Resolution No 222 of 2011 of Georgian Government on Rules for Natural Loss of Cereals
صدر في 2011-05-24 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს მთავრობის დადგენილება №222 მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- المنظمة
- European Union
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Food and nutrition
- الكلمات المفتاحية
- cereals/grains/rice, taxes, agricultural commodities
- الفئات
- agriculture
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №222 2011 წლის 24 მაისი ქ. თბილისი მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტისა და მე-6 მუხლის შესაბამისად დამტკიცდეს: 1. დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ (დანართი №1). 2. მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები (დანართი №2). მუხლი 2 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 27 ივლისის №211 დადგენილება „მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2011 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური დანართი №1 დ ე ბ უ ლ ე ბ ა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ მუხლი 1 დებულება მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების შესახებ ადგენს მარცვლეულის ტრანსპორტირებასთან, მიღებასთან, შენახვასა და გადამუშავებასთან დაკავშირებული ბუნებრივი დანაკარგის მაქსიმალურ, ზღვრულ ნორმებს, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ მარცვლეულის ფაქტობრივი დანაკლისის შემთხვევაში. მუხლი 2 ამ დადგენილების მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა – მარცვლეულის წონის კლების დასაშვები ოდენობა, რომელიც გამოწვეულია სასაქონლო სატრანსპორტო და შენახვა-გადამუშავების ოპერაციებისთვის თანმხლები ფიზიკური და ბიოლოგიური პროცესებით, მარცვლეულის შრობისა და მეტეოროლოგიური ფაქტორებით, რომლებიც გამოიანგარიშება პროცენტულად, მარცვლეულის საერთო წონის გათვალისწინებით; ბ) მარცვლეული – მცენარეული კულტურების ნაყოფები, რომლებიც გამოიყენება საკვები და ტექნიკური მიზნებისათვის; გ) ხორბალი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1001 სასაქონლო პოზიციაში; დ) ჭვავი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1002 00 000 00 სასაქონლო პოზიციაში; ე) ქერი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1003 00 სასაქონლო პოზიციაში; ვ) შვრია – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1004 00 000 00 სასაქონლო პოზიციაში; ზ) სიმინდი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1005 სასაქონლო პოზიციაში; თ) ბრინჯი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1006 სასაქონლო http://www.matsne.gov.ge 34017000010003016382 # # # # # # # # # # # # # # # document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი document:1043717^part 397^საქართველოს საგადასახადო კოდექსი # document:1026720^^მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ document:1026720^^მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ document:1026720^^მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ document:1026720^^მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების დამტკიცების შესახებ # # # # # # # პოზიციაში; ი) სორგო მარცვლოვანი – მარცვლეულის სახეობა, რომელიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1007 00 სასაქონლო პოზიციაში; კ) წიწიბურა, ფეტვი და თესლი ჩიტიფესვასი, დანარჩენი მარცვლეული – მარცვლეულის სახეობები, რომლებიც სეს ესნ-ის შესაბამისად კლასიფიცირდება 1008 სასაქონლო პოზიციაში; ლ) ელევატორი – მარცვლეულის საცავი, აღჭურვილი მექანიკური მოწყობილობით, მარცვლეულის მიღების, გაწმენდის, შრობისა და გადატვირთვისათვის; მ) სილოსი – კოშკის ან ორმოს ტიპის ნაგებობა, რომელიც გამოიყენება მარცვლეულის შესანახად; ნ) საერთაშორისო გადაზიდვები – გადაზიდვები, რომელთა მარშრუტი გადაკვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს; ო) ქვეყნის შიგნით გადაზიდვა – ტვირთის გადაზიდვა (არანაკლებ 200 კმ მანძილზე), რომელიც დატვირთულია მოცემული (საქართველოს) სახელმწიფოს ტერიტორიაზე და ექვემდებარება ჩამოტვირთვას იმავე (საქართველოს) სახელმწიფოს ტერიტორიაზე. მუხლი 3 აკრძალულია მარცვლეულის ჩამოწერა მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმების ფარგლებში დანაკლისის ფაქტის დადგენამდე. მუხლი 4 დანაკარგი, რომელიც წარმოიქმნება მარცვლეულის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვისას და ელევატორის სილოსებში შენახვისა და საელევატორო პროცესებისას, გამოითვლება ყოველი კონკრეტული ოპერაციის შესრულების დროს, თითოეული ოპერაციიდან კონკრეტული დანაკარგის ნორმის გამრავლებით მარცვლეულის წონაზე. დანართი №2 მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმები № ბუნებრივი დანაკარგის სახეები დანაკარგის ნორმა (%-ში მასიდან) 1 მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა საერთაშორისო გადაზიდვების (საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეადგენს 0.29-მდე 2 მარცვლეულის ბუნებრივი დანაკარგის ნორმა ქვეყნის შიგნით გადაზიდვების (სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტირება) დროს შეადგენს 0.1-მდე 3 მარცვლეულის შენახვისას ელევატორის სილოსებსა და საელევატორო პროცესში დანაკარგის ნორმა შეადგენს 0.35-მდე http://www.matsne.gov.ge 34017000010003016382 # # # # #