Priorities of Adjara for 2015-2018
صدر في 2015 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015-2018 წლების პრიორიტეტები
- اللغة
- Georgian
- النوع
- policy
- الدولة
- جورجيا · Adjara
- الموضوعات
- Agricultural and rural development, Environment, Land and soil, Sea
- الكلمات المفتاحية
- agricultural development, business/industry/corporations, cultural heritage, equipment, innovation, internal trade, international trade, protection of environment, rural employment, social protection, sustainable development, labour, ecofriendly products/ecofriendly processes, education, integrated management, monitoring, public land, land tenure, coastal zone management
- الفئات
- *
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015-2018 წლების პრიორიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის მიზანია, შექმნას თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი, ადამიანის განვითარებისა და საქმიანობის თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაში რეგიონის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მონაწილეობის წინაპირობები. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიან კონცეფციას, რომლის მიხედვითაც განსაზღვრულია მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ფარგლებში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება; მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის ამაღლება; აჭარის საინვესტიციო პოტენციალის მარკეტინგი; გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვა, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროს კონტროლი და ზედამხედველობა, გარემოს ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობა, ტყეების მდგრადი მართვა, გეოლოგიური მონიტორინგი, საზოგადოების ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება, გარემოს დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, ხელოვნური ნაგებობების, სამელიორაციო და ჰიდროტექნოლოგიური რთული და მარტივი ნაგებობების რეაბილიტაცია, მშენებლობა და მოვლა-შენახვა. რეგიონის ტურიზმისა და კურორტების განვითარების ხელშეწყობა, რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების გამოვლენა, ტურისტული პროდუქტების გამრავალფეროვნება და რეგიონის ცნობადობის გაზრდა საერთაშორისო და შიდა ბაზარზე, ურთიერთთანამშრომლობითა და ინოვატორული ინიციატივებით პარტნიორებისა და დაინტერესებული პირების დახმარებით ხარისხის სტანდარტის ამაღლება. მოსახლეობის გაჯანსაღების და დასვენების ეფექტური პირობების უზრუნველყოფა, საკურორტო ინფრასტრუქტურის შემდგომი გაფართოვება; დამსვენებელთა დასვენებისა და ტურიზმის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი პირობების შექმნა; ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესება, უწყვეტი განათლების ხელშეწყობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. სკოლის შემდგომი ფორმალური განათლების ორიენტირება შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და რეგიონის საჭიროებებზე. განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სოციალურად დაუცველი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისათვის. უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა; აჭარის ტერიტორიაზე არსებული კულტურის ძეგლების დაცვა-შენარჩუნება. აჭარის მუზეუმების და გალერეების მოდერნიზება და მართვის წესებისა და რეგულიაციების შემუშავება, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ფოლკლორის და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა, შენარჩუნება და პოპულარიზაცია. სახვითი, გამოყენებითი და მულტიმედიური ხელოვნების ხელშეწყობა და მისი შემდგომი პოპულარიზაცია. სასცენო და სამუსიკო 2 ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა. კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ხელოვნების და კულტურის სფეროში პროფესიული დონის ამაღლება და კვალიფიციური კადრების მომზადება; ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და მასობრივ სპორტში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა. პროფესიული სპორტის მხარდაჭერა და სპორტული მიღწევების გაუმჯობესება. სპორტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება. მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფების, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიებისათვის სახელმწიფო პროგრამების გარეთ დარჩენილი რისკების მართვა და დაფინანსება. სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდება. თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული მედდების თეორიული და პრაქტიკული უნარ ჩვევების გაუმჯობესება, კვალიფიკაციის ამაღლება. სოფლებში საექიმო კადრების დამაგრების მიზნით მათ მატერიალურ სტიმულირება. სოციალურად დაუცველ ფენებზე და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა, დაავადებათა პრევენცია და კონტროლი, გარკვეული კატეგორიებისათვის სოციალური დახმარებების გაცემა, სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებისათვის პროფესიული გადამზადება მათი დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვა, ადგილობრივი პროდუქციის წარმოების კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ნიადაგის პროდუქტიულობის ამაღლება, ერთეული სასაოფლო–სამეურნეო სავარგულის რაციონალური გამოყენება, აგრარულ სფეროში დასაქმებულთა პრაქტიკული უნარ–ჩვევებისა და ცოდნის გაფართოება. გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო შედეგების ანალიზი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 168 508,1 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმიურ მაჩვენებელს 2,3 პროცენტით აღემატება. 2012 წლის შესაბამის მაჩვენებელთან (145 164,0 ათასი ლარი) ზრდა შეადგენს 23 344,1 ათას ლარს. 2013 წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა 165 534,3 ათასი ლარი შეადგინა; 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემოსავლების ფაქტიური შესრულება გაზრდილია 29 761,3 ათასი ლარით ანუ 21,9 პროცენტით. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. საანგარიშგებო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ფაქტიურმა შესრულებამ 133 750,9 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს აღემატება 9 000,6 ათასი ლარით; სხვა შემოსავლების შესრულებამ 10 636,6 ათასი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 3 675,2 ათასი ლარით; სახელმწიფო და უცხოეთის მთავრობისგან მიღებული გრანტების შესრულებამ შეადგინა 21 146,8 ათასი ლარი; არაფინანსური აქტივების კლებით (აქტივების გაყიდვა) რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩაირიცხა 2 973,8 ათასი ლარი; 2013 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები სფეროების მიხედვით 3 აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები, საერთო დანიშნულების მომსახურება, ვალთან დაკავშირებული ოპერაციები 21 847,5 ათასი ლარი; ფულადი ტრანსფერები მუნიციპალიტეტებში 33 995,2 ათასი ლარი; სახანძრო-სამაშველო სამსახური 1 738,9 ათასი ლარი; ეკონომიკური საქმიანობა 28 054,1 ათასი ლარი, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა 5 216,1 ათასი ლარი, საავტომობილო ტრანსპორტი და გზები 15 464,4 ათასი ლარი, ეკონომიკის სხვა დარგები (ვაჭრობა, სასტუმროები, რესტორნები, ტურიზმი) 7 373,6 ათასი ლარი; გარემოს დაცვა 2 073,0 ათასი ლარი; საბინაო-კომუნალური მეურნეობა 2 563,7 ათასი ლარი ჯანმრთელობის დაცვა 7 165,5 ათასი ლარი; დასვენება, კულტურა და რელიგია 23 850,6 ათასი ლარი; განათლება 17 333,2 ათასი ლარი; სოციალური დაცვა 504,0 ათასი ლარი; ვალდებულებების მომსახურება და დაფარვა 2 590,6 ათასი ლარი. მიმდინარე საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებული პროგნოზი 2014 წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 167 240,2 ათასი ლარის ოდენობით. 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 129 000,0 ათას ლარს, რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადების კუთხით ირიცხება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი. 2014 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 8 963,7 ათას ლარს. სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოეყო ფინანსურ დახმარება, მხოლოდ 2 500,0 ათასი ლარის ოდენობით. 2014 წელს არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები სახსრების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 5 234,5 ათას ლარს. აღნიშნული სახსრების მობილიზება მთლიანად განხორციელდება სახელმწიფო და რესპუბლიკური საკუთრების ქონების რეალიზაციიდან. 2014 წლის 1 იანვრისათვის არსებული ნაშთი გამოყენებული იქნა მხოლოდ 21 542,0 ათასი ლარის ოდენობით. 2014 წელს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 167 240,2 ათასი ლარის ოდენობით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესპუბლიკურ ბიუჯეტს გამოეყო ფინანსურ დახმარება, 2 500,0 ათასი ლარის ოდენობით, რომელიც მიმართული იქნა სტიქიის შედეგად დაზიანებული ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების აღდგენისათვის. აგრეთვე ადგილობრივი შემოსავლების რაციონალურად მართვის პირობებში შესაძლებელი გახდა დაფინანსებულიყო რეგიონისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა: აჭარის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოებისა და ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობა 7 056,8 ათასი ლარი; ტყის მოვლა-აღდგენა 398,1 ათასი ლარი; საგზაო და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა 19 597,6 ათასი ლარი; 4 უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 2 838,4 ათასი ლარი; განათლების, კულტურისა და სპორტის სფეროში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული ღონისძიებები 6 147,6 ათასი ლარი; უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა 3 743,8 ათასი ლარი; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, დასაქმებისა და დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები 6 388,4 ათასი ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ღონისძიებები 2 786,5 ათასი ლარი; დასვენებისა და კულტურის ობიექტების, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა 7 428,5 ათასი ლარი; საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვა 2 235,8 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაში სოციალური სახლების მშენებლობა და ამ კუთხით არსებული შენობების რეაბილიტაცია 3 742,6 ათასი ლარი; მცირე და საშუალო ტურისტული ბიზნესის ხელშეწყობა 720,0 ათასი ლარი; ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებში განსახორციელებელი სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამები 44 052,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2015-2018 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები ა) შემოსულობები: 2015 წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 173 725,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის შემოსავლები შეადგენს 142 725,0 ათას ლარს, საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლი განისაზღვრა 140 000,0 ათასი ლარის ოდენობით. საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის გაანგარიშებისას გათვალისწინებულია ის გარემოება, რომ საქართველოს საგადასადო კოდექსის 811 მუხლის შესაბამისად დასაბრუნებელი იქნება დაახლოებით 11,0 მლნ. ლარამდე, როგორც დაუბეგრავი მინიმუმი. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას (ტრანსფერს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რითაც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს მიენიჭა მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა და რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები მთლიანად ფინანსდება საკუთარი შემოსავლებით. 2016-2018 წლის საშემოსავლო გადასახდის პროგნოზი ეკონომიკური ზრდის 4-6% (პროგნოზი) შემთხვევაში განისაზღვრა შესაბამისად 2016 წელს 143 500,0 ათასი ლარი, 2017 წელს 146 400,0 ათასი ლარი და 2018 წლისათვის 125 761,1 ათასი ლარის ოდენობით. საშემოსავლო გადასახდის შემცირება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ 2018 წლისათვის იგეგმება ავტონომიურ რესპუბლიკაში მობილიზებული საშემოსავლო გადასახადის გადანაწილება რესპუბლიკურ ბიუჯეტსა და ავტონომიურ რესპუბლიკაში შემავალ თვითმმართველობებს შორის. ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდა განპირობებულია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას. სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლი წლების მიხედვით უმნიშვნელოდ იცვლება, ზრდის ძირითადი მიზეზია ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების იჯარის წესით გაცემა. შესაბამისად 2015 წელს სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი 5 განისაზღვრა 2 725,0 ათასი ლარით, 2016 წელს 2 850,0 ათასი ლარით, 2017 წელს 2 950,0 ათასი ლარით, ხოლო 2018 წელს კი 2 950,0 ათასი ლარით. სხვა შემოსავლების ამ სახეში ძირითადად მობილიზდება სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების მოგებიდან მიღებული დივიდენდები, რენტა, საქონლისა და მომსახურების რეალიზაციის კუთხით მიღებული შემოსავლები, სანქციები (ჯარიმები და საურავები) და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები. არაფინანსური აქტივების კლების საპროგნოზო მაჩვენებლი განისაზღვრა 10 000,0 ათასი ლარის ოდენობით. ფინანსური აქტივების შემცირების კუთხით (2015 წლისათვის არსებული ნაშთის გამოყენება) იგეგმება 21 000,0 ათასი ლარის გამოყენება. ბ) გადასახდელები: 2015 წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 173 725,0 ათასი ლარის ოდენობით. მხარჯავი დაწესებულელების მიხედვით 2015 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახდელები მხარჯავი დაწესებულებების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო - 4 958,8 ათასი ლარი; • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია - 582,5 ათასი ლარი; • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა - 39 750,3 ათასი ლარი, მათ შორის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავავრობის აპარატი - 3 845,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო - 4 996,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 4 839,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო სამმართველო - 1 732,0 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი - 24 089,3 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო- სამრეწველო პალატა - 248,9 ათასი ლარი; • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო - 38 217,7 ათასი ლარი; • განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - 36 593,3 ათასი ლარი; • ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 8 988,8 ათასი ლარი; • სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 7 217,7 ათასი ლარი; • უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 2 350,0 ათასი ლარი; • საერთო