Resolution No. 13 of 2020 of Georgian Government on Creation of Social Service Agency
صدر في 2020-01-09 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს მთავრობის 2020 წლის დადგენილება №13 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Agricultural and rural development, General
- الكلمات المفتاحية
- governance, institution, social protection
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს მთავრობის დადგენილება №13 2020 წლის 9 იანვარი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს დაფუძნების შესახებ მუხლი 1 1. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის (11/12/2019, №5467-Iს) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაფუძნებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს, წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის დანიშვნასა და დებულების დამტკიცებას უზრუნველყოფს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. მუხლი 2 1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ამ დადგენილებასთან შესაბამისობის მიზნით, უზრუნველყოს სააგენტოს დებულებაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა. 2. აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება სააგენტოს ხელმძღვანელობის ან მის თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას ან/და დებულების თავიდან დამტკიცებას. 3. სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო 2020 წლის 1 იანვრიდან მიჩნეულ იქნეს ამ დადგენილების შესაბამისად საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირად და საქმიანობა განაგრძოს მისი დებულებითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად. მუხლი 3 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარია http://www.matsne.gov.ge 04003000010003021721