تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Priorities of Adjara for 2012-2015

صدر في 2012 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012-2015 წლების პრიორიტეტები
اللغة
Georgian
النوع
policy
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا · Adjara
الموضوعات
Agricultural and rural development, Livestock, Air and atmosphere, Environment, Sea, Water
الكلمات المفتاحية
agricultural development, education, equipment, financial agricultural measures, fiscal and market measures, business/industry/corporations, irrigation, drainage/land reclamation, public health, social protection, animal production, marine pollution, pollution control, freshwater pollution, monitoring, water quality standards, standards, air quality/air pollution, coastal zone management, hazards
الفئات
*

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012-2015 წლების პრიორიტეტები წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიან კონცეფციას, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული, სამართლიანი, ადამიანის განვითარებისა და საქმიანობის თავისუფლებაზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობაში რეგიონის სრულფასოვანი და სრულუფლებიანი მონაწილეობა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს 2012-2015 წლებისათვის წარმოადგენს: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ფარგლებში საბიუჯეტო პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება, საბიუჯეტო კანონების შემუშავება, მათი დამტკიცება და შესრულების კონტროლი; მდგრადი ეკონომიკური ზრდა და დასაქმების ხელშეწყობა; სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის ამაღლება; აჭარის საინვესტიციო პოტენციალის მარკეტინგი; საშუალო ზოგადი განათლების ხელშეწყობა, უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების ხელშეწყობა, კულტურისა და სამეცნიერო დაწესებულებების საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება, კულტურის ძეგლების დაცვა, მუზეუმების მართვა; სპორტულ-გამაჯანსაღებელი და კულტურული ღონისძიებების ფართომასშტაბიანი განხორციელების ხელშეწყობა, ტრადიციული წეს-ჩვეულებებისა და კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაცია; ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხების გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა. ამ მიზნით სოციალურად დაუცველ ფენებსა და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფების მქონე სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისათვის გადაუდებელი, ონკოლოგიური, კარდიოქირურგიული ჰოსპიტალური დახმარებისათვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა, მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვა, სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდება; შიდასახელმწიფოებრივი სატვირთო და სამგზავრო სატრანსპორტო სფეროს განვითარების ხელშეწყობა, საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში რეგიონის პოტენციალის ინტეგრირების ხელშეწყობა; კომპეტენციის ფარგლებში ურბანული განვითარებისა და მშენებლობის კოორდინაცია, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო კომუნიკაციების რეაბილიტაცია-განვითარება; მრავალპროფილიანი სანერგე მეურნეობის მოწყობა, მაღალპროდუქტიული პირუტყვის ერთეული პროდუქტიულობისა და პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის საერთო მოცუ ლობების მაქსიმალური ზრდა, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება; ტურიზმისა და ტურისტული ბიზნესის განვითარება, ტურიზმის ახალი სახეობების დანერგვა-ხელშეწყობა, ტურისტული და საკურორტო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნობრივი ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, ამ მიზნით საერთაშორისო გამოფენებში აქტიური მონაწილეობა; 2 გარემოსა და ბუნერივი რესურსების დაცვა, მათი რაციონალური გამოყენება, მოსახლეობის ეკოლოგიური უსაფრთხოების სფეროში კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება, სატყეო მეურნეობის მართვა და ტყის რესურსების მდგრადი განახლება სარგებლობის ღონისძიებების გატარება, ეკოლოგიური განათლების ღონისძიებების შემუშავება და განხორციელება, აჭარის სანაპირო ზოლის აბრაზიული პროცესის შეჩერება. გასული საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის საბოლოო შედეგების ანალიზი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობების შესრულებამ 100 459,5 ათასი ლარი შეადგინა, რაც გეგმიურ მაჩვენებელს 1,8 პროცენტით აღემატება. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს 2010 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ მიუღია ფინასური დახმარება, რაც 2009 წელს შეადგენდა 42 732,0 ათას ლარს, შემოსულობების ზრდა შეადგენს 25 236,9 ათას ლარს ანუ 33,5 პროცენტს. 2010 წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლებმა 80 741,7 ათასი ლარი შეადგინა; ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსავლების ძირითადი ნაწილი მოდის გადასახადებზე, რომელიც მოიცავს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადს. საანგარიშგებო პერიოდის საშემოსავლო გადასახადის ფაქტიურმა შესრულებამ 80 741,7 ათასი ლარი შეადგინა, რაც 2009 წლის მაჩვენებელს აღემატება 18 828,9 ათასი ლარით; სხვა შემოსავლების შესრულებამ 2 598,1 ათასი ლარი შეადგინა; არაფინანსური აქტივების კლებით (აქტივების გაყიდვა) რესპუბლიკურ ბიუჯეტში ჩაირიცხა 19 678,7 ათასი ლარი, რაც 2009 წლის მაჩვენებელს აღემატება 10 446,5 ათასი ლარით. 2010 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებები სფეროების მიხედვით საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა საერთო დანიშნულების მომსახურებისათვის 12 958,6 ათასი ლარი; ფულადი ტრანსფერები მუნიციპალიტეტებში 9 367,9 ათასი ლარი; ეკონომიკური საქმიანობა 15 260,9 ათასი ლარი, მათ შორის: სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა 2 267,0 ათასი ლარი, საავტომობილო ტრანსპორტი და გზები 9 186,8 ათასი ლარი, ეკონომიკის სხვა დარგები (ვაჭრობა, სასტუმროები, რესტორნები, ტურიზმი) 3 807,2 ათასი ლარი; გარემოს დაცვა 3 050,8 ათასი ლარი; ჯანმრთელობის დაცვა 4 111,2 ათასი ლარი; დასვენება, კულტურა და რელიგია 35 983,2 ათასი ლარი; განათლება 8 324,2 ათასი ლარი; სოციალური დაცვა 492,5 ათასი ლარი; ვალდებულებების მომსახურებასა და დაფარვაზე მიმართული იქნა 4 977,3 ათასი ლარი. მიმდინარე საბიუჯეტო წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადამუშავებული პროგნოზი 2011 წლის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობები და ფინანსური აქტივები განისაზღვრა 130 975,1 ათასი ლარის ოდენობით. 3 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 98 800,0 ათას ლარს, რაც 2010 წლის შესაბამის მაჩვენებელს 20 656,5 ათას ლარით აღემატება, 2010 წელთან შედარებით გადასახადის კატეგორიიდან მისაღები შემოსავლების ზრდა ძირითადად ეკონომიკურ ზრდას და ადმინისტრირების გაუმჯობესებას უკავშირდება. რესპუბლიკურ ბიუჯეტში გადასახადების კუთხით ირიცხება მხოლოდ საშემოსავლო გადასახადი. 2011 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის სხვა შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 4 305,6 ათას ლარს, რაც 2010 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 1 707,5 ათასი ლარით მეტია. 2011 წელს არაფინანსური აქტივების კლებიდან მისაღები სახსრების საპროგნოზო მოცულობა შეადგენს 15 000,0 ათას ლარს. აღნიშნული სახსრების მობილიზება მთლიანად განხორციელდება სახელმწიფო და რესპუბლიკური საკუთრების ქონების რეალიზაციიდან. 2011 წელს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვრა 130 975,1 ათასი ლარის ოდენობით, მიმდინარე წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას (გარდა სპეციალური ფინანსური დახმარებისა, რომელიც მიმართულია კონკრეტული ღონისძიებების დაფინანსებისათვის), მაგრამ მიუხედავად ამისა, ადგილობრივი შემოსავლების რაციონალურად მართვის პირობებში შესაძლებელი გახდა დაფინანსებულიყო რეგიონისათვის ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები როგორიცაა: ადლიის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოები 426,6 ათასი ლარი; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, სამელიორაციო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა-შენახვის ღონისძიებები 11 424,1 ათასი ლარი; უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების წყაროებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტები და ამ პროექტების თანადაფინანსების ხარჯები 1 670,5 ათასი ლარი; განათლების, კულტურისა და სპორტის ღონისძიებები 25 027,0 ათასი ლარი; ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დაავადებათა პრევენციის ღონისძიებები 2 780,0 ათასი ლარი; უმაღლესი განათლების ხელშეწყობა 5 379,3 ათასი ლარი; სოფლის მეურნეობის ხელშეწყობისა და განვითარების ღონისძიებები 1 197,6 ათასი ლარი; ტურიზმისა და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება 9 733,8 ათასი ლარი; ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 14 652,4 ათასი ლარი; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012-2015 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები: 2012 წლისათვის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 114 942,5 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის შემოსავლები შეადგენს 102 592,5 ათას ლარს, არაფინანსური აქტივების კლება 7 350,0 ათას ლარს, ხოლო ფინანსური აქტივების კლება შეადგენს 5 000,0 ათას ლარს. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტი აღარ ღებულობს ფინანსურ დახმარებას (ტრანსფერს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რითაც ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტს მიენიჭა მეტი ფინანსური დამოუკიდებლობა და რესპუბლიკურ ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯები მთლიანად ფინანსდება საკუთარი შემოსავლებით. 4 2012 წლისათვის საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 99 000,0 ათასი ლარის ოდენობით, რაც 2011 წლის გეგმიურ მაჩვენებელთან (მიმდინარე წელს განხორციელებული ერთჯერადი გადახდების 8 000,0 ათასი ლარის გარეშე) იზრდება 7,9 პროცენტით, ზრდა გამოწვეულია ეკონომიკური ზრდითა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებით. 2013-2014 წლებში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მცირდება 18 პროცენტამდე შესაბამისად 2013 წლის პროგნოზი განისაზღვრა 83 200,0 ათასი ლარით, ხოლო 2014 წლის პროგნოზი 89 200,0 ათასი ლარის ოდენობით. 2015 წლისათვის განაკვეთი მცირდება 15 პროცენტამდე, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი მიუხედავად განაკვეთის შემცირებისა განისაზღვრება 86 600,0 ათას ლარამდე. ავტონომიური რესპუბლიკის შემოსავლების ზრდა განპირობებულია საქართველოში ეკონომიკური და სოციალური ფონის გაუმჯობესებით, რაც განაპირობებს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმებულთა რიცხოვნობის ზრდას და სამეწარმეო სექტორის გააქტიურებას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2010-2015 წლების რესპუბლიკური ბიუჯეტის მაჩვენებლები 5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის თითოეული მხარჯავი დაწესებულებისათვის 2012-2015 წლებისათვის გასათვალისწინებელი ასიგნებების საორიენტაციო ზღვრული მოცულობა ათასი ლარი # დასახელება კა დ რ ე ბ ი ს რ ი ც ხ ო ვ ნ ო ბ ა ხ არ ჯ ე ბ ი ს ზ ღ ვ რ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 2 წ ლ ი ს ათ ვ ი ს ხ არ ჯ ე ბ ი ს ზ ღ ვ რ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 3 წ ლ ი ს ათ ვ ი ს ხ არ ჯ ე ბ ი ს ზ ღ ვ რ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 4 წ ლ ი ს ათ ვ ი ს ხ არ ჯ ე ბ ი ს ზ ღ ვ რ უ ლ ი მ ო ც უ ლ ო ბ ა 2 0 1 5 წ ლ ი ს ათ ვ ი ს 1 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო 93 3 632.0 3 345.3 3 345.3 3 345.3 2 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საარჩევნო ადმინისტრაცია 19 3 379.0 469.7 469.7 469.7 3 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა 363 32 797.4 26 267.0 26 857.0 28 928.0 4 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო 117 8 315.4 5 619.8 7 448.1 7 200.9 5 ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებზე გადასაცემი ფინანსური დახმარება 14 846.2 11 000.0 11 000.0 11 000.0 6 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 111 28 023.6 27 641.9 26 282.3 25 302.0 7 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 60 6 203.7 6 182.5 6 138.5 6 322.5 8 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 37 3 175.8 2 747.2 2 692.2 2 693.2 9 სსიპ „ბათუმის შოთა რუსთაველის სახელწიფო უნივერსიტეტი“ 1 900.0 1 900.0 1 900.0 1 900.0 10 სსიპ „ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი“ 750.0 750.0 750.0 750.0 11 სსიპ „სასწავლო უნივერსიტეტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია“ 1 515.0 1 313.5 1 313.5 1 313.5 12 სსიპ „აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტო“ 1 910.9 1 093.9 1 093.9 1 093.9 13 სსიპ „კურორტი ბეშუმი“ 65.0 65.0 65.0 65.0 6 14 სსიპ „მაშველთა გადამზადების ცენტრი“ 2 005.1 1 905.1 1 905.1 1 905.1 15 სსიპ „ბათუმის ბულვარი“ 6 123.4 6 123.4 6 123.4 6 123.4 16 ა(ა)იპ „ბათუმის ბიზნეს ინკუბატორი“ 70.0 70.0 70.0 70.0 17 შ.პ.ს. გაზეთი „აჭარა“ და „ადჟარია“ 230.0 230.0 230.0 230.0 რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სამინისტროებისა და უწყებების საშუალოვადიანი პრიორიტეტები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისია პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის პრიორიტეტულ მიმართულებებს 2012-2015 წლებისათვის წარმოადგენს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარება, მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოვლენისადმი ხელშეწყობა და დაცვა, არჩევნების მომზადებისა და ჩატარების სამართლებრივ საფუძვლების, არჩევნებში მონაწილეთა უფლებებისა და გარანტიების დაცვა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით მიღებული დაფინანსების ფარგლებში უმაღლესი საბჭოს არჩევნების გამართვა. სამართლიანი არჩევნების გამართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, საარჩევნო კანონმდებლობის შესრულების კონტროლი. არჩევნების მოსამზადებლად და ჩასატარებლად საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული ხარჯის კონტროლი. მოსალოდნელი შედეგი: თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გზით არჩევა; 7 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ატმოსფერული ჰაერისა და წყლის დამაბინძურებელი ობიექტების მონიტორინგი პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარის ზღვისპირეთი, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ბუნებრივი პირობებით, წარმოადგენს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ტურისტებისათვის პოპულარული დანიშნულების ადგილს, რომელთა დიდი ნაწილი ზაფხულის განმავლობაში ბანაობს ზღვაში, მეორეს მხრივ, აჭარის სანაპირო ზონა ხასიათდება მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, ტურისტული, ეკონომიკური, რესურსმომპოვებელი და აგრარული აქტიურობის მზარდი ტენდენციით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტერიტორიის წყალსატევების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაც. პრიორიტეტის მიზანია აჭარის ზღვის სანაპირო ზოლის წყლისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი. ზღვის სანაპირო ზოლის წყალსატევების აქტიურ დამაბინძურებელ ობიექტებზე მონიტორინგი განხორციელდება ავტოტრანსპორტის გამოყენებით. ჰაერის მდგომარეობის მონიტორინგი ძირითადად განხორციელდება შ.პ.ს. ბათუმის ნავთობტერმინალისა და პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაბა ხელვაჩაურში ე.წ. სამრეწველო ზონაში განლაგებულ ასფალტობეტონის ქარხნებზე, ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ სხვა სტაციონარული ობიექტების განლაგების ტერიტორიებზე. მოსალოდნელი შედეგი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ მიღებული ინფორმაცია იქნება უფრო დეტალური და საიმედო; მონიტორინგის განხორციელების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე განხორციელდება დროული რეაგირება. ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარის სანაპირო ზონა ხასიათდება მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვით, ტურისტული, ეკონომიკური, რესურსმომპოვებელი და აგრარული აქტიურობის მზარდი ტენდენციით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტერიტორიის წყალსატევების ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებაც. ეს თავის მხრივ აისახება ზღვის წყლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე. პრიორიტეტის მიზანია აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ქობულეთის მონაკვეთებზე საბანაო წყლების სრულყოფილი მონიტორინგის უზრუნველყოფა. მონიტორინგი დაწესდება ზღვის შემდეგ წერტილებში: კვარიათი, სარფი, ქ. ბათუმის ცენტრალური პლაჟის ე.წ. „პიშევიკების“, „ინტურისტების“ წინა ტერიტორიები, ბარცხანის და მწვანე კონცხის პლაჟები, ასევე ქობულეთის პლაჟის გასწვრივ. 8 მოსალოდნელი შედეგი გაუმჯობესდება საბანაო წყლებზე მონიტორინგის განხორციელება და დაბინძურების ფაქტების დროული გამოვლენა, შემდგომი რეაგირებისათვის. ნაპირსამაგრი ღონისძიება პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სანაპირო ზოლის მთელს ტერიტორიაზე აბრაზიული პროცესების გააქტიურებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა აჭარის სანაპირო ზოლის მიმდებარედ დასახლებულ, განსაკუთრებით კი ადლიისა და ქობულეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე შეიქმნა ადლიისა და ქობულეთის სანაპირო ზოლზე დროებითი ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარების საჭიროება. პრიორიტეტი ითვალისწინებს მდინარე ჭოროხისა და კინტრიშის დელტიდან ამოღებული ნატანით ადლიის და ქობულეთის სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას. ასევე, პრიორიტეტი ითვალისწინებს ბათუმის კონცხის ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით ჭარბი ინერტული მასალის გადაზიდვას გამწმენდი ნაგებობების წინ მდებარე სანაპირო ზოლზე. მოსალოდნელი შედეგი სანაპირო ზოლზე განვითარებული აბრაზიული პროცესების შეჩერება და ეკოლოგიური რისკების აღმოფხვრა. საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი საგზაო სატრანსპორტო სისტემების, შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია პრიორიტეტის აღწერა და მიზანი: ადგილობრივი მნიშვნელობის გზების რეაბილიტაცია, ხიდების შეკეთება და აღდგენა, საჭიროებისამებრ სხვა ხელოვნური ნაგებობების მოწყობა. მუნიციპალურ ცენტრებთან, ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ ადგილებთან მისასვლელი გზების მოწესრიგება. გზების არსებული საექსპლუატაციო პარამეტრების შენარჩუნება და ზამთრის პერიოდში გზის სავალი ნაწილის გაწმენდა თოვლის საფარისაგან. საზაფხულო იალაღებზე, მთებსა და სახნავ-სათიბ ტერიტორიებზე მიმავალი გზების რეაბილიტაცია. სამელიორაციო სისტემებისა და ჰიდროტექნოლოგიური ნაგებობების რეაბილიტაცია. 9 მოსალოდნელი შედეგები: უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ავტოტრანსპორტისა და მგზავრთა შეუფერხებელი და უსაფრთხო გადაადგილება. გზების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტების მოზიდვას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლებას, ასევე ფერმერული მეურნეობების განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესობას. ზამთრის პერიოდში გზების თოვლის საფარისაგან დროული გაწმენდა მოსახლეობას გაუადვილებს ადმინისტრაციულ ცენტრებთან დაკავშირებას, ასევე ხელს შეუწყობს აჭარის მაღალმთიან სოფლებში სამთო სათხილამურო ტურიზმის განვითარებას. სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობისათვის საჭირო სახნავ-საძოვრების წყლით მომარაგებას ზაფხულში, ასევე დაჭაობებული ადგილების დაშრობას, რათა შემდგომში მოხდეს ფართობის გამოყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებით. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ტურიზმის საინფორმაციო - სარეკლამო სისტემის შექმნა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში ტურისტული სეზონისათვის მზადება ახალი რისკებისა და გამოწვევების გადალახვას გულისხმობს. ექსპერტების შეფასებით ამ პირობებში მოსალოდნელია ძვირადღირებული ტურების ხვედრითი წილის შემცირება, მთელს მსოფლიოში ბიზნეს აქტივობის შესუსტებასთან ერთად მოსალოდნელია ასევე ბიზნეს ტურების შემცირებაც, ნაკლებად მიმზიდველი იქნება ტურისტებისათვის ისეთი ტურებიც, სადაც მაღალია მგზავრობის ხარჯების ხვედრითი წილი. ამ პირობებში მოსალოდნელია, რომ გაიზრდება შიდა ტურიზმისა და რეგიონალური ტურიზმის ხვედრითი წილი. მნიშვნელოვნად გაიზრდება კონკურენცია, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ბაზარზე. აჭარის ტურისტული იმიჯის პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზრებზე პირდაპირ გავლენას იქონიებს ამ ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობის ზრდაზე. შედეგად მოხდება ტურისტული კომპანიების სტიმულირება აღნიშნულ ბაზრებზე საქმიანობის უფრო აქტიურად წარმართვისათვის. შიდა ტურიზმის განვითარება, ტურიზმის სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს აჭარას ეფექტური პოზიციის დაკავებაში მიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საშუალოვადიან პერიოდში უნდა განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: ახალი და შედარებით იაფი ტურისტული პროდუქტების შექმნა; სერვისის დონისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; ადგილობრივი ტურისტული ინდუსტრიის სუბიექტებისათვის ხელშეწყობა და სტიმულირება სახელმწიფო დაკვეთების, მოთხოვნის სტიმულირებისა და სხვა ირიბი მეთოდებით; მარკეტინგული სარეკლამო საქმიანობის კონცენტრირება შიდა და რეგიონალურ ბაზრებზე; უცხოური და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისათვის პრეს-ტურების მოწყობა; 10 საერთაშორისო სტანდარტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობა (გაწევრიანება) შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან; საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა; ფესტივალების და დღესასწაულების ორგანიზება; გამოფენების მოწყობა აჭარის ტერიტორიაზე; აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია პრესით და ტელევიზიით; მოსალოდნელი შედეგები: ტურისტების რაოდენობის ზრდა; წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების კონკურენტუნარიანობის ამაღლება; უცხოელ პარტნიორებთან ადგილობრივი ტურ-ოპერატორების კონტაქტების ზრდა; მნიშვნელოვანი რაოდენობის ვიზიტორების მოზიდვა „არასაკურორტო” სეზონზე, ასევე საქმიანი კონტაქტებისა და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება; უცხოური ტურისტული სააგენტოების მომსახურების პაკეტში აჭარის მიმართულების გაჩენა; უცხოელი და შიდა ტურისტების ინფორმირებულობის გაზრდა; ტურისტული საინფორმაციო ცენტრების ქსელის გაფართოება; ტურისტთა კმაყოფილების ზრდა; ორგანიზებული ტურიზმის ხვედრითი წილის ზრდა; კონფერენციებისა და გამოფენების რაოდენობის ზრდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო საბიუჯეტო პროცესის სრულყოფა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი საშუალოვადიანი ბიუჯეტის დაგეგმვა; ეფექტიანი და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესის ჩამოყალიბება და მონიტორინგის გაძლიერება; რესპუბლიკური ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროგრამის შექმნა; პროგრამული და კაპიტალური ბიუჯეტების დანერგვა; მოსალოდნელი შედეგი: ეფექტიანი და გამჭვირვალე საბიუჯეტო პროცესი; ხაზინის განვითარება პრიორიტეტის აღწერა და მიზანი ელექტრონული ხაზინის სისტემის დანერგვა; ელექტრონული ხაზინის ძირითადი ექსპლუატაცია; ბიუჯეტის მართვის მოდულის შემუშავება და ხაზინის საინფორმაციო სისტემასთან ინტეგრირება. 