დანიშნულების რეგიონალური გადასახდელები- 35 065,9 ათასი ლარი; 6 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2013-2018 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები 165 534.3 140 463.7 142 725.0 146 350.0 149 350.0 128 711.1 133 750.9 129 000.0 140 000.0 143 500.0 146 400.0 125 761.1 21 146.8 2 500.0 0.0 0.0 0.0 0.0 10 636.7 8 963.7 2 725.0 2 850.0 2 950.0 2 950.0 117 347.7 136 545.4 120 635.2 112 483.9 126 780.8 111 861.0 16 878.2 36 538.4 35 872.8 35 828.9 35 828.9 35 828.9 15 692.4 21 574.9 21 926.0 24 522.7 21 574.4 21 654.3 251.5 277.6 439.2 414.9 414.9 414.9 26 883.1 2 411.1 2 572.0 2 572.0 2 372.0 2 372.0 33 995.2 44 052.0 27 367.8 20 602.2 39 787.3 24 986.6 5 370.5 5 877.0 5 781.8 6 275.8 6 285.8 6 315.8 18 276.8 25 814.4 26 675.6 22 267.4 20 517.5 20 288.5 48 186.6 3 918.3 22 089.8 33 866.1 22 569.2 16 850.1 18 804.2 24 357.0 41 417.9 32 194.2 20 897.3 15 178.2 21 778.0 29 591.5 51 417.9 46 694.2 27 397.3 21 178.2 2 973.8 5 234.5 10 000.0 14 500.0 6 500.0 6 000.0 29 382.3 -20 438.6 -19 328.1 1 671.9 1 671.9 1 671.9 26 791.7 -21 542.0 -21 000.0 0.0 0.0 0.0 26 848.4 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 26 848.4 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 56.7 21 542.0 21 000.0 0.0 0.0 0.0 56.7 21 542.0 21 000.0 2 590.6 -1 103.4 -1 671.9 -1 671.9 -1 671.9 -1 671.9 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 2 590.6 1 103.4 1 671.9 1 671.9 1 671.9 1 671.9 1 671.9 1 671.9 1 671.9 1 671.9 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 168 508.1 145 698.2 152 725.0 160 850.0 155 850.0 134 711.1 165 534.3 140 463.7 142 725.0 146 350.0 149 350.0 128 711.1 2 973.8 5 234.5 10 000.0 14 500.0 6 500.0 6 000.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 141 716.3 167 240.2 173 725.0 160 850.0 155 850.0 134 711.1 117 347.7 136 545.4 120 635.2 112 483.9 126 780.8 111 861.0 21 778.0 29 591.5 51 417.9 46 694.2 27 397.3 21 178.2 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 0.0 2 590.6 1 103.4 1 671.9 1 671.9 1 671.9 1 671.9 26 791.7 -21 542.0 -21 000.0 0.0 0.0 0.0 სოციალური უზრუნველყოფა სესხები ვალდებულებების ცვლილება ბალანსი ზრდა სესხები კლება სესხები კლება (გაყიდვა) სესხები ნაშთის ცვლილება ფინანსური აქტივების კლება (ნაშთის გამოკლებით) ვალდებულებების კლება გადასახდელები ხარჯები ვალუტა, დეპოზიტები შემოსულობები შემოსავლები არაფინანსური აქტივების ზრდა ფინანსური აქტივების ზრდა (ნაშთის გამოკლებით) ვალდებულებების ზრდა 2014 წლის გეგმა 2014 წლის გეგმა 2015 წლის გეგმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები ზრდა (შეძენა) საქონელი და მომსახურება დასახელება სხვა ხარჯები არაფინანსური აქტივების კლება შემოსავლები (ათასი ლარი) სუბსიდიები გრანტები (გაცემული) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება 2016 წლის გეგმა 2017 წლის გეგმა 2018 წლის გეგმა მთლიანი სალდო 2013 წლის ფაქტი ვალუტა, დეპოზიტები კლება (ათასი ლარი) ხარჯები 2015 წლის გეგმა დასახელება ზრდა პროცენტი საოპერაციო სალდო არაფინანსური აქტივების ცვლილება შრომის ანაზღაურება ფინანსური აქტივების ცვლილება სხვა შემოსავლები 2013 წლის ფაქტი გრანტები 2016 წლის გეგმა 2017 წლის გეგმა 2018 წლის გეგმა გადასახადები 7 # დასახელება დ ას აქ მე ბ უ ლ თ ა ს აო რ ი ენ ტ აც ი ო ზ ღ ვრ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 5 წ ლ ი სა თ ვი ს 2 0 1 5 წ ლ ი სა თ ვი ს ზ ღ ვრ უ ლ ი მო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 6 წ ლ ი სა თ ვი ს ზ ღ ვრ უ ლ ი მო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 7 წ ლ ი სა თ ვი ს ზ ღ ვრ უ ლ ი მო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 8 წ ლ ი სა თ ვი ს ზ ღ ვრ უ ლ ი მო ც უ ლ ო ბ ა 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 125 4,958.8 4,970.1 4,970.1 4,970.1 2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია 19 582.5 3,432.5 582.5 582.5 3 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 531 39,750.3 34,367.6 34,357.6 34,807.6 4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 224 38,217.7 39,395.1 20,266.9 13,200.7 5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2403 36,593.3 34,807.4 33,360.5 33,598.5 6 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 118 8,988.8 9,180.2 9,180.2 9,220.2 7 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 166 7,217.7 8,147.0 7,397.0 7,397.0 8 სსიპ „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ 1,600.0 1,600.0 1,600.0 1,600.0 9 სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“ 750.0 750.0 750.0 750.0 (ათასი ლარი) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის 2015-2018 წლებისათვის გასათვალისწინებელი ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობა