تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Order No 33 of 2009 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Transferring and Receiving Special Area Provided by General License of Forest Use, Special License for Timber Processing and Special License for Organizing Hunting Industry

صدر في 2009-09-10 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №33 ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Forestry, Wild species and ecosystems
الكلمات المفتاحية
forest management/forest conservation, forestry protection measures, authorization/permit, legal proceedings/administrative proceedings, hunting authorization/permit, hunting/capture

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. 1 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 390.050.020.22.023.013.530 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №33 2009 წლის 10 სექტემბერი ქ. თბილისი ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესისა და ფორმის შესახებ „ტყით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №132 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესი (დანართი 1). 2. დამტკიცდეს თანდართული „ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა (დანართი 2). 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ხაჩიძე შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №37 - სსმ III, №125, 16.10.2009წ., მუხ.1448 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №59 - სსმ III, №152,22.11.2010წ., მუხ.2166 დანართი 1 ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების განხორციელების წესი და ფორმა მუხლი 1. ზოგადი დებულებანი ეს წესი არეგულირებს სამართლებრივ ურთიერთობას, რომელიც წარმოიშობა ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიით, ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიით ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება ჩაბარების დროს. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებანი ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სატყეო სააგენტო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო; 2 ბ) უფლებამოსილი ორგანო – ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს ტერიტორიული ორგანოები; გ) ლიცენზია – ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზია, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია; დ) ლიცენზიანტი – ლიცენზიის მფლობელი პირი ან პირი, რომელიც ფლობდა ლიცენზიას და არ გადაუბარებია ლიცენზიით გათვალისწინებული ფართობი ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოსათვის. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №59 - სსმ III, №152,22.11.2010წ., მუხ.2166 მუხლი 3. მიღება-ჩაბარების განხორციელება 1. ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარებას ახორციელებენ, ერთი მხრივ, უფლებამოსილი ორგანო და, მეორე მხრივ, ლიცენზიანტი. 2. ლიცენზიის მიღებიდან 12 თვის ვადაში ლიცენზიანტი ვალდებულია უფლებამოსილი ორგანოსაგან ეტაპობრივად, თითოეული კვარტალის მიხედვით ჩაიბაროს ლიცენზიით განსაზღვრული ტერიტორია დანართ 2-ში მოყვანილი მიღება-ჩაბარების აქტით. 3. ლიცენზიანტი და უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლები ლიცენზიით განსაზღვრულ ტერიტორიაზე ერთობლივად აღრიცხავენ უკანონო ჭრებს და სხვა დარღვევა ნაკლოვანებებს, რაც შესაბამისად აისახება მიღება-ჩაბარების აქტში. 4. მიღება-ჩაბარება ხორციელდება თითოეული კვარტალის გადაბარებით. კვარტალის გადაბარების შემდეგ გადაბარებული ტერიტორიის დაცვაზე (ვიდრე ლიცენზიანტი ლიცენზიით გათვალისწინებულ ფართობს მიღება-ჩაბარების აქტით არ დაუბრუნებს ტყის მართვის უფლების მქონე ორგანოს) პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიანტს. 5. ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვიდან ან დადგენილ ვადამდე ლიცენზიის გაუქმებიდან 6 თვის ვადაში ლიცენზიით სარგებლობაში გადაცემული ტერიტორია მიღება ჩაბარების აქტით (დანართი 2) უბრუნდება უფლებამოსილ ორგანოს ამ წესით განსაზ ღვრული პროცედურებით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ლიცენზიანტს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. მუხლი 4. მიღება-ჩაბარების აქტი 1. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს სახელით მიღება ჩაბარების აქტს ხელს აწერს იმ უფლებამოსილი ორგანოს სატყეო უბნის უფროსი ან ადმინისტრაციის დირექტორი და ტყისმცველი ან რეინჯერი, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს ლიცენზიით განსაზღვრული ფართობი. 2. ლიცენზიანტი მიღება-ჩაბარების აქტს ხელს აწერს პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით, რომლის უფლებამოსილებაც დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობით. 3. მიღება-ჩაბარების აქტში უნდა დაფიქსირდეს მხარეთა სრული რეკვიზიტები. 4. მიღება-ჩაბარების აქტი ძალაში შედის ორივე მხარის მიერ მისი ხელმოწერის დღიდან. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №59 - სსმ III, №152,22.11.2010წ., მუხ.2166 დანართი №2 ლიცენზიით განსაზღვრული ფართობის მიღება-ჩაბარების ა ქ ტ ი №......... თითოეული კვარტალის მიხედვით „ “ „ “ 20 წელი 3 ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ტერიტორიული ორგანო ორგანოს დასახელება სატყეო უბანი , ყოფილი სატყეო სარეინჯერო (სამცველო) კვარტალი № უკანონო ჭრებისა და სხვა დარღვევების შესახებ კვარტალის აღწერილობა ნომერი რიგზე № მერქნიანი მცენარის ჯიში ძირკვის გადანაჭრის საშუალო დიამეტრი (სმ) ძირკვის მდგომარეობა გადანაჭრის მიხედვით ფერშეუცვლელი (ნათელი ფერის) ფერშეცვლილი 1 2 3 4 5 სულ რაოდენობა: სხვა დარღვევების ჩამონათვალი ფართობის მითითებით. რეინჯერი, ტყისმცველი სახელი, გვარი ხელმოწერა ბ.ა. 4 იწერება ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ტერიტორიული ორგანოს დასახელება. სატყეო უბნის უფროსი ან ადმინისტრაციის დირექტორი სახელი, გვარი ხელმოწერა ბ.ა. ლიცენზიანტის მინდობილობით აღჭურვილი პირის დასახელება მინდობილობის №, სახელი, გვარი ხელმოწერა შენიშვნა: ა) მუქი, სოკოებით დაავადებული, ხავსმოკიდებული, ფუტურო ძირკვები, აგრეთვე ადრეულ პერიოდში ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოების მიერ აღრიცხული ძირკვები აქტში არ შეიტანება. ბ) მე-4 და მე-5 გრაფებში მონაცემები შეიტანება „+“ ნიშნით; გ) ძირკვების აღრიცხვისას გადანაჭერზე მრიცხველში იწერება რიგითი ნომერი და მნიშვნელში – ძირკვის გადანაჭრის საშუალო დიამეტრი. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2009 წლის 12 ოქტომბრის ბრძანება №37 - სსმ III, №125, 16.10.2009წ., მუხ.1448 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 18 ნოემბრის ბრძანება №59 - სსმ III, №152,22.11.2010წ., მუხ.2166

Order No 33 of 2009 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Transferring and Receiving Special Area Provided by General License of Forest Use, Special License for Timber Processing and Special License for Organizing Hunting Industry · Nelum