تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Order No. 36 of 2014 of Minister of Justice of Georgia on Rules for Maintaining Registry of Municipalities

صدر في 2014-08-09 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის ბრძანება №36 მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Agricultural and rural development, General
الكلمات المفتاحية
local government, registration, data collection/reporting, governance

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №36 2014 წლის 9 აგვისტო ქ. თბილისი მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვითმმართველი ერთეულების რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 17 ივნისის №114 ბრძანება. 3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემოქმედების დეპარტამენტმა უზრუნველყოს ამ ბრძანების ამოქმედებამდე წარმოებული თვითმმართველი ერთეულების რეესტრის, აგრეთვე მასთან დაკავშირებული ყველა მატერიალური დოკუმენტისა და მათი ელექტრონული ვერსიების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის გადაცემა, დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულება ეს წესი არეგულირებს მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოების, მუნიციპალიტეტების შესახებ მონაცემების განახლებისა და გამოქვეყნების საკითხებს. მუხლი 2. მუნიციპალიტეტების რეესტრი მუნიციპალიტეტების შესახებ ზოგადი მონაცემების ერთიანი აღნუსხვის მიზნით იქმნება მუნიციპალიტეტების მონაცემთა სისტემური ერთობლიობა − მუნიციპალიტეტების რეესტრი, რომლის წარმოების ფორმა, ამ წესის მესამე მუხლით განსაზღვრული მონაცემების შესაბამისად, განისაზღვრება ამ წესის №1 დანართით.

  2. მუხლი 3. მუნიციპალიტეტების მონაცემები 1. მუნიციპალიტეტების რეესტრში აისახება შემდეგი მონაცემები: ა) მუნიციპალიტეტის დასახელება; ბ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით); გ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება; დ) მუნიციპალიტეტის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი და რეგისტრაციის საიდენტიფიკაციო ნომერი; ე) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები და სქემატური რუკა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების მუნიციპალიტეტების რეესტრში ასახვა წარმოებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის შესაბამისი http://www.matsne.gov.ge 01026004022027016542 გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული რომელიმე მონაცემის არარსებობა არ აფერხებს სააგენტოსთვის წარდგენილი ან შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვრული სხვა მონაცემების მუნიციპალიტეტების რეესტრში ასახვას. მუხლი 4. მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოებაზე უფლებამოსილი ორგანო მუნიციპალიტეტების რეესტრის წარმოებას, მუნიციპალიტეტების შესახებ მონაცემების განახლებასა და გამოქვეყნებას, ამ წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში - „სააგენტო“). მუხლი 5. მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემთა ასახვის მიზნით განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენის წესი 1. მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემების ასახვას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე, რომელსაც თან უნდა ერთოდეს ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილი მონაცემების შემცველი, ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია.

  3. 2. მუნიციპალიტეტის რეესტრში მონაცემთა ასახვის მიზნით სააგენტოს წარედგინება შემდეგი დოკუმენტაცია: ა) მუნიციპალიტეტის შექმნისა და გაუქმების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრის დადგენისა და შეცვლის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება; ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის ერთობლიობა (საქმე). 3. ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია სააგენტოს წარედგინება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმით, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წესის გათვალისწინებით, მატერიალური ან ელექტრონული სახით. 4. მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრის ხაზის ტექსტობრივი აღწერა უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საზღვრის წარმოსახვითი ხაზის გეოგრაფიულ ობიექტებთან მიმართებით მდებარეობის შესახებ. 5. მუნიციპალიტეტის სქემატური რუკა შედგენილი უნდა უნდა იყოს 1:100 000 მასშტაბის შესაბამისად და მასზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დატანილი უნდა იყოს, სულ მცირე, თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებები (მათ შორის, თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრი), ძირითადი მდინარეები და სხვა ჰიდროგრაფიული ობიექტები, აგრეთვე რკინიგზა, საერთაშორისო, შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ. მუხლი 6. მუნიციპალიტეტების რეესტრის მწარმოებელი ორგანოს უფლებამოსილების ფარგლები 1. სააგენტო ამ წესით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში.

  4. 2. თუ დაინტერესებული პირის განცხადება არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ რომელიმე მონაცემს, სააგენტო უფლებამოსილია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით მოითხოვოს რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი აუცილებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა. 3. მუნიციპალიტეტების რეესტრიდან ინფორმაციის გაცემის დროს სააგენტო იღებს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის დადგენილ გადაწყვეტილებებს. მუხლი 7. მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემთა ასახვის ვადა http://www.matsne.gov.ge 01026004022027016542 სააგენტო მუნიციპალიტეტების მონაცემთა ასახვას უზრუნველყოფს ამ წესის მე-5 მუხლით განსაზღვრული წერილობითი განცხადებისა და დოკუმენტაციის წარდგენიდან 7 დღის ვადაში. მუხლი 8 . ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 1. მუნიციპალიტეტების რეესტრის მონაცემები საჯაროა და ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისათვის. საჯაროა ასევე მონაცემთა ასახვის საფუძვლად გამოყენებული დოკუმენტაცია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. 2. მუნიციპალიტეტების რეესტრი ქვეყნდება სააგენტოს ვებგვერდზე - www.napr.gov.ge. 3. მუნიციპალიტეტის რეესტრი განახლებული სახით უნდა გამოქვეყნდეს ამ წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მონაცემის ნებისმიერი ცვლილების ასახვის დღიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა. 4. მუნიციპალიტეტის შესახებ მონაცემების ასახვისთანავე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც რეესტრში შეიტანება ჩანაწერი მუნიციპალიტეტის გაუქმების შესახებ, აგრეთვე შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, თუ რეესტრში არსებობს შესაბამისი მუნიციპალიტეტის შესახებ მონაცემები, მზადდება ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან.

  5. 5. ამონაწერის მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ პირს. 6. ამონაწერი მზადდება მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცული ინფორმაციის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის ძალაში მყოფ შემდეგ მონაცემებს: ა) ამონაწერის გამცემი ორგანოს სრული დასახელება; ბ) ამონაწერის გაცემის თარიღი; გ) მუნიციპალიტეტის დასახელება, მისი სამართლებრივი ფორმის მითითებით; დ) გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი; ე) საიდენტიფიკაციო ნომერი; ვ) თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების დასახელებები; ზ) თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის დასახელება; თ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 7. თუ ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე მონაცემი არ არის დაცული მუნიციპალიტეტების რეესტრში, ამონაწერში მიეთითება აღნიშნულის შესახებ. 8. მუნიციპალიტეტების რეესტრიდან ამონაწერი შესაძლებელია მომზადდეს მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით. ასეთი წესით გაცემული ამონაწერი არ საჭიროებს ამ მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებას. 9. მუნიციპალიტეტის შესახებ მონაცემების რეესტრში არსებობის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, ამონაწერი მუნიციპალიტეტების რეესტრიდან მზადდება ერთი სამუშაო დღის ვადაში. მუხლი 9. მუნიციპალიტეტების რეესტრში დაცული მონაცემების ცვლილება 1. მუნიციპალიტეტის გაუქმების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტების რეესტრში მონაცემთა ცვლილებას სააგენტო ახორციელებს საქართველოს პარლამენტის შესაბამისი დადგენილების ძალაში შესვლიდან 7 დღის ვადაში, შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის განცხადების საფუძველზე.

  6. 2. მუნიციპალიტეტის დასახელების, თვითმმართველ თემში შემავალი დასახლებების სახელწოდების, თვითმმართველი თემის ადმინისტრაციული ცენტრის, მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო ნომრისა და http://www.matsne.gov.ge 01026004022027016542 ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლის შემთხვევაში, რეესტრში ცვლილებას სააგენტო ახორციელებს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მონაცემების ცვლილების თაობაზე სააგენტოს უნდა წარედგინოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ ცვლილების საფუძვლის წარმოშობიდან არაუგვიანეს სამი დღის ვადაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ. მუხლი 10. გარდამავალი დებულებები 1. თუ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები კანონმდებლობის შესაბამისად არ არის დადგენილი, მუნიციპალიტეტების რეესტრში მუნიციპალიტეტის მონაცემთა ასახვა 2016 წლის 1 იანვრამდე დასაშვებია ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე. 2. იმ თვითმმართველი ერთეულების შესახებ მონაცემები, რომელთა რეგისტრაცია განხორციელდა 2006 წლის 24 ნოემბრიდან ამ წესის ამოქმედებამდე, უცვლელად გადადის მუნიციპალიტეტების რეესტრში, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 3. მუნიციპალიტეტების რეესტრში აისახება ინფორმაცია „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის №2205-IIს დადგენილებით გაუქმებული თვითმმართველი ერთეულების შესახებ. 4. თუ თვითმმართველი ერთეულის დასახელება შეიცვალა საქართველოს ორგანული კანონიდან „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გამომდინარე, მუნიციპალიტეტების რეესტრში, ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე, ხოლო ამავე კოდექსში ცვლილების შემთხვევაში, ცვლილების ამოქმედებიდან 7 დღის ვადაში კორექტირდება შესაბამისი მონაცემები და კეთდება ცვლილების შესახებ ჩანაწერი.

  7. 5. სააგენტო უფლებამოსილია, მისთვის მუნიციპალიტეტის მონაცემების მუნიციპალიტეტების რეესტრში ასახვის მიზნით, ამ წესის შესაბამისად, 2014 წლის 1 სექტემბრამდე წარდგენილი განცხადების განხილვისა და მუნიციპალიტეტების შესახებ მონაცემების რეესტრში ასახვისათვის ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი ვადა, დასაბუთებული გადაწყვეტილებით, გაზარდოს ერთ თვემდე. 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა მუნიციპალიტეტებმა 2015 წლის 1 იანვრამდე უნდა წარმოადგინონ მუნიციპალიტეტების რეესტრში თვითმმართველი თემების ადმინისტრაციული ცენტრებისა და დასახლებების დასახელებების (თითოეული დასახლების კატეგორიის მითითებით) ასახვასთან დაკავშირებით განცხადება, ხოლო მუნიციპალიტეტების შესახებ მონაცემებში ცვლილება განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად. 7. „მუნიციპალიტეტების გაყოფისა და თვითმმართველი თემების − მუნიციპალიტეტების შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 4 აპრილის №2205-IIს დადგენილებით შექმნილმა მუნიციპალიტეტებმა ამ წესით გათვალისწინებული განცხადებების სააგენტოსთვის წარდგენა უნდა უზრუნველყონ 2015 წლის 1 იანვრამდე. 8. ამ წესის ამოქმედებამდე სააგენტოში წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მუნიციპალიტეტების რეესტრში მუნიციპალიტეტების შესახებ მონაცემების ასახვა განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად, ხოლო მონაცემების რეესტრში ასახვის ვადა აითვალოს ამ წესის ამოქმედების დღიდან. 9. ამ წესით განსაზღვრული მუნიციპალიტეტის მერის ფუნქციებს ახალგორის, ერედვის, ქურთის, თიღვისა და აჟარის მუნიციპალიტეტებში ასრულებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგებელი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №296 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ.

  8. დანართი №1 მუნიციპალიტეტების რეესტრის ფორმა მუნიციპა http://www.matsne.gov.ge 01026004022027016542 ლიტეტის გადამხდელად მუნიციპა რეგისტ თვითმმარ მუნიციპა თვითმმართველ ლიტეტის თემში შემავალი რაციის მუნიციპა მუნიციპა თველი ადმინისტ ლიტეტის დასახლებები თარიღი და თემის ლიტეტის რეესტრში (თითოეული რეგისტ რაციული ლიტეტის ადმინისტ მონაცემების რეგისტრაციის დასახლების საზღვრები დასახელება ნომერი და კატეგორიის რაციის და ცვლილებები2 რაციული თარიღი მითითებით) საიდენტი სქემატური ცენტრი რუკა1 ფიკაციო ნომერი 1 2 3 4 5 6 7 შენიშვნები: 1 მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრებისა და სქემატური რუკის გრაფაში დამოუკიდებლად იწერება „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრები“ და „სქემატური რუკა“ (მათი არსებობის შემთხვევაში), რომლებთანაც ბმულის სახით უნდა იყოს დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტები. 2016 წლის 1 იანვრამდე - შესაბამის მონაცემებზე ბმულის მეშვეობით გადასვლის ტექნიკურ უზრუნველყოფამდე - სათანადო გრაფაში დამატებით მიეთითება შემდეგი ტექსტი: „(დაცულია სააგენტოში)“. 2 შესაბამის გრაფაში შეიტანება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მონაცემების ცვლილების რეესტრში ასახვის თარიღი, ცვლილების საფუძველი.

  9. http://www.matsne.gov.ge 01026004022027016542

Order No. 36 of 2014 of Minister of Justice of Georgia on Rules for Maintaining Registry of Municipalities · Nelum