11 მოსალოდნელი შედეგი: სახელმწიფო ფინანსების მართვის სისტემის ეფექტიანობის და გამჭვირვალობის ზრდა; სახელმწიფო ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება რეალურ დროში, მინიმალური დანახარჯებით. სახელმწიფო ქონების მართვისა და განკარგვის ეფექტიანობის ამაღლება; პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული ქონების აღრიცხვა და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ეფექტურად განკარგვა. თითოეული საპრივატიზებო ობიექტის ინფორმაციული შეფუთვა ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე საპრივატიზებო ობიექტების მონაცემთა ბაზის განთავსება, განახლება და რედაქტირება. პოტენციური ინვესტორებისათვის საპრივატიზებო ობიექტების შესახებ სრული მონაცემების მიწოდება (ტურისტული, სამრეწველო, ძველი ბათუმი და სხვა). იმ ფორმით, რომელიც მათ გაუადვილებს სამომავლო ბიზნეს პროფილის განსაზღვრას; საპრივატიზებო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ელექტრონული აუქციონის ფორმით პრივატიზება (eauction.ge); მოსალოდნელი შედეგი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული ქონების ეფექტურად მართვა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული საპრივატიზებო ქონების სრული განსახელმწიფოებრიოება; ინვესტორებისათვის ზუსტი და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება საპრივატიზებო ობიექტების შესახებ. საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება. ქონების პრივატიზაციის პროცესის გაუმჯობესება. ქონების გამჭვირვალედ, სამართლიანად და ეფექტურად პრივატიზება. რეგიონში ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი: აჭარის საინვესტიციო პოტენციალის მარკეტინგი: რეგიონის საინვესტიციო პოტენციალის შეფასება და პრიორიტეტების გადახედვა/განსაზღვრა; საპრივატიზაციო ობიექტების გადახედვა/განხილვა, ინფორმაციული დამუშავება და „მარკეტინგული შეფუთვა“; 12 პოტენციური ინვესტორების მოძიება; „შეფუთული ობიექტების“ უწყვეტი მარკეტინგი სხვადასხვა არხების მეშვეობით; სხვადასხვა სახის საინვესტიციო ღონისძიებებში (ბიზნეს ფორუმები, სემინარები, გამოფენები, მაღალი დონის შეხვედრები) ჩართულობა (დაგეგმვა, კოორდინირება და მონაწილეობა); პრეზენტაციების/საინფორმაციო პაკეტების მომზადება და მათი უწყვეტი მარკეტინგი. აჭარის ეკონომიკურ განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების მენეჯმენტი: საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, საელჩოებსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატებთან თანამშრომლობა; განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ინიცირება, ხელშეწყობა და კოორდინირება. რეგიონში მიმდინარე საინვესტიციო პროცესის შედეგების აღრიცხვა და მონიტორინგი. მოსალოდნელი შედეგი: ინვესტიციების ზრდა; დასაქმების ზრდა; რეგიონის კეთილდღეობის ზრდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზანია ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმას, რათა უზრუნველყოს რეგიონში ადამიანური რესურსების განვითარება სიღარიბის დაძლევისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების მიზნით. 2004 წლიდან გადაიდგა მრავალი მნიშვნელოვანი ნაბიჯი განათლების ხელმისაწვდომობის, ეფექტურობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. ამ მიზნით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ახორციელებს რამოდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას: გაგრძელდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა; აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლები აღიჭურვება თანამედროვე სასკოლო ინვენტარით; დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ სასკოლო ფორმები; გაგრძელდება სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამა; გაგრძელდება სკოლა-პანსიონების განვითარების პროგრამა; დაიწყება პროგრამა ვასწავლოთ მომავალი წარატებისათვის; 13 მოსალოდნელი შედეგები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კეთილმოწყობა ხელს შეუწყობს სასწავლო აღმზრდელობითი პროცესის ხარისხის ამაღლებას. პროგრამის განხორციელების შედეგად მოსწავლეებს შეექმნებათ უსაფრთხო გარემო, შეიქმნება სათანადო პირობები საჯარო სკოლების მიერ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შესაბამისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. სკოლების სასკოლო ინვენტარით აღჭურვა ხელს შეუწყობს საგანმანათებლო პროცესის გაუმჯობესებასა და სკოლებში ესთეტიკური გარემოს შექმნას. ახალი სასკოლო ინვენტარი იქნება ეკოლოგიურად სუფთა და დააკმაყოფილებს სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს. მსგავსი ინვენტარით სკოლების აღჭურვა გააუმჯობესებს მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობას, შეამცირებს მათი სქოლიოზისა თუ სხვა დაავადების რისკს. შეიქმნება სათანადო პირობები საჯარო სკოლების მიერ ავტორიზაციისა და აკრედიტაციის შესაბამისი სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. ფორმებით უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემების გადაჭრასა და სკოლის თვითმყოფადობის ჩამოყალიბებას. საჩუქარი სტიმულს მისცემს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს. სასკოლო კლუბების განვითარება ხელს შეუწყობს მოსწავლეების აკადემიურ, სოციალურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას; გაზრდის მოსწავლეთა ჩართულობას სამოქალაქო აქტივობებში; ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ორგანიზაციული უნარების ჩამოყალიბებას; მისცემს მოსწავლეებს თვითრეალიზაციის საშუალებას და აამაღლებს მოსწავლეთა ჩართულობას სასკოლო აქტივობებში და ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას. სკოლა-პანსიონების განვითარების პროგრამის განხორციელების შედეგად მოსწავლეები იცხოვრებენ კომფორტულ პირობებში, მიიღებენ განათლებას ესთეტიურ გარემოში, უზრუნველყოფილი იქნებიან კვებით, სასწავლო და სპორტული ინვენტარით. ვასწავლოთ მომავალი წარატებისათვის პროგრამის ამოქმედებით ხელი შეეწყობა ბაკალავრიატ დამთავრებულ მოქალაქეებს, რაც საშუალებას მისცემს დასაქმდნენ, დაუგროვდეთ სტაჟი, ეს კი თავის მხრივ საშუალებას მისცემს გაიარონ მასწავლებელთა სერთიფიცირება. აგრეთვე მაღალმთიანი სოფლების სკოლებში გადაიჭრება დეფიციტური მასწავლებლების პრობლემა. უმაღლესი განათლების განვითარების ხელშეწყობა უმაღლესმა განათლებამ უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა 21-ე საუკუნეში. უმაღლესი განათლება ეხმარება ადამიანებს სოციალური სტატუსის ამაღლებასა და წარმატებული კარიერის მოწყობაში, ხელს უწყობს საზოგადოების კეთილდღეობის გაუმჯობესებას, ეკონომიკურ ზრდას, დემოკრატიისა და სოციალური თანასწორობის პროგრესს. ასეთ მნიშვნელობასთან ერთად, უმაღლესი განათლების სისტემა მსოფლიოს ყველა ქვეყანაში სულ უფრო და უფრო მეტ ფინანსურ პრობლემას აწყდება, უმაღლეს განათლებაზე გაწეული დანახარჯების მოცულობა იზრდება და მატულობს უმაღლესი განათლების მიღების მსურველთა რაოდენობა, მაგრამ არ იზრდება უმაღლესი განათლების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ. პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარის წარმატებული სტუდენტები მიიღებენ სასწავლო სტიპენდიას; 14 აჭარაში მცხოვრებ 18-30 წლამდე მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აიმაღლონ კვალიფიკაცია ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში; მოსალოდნელი შედეგები სტუდენტური სტიპენდიების პროგრამის ამოქმედება ხელს შეუწყობს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან და მაღალმთიანი რაიონებიდან სტუდენტებისათვის საბაკალავრო პროგრამების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და სწავლის მოტივაციის ამაღლებას. ევროპაში კვალიფიკაციის ამაღლება ხელს შეუწყობს ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას, საშუალებას მისცემს სამშობლოში მიღებული ცოდნა გაიღრმაონ უცხოეთის სხვადასხვა დაწესებულებებში, საფუძვლიანად დაეუფლონ უცხო ენებს, გამოიმუშაონ განსხვავებულ კულტურათა გაგებისა და მათთან შეგუების უნარი. აჭარის კულტურის პოპულარიზაცია რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად და მომავალი თაობებისათვის მისი სრულყოფილი სახით გადასაცემად აუცილებელია ძეგლთა რეაბილიტაცია და კონსერვაცია. მოსაწესრიგებელია არსებული მუზეუმების მატერიალურ-ტექნიკური ბაზები. კულტურული ტურიზმის განვითარებისათვის მიზანშეწონილია შეიქმნას ახალი მუზეუმები. მნიშვნელოვანია ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა და ტრადიციების შენარჩუნება პრიორიტეტის აღწერა და მიზანი მუზეუმების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება და განვითარება; კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაცია და კონსერვაცია; ფოლკლორის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია; რეგიონში არსებული ფოლკლორული ანსამბლების მუშაობის ეფექტურობის გაზრდა. მოსალოდნელი შედეგები ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება-განვითარება ხელს შეუწყობს სამუზეუმო სივრცის თანამედროვე მოთხოვნებთან დაახლოებას. ესთეტიური და შემეცნებითი გარემო მიიზიდავს როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ დამთვალიერებელს. რეაბილიტაცია-კონსერვაციის პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების პოპულარიზაციას, რაც თავის მხრივ დადებითად აისახება კულტურული ტურიზმის განვითარებაზე. ფოლკლორულ ანსამბლებს გადაეცემათ სასცენო კოსტიუმები და მუსიკალური ინსტრუმენტები. პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობა რეგიონში დღეისათვის მიმდინარე სპორტის ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები მნიშვნელოვანია პროფესიული სპორტის განვითარება პოპულარიზაციისათვის. ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად მნიშვნელოვანია გაუმჯობესდეს აჭარისა და მუნიციპალური ნაკრები გუნდების სპორტული აღჭურვილობა. აჭარის ახალგაზრდული რესურსის მობილიზება. უცხოური განათლების მოდელების გაზიარება ადგილობრივი სტუდენტებისათვის. 15 პრიორიტეტის აღწერა და მიზანი აჭარისა და მუნიციპალური ნაკრების წევრების სპორტული ფორმა-ინვენტარით უზრუნველყოფა. მწვრთნელთა და მსაჯთა გადამზადების ხელშეწყობა. უცხოეთში მყოფი ახალგაზრდების დაინტერესება ადგილობრივი ბაზრით. მოსალოდნელი შედეგები აღნიშნული პრიორიტეტების რეალიზაცია ხელს შეუწყობს რეგიონში პროფესიული სპორტის შემდგომ განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას. ასევე აჭარისა და მუნიციპალური ნაკრების წევრების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (ოლიმპიური თამაშები, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატები, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირები) მონაწილეობას. ახალგაზრდების ინტელექტუალური რესურსის გამოყენება რეგიონალური განვითარების სტრატეგიაში. საინვესტიციო გარემოს გაცნობა სტუდენტებისათვის და შემდეგ მათი პრეზენტირება უცხოურ სასწავლებლებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო სამედიცინო პროგრამების მიუხედავად ქვეყნის განვითარების თანამედროვე ეტაპზე მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმიუწვდომელი რჩება ფასიანი სამედიცინო მომსახურება, რის გამოც ისინი სამედიცინო დახმარებისათვის სტაციონარებს მიმართავენ დაგვიანებით. შედეგად იზრდება დაავადების გართულებული და მძიმე შემთხვევების რაოდენობა, მკურნალობის ღირებულება, მცირდება მკურნალობის ეფექტიანობა, იზრდება შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანების რაოდენობა, ლეტალობა. სამინისტროს 2012-15 წლების მიზნობრივი პროგრამები თავისი შინაარსითა და მოცულობით განსხვავდება წინა წლების პროგრამებისაგან, ისინი ძირითადად ორიენტირებულნი არიან სოციალურად დაუცველ ფენებსა და დაავადების მაღალი რისკის ჯგუფებზე. მიზნად ისახავს სხვადასხვა სოციალურად დაუცველი კატეგორიის ადამიანებისათვის გადაუდებელი, გეგმიური, ონკოლოგიური, კარდიოქირურგიული, ჰოსპიტალური, ამბულატორიული, ტრავმატოლოგიური, ანტირაბიული და სხვა დახმარებისათვის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდას, მკურნალობასთან დაკავშირებული ფინანსური რისკებისაგან დაცვას, მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და გაუმჯობესებას, სოფლის მოსახლეობისათვის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას. მოსალოდნელი შედეგები: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ფინანსური რისკებისაგან დაცვის ხელშეწყობა. დროული სამედიცინო მომსახურების ხარჯზე გართულებული შემთხვევების შემცირება. ლეტალობის შემცირება. 16 კრიტიკული მდგომარეობების ადეკვატური მართვის შედეგად საწოლზე დაყოვნების შემცირება. მომხმარებლის კმაყოფილების დონის გაზრდა. სოციალური დაცვა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი სამინისტრო გამოყოფს მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიებს, რომელთა სოციალურ ეკონომიკური მდგომარეობა მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას. პირველ რიგში ეს არის 100 წელს გადაცილებული მოქალაქეები, რომლებიც განიცდიან ეკონომიკურ სიდუხჭირეს. ერთჯერადი მატერიალური დახმარების კომპონენტის მიზანია მათი სოციალური მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესება. სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს თემის სამედიცინო პუნქტები, რომელთა დიდი ნაწილის მატერიალურ ტექნიკური ბაზა პრაქტიკულად გაჩანაგებული იყო. ამ დახმარების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გარდა თემის სამედიცინო პუნქტების მედდების შრომის ანაზღაურების და მედიკამენტებით უზრუნველყოფისა, მეოთხე წელია ხორციელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები და ინვენტარით აღჭურვა. მოსალოდნელი შედეგები: მოსახლეობის და მომხმარებლის კმაყოფილების დონის გაზრდა; თემის სამედიცინო პუნქტების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება პრიორიტეტის აღწერა და მიზანი სოფლის მოსახლეობას პირველადი გადაუდებელი ექიმამდელი სამედიცინო დახმარება მიეწოდება თემის სამედიცინო პუნქტების მედდების მიერ. 2012 წლისათვის თემის სამედიცინო პუნქტები ძირითადად რეაბილიტირებულია. განხორციელდა მათი აღჭურვა სტანდარტული, ახალი საოფისე და სამედიცინო ინვენტარით, სამედიცინო აპარატებით. 2012 წლისათვის დღის წესრიგში დადგა თემის სამედიცინო პუნქტების მედდების გადამზადება გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საკითხებში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების ხარისხობრივი გაუმჯობესება. მოსალოდნელი შედეგები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობისათვის წლის ყველა პერიოდში სასწრაფო სამედიცინო დახმარების არსებული დონის შენარჩუნება. საზოგადოებრივი ჯანდაცვა პრიორიტეტის აღწერა და მიზანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა, მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისაკენ, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისაკენ მიმართულ ღონისძიებათა 17 ერთობლიობაა. საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებები მოიცავს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობას, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფას, გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების თავიდან აცილებას, დაავადებათა ადრეულ გამოვლენასა და შემდგომ მართვას. საზოგადოებრივი ჯანდაცვითი ღონისძიებებით შესაძლებელი იქნება ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეპიდსაწინააღმდეგო და პრევენციული ღონისძიებების, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის სხვა პრიორიტეტული სიტუაციების საპასუხო ქმედებების დროული და ადექვატური მენეჯმენტი. მოსალოდნელი შედეგები: ინფექციურ დაავადებათა (მათ შორის ჰიდროფობიისა და მალარიის) აქტიური ეპიდზედამხედველობა, დაავადებათა/ეპიდაფეთქებათა აღმოცენებისა და გავრცელების პრევენცია; ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებათა სრულმასშტაბიანი განხორციელება; საზოგადოებრივი ჯანდაცვითი და სხვა პრიორიტეტული სიტუაციების მიმართ საპასუხო ქმედებებისათვის მუდმივი მზადყოფნა; დაავადებათა და მათი პრევენციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა; მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა; ავადობის აქტიური გამოვლენა და დროული მართვა სამიზნე ჯგუფებში; სასკოლო დაწესებულებების მოსწავლეთა სამედიცინო დარგის ვიწრო სპეციალისტთა მიერ კვალიფიციური კონსულტირება - დიაგნოსტირება; აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფერმერთა სწავლება-კონსულტირება, მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარება პრიორიტეტის აღწერა და მიზანი: პრიორიტეტი ითვალისწინებს ფერმერთა საინფორმაციო-საკონსულტაციო სერვის ცენტრის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს რეგიონის ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლებას, მათ ინფორმირებულობას თანამედროვე ტექნოლოგიურ სიახლეების თაობაზე და წამყვანი აგრარული ქვეყნების მიღწევების გაცნობისა და დაუფლების მიზნით, რეგიონის