تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Resolution No. 273 of 2016 of Georgian Government on Granting Recreational Status to Ureki-Shekvetili and Determining its Borders

صدر في 2016-06-23 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
الدولة
جورجيا
الموضوعات
Environment
الكلمات المفتاحية
protected area, tourism, environmental planning, policy/planning

أين تقرؤه

    لا يوجد رابط مصدر مسجل لهذا القانون.

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს მთავრობის დადგენილება №273 2016 წლის 23 ივნისი ქ. თბილისი ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ მუხლი 1 „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ურეკი-შეკვეთილს მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების აღწერილობა, თანდართული დანართის მიხედვით. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 20 ივნისიდან. პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დანართი ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორია ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით: ა) საწყისი წერტილი №1. (კოორდინატებით X=231292.4218750; Y=4656221.5) წერტილი მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საზღვრების გადაკვეთის წერტილზე და ამ წერტილიდან № 2 წერტილამდე საზღვარი მიუყვება ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების საზღვარს. ბ) წერტილი №2. (კოორდინატებით X=231869.5625000; Y=4656504.0) წერტილი მდებარეობს მდ.სუფსიდან სამხრეთით და ამ წერტილიდან საზღვარი სამხრეთ აღმოსავლეთისკენ სასოფლო- სამეურნეო სავარგულების გავლით მიემართება № 3 წერტილისკენ. გ) წერტილი №3. (კოორდინატებით X=232699.0781250; Y=4654665.0) წერტილი მდებარეობს ურეკის რკინიგზის სადგურიდან მაგნეტიტის სანაპიროსკენ მიმავალ ქუჩაზე, სადგურიდან დასავლეთით და ამ წერტილიდან სამხრეთისკენ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით საზღვარი მიემართება №4 წერტილამდე. დ) წერტილი №4 (კოორდინატებით X=232793.0000000; Y=4651272.5) წერტილი მდებარეობს დაბა ურეკიდან ქობულეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზისა და რკინიგზის გადაკვეთიდან დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სამხრეთისკენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით №5 წერტილამდე. ე) წერტილი №5 (კოორდინატებით X=232825.3437500; Y=4649447.5) წერტილი მდებარეობს რკინიგზის დასავლეთით და შემდეგ საზღვარი გრძელდება რკინიგზის გასწვრივ სამხრეთისკენ №6 წერტილამდე. ვ) წერტილი №6 (კოორდინატებით X=233123.7656250; Y=4648720.5) წერტილი მდებარეობს რკინიგზის დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სამხრეთისკენ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გავლით №7 წერტილამდე. ზ) წერტილი №7 (კოორდინატებით X=233148.1250000; Y=4648302.5) წერტილი მდებარეობს ურეკის საკონცერტო დარბაზის ჩრდილოეთით გამავალ ოზურგეთისკენ მიმავალ საავტომობილო გზაზე, http://www.matsne.gov.ge 33009000010003019338 რკინიგზამდე და ამ წერტილიდან საზღვარი გრძელდება სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს შორის გამავალ სამეურნეო გზის გასწვრივ №8 წერტილამდე. თ) წერტილი №8 (კოორდინატებით X=232885.4062500; Y=4645184.5) წერტილი მდებარეობს ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მდ.ნატანების ჩრდილოეთით და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზას, №9 წერტილამდე. ი) წერტილი №9 (კოორდინატებით X=233900.7812500; Y=4643939.0) წერტილი მდებარეობს ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე მდ.ნატანების სამხრეთით საავტომობილო კვანძამდე და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება საავტომობილო კვანძს დასავლეთით №10 წერტილამდე. კ) წერტილი №10 (კოორდინატებით X=233758.7500000; Y=4643463.5) წერტილი მდებარეობს ქ.ქობულეთის შემოსავლელ საავტომობილო გზისა და შეკვეთილიდან ქ.ქობულეთში მიმავალი საავტომობილო გზის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო კვანძის დასავლეთით და ამ წერტილიდან საზღვარი სასოფლო სამეურნეო სავარგულების გავლით გრძელდება № 11 წერტილამდე. ლ) წერტილი №11 (კოორდინატებით X=233694.9375000; Y=4642659.0) წერტილი მდებარეობს მდ.ჩოლოქზე და ამ წერტილიდან საზღვარი მიუყვება მდ.ჩოლოქს, აჭარისა და გურიის საზღვარს შავ ზღვამდე, №12 წერტილამდე. მ) წერტილი №12 (კოორდინატებით X=231891.5156250; Y=4645085.5) წერტილი მდებარეობს აჭარისა და გურიის საზღვარის მდ.ნატანების, მდ.ჩოლოქის და შავი ზღვის შერწყმის წერტილში. ამ წერტილიდან №1 წერტილამდე საზღვარი მიუყვება შავი ზღვის სანაპიროს. შენიშვნა: ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვრად აღნიშნულია სამომავლო ჩქაროსნული საავტომობილო გზატკეცილი (ავტობანი), რომელიც ამჟამად ფიზიკურად არ არსებობს და მისი აშენების შემთხვევაში საჭირო გახდება ურეკი-შეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის აღმოსავლეთ საზღვრის ჩქაროსნული საავტომობილო გზატკეცილისდა მიხედვით დაზუსტება. http://www.matsne.gov.ge 33009000010003019338

Resolution No. 273 of 2016 of Georgian Government on Granting Recreational Status to Ureki-Shekvetili and Determining its Borders · Nelum