تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Order No. 81/N of 2003 of Minister of Labor, Health and Social Affairs of Georgia on Information Sheet on Hazardous Chemical Substances

صدر في 2003-04-07 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის ბრძანება №81/ნ საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის თაობაზე საინფორმაციო ფურცლის დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Waste and hazardous substances
الكلمات المفتاحية
hazardous substances, registration, data collection/reporting, procedural matters

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. 1 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.11.119.005.776 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №81/ნ 2003 წლის 7 აპრილი ქ. თბილისი საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის თაობაზე საინფორმაციო ფურცლის დამტკიცების შესახებ საშიში ქიმიური ნივთიერებების მართვის რეგულირების, ქიმიურ ნივთიერებათა რეგისტრაციის, სახელმწიფო რეესტრის წარმოებისა და მონაცემთა ბანკის შექმნის მიზნით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის 70-ე მუხლისა და „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის მე-18 მუხლისა და 51-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული დებულება “საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან უსაფრთხო მოპყრობის თაობაზე საინფორმაციო ფურცლის შესახებ”. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. გამყრელიძე საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის თაობაზე საინფორმაციო ფურცლის შესახებ დებულება დებ. 1.2. 006-03 თავი I გამოყენების სფერო მუხლი 1 1. წინამდებარე დებულება შემუშავებულია „საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად და წარმოადგენს საშიში ქიმიური ნივთიერებების უსაფრთხო გამოყენების მართვისა და სახელმწიფო რეესტრის წარმოების საფუძველს. 2. საინფორმაციო ფურცელი საშუალებას იძლევა შეიქმნას საინფორმაციო მონაცემთა ერთიანი სტანდარტიზებული სისტემა და აღირიცხოს ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული ყველა სახის და დანიშნულების ქიმიური ნივთიერება, დაზუსტებულ იქნეს საშიში ქიმიური ნივთიერების საშიშროებისა და ტოქსიკურობის კლასები, გარემო ობიექტებში ზღვრულად დასაშვები დონეები, მწარმოებელი და გამომყენებელი ობიექტები (მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა), აგრეთვე ნივთირებებთან კონტაქტში მყოფი კონტინგენტის რაოდენობა და სხვა მონაცემები, რაც საფუძვლად დაედება ქიმიური უსაფრთხოების უზრუნველყოფას. 3. წინამდებარე დებულება არ ვრცელდება “საშიში ქიმიური ნივთიერებების შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ პროდუქციაზე. თავი II 2 ზოგადი დებულებები მუხლი 2 1. საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან უსაფრთხო მოპყრობის საინფორმაციო ფურცელი (დანართი 1) უნდა შეიცავდეს მონაცემებს ნივთიერების გამოყენების სფეროს, მასთან უსაფრთხო მოპყრობის წესებისა და პირობების, აგრეთვე წარმოების მოცულობის შესახებ და სხვ. 2. საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის საინფორმაციო ფურცლის მოსამზადებლად საჭიროა ნივთიერების შესახებ შემდეგი მონაცემების მოყვანა: ა) ქიმიური დასახელება (IUPAC) სინონიმები, სამრეწველო და სავაჭრო დასახელება; ბ) ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები; გ) შენახვისა და გამოყენების პირობები; დ) აალების და წვის საშიშროება; ე) ტოკსიკურობა; ვ) ჰიგიენური ნორმატივები; ზ) საშიშროების კლასები (ზდკ-ის მიხედვით); თ) განსაზღვრის მეთოდები; ი) პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაში; კ) ეკოლოგიური უსაფრთხოება; ლ) დამატებითი ცნობები (მწარმოებელი, წარმოების და იმპორტის მოცულობა და სხვა); მ) ინფორმაციის წყაროები მოყვანილი მონაცემების შესახებ. 3. საინფორმაციო ფურცლის ფორმა და თანმიმდევრობა მოცემულია დანართი 1-ში. 4. ახალ საშიშ ქიმიურ ნივთიერებებთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ საინფორმაციო ფურცლის მომზადებისას საჭიროა დაცული იქნეს კომერციული საიდუმლოება. თავი III ტერმინები და განმარტებები მუხლი 3 1. ატმ.ჰაერი 2. ბდ 3. ზდკ 4. ზსუდ 5. მდდ 6. მ. ე. 7. ნტდ 8. ჟბმ 9. ჟქმ 10. სდდ 11. სდკ 12. ს. ს. 13. CAS № 14. LC 50 15. LD 50 16. IUPAC 17. RTECS ატმოსფერული ჰაერი; ბიოლოგიური დისიმილაცია; ზღვრულად დასაშვები კონცენტრაცია; ზემოქმედების საორიენტაციო უსაფრთხო დონე; მაქსიმალურად დასაშვები დონე; მაქსიმალური ერთჯერადი კონცენტრაცია; ნორმატიული ტექნიკური დოკუმენტაცია; ჟანგბადზე ბიოლოგიური მოთხოვნილება; ჟანგბადზე ქიმიური მოთხოვნილება; საორიენტაციო დასაშვები დონე; საორიენტაციო დასაშვები კონცენტრაცია; საშუალო სადღეღამისო კონცენტრაცია; ქიმიური ნივთიერებების სარეგისტრაციო სამსახურის საიდენტიფიკაციო ნომერი საშუალო სასიკვდილო კონცენტრაცია; საშუალო სასიკვდილო დოზა; თეორიული და გამოყენებითი ქიმიის საერთაშორისო კავშირი; ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკური ეფექტების რეგისტრი; ნივთიერების ნახევრადდაშლის პერიოდი (დრო, რომლის 3 18. T 50 განმავლობაში ნივთიერება ნახევრდება). დანართი 1 საინფორმაციო ფურცელი საშიშ ქიმიურ ნივთიერებასთან უსაფრთხო მოპყრობის შესახებ 1. ნივთიერების ქიმიური დასახელება (IUPAC) ა) მოლეკულური ფორმულა ბ) მოლეკულური მასა 2. სტრუქტურული ფორმულა 3. სინონიმები 4. სავაჭრო დასახელება ნტდ 6. სარეგისტრაციო ნომერი ა) ქიმ. ნივთიერების სარეგისტრაციო სამსახური ბ) ქიმ. ნივთიერების ტოქსიკური ეფექტების რეგისტრი CAS RTECS 7. გამოყენების სფერო: 8. ორგანიზაციები, სადაც ტარდება ტოქსიკოლოგიურ-ჰიგიენური შეფასება, მათი მისამართები 9. ნივთიერების სისუფთავის ხარისხი: 10. მინარევები (მათი დასახელება და რაოდენობა): 11. ფიზიკურ-ქიმიური მაჩვენებლები ა) აგრეგატული მდგომარეობა: მყარი თხევადი აირადი ბ) დუღილის წერტილი 0C გ) დნობის წერტილი 0C დ) სიმკვრივე გ/სმ3 გ/ლ ე) წყალში ხსნადობა ხსნადია (მგ/ლ) უხსნადი 200C 4 1000C ცხიმებში ვ) შერევის უნარი (ნივთიერება-წყალი) 200C ზ) PH მგ/ლ წყალში თ) სუნი : მკვეთრი ; გამოხატული ; სუსტი ; უსუნო ; ი) რეაქციაში შესვლის უნარი; კ) გამოშვების ფორმა 12. შენახვისა და გამოყენების პირობები ა) სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოყენების, ტრანსპორტირების, შენახვის და რეალიზაციისას ბ) სხვა ნივთიერებებთან შეუთავსებლობა: გ) დაშლის საშიში პროდუქტები: დ) ინდივიდუალური დაცვის საშუალებანი: რესპირატორები; დამცავი სათვალეები; ხელთათმანები; სხვა ე) ზომები დაღვრის ან დაბნევისას ვ) უტილიზაცია 13. აალების და წვის საშიშროება ა) აალების ტემპერატურა 0C; თვითაალების ტემპერატურა 0C; ბ) ალის გავრცელების ტემპერატურული ზღვრები 0C; გ) ალის გავრცელების კონცენტრაციული საზღვრები მოც.%; დ) თერმოდესტრუქციის შესაძლებლობა: კი/არა წარმოქმნილი პროდუქტები ე) ხანძრის ჩასაქრობი საშუალებები: წყალი CO 2 ; ქაფი ; მშრალი ფხვნილი სხვა ვ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები: 5 14. ტოქსიკურობა LD 50 (მგ/კგ) შეყვანის გზა ცხოველის სახეობა ა) მწვავე ტოქსიკურობა LC 50 ექსპოზიციის დრო ცხოველის სახეობა ბ) კუმულაცია: ძლიერი ; ზომიერი ; სუსტი გ) მწვავე მოწამვლის კლინიკური სურათი დ) ყველაზე მეტად დაზიანებადი ორგანოები და სისტემები ე) ტოქსიკური მოქმედების მინიმალური დოზები (კონცენტრაციები) (მოქმედების ზღურბლი, მათი განზომილება, შეყვანის გზა და დრო, ცხოველთა სახეობა) ვ) გამაღიზიანებელი მოქმედება: კანი კი/არა თვალები კი/არა ზ) რეზორბციული მოქმედება კანზე: კი LD 50 არა არ შესწავლილა თ) მასენსიბილიზებელი მოქმედება: კი არ დადგინდა არ შესწავლილა ი) ემბრიოტროპული მოქმედება: კი არ დადგინდა არ შესწავლილა კ) გონადოტროპული მოქმედება: კი არ დადგინდა არ შესწავლილა ლ) ტერატოგენული მოქმედება: კი არ დადგინდა არ შესწავლილა მ) მუტაგენური მოქმედება: კი არ დადგინდა არ შესწავლილა ნ) კანცეროგენული მოქმედება: ნა) ადამიანი კი არ დადგინდა არ შესწავლილა ნ.ბ) ცხოველები:სუსტი ზომიერი ძლიერი არ დადგინდა არ სწავლილა 15. ჰიგიენური ნორმატივები * ა) ზდკ/ზსუდ ბ) ზდკ/ზსუდ გ) ზდკ/სდდ დ) მდდ ე) ზდკ/სდკ (ატმ.ჰაერი)(კანი) (სამუშაო ზონა) (წყალი) (საკვები) (ნიადაგი) მ.-ე. მგ/მ3; მ.-ე. მგ/ მ3; მ.-ე. მგ/ლ; მგ/კგ; მგ/კგ; ს.-ს. მგ/ მ3; ს.-ს. მგ/ მ3; * მისი მნიშვნელობის შესაბამის ნორმატივს გაუსვით ხაზი 6 16. საშიშროების კლასები (ზდკ-ის მიხედვით) ა) ატმ.ჰაერი ბ) სამუშაო ზონა გ) წყალი 17. განსაზღვრის მეთოდი პრინციპი, მგრძნობელობა, ნტდ მეთოდზე** 18. პირველი დახმარება მოწამვლის შემთხვევაში 19. ეკოლოგიური უსაფრთხოება ა) სტაბილურობა აბიოტურ >30 დღე-ღამე 30-7 დღე-ღამე 7-1 დღემდე 1 სთ-1დღე-ღამე პირობებში (t1/2) განსაკუთრებით ძლიერ ნაკლებად სტაბილური სტაბილური სტაბილური სტაბილური < 1სთ არა სტაბილური ბ) ტრანსფორმაცია გარემოში არ ტრანსფორმირდება ტრანსფორმირდება ტრანსფორმაციის პროდუქტები: გ) ბიოლოგიური დისიმილაცია ბდ=(ჟბმ/ჟქმ)X100% >90% (სრული) 50-90% (მსუბუქი) 20-50% (უმნიშვნელო) 10-20% (ძნელი) <10 (არ იშლება) დ) ჟბმ სრული ---------------------------------------------------- მგO/დმ3 ე) ჟქმ --------------------------------------------------------------- მგO/დმ3 ვ) მწვავე ტოქსიკურობა თევზებისათვის LC 50 (მგ/ლ) სახეობა ექსპოზიციის ხანგრძლივობა (სთ) ზ) მწვავე ტოქსიკურობა დაფნია მაგნასათვის LC 50 (მგ/ლ) ექსპოზიციის ხანგრძლივობა (სთ) * * მეთოდის განსაზღვრის სფერო 7 თ) ტოქსიკური მოქმედება წყალმცენარეებზე (კულტურაში) LC 50 (მგ/ლ) სახეობა ექსპოზიციის ხანგრძლივობა (სთ) ი) ზდკ (სდდ) სათევზე მეურნ. (მგ/ლ) ლ) ტოქსიკური მოქმედება ნიადაგის უხერხემლოებზე CL 50 (მგ/ლ) სახეობა ექსპოზიციის ხანგრძლივობა (სთ) მ) მოდელურ ეკოსისტემებზე გამოვლენილი ეფექტები 20. დამატებითი ცნობები (უსაფრთხოების წესები და პირობები, წარმოების მოცულობა და სხვ.) 21. ინფორმაციის წყაროები მოყვანილი მონაცემების შესახებ 22. შემდგენელი:

Order No. 81/N of 2003 of Minister of Labor, Health and Social Affairs of Georgia on Information Sheet on Hazardous Chemical Substances · Nelum