვევაში ახლად წარმოქმნილი მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება ათვისებული სამშენებლო პოტენციალის გათვალისწინების გარეშე დაუშვებელია. 5. ისეთი მიწის ნაკვეთის დაყოფა, რომელზეც განთავსებულია შენობა-ნაგებობები, უნდა მოხდეს ისე, რომ დაცული იყოს წინამდებარე წესების მოთხოვნები. 6. მიწის ნაკვეთების სამშენებლოდ ეფექტიანად გამოყენებისათვის შესაძლებელია მათი საზღვრების კონფიგურაციის შეცვლა, მესაკუთრეებს შორის სათანადო ხელშეკრულების, მათ შორის, ნატურალური ან/და ფულადი კომპენსაციის საფუძველზე; 7. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარებისათვის, მიწის ნაკვეთის საკადასტრო საზღვრების ის ადგილები, სადაც იქმნება კუთხეები, აღნიშნული უნდა იქნეს წერტილით, მისი კოორდინატებისა და აბსოლუტური ნიშნულის მითითებით. 8. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნავეთის დაყოფასთან და გაერთინებასთან დაკავშირებით დაინტერესებული პირის მიერ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმერთველობის სფეროში მოქმედ სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის (შემდგომში – სააგენტო) შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით მიწის ნაკვეთის დაყოფის ან გაერთიანების რეგისტრაციამდე სააგენტოს შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანო ვალდებულია მიმართოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შესაბამისი თანხმობის მოპოვების მიზნით. მუხლი 5. არსებული ზონების ცვლილების პირობები 1. არსებული ზონების ცვლილება წარმოადგენს ცვლილებას ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის დაგეგმარების დოკუმენტებში და, შესაბამისად, საჭიროებს იგივე პროცედურების გავლას, რაც კანონმდებლობით მათი დამტკიცებისთვის არის დადგენილი. გამონაკლისს წარმოადგენს ამ მუხლის მე 2 და მე-3 პუნქტებში განსაზღვრული შემთხვევები. 2. ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული ზოგადი ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად: ა) ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონის ცვლილება ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონად; ბ) ამ თავით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონის, გარდა ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონისა, ცვლილება სარეკრეაციო ზონად; 3. ამ პუნქტში განსაზღვრულ შემთხვევებში, არსებული კონკრეტული ფუნქციური ზონების ცვლილება ხდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად: ა) ამ წესებით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონის ცვლილება ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონად; ბ) ამ წესებით განსაზღვრული ყველა არსებული ფუნქციური ზონის, გარდა ლანდშაფტურ სარეკრეაციო ზონისა, ცვლილება სარეკრეაციო ზონად; მუხლი 6. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება 1. სპეციალური (ზონალური) შეთანხმება ითვალისწინებს, ამ წესების შესაბამისად, კონკრეტული მიწის ნაკვეთისთვის განსაზღვრული კ2 კოეფიციენტის მნიშვნელობის მაქსიმუმ 10%–მდე გაზრდას (სათანადო დასაბუთების საფუძველზე). 2. სპეციალურ ზონალურ შეთანხმებზე გადაწყვეტილებას იღებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და „განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთან“ შთანხმებით. 3. სპეციალურ (ზონალურ) შეთანხმებაზე გადაწყვეტილება მიიღება მშენებლობის ნებართვის გაცემის პირველ სტადიაზე. მუხლი 7. 80 მ2-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ განვითარება 1. 80 მ2-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე დასაშვებია საზოგადოებრივი და საყოფაცხოვრებო მომსახურების/დანიშნულების შენობა-ნაგებობების განთავსება განაშენიანებისათვის დაშვებულ არეალებში, ფუნქციური ზონით დადგენლი პარამეტრების შესაბამისად. 2. განაშენიანებისათვის დაშვებულ არეალებში 80 მ2-მდე ფართობის მიწის ნაკვეთზე დასაშვებია არსებული შენობა/ნაგებობის რეკონსტრუქცია ფაქტობრივი გაბარიტების უცვლელად. მუხლი 8. ამ წესების მოთხოვნებთან შეუსაბამობა და განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამობა 1. მიწის ნაკვეთებს და შენობა-ნაგებობებს, რომლებიც არ შეესაბამებიან ამ წესების მოთხოვნებს, ენიჭებათ შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების სტატუსი, რომელსაც ანიჭებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო, „დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოსთან“ შეთანხმებით. 