Resolution No. 156 of 2021 of Georgian Government on Creation of Council on Reforming State-owned Enterprises
صدر في 2021-04-07 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს მთავრობის 2021 წლის დადგენილება №156 სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Agricultural and rural development, General
- الكلمات المفتاحية
- agricultural development, governance, institution
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №156 2021 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის შესახებ მუხლი 1 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიის შემუშავებისა და მისი განხორციელების მიზნით: 1. შეიქმნას სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო (შემდგომში − საბჭო) შემდეგი შემადგენლობით: ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი − საბჭოს თავმჯდომარე; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი − საბჭოს თანათავმჯდომარე; გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი; დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი; ე) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ორი მოადგილე (საბიუჯეტო დეპარტამენტისა და ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტის კურატორი მოადგილეები); ვ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; ზ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე; თ) საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; ი) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მიღება ეთხოვოს საქართველოს პარლამენტს. აღნიშნულის განსახორციელებლად, პარლამენტის წევრი 5 კანდიდატის წარმოდგენის მიზნით, შესაბამისი მიმართვა წარედგინოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. 3. საბჭოს საქმიანობის მიზნებისთვისა და საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება, მიწვეულ იქნენ სხვა სამინისტროების, სახელმწიფო უწყებებისა და ორგანიზაციების, კერძო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ექსპერტები და სხვა დაინტერესებული პირები.
4. დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს დებულება“. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №275 – ვებგვერდი, 10.06.2021წ. მუხლი 2 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს დებულება http://www.matsne.gov.ge 01022000010003022711 მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭოს შექმნის მიზანია სახელმწიფო საწარმოთა კომპლექსური რეფორმის სტრატეგიის შემუშავება და მისი იმპლემენტაციის ზედამხედველობა. 2. რეფორმის მიზანია საქართველოში სახელმწიფო საწარმოთა სექტორში ეფექტიანობების ზრდა, რითაც ხელი უნდა შეეწყოს მათი წვლილის ზრდას ეკონომიკურ აქტივობაში, ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ფისკალურ სივრცეზე ზეწოლისა და ფისკალური რისკების შემცირებას. 3. სტრატეგია უნდა ეყრდნობოდეს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკებს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ კორპორაციული მართვის პრინციპებს. 4. რეფორმის იმპლემენტაცია გულისხმობს სტრატეგიით განსაზღვრული პრინციპების გათვალისწინებით საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების ზედამხედველობასა და ყველა ეტაპზე აქტიურ ჩართულობას. 5. საბჭო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად. მუხლი 2. საბჭოს შემადგენლობა და სტრუქტურა 1. საბჭო შედგება შემდეგი წევრებისაგან: ა) საქართველოს ფინანსთა მინისტრი და მისი ორი მოადგილე; ბ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი და მისი მოადგილე;
გ) საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მისი მოადგილე; დ) საქართველოს იუსტიციის მინისტრი და მისი მოადგილე; ე) სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე. 2. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად ეთხოვოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს პარლამენტის წევრი 5 კანდიდატის წარმოდგენა. 3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო თანათავმჯდომარე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. მუხლი 3. საბჭოს ფუნქციები საბჭოს ფუნქციებია: ა) შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს დასამტკიცებლად სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგია არა უგვიანეს 2021 წლის 1 სექტემბრისა; ბ) სტრატეგიის ფარგლებში შეიმუშაოს საწარმოთა კორპორაციული მართვის პრინციპები; გ) მოიწონოს რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი; დ) რეფორმის პილოტირების მიზნით, შეარჩიოს არანაკლებ ოთხი სახელმწიფო საწარმოსი. მუხლი 4. საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს საბჭოს სხდომაზე. 2. საბჭო უფლებამოსილია, თუ სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. http://www.matsne.gov.ge 01022000010003022711 3. გადაწყვეტილება მიიღება საბჭოს სხდომაზე დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის (თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში – თანათავმჯდომარის) ხმა. 4. საბჭოს წევრებს საბჭოს სხდომაზე დასწრება და ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც პირადად, ასევე წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პირის მეშვეობით. 5. საბჭოს სხდომის შემდეგ დგება სხდომის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე. საბჭოს სხდომაზე დამსწრე წევრთა პოზიცია შესაძლებელია, დაფიქსირდეს ასევე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
მუხლი 5. საბჭოს მუშაობის წესი 1. საბჭო წარმართავს ამ დებულებით გათვალისწინებული საქმიანობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესს. 2. საბჭოს თავმჯდომარე/თანათავმჯდომარე იწვევს და წარმართავს საბჭოს სხდომებს. სხდომები შესაძლებელია, გაიმართოს ელექტრონული ფორმით. 3. საბჭოს თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის ფუნქციებს ასრულებს საბჭოს თანათავმჯდომარე. 4. საკანონმდებლო ინიციატივის მიზნით, საქართველოს მთავრობას წარმოედგინება საბჭოს მიერ მოწონებული საკანონმდებლო პაკეტი. მუხლი 6. საბჭოს ორგანიზაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა 1. საბჭოს საქმიანობის ორგანიზაციულ და ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. 2. საბჭოს სამდივნოს ფუნქციებს ასრულებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფისკალური რისკების მართვის დეპარტამენტი. 3. საბჭოს სამდივნო: ა) უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფების შეხვედრების ორგანიზებას; ბ) პასუხისმგებელია საბჭოს შეხვედრების მასალების, ოქმების მომზადებაზე, შეხვედრების მასალების შენახვასა და დაცვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გ) პასუხისმგებელია სათანადო პირებისათვის მასალების/გადაწყვეტილებების დროულად მიწოდებასა და სხვა სახის კომუნიკაციის განხორციელებაზე, დადასტურების პროცედურის სრულად და ეფექტიანად ორგანიზების მიზნით; დ) პასუხისმგებელია, გაუგზავნოს საბჭოს წევრებს სხდომის დღის წესრიგი და მასალები; ე) საჭიროებისამებრ, საბჭოს შემადგენლობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი უწყებებიდან გამოითხოვს საბჭოს წევრთა კანდიდატურებს; ვ) საჭიროების შემთხვევაში, შეხვედრის თემატიკიდან გამომდინარე, უზრუნველყოფს საბჭოს არაწევრი პირების დასწრებას საბჭოს სხდომაზე.
საქართველოს მთავრობის 2021 წლის 9 ივნისის დადგენილება №275 – ვებგვერდი, 10.06.2021წ. მუხლი 7. საბჭოს სხდომების ორგანიზება http://www.matsne.gov.ge 01022000010003022711 1. საბჭოს სხდომა ტარდება საბჭოს თავმჯდომარის/თანათავმჯდომარის ინიციატივით. 2. საბჭოს სხდომას იწვევს და მის დღის წესრიგს განსაზღვრავს საბჭოს თავმჯდომარე/თანათავმჯდომარე. 3. ურთიერთობა საბჭოს წევრებს შორის ხორციელდება ფოსტის, ტელეფონის, ელექტრონული ფოსტის ან/და სხვა საშუალებით, სამდივნოს მონაწილეობით. http://www.matsne.gov.ge 01022000010003022711