წარმატებული ფერმერების უცხოეთში მივლინების ორგანიზებას. პრიორიტეტის ფარგლებში გათვალისწინებულია მრავალპროფილიანი სანერგე მეურნეობის მოწყობა, სადაც წარმოებული იქნება სხვადასხვა სახეობის უვირუსო, ელიტური წმინდა ჯიშური ნიშან-თვისებების მქონე მრავალწლიანი კულტურების სარგავი მასალა. აგრეთვე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაშენე და პროდუქტიული ნიშან-თვისებების გაუმჯობესების მიზნით ხელოვნური დათესვლის სერვის-ცენტრის მოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ყოველწლიურად მაღალი კლასის სანაშენე მოზარდის მიღებას, დაბალპროდუქტიული პირუტყვის ნახირიდან გამოყვანას, სულადობის ოპტიმალური რაოდენობის დადგენა-შენა რჩუნებას, გაუმჯობესებული მაღალპროდუქტიული პირუტყვის ერთეული პროდუქტიულობისა და პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის საერთო მოცულობების მაქსიმალურ ზრდას. 18 თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით პრიორიტეტი ითვალისწინებს ფერმერთა უზრუნველყოფას მარტივი ტიპის ხილის საშრობი დანადგარებით. მოსალოდნელი შედეგები: რეგიონის ფერმერთა კვალიფიკაციის ამაღლება; ფერმერთა უზრუნველყოფა მრავალწლიანი უვირუსო, ჯიშობრივი ნიშან-თვისებების მქონე სარგავი მასალით; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სანაშენე და პროდუქტიული ნიშან-თვისებების გაუმჯობესება; ფერმერთა უზრუნველყოფა მარტივი ტიპის ხილის საშრობი მცირე დანადგარებით; რეგიონში წარმოებული ხილის უდანაკარგოდ რეალიზაცია; ფერმერთა შემოსავლების ზრდა. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება პრიორიტეტის აღწერა და მიზანი: პრიორიტეტი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის მცირე მექანიზაციის ტექნიკური საშუალებების თანადაფინანსების პრინციპით ფერმერებზე გადაცემას, რაც ხელს შეუწყობს ფერმერთა ხელით შრომის შემსუბუქებას, სამუშაოების აგროვადებში ჩატარებას, პროდუქციის წარმოების მოცულობისა და ფერმერთა შემოსავლების ზრდას. მოსალოდნელი შედეგები: სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლება; პროდუქციის წარმოების ზრდა; ფერმერთა გაუმჯობესებული სოციალური მდგომარეობა. მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტები ღონისძიებებისა და დაფინანსების წყაროს მიხედვით: ათასი ლარი მხარჯავი დაწესებულების, ორგანიზაციის დასახელება 2012 წელი 2013 წელი 2014 წელი 2015 წელი 1 2 3 4 5 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო 1 325.0 825.0 825.0 825.0 აჭარის სანაპირო ზოლის ზღვის წყლისა და ატმოსფერული ჰაერის აქტიურ დამაბინძურებელ კერებში გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი აჭარის სანაპირო ზოლის სარფი-ჩოლოქის მონაკვეთზე ზღვის წყლების ხარისხობრივი მაჩვენებლების მონიტორინგი აჭარის სანაპირო ზოლის დროებითი ნაპირსამაგრი ღონისძიება ტურიზმის საინფორმაციო-სარეკლამო სისტემის შექმნა 2 667.0 2 167.5 2 667.5 4 667.5 ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების, სამელიორაციო და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მოვლა შენახვის ღონისძიებები 10 031.5 8 341.0 8 341.0 8 341.0 19 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 6 425.7 11 055.0 9 435.0 8 135.0 აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების ინვენტარით უზრუნველყოფა აჭარის ა რ ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლების I კლასის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფა შემოქმედებითი კოლექტივების სასცენო კოსტუმებით უზრუნველყოფა აჭარაში დაცული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციის პროგრამა აჭარის კულტურისა და ტრადიციების საზღვარგარეთ პოპულარიზაცია მუზეუმების მშენებლობა-რეაბილიტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სკოლა-პანსიონების მატერიალურ ტექნიკური ბაზის რეაბილიტაცია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული სასკოლო კლუბების ხელშეწყობის პროგრამა აჭარის წარჩინებული სტუდენტების დახმარების პროგრამა ბანაკების განვითარების პროგრამა აჭარის რეგიონში სტუდენტთა საზაფხულო ბანაკების მოწყობა ვასწავლოთ მომავალი წარმატებისათვის უცხოეთში სტაჟირების მიზნობრივი პროგრამა აჭარის ნაკრების წევრებისათვის სპორტული ფორმა ინვენტარის შეძენა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 4 224.7 4 239.7 4 192.2 4 364.7 ეპიდზედამხედველობის განხორციელებისა, ეპიდსიტუაციიის მართვის და ცხოვრების ჯანსაღი წესის ხელშეწყობის პროგრამა მოსახლეობის ავადობის აქტიური გამოვლენის პროგრამა სამიზნე ჯგუფში (ჯანსაღი სკოლა) ამბულატორიულ-ტრავმატოლოგიური დახმარების კომპონენტი ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაციის (რეაბილიტაციის) კომპონენტი მოსახლეობისათვის განსაკუთრებულ შემთხვევებში სამედიცინო დახმარების კომპონენეტი რესურსტევადი მაღალტექნოლოგიური (გულის ქირურგიის) სამედიცინო მომსახურების კომპონენტი 20 დამატებითი სამედიცინო მომსახურების კომპონენტი ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობის კომპონენტი გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურების კომპონენტი სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედცინო დახმარების კომპონენტი თემის სამედიცინო პუნქტებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადების კომპონენტი 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების კომპონენტი თემის სამედიცინო პუნქტების ექიმამდელი სამედიცინო დახმარების განვითარების ხელშეწყობის მიზნობრივი კომპონენტი სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო ინვენტარის შეძენის კომპონენტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1 030.0 1 120.0 1 120.0 1 120.0 მექანიზაციის ტექნიკური საშუალებებით ფერმერთა უზრუნველყოფის ხელშეწყობა ფერმერთა უზრუნველყოფა თანამედროვე ტიპის ხილის საშრობი დანადგარებით

Priorities of Adjara for 2012-2015 · Nelum