2. მიწის ნაკვეთები და შენობა-ნაგებობები, რომლებიც თავისი მახასიათებლებით არ შეესაბამება შესაბამისი ზონის განაშენიანების რეგულირების მოთხოვნებს და შესაბამისობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, ენიჭება განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო მიწის ნაკვეთებისა და შენობა ნაგებობების სტატუსი. 3. შეუსაბამო და განპირობებული (იძულებითი) შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების შემდგომი განვითარება (ტერიტორიის გაფართოება, ფუნქციის/გამოყენების შეცვლა, რეკონსტრუქცია) ხორციელდება მხოლოდ შეუსაბამობის აღმოფხვრის ან შემცირების პირობით. შემცირების პირობები შესაძლებელია განისაზღვროს ეტაპობრივად, საბოლოო აღმოფხვრის მიზნით. 4. შეუსაბამობის აღმოფხვრის შემთხვევაში შეუსაბამო სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთებსა და შენობა ნაგებობებებს ეხსნება შეუსაბამო სტატუსი. თავი III ზონირება მუხლი 9. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიების ზონირების დოკუმენტების შემადგენლობა 1. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ზონირების დოკუმენტებია: ა) მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტი; ბ) მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტი. 2. მიწათსარგებლობის ზონირების დოკუმენტი მოიცავს: ა) ზოგად ფუნქციურ ზონებს; ბ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ კონკრეტულ ზონებს; გ) გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს. 3. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტები მოიცავს: ა) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობებს; ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვის და გამწვანების კოეფიციენტებს; გ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონებს და მათდამი ამ წესებით წაყენებულ მოთხოვნებს; დ) კულტურული მემკვიდრეობის დამცავ კონკრეტულ ზონებს; ე) გარემოს დამცავ კონკრეტულ ზონებს. მუხლი 10. მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრული ზონების საზღვრები 1. მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტის თითოეული ზონის ტერიტორია გამოყოფილი უნდა იქნეს საზღვრებით. 2. ზონების ტერიტორიების საზღვრების დადგენისას, როგორც წესი, გამოყენებულ უნდა იქნეს: ა) დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრები; ბ) დასახლებათა განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრები; გ) ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები/მიჯნები; დ) დაცული ტერიტორიების საზღვრები; ე) კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტული ძეგლის ტერიტორიის ან/და დამცავი ზონების ტერიტორიის საზღვრები; ვ) საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, საკურორტო, სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრები; ზ) ქუჩებისა და მაგისტრალების ტერიტორიების საზღვრები; თ) მილსადენებისა და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ან/და გასხვისების ზოლის საზღვრები. 3. მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონების ტერიტორიის გამოკვეთა ხდება ფუნქციური, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონების საზღვრების დადგენის შედეგად. მუხლი 11. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტებით განსაზღვრული დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების პირობები და ზონების საზღვრები 1. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში ასახული ტერიტორიული ზონებისათვის რეგლამენტებით დგინდება: ა) ზონების ტერიტორიებზე მიწის ნაკვეთების განაშენიანების/სამშენებლოდ გამოყენების რეგულირების ძირითადი პარამეტრები და მათი დასაშვები მაჩვენებლები; ბ) ზონების ტერიტორიებზე შესაძლებელია დადგინდეს ისეთი გამოყენებების ჩამონათვალი, რომელთა განთავსებაც დაშვებულია. 2. სამშენებლოდ მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების ძირითადი პარამეტრები უნდა მოიცავდეს: ა) მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ კოეფიციენტს; ბ) მიწის ნაკვეთების განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) მაქსიმალურ კოეფიციენტს ან/და მიწის ნაკვეთების განაშენიანების მაქსიმალურ სიმაღლეს; გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების მინიმალურ კოეფიციენტს. 3. მიწის ნაკვეთების განაშენიანების/სამშენებლოდ გამოყენების რეგულირების ძირითადი პარამეტრები შესაძლებელია ასევე მოიცავდეს: ა) მაქსიმალურ მაჩვენებლებს განაშენიანების სართულიანობა/სიმაღლისათვის ან/და მოცულობისათვის; ბ) მიწის ნაკვეთების ფართობ(ებ)ის მინიმალურ და მაქსიმალურ ზომებს; გ) განაშენიანების რეგულირების ხაზებს (წითელ ხაზებს); დ) განაშენიანების სავალდებულო ხაზებს (ლურჯ ხაზებს); ე) ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობას; ვ) განაშენიანების სივრცით-დაგეგმარებითი წყობის პირობებს (მაგ.: შენობების ფასადების ერთი ხაზის გასწვრივ განთავსება, შენობების შეწყვილება, შენობების სიმაღლეების განსაზღვრა, შენობების გადახურვის ტიპის განსაზღვრა და სხვა); ზ) სხვა პარამეტრებს, რომელთა მნიშვნელობა და მაჩვენებლები დგინდება განაშენიანების რეგულირების გეგმით და/ან სხვა ნორმატიული აქტებით. 4. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტის თითოეული ზონის ტერიტორია გამოყოფილი უნდა იქნეს საზღვრებით. 5. ზონების ტერიტორიების საზღვრების დადგენისას, როგორც წესი, გამოყენებული უნდა იქნეს: ა) დასახლებათა ტერიტორიის ადმინისტრაციული საზღვრები; ბ) დასახლებათა განაშენიანებული ტერიტორიების საზღვრები; გ) ბუნებრივი და ხელოვნური საზღვრები/მიჯნები; დ) დაცული ტერიტორიების საზღვრები; ე) კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტული ძეგლის ტერიტორიის ან/და დამცავი ზონების ტერიტორიის საზღვრები/ფარგლები; ვ) საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, საკურორტო, სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრები; ზ) ქუჩებისა და მაგისტრალების ტერიტორიების საზღვრები და მათი ღერძულა ან/და შუა ხაზები; თ) მილსადენებისა და სხვა საინჟინრო ინფრასტრუქტურის ტერიტორიების ან/და გასხვისების ზოლის საზღვრები; ი) ზონების ტერიტორიების განაპირას მდებარე ცალკეული მიწის ნაკვეთების საზღვრები. 6. მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონების ტერიტორიის გამოკვეთა ხდება ფუნქციური, კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონების საზღვრების დადგენის შედეგად. 7. უფლებრივი ზონების საზღვრების დადგენისას, როდესაც ხდება ფუნქციური ზონების გადაფარვა კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებით, ასეთი ტერიტორიის საზღვრებში მოქმედებს კულტურული მემკვიდრეობის და გარემოს დამცავი ზონებისათვის განსაზღვრული რეგულირება. მუხლი 12. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება. 2. კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება შენობა-ნაგებობის მიწისპირა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით. 3. იმ შემთხვევაში, როდესაც შენობა-ნაგებობას არ გააჩნია მიწისპირა სართული, მაშინ კ-1 კოეფიციენტი განისაზღვრება პირველი მიწისზედა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობით. 4. მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტით განსაზღვრულ საანგარიშო ფართობში არ შედის: ა) შენობა-ნაგებობების მიწისქვეშა სართულ(ებ)ი; ბ) ქუჩის ზედაპირის დონეზე, შენობაში მოწყობილი ავტომობილის გასასვლელი; გ) შენობა-ნაგებობები, როლებიც არ საჭიროებენ მშენებლობის ნებართვას. 5. კ-1 კოეფიციენტი მრგვალდება მეათედის სიზუსტით. მუხლი 13. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 1. მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს, ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სართულების იატაკის ძირთადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამურ ფართობს. 2. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი გამოითვლება ქვემოთ განსაზღვრული ჩამონათვალის შესაბამისად: ა) მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის გარე კონტურში მოქცეული ზედაპირის ფართობი – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად; ბ) არასრული სართულის იატაკის კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის 1/2-ით; გ) მანსარდის იატაკის ფართობი კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის 1/2-ით; დ) მიწისპირა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ2-ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად; ე) შენობისა და ქუჩის ზედაპირის გადაკვეთის დონე(ებ)ზე, შენობაში ავტომობილის გასასვლელად მოწყობილი გვირაბის გზის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 50 მ2-ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად; ვ) პირველ მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 60 მ2-ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად; ზ) პირველი მიწისზედა სართულის გარდა, სხვა მიწისზედა სართულზე არსებული კიბის უჯრედის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის და შესაბამის სართულზე არსებული ლიფტის შახტის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც 40 მ2-ზე მეტია – კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად; თ) აივანის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის საერთო ფართობის ის ნაწილი, რომელიც გამოწეულია შენობა-ნაგებობის ფასადის გარე კედლიდან 1,5 მ-ზე მეტი მანძილით - კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად; ი) ვერანდის, ერკერის, ლოჯის იატაკის ძირითადი კონსტრუქციის ზედაპირის ფართობი - კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობში შედის სრულად. 3. კ-2 კოეფიციენტის საანგარიშო ფართობი მრგვალდება მეათედის სიზუსტით. მუხლი 14. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი კ-3 1. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტით განისაზღვრება მიწის ნაკვეთის ტერიტორიის ფართობის მინიმალური წილი, რომელიც არ უნდა იყოს დაფარული, ან გადაფარული რაიმე წყალგაუმტარი (სამშენებლო თუ სხვა) მასალით, რომლის ქვეშაც არ უნდა არსებობდეს რაიმე ნაგებობა, ან სათავსი და რომელიც განკუთვნილია გამწვანებისათვის. 2. მიწის ნაკვეთის გამწვანების კოეფიციენტი არის მიწის ნაკვეთის გამწვანებული ზედაპირის, მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მინიმალური მაჩვენებელი. 3. კ-3 კოეფიციენტის დამრგვალება შესაძლებელია მეათედი სიზუსტით. მუხლი 15. ფუნქციური ზონები 1. უფლებრივი ზონირების დოკუმენტების განხორციელების მიზნით, დასახლებათა ტერიტორიები იყოფა: ა) ზოგად ფუნქციურ ზონებად: ა.ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა – (ლსზ); ა.ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა – (სოფზ); ა.გ) სარეკრეაციო ზონა – (რზ); ა.დ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა – (სრზ); ა.ე) საცხოვრებელი ზონა – (სზ); ა.ვ) სატრანსპორტო ზონა – (ტზ); ა.ზ) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა – (სსზ); ა.თ) სამრეწველო ზონა – (ს) ბ) კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად: ბ.ა) ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' – (ლსზ'); ბ.ბ) სასოფლო-სამეურნეო ზონა' – (სოფზ'); ბ.გ) სარეკრეაციო ზონა - (რზ); ბ.დ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1) ბ.ე) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2) ბ.ვ) საცხოვრებელი ზონა 1 - (სზ-1); ბ.ზ) სატრანსპორტო ზონა 1 – (ტზ-1); ბ.თ) სატრანსპორტო ზონა 2 – (ტზ-2); ბ.ი) საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 – (სსზ-3); ბ.კ) სამრეწველო ზონა 1 – (ს-1); 2. ტერიტორიის ზოგად ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტში. 3. ტერიტორიის კონკრეტულ ფუნქციურ ზონებად დაყოფა აისახება მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამის მიწათსარგებლობის ზოგადი უფლებრივი ზონირების დოკუმენტში, შესაბამის მიწათსარგებლობის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტში და განაშენიანების რეგულირების გეგმაში. თავი IV კონკრეტული ფუნქციური ზონები მუხლი 16. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონა' (ლსზ') წარმოადგენს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში ბუნებრივი ლანდშაფტის ან ფასეული ხელოვნური ლანდშაფტის ტერიტორიას, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი სამთო-სათხილამურო მომსახურების საშუალებების და ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 17. სასოფლო-სამეურნეო ზონა – (სოფზ) წარმოადგენს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში არსებულ სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიებს, სადაც შესაძლებელია მისი ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი დამხმარე შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო სარეკრეაციო ტერიტორიაზე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ასევე, შესაძლებელია საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ნაგებობების მშენებლობა და მონტაჟი. მუხლი 18. სარეკრეაციო ზონა' (რზ') – წარმოადგენს სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, მოიცავს ისეთ გამწვანებულ ტერიტორიებს, როგორიცაა: პარკი, ბაღი, ბულვარი, სკვერი და მსგავსი ტიპის სხვა ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია ღია სათამაშო მოედნების, მცირე ზომის სასპორტო მოედნების, მცირე არქიტექტურული და სკულპტურული ფორმების/ნაგებობების, შადრევნების და სარეკრეაციო ზონა 1-ის (რზ) ფუნქციონირების უზრუნველმყოფი შენობა-ნაგებობების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. სარეკრეაციო ზონა 1-ში (რზ-1) სპეციალური (ზონალური) შეთანხმებით დასაშვებია სპორტული ნაგებობების, ატრაქციონების, კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობების, კულტურულ-საგანმანათლებლო შენობა-ნაგებობების და რელიგიური დანიშნულების ნაგებობების განთავსება. მუხლი 19. კონკრეტული საკურორტო-სარეკრეაციო ზონები: 1. კონკრეტულ საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში (სრზ) მთავარი და დასაშვები გამოყენებებია: ა) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1): წარმოადგენს საკურორტო-სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, სადაც შესაძლებელია ერთი ან ორერთეულიანი საცხოვრებელი სახლების, სამთო-სათხილამურო მომსახურების საშუალებების, საოჯახო სასტუმროების, სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების, დასასვენებელი შენობა-ნაგებობების, კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი მომსახურებების, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებების, გარაჟების და ზემოთ ნებადართული გამოყენებების დამხმარე შენობა-ნაგებობების, ასევე დროებითი შენობა ნაგებობების განთავსება; ბ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2): წარმოადგენს საკურორტო-სარეკრეაციო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, სადაც შესაძლებელია სამთო-სათხილამურო მომსახურების საშუალებების, საოჯახო სასტუმროების, სასტუმროების, სასტუმროს ტიპის საცხოვრებლების, დასასვენებელი შენობა-ნაგებობების, კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი მომსახურებების, სამკურნალო მომსახურებების, მცირე კომერციული-სავაჭრო მომსახურებების, გარაჟების და ზემოთ ნებადართული გამოყენებების დამხმარე შენობა-ნაგებობების, ასევე დროებითი შენობა-ნაგებობების განთავსება. 2. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2)-ში მდებარე 220 მ2 ფართობზე ნაკლები მიწის ნაკვეთის განვითარება დასაშვებია საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1)-ისადმი განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად; 3. ორ ურთიერთმომიჯნავე მიწის ნაკვეთზე ურთიერთმომიჯნავე გვერდითა ეზოების მხარეს სამეზობლო საზღვართან შენობის განთავსების შესაძლებლობა ა) საკურორტო-სარეკრეციო ზონა 1-ში (სრზ-1) ორ ურთიერთმომიჯნავე მიწის ნაკვეთზე, ურთიერთმომიჯნავე გვერდითა ეზოების მხარეს, მესაკუთრეთა ურთიერთშეთანხმებით, დასაშვებია სამეზობლო საზღვართან ან სამეზობლო საზღვარზე შენობების განთავსება. 4. ზომების რეგულირება კონკრეტულ საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში ა) მინიმალური ფართობი, მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მანძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 1-ს; ბ) ცხრილ 1-ში თითოეული კონკრეტული საკურორტო-სარეკრეაციო ზონისათვის მოცემულია მინიმალური ფართობი, ხოლო მაქსიმალური ფართობი შეუზღუდავია. ცხრილი 1 კონკრეტულ საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში პარამეტრების რეგულირებაა,ბ,გ კონკრეტული საკურორტო სარეკრეაციო ზონები მიწის ნაკვეთის ფართობი (მ2) მაქს. სიმჭიდროვე (საწოლი/ჰექ ტარზე)თ მიწის ნაკვეთის ზომები შეწევის მანძილისადმი მოთხოვნები მაქს. სართ ულია ნობა შენობის მაქს. სიმაღლე ა (მეტრები) შენობასთან მოპირკეთებული ყველაზე დაბალი მიწის ზედაპირიდან მიწის ნაკვეთის განაშენი ანების მაქს. კოეფი ციენტი (კ-1) მიწის ნაკვეთის განაშენია ნების ინტენს ივობის (სიმჭიდ როვის) მაქს. კოეფიციე ნტი - (კ 2) მიწის ნაკვეთის გამწვ. მინ. კოეფიციენ ტი - (კ-3) მიწის ნაკვეთის მინ. სიგანე/ ფრონტი (მეტრები) მიწის ნაკვეთის მინ. სიღრმე/ სიგრძე (მეტრები) მინ. წინა ეზო (მეტრები) მინ. გვერდითი ეზო (მეტრები) მინ. უკანა ეზო (მეტრები) კედლის ბოლომდე კეხამდე საკურორტო სარეკრეაციო ზონა 1 (სრზ-1) 80 მ2 -დან 120 მ2 -მდეზ 8 მ 8 მ 0 ბ 0 ბ 0 ბ 2 8 ბ, ე 10 ბ, ე 0.6-მდე ი - 0.2-დან 120 მ2 -დან 150 მ2 -მდეზ 160 9 მ 9 მ 0 ბ 0 ბ 0 ბ 2 8 ბ, ე 10 ბ, ე 0.5-მდე ი - 0.2-დან 150 მ2 -დან 220 მ2 -მდეზ 160 10 მ 10 მ 0 ბ 0 ბ 0 ბ 3 10 ბ, ე 12 ბ, ე 0.4-მდე ი - 0.2-დან 220 მ2 -დან 400 მ2 -მდე 160 10 მ 15 მ 3 მ 3 მ 3 მ 3 10 ბ, ე 12 ბ, ე 0.3-მდე ი - 0.4-დან საკურორტო სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2) 220 მ2-დან 240დ 10 მ 15 მ 3 მ 3 მ 3 მ 4 12 ბ, ე 16 ბ, ე 0.3-მდე 1.2-მდე გ 0.4-დან ა) დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ; ბ) შენობის შეწევის მანძილებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით, განაშენიანების რეგულირების გეგმით ან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით; გ) განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) მაქსიმალური კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია მაქიმუმ 10%-მდე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე; დ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2 (სრზ-2) -ში, სადაც ერთ მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობაში/შენობებში საწოლების რაოდენობა 20ზე მეტია, საწოლების, სულ მცირე, 10% განკუთვნილი უნდა იყოს მუშაკებისათვის, იმავე ან სხვა მიწის ნაკვეთზე; ე) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1-ში (სრზ-1) შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 10%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 1-ში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 10%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე დასაშვებია გაიზარდოს 2 მეტრამდე; ვ) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ში (სრზ-2) შენობის მაქსიმალური სიმაღლე მიწის ნაკვეთის 10%-მდე დახრილობის შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს ცხრილ 1-ში განსაზღვრულს, ხოლო მიწის ნაკვეთის 10%-ზე მეტი დახრილობის შემთხვევაში შენობის მაქსიმალური სიმაღლე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე, დასაშვებია გაიზარდოს 3 მეტრამდე; ზ) 80 მ2 -დან 120 მ2 -მდე, 120 მ2 -დან 150 მ2 -მდე და 150 მ2 -დან 220 მ2 -მდე მიწის ნაკვეთებზე განთავსებული შენობები ერთმანეთისაგან დაცილებული უნდა იყოს სულ მცირე 6.0 მეტრით. გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულისა. თ) მაქსიმალუირი სიმჭიდროვის (საწოლი/ჰექტარზე) რეგულაციის გამოყენება ხდება გრგ-ს შემუშავებისას და 3000 მ2-ზე მეტ მიწის ნაკვეთებისთვის; ი) საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 1-ში (სრზ-1) შენობის არცერთი სართულის ფართობი არ უნდა აღემატებოდეს განაშენიანების ფართობს, მაგრამ დასაშვებია ქვემოთ ჩამოთვლილი ნაშვერები: 1. 1,5 მეტრამდე – სამი მხრიდან ღია აივნები, რომლებიც არ იკავებენ იმ ფასადის სიგრძის მესამედზე მეტს, რომლიდანაც აივნებია გამოშვერილი; 2. 0,6 მეტრამდე – სახურავის ნაშვერები. მუხლი 20. კონკრეტული საცხოვრებელი ზონები 1. საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) – დაბალი სიმჭიდროვის საცხოვრებელი ზონა, შესაძლებელია არსებობდეს მხოლოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე, სადაც განაშენიანების მთავარი გამოყენებაა ერთი ან ორი ოჯახის საცხოვრებელი სახლები. ასევე დასაშვებია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობის არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად, მათ შორის სამეზობლო თმენის პრინციპების დაცვით. 2. ზომების რეგულირება კონკრეტულ საცხოვრებელ ზონაში ა) მინიმალური ფართობი, უბნის ან ქვეუბნის მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მაძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 2-ს; ბ) ცხრილ 2-ში თითოეული კონკრეტული საცხოვრებელი ზონისათვის მოცემულია მინიმალური ფართობი, ხოლო მაქსიმალური ფართობი შეუზღუდავია. ცხრილი 2 კონკრეტულ საცხოვრებელ ზონაში პარამეტრების რეგულირებაა,ბ,გ კონკრეტული საცხოვრებელი ზონები მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი (მ2) მაქსიმალური სიმჭიდროვე (ერთეულები /ჰექტარზე მიწის ნაკვეთის ზომები შეწევის მანძილისადმი მოთხოვნები შენობის მაქსიმალური სიმაღლე ა (მეტრები) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) მიწის ნაკვეთის განაშენიანების სიმჭიდროვის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3) მიწის ნაკვეთის მინიმალური სიგანე/ ფრონტი (მეტრები) მიწის ნაკვეთის მინიმალური სიღრმე/ სიგრძე (მეტრები) მინიმალური წინა ეზო (მეტრები) მინიმალური გვერდითი ეზო (მეტრები) მინიმალური უკანა ეზო (მეტრები) საცხოვრებელი ზონა 1 (სზ-1) 200 მ2 40 6 მ 20 მ 3 მ 0 ბ 3 მ 10 0.3-მდე გ 0.5-მდე გ 0.4-დან ა. დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ. ბ. შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით, განაშენიანების რეგულირების გეგმით ან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით. გ. განაშენიანების ინტენსივობის (სიმჭიდროვის) მაქსიმალური კოეფიციენტების გაზრდა შესაძლებელია მაქიმუმ 10%-მდე, სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 21. სატრანსპორტო ზონა 1 (ტრ-1) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში და მოიცავს ქუჩებს და მოედნებს, მათ შორის საფეხმავლო გზებს, ტროტუარებს, საველოსიპედე ბილიკებს და ქუჩის გამწვანებას. მუხლი 22. სატრანსპორტო ზონა 2 (ტრ-2) წარმოადგენს სატრანსპორტო ზონას, რომელიც მდებარეობს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვრებში, სადაც შესაძლებელია ავტოსადგომების, ავტოსადგურების და ავტომობილის საწვავით გასასამართი სადგურების განთავსება კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად. მუხლი 23. კონკრეტული საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 1. საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა 3 (სსზ-3) – განაშენიანების საშუალო ინტენსივობის საზოგადოებრივ-საქმიანი ზონა, სადაც შესაძლებელია კვებისათვის და გართობისათვის განკუთვნილი მომსახურებების, სამკურნალო მომსახურებების, სავაჭრო მომსახურებების, ადმინისტრაციული, კომერციული, გასართობი, კულტურული, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებების განთავსება. 2. ზომების რეგულირება კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში ა) მინიმალური ფართობი, მაქსიმალური სიმჭიდროვე, მინიმალური სიგრძე და სიგანე, შეწევის მაძილები, მაქსიმალური სიმაღლე, განაშენიანების, განაშენიანების სიმჭიდროვისა და გამწვანების კოეფიციენტები უნდა შეესაბამებოდეს ცხრილ 3-ს; ბ) ცხრილ 3-ში თითოეული კონკრეტული საცხოვრებელი ზონისათვის მოცემულია მინიმალური ფართობი, ხოლო მაქსიმალური ფართობი შეუზღუდავია. ცხრილი 3 კონკრეტულ საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში პარამეტრების რეგულირებაა,ბ,გ კონკრეტული საზოგადოებრივ საქმიანი ზონები მიწის ნაკვეთის მინიმალური ფართობი (მ2) მიწის ნაკვეთის ზომები შეწევის მანძილისადმი მოთხოვნები შენობის მაქსიმალური სიმაღლე ა (მეტრები) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) მიწის ნაკვეთის განაშენიანების სიმჭიდროვის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) მიწის ნაკვეთის გამწვანების მინიმალური კოეფიციენტი (კ-3) მიწის ნაკვეთის მინიმალური სიგანე/ ფრონტი (მეტრები) მიწის ნაკვეთის მინიმალური სიღრმე/ სიგრძე (მეტრები) მინიმალური წინა ეზო (მეტრები) მინიმალური გვერდითი ეზო (მეტრები) მინიმალური უკანა ეზო (მეტრები) საზოგადოებრივ საქმიანი ზონა 3 (სსზ-3) 100 მ2 8 მ 8 მ 0 ბ 0 ბ 0 ბ 10 ბ 0.7-მდე - 0.1-დან ა. დამხმარე კოშკების, სატელიტური ანტენების თეფშებისა და მსგავსი ნაგებობების/სტრუქტურების სიმაღლეები დასაშვებია აღემატებოდეს მაქსიმალურ სიმაღლეს, თუ დამტკიცებულია მშენებლობის ნებართვის გამცემის მიერ; ბ. შეწევის მანძილებისადმი და შენობის მაქსიმალური სიმაღლეებისადმი დამატებითი მოთხოვნები შესაძლებელია განისაზღვროს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის კონკრეტული უფლებრივი ზონირების დოკუმენტით, განაშენიანების რეგულირების გეგმით ან მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებით. მუხლი 24. სამრეწველო ზონა 1 (ს-1) წარმოადგენს ზონას, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს სამრეწველო ობიექტები, რომლებშიც არ მიმდინარეობს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის სახიფათო/მავნე საწარმოო პროცესები და შესაძლებელია კურორტ ბახმაროს ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საზოგადოებრივი შენობების/სამყოფების არსებობა კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 25. თუ კონკრეტული მიწის ნაკვეთი ხვდება ერთზე მეტ კონკრეტული ფუნქციურ ზონის მოქმედების არეალში, მაშინ მისი სამშენებლო/განაშენიანების მიზნით განვითარებისას არცერთი ამ ფუნქციური ზონის მოთხოვნა არ უნდა დაირღვეს. თავი V ავტოსადგომები საზოგადოებრივი გზების მიღმა მუხლი 26. მოთხოვნები საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ში (სრზ-2) ავტოსადგომის სივრცესთან დაკავშირებით. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ში (სრზ-2) ავტოსადგომის სივრცეები უნდა შეესაბამებოდეს: 1. აუცილებელი რაოდენობა. საკურორტო-სარეკრეაციო ზონა 2-ში ამ წესებით დაშვებული, თითოეული გამოყენებისთვის საჭირო ქუჩის მიღმა მდებარე ავტოსადგომი სივრცეების რაოდენობა არ უნდა იყოს ცხრილ 4-ში განსაზღვრულზე ნაკლები. ავტოსადგომის დანაწევრებული სივრცის თითოეული ნაწილი შესაძლებელია გამოითვალოს როგორც ერთიანი სივრცე. ცხრილი 4 საზოგადოებრივი გზების მიღმა მდებარე ავტოსადგომების ნუსხა გამოყენება ავტოსადგომის სივრცეების აუცილებელი რაოდენობა თავშეყრა 1 საერთო ფართობის ყოველ 30 მ2 -ზე საცხოვრებელი ერთეული 1 ყოველ საცხოვრებელ ერთეულზე სასტუმრო 1 სასტუმროს ყოველ 2 ნომერზეა სამედიცინო დაწესებულება 1 საერთო ფართობის ყოველ 20 მ2 -ზე ოფისი 1 საერთო ფართობის ყოველ 30 მ2 -ზე რესტორანი 1 საერთო ფართობის ყოველ 20 მ2 -ზე საცალო ვაჭრობის ცენტრი 1 საერთო ფართობის ყოველ 20 მ2 -ზე ა. სასტუმროსთვის ამ ცხრილით განსაზღვრული აუცილებელი ავტოსადგომების რაოდენობის 80%-ი განთავსებული უნდა იყოს შენობაში. 2. შერეული გამოყენებები. თუ მიწის ნაკვეთზე წარმოდგენილია შერეული გამოყენებები ავტოსადგომების აუცილებელი რაოდენობა უნდა შეადგენდეს თითოეული გამოყენებისთვის განსაზღვრული რაოდენობების ჯამს. 3. მიწის ნაკვეთის მდებარეობა. ამ წესების თანახმად აუცილებელი ავტოსადგომი სივრცეები უნდა განთავსდეს იმავე მიწის ნაკვეთზე, სადაც გამოყენებაა წარმოდგენილი ან სადაც უზრუნველყოფილია ამგვარი გამოყენების ექსკლუზიური გამოყენება სხვა მიწის ნაკვეთზე, გარდა საზოგადოებრივი ავტოსადგომებისა. ასეთი მიწის ნაკვეთი უნდა მდებარეობდეს იმავე ან ნაკლებად შეზღუდულ ზონაში არაუმეტეს 200 მ რადიუსზე მთავარი მიწის ნაკვეთიდან. 4. ღია ცის ქვეშ მოწყობილი ავტოსადგომები. ღია ცის ქვეშ მოწყობილი ავტოსადგომის ზედაპირი უნდა იყოს მოპირკეთებული და დახაზული. თავი VI ღობის სიმაღლეები მუხლი 27. ზოგადი. ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შემომსაზღვრელი ღობის განთავსება ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების გარდა დაუშვებელია. 1. გამჭვირვალე ღობის მოწყობა დასაშვებია ღია სპორტული ნაგებობებისთვის. 2. მიწიდან 1.0 მეტრამდე სიმაღლის გამჭვირვალე ღობის მოწყობა დასაშვებია სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე. თავი VII გარდამავალი დებულებები მუხლი 28. წესების ამოქმედება 1. წინამდებარე, „ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესები“ ამოქმედდეს დამტკიცებისთანავე. 2. ამ წესების ძალაში შესვლამდე დაწყებულ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურაზე გავრცელდება განაცხადის შეტანის მომენტისათვის მოქმედი კანონმდებლობა.