Order No. 681 of 2021 of Minister of Justice of Georgia on Determining Geographic Areas of Systematic Registration for Purposes of Law of Georgia on Improvement of Cadastral Data and Procedure for Systematic and Sporadic Registration of Rights to Plots of Land
صدر في 2021-02-04 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის ბრძანება №681 „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Land and soil
- الكلمات المفتاحية
- cadastre/land registration, land reform, ownership, governance, land tenure, property rights
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №681 2021 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების განსაზღვრის შესახებ „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. სისტემური რეგისტრაციის წარმოების მიზნით, განისაზღვროს შემდეგი გეოგრაფიული არეალები: ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტი; ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტი; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი. 2. ეს ბრძანება არ ვრცელდება: ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: ქალაქი საგარეჯო, ნინოწმინდა, წყაროსთავი, გიორგიწმინდა, ყანდაურა, შიბლიანი, იორმუღანლო, ლამბალო, თულარი, დუზაგრამა, მზისგული; ბ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებზე: არბოშიკი, არხილოსკალო. 3. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის გეოგრაფიული არეალების (საერთო ფართობი - 420 212 ჰა) საკადასტრო და გრაფიკული მონაცემები განისაზღვროს ამ ბრძანების დანართი №1-ის შესაბამისად. 4. ამ ბრძანებით განსაზღვრულ გეოგრაფიულ არეალებში უფლებათა სისტემური რეგისტრაცია დაიწყოს: ა) საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 აპრილს და დასრულდეს 2021 წლის 31 ივლისის ჩათვლით; ბ) ყვარლის მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ივლისს და დასრულდეს 2021 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით; გ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდეს 2021 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. 5. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე http://www.matsne.gov.ge 04015000022027017174