Order No. 2-772 of 2020 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Rules for Maintenance of Registry of Extended Producer Responsibilities in relation to Management of Waste from Tyres
صدر في 2020-08-31 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის ბრძანება №2-772 საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Waste and hazardous substances
- الكلمات المفتاحية
- business/industry/corporations, consumer protection, cooperative/producer organization, hazardous waste, packaging/labelling, recycling/reuse, waste disposal, waste domestic sources, waste management, waste non-domestic sources
- الفئات
- *
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-772 2020 წლის 31 აგვისტო ქ. თბილისი საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „საბურავების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე 7 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრის (შემდგომში – „მგვ რეესტრი“) წარმოების წესი შემუშავებულია „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „საბურავების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით და განსაზღვრავს საბურავების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის (საბურავების) მწარმოებლების (შემდგომში – „მწარმოებელი“) და მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციების (შემდგომში – „მგვ ორგანიზაცია“) მგვ რეესტრში რეგისტრაციის პირობებს და ანგარიშგების წესს. 2. მგვ რეესტრს ქმნის და ადმინისტრირებას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა სოფლის მეურნეობის სამინისტრო (შემდგომში –„სამინისტრო“). მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტი – საბურავები; ბ) ახალი მწარმოებელი – პირი, რომელსაც მგვ რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულება წარმოეშობა 2021 წლის 1 ივნისის შემდეგ; გ) მეორადი საბურავი – ექსპლუატაციაში ნამყოფი საბურავი, რომლის გამოყენება შესაძლებელია თავდაპირველი დანიშნულებით; http://www.matsne.gov.ge 34017000022023016644 დ) აღდგენილი საბურავი – პროტექტორის აღდგენის შედეგად მიღებული ექსპლუატაციაში ნამყოფი საბურავი. 2. ამ წესის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება „ნარჩენების მართვის კოდექსით“ და „საბურავების ნარჩენების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №325 დადგენილებით განსაზღვრული ტერმინები. მუხლი 3. მგვ რეესტრის ადმინისტრირება 1. მგვ რეესტრის ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი, რომელიც ახორციელებს წარდგენილი ინფორმაციის მიღებას, დამუშავებას, ანალიზს, მონიტორინგს, შესაბამისი ანგარიშების მომზადებას, საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 2. მგვ რეესტრის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს სამინისტროს სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი“ რომელიც პასუხისმგებელია მგვ რეესტრის პროგრამულ უზრუნველყოფასა და გამართულ მუშაობაზე, მონაცემთა დაცვაზე და სხვა სახის ტექნიკურ მხარდაჭერაზე. 3. მგვ რეესტრის პროგრამული უზრუნველყოფა ხდება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მისი არსებულ მონაცემთა ბაზებთან და საინფორმაციო სისტემებთან თავსებადობის გათვალისწინებით. მუხლი 4. მგვ რეესტრის მონაცემების საჯაროობა 1. მგვ რეესტრში შეტანილი მონაცემებიდან საჯაროა და სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე ქვეყნდება შემდეგი მონაცემები: ა) ინფორმაცია წლის განმავლობაში ბაზარზე განთავსებული საბურავების ჯამური რაოდენობისა და წონის შესახებ; ბ) მგვ ორგანიზაციების და მისი წევრების სია. 2. ინფორმაცია კონკრეტული მწარმოებლის მიერ ბაზარზე განთავსებული საბურავების შესახებ არ არის საჯარო. მუხლი 5. მგვ რეესტრში რეგისტრაცია 1. ყველა მწარმოებელი ვალდებულია 2021 წლის 1 ივნისამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში. 2. ახალი მწარმოებელი ვალდებულია მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე გაიაროს რეგისტრაცია მგვ რეესტრში. 3. მგვ ორგანიზაცია ვალდებულია ავტორიზაციის მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში დარეგისტრირდეს მგვ რეესტრში. 4. მგვ რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდება ვებგვერდზე my.mepa.gov.ge, სპეციალური ფორმის შევსების გზით. 5. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის მწარმოებელი მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართი 1-ს. 6. მგვ ორგანიზაცია მგვ რეესტრში რეგისტრაციის მიზნით ავსებს ამ წესის დანართი 2-ს. 7. მგვ რეესტრში ინფორმაციის სრულად შეტანის შემდეგ მწარმოებელს/მგვ ორგანიზაციას ენიჭება უნიკალური კოდი და იგი ითვლება რეგისტრირებულად. http://www.matsne.gov.ge 34017000022023016644 8. სარეგისტრაციო ფორმაში (დანართ 1, დანართ 2) წარმოდგენილი ინფორმაციის ცვლილებისას მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია ვალდებულია მგვ რეესტრში ასახოს აღნიშნული ცვლილება მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. 9. მწარმოებელი/მგვ ორგანიზაცია პასუხისმგებელია სარეგისტრაციო ფორმაში წარმოდგენილი ინფორმაციის სისწორეზე. მუხლი 6. რეგისტრაციის გაუქმება 1. მწარმოებელი აუქმებს მგვ რეესტში რეგისტრაციას, თუ იგი წყვეტს მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის ბაზარზე განთავსებას. 2. მგვ რეესტრის ადმინისტრატორი აუქმებს მგვ ორგანიზაციის რეგისტრაციას ავტორიზაციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 7. ანგარიშგება მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ 1. მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას დაქვემდებარებული პროდუქტის შესახებ ანგარიშგება ხორციელდება ყოველთვიურად. წინა თვის ინფორმაცია ბაზარზე განთავსებული პროდუქციის შესახებ შეტანილი უნდა იქნეს მომდევნო თვის 10 რიცხვამდე. 2. მწარმოებელი უფლებამოსილია მგვ ორგანიზაციას მიანიჭოს უფლებამოსილება მგვ რეესტრში მისი სახელით მოახდინოს ბაზარზე განთავსებული პროდუქტების შესახებ ანგარიშგება. 3. მწარმოებელი ან მგვ ორგანიზაცია დანართი 3-ის შესაბამისად წარადგენს ინფორმაციას მგვ რეესტრში. 4. იმ შემთხვევაში, თუ თვის განმავლობაში მწარმოებლების მიერ არ ხორციელდება ბაზარზე პროდუქტების განთავსება, დეკლარაციის წარდგენა უნდა მოხდეს ნულოვანი რაოდენობით. მუხლი 8. მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაციის ცვლილება /განახლება 1. მგვ ორგანიზაციას/მწარმოებელს უფლება აქვს ერთჯერად შეასწოროს ამ წესის მე-7 მუხლის შესაბამისად მგვ რეესტრში შეტანილი ინფორმაცია. 2. შესწორება უნდა განხორციელდეს მიმდინარე თვის არაუგვიანეს 20 რიცხვისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ ინფორმაციის შეცვლა არ დაიშვება. 3. თუ შესწორება ეხება წინა თვეების მონაცემების ცვლილებას მგვ ორგანიზაცია/მწარმოებელი ვალდებულია მგვ რეესტრში შეიტანოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოთხოვნა შესწორების შესახებ; ბ) სწორი ინფორმაცია, რომლითაც ჩანაცვლდება ძველი მონაცემები; გ) კომენტარების ველში შესწორების მიზეზი. 4. მგვ რეესტრში ფიქსირდება შესწორების შეტანის და შეტყობინების წარდგენის თარიღები, ასევე შესწორების არსი და მიზეზი. http://www.matsne.gov.ge 34017000022023016644 დანართი 1 საბურავების მწარმოებლების მგვ რეესტრში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტრაცის გაუქმების ფორმა რეგისტრაცია რეესტრში რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის განახლება რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის გაუქმების თარიღი და მიზეზი (მონიშნეთ „X”-ით ) მწარმოებლის სახელწოდება: ეკონომიკური საქმიანობის კოდი: საიდენტიფიკაციო ნომერი : ვარ საქართველოში მწარმოებელი: ვარ იმპორტიორი: საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო ინდექსი იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი ტელეფონი ელ.ფოსტა ვებგვერდი: საკონტაქტო პირი: სახელი: გვარი: ტელეფონი: ელ.ფოსტა: რეგისტრაციის წინა წელს ბაზარზე განთავსებული საბურავების და საანგარიშო წლისათვის საპროგნოზო საბურავების რაოდენობა (ტონა) წინა წელს ბაზარზე განთავსებული საბურავების რაოდენობა (ტონა) საანგარიშო წლისათვის საპროგნოზო საბურავების რაოდენობა (ტონა) ინფორმაცია მგვ ორგანიზაციის წევრობის შესახებ (მონიშნეთ „Х”-ით, თუ მწარმოებელი არის კოლექტიური მგვ ორგანიზაციის წევრი) მგვ ორგანიზაცია მგვ ორგანიზაციის სახელწოდება ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით) დამატებითი კომენტარები: პასუხისმგებელი პირის სახელი /გვარი ხელმოწერა კომპანიის სახელწოდება: კომპანიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა დანართი 2 საბურავების მგვ ორგანიზაციის მგვ ორგანიზაციაში რეგისტრაციის, ინფორმაციის განახლების და რეგისტრაციის გაუქმების ფორმა რეგისტრაცია რეესტრში რეესტრში წარმოდგენილი ინფორმაციის განახლება რეგისტრაციის გაუქმება რეგისტრაციის გაუქმების თარიღი და მიზეზი (მონიშნეთ „X”-ით ) მგვ ორგანიზაციის სახელწოდება: საიდენტიფიკაციო ნომერი: საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო ინდექსი იურიდიული მისამართი ფაქტობრივი მისამართი ტელეფონი ელ.ფოსტა ვებგვერდი: საკონტაქტო პირი: სახელი: გვარი: ტელეფონი: ელ.ფოსტა: ივსება მგვ ორგანიზაციის კოლექტიური სქემის შემთხვევაში მგვ ორგანიზაციაში შემავალ მწარმოებელთა ნუსხა საგადასახადო კოდის მითითებით (ინფორმაცია თითოეული მწარმოებლის შესახებ ივსება ცალკე გრაფაში) 1. 9. 2. 10. 3. 11. 4. 12. 5. 13. 6. 14. 7. 15. 8. 16. ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით) დამატებითი კომენტარები: მგვ ორგანიზაციის სახელწოდება : პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა წარდგენის თარიღი: დანართი 3 მწარმოებლების მიერ ბაზარზე განთავსებული საბურავების ყოველთვიური ანგარიშგების ფორმა მწარმოებლის დასახელება მწარმოებლის რეესტრის ნომერი რიცხვი, თვე, წელი ვარ მგვ ორგანიზაცია და ანგარიშგებას ვახდენ მწარმოებლის სახელით მგვ ორგანიზაციის სახელწოდება მგვ ორგანიზაციის რეესტრის ნომერი No საბურა ვის დიამეტ რი თითოუ ლი საბურავ ის წონა რაოდენო ბა (თვიურა დ ერთეულე ბში) ჯამური წონა (თვიურ ად ტონებშ ი) ახა ლი მეორ ადი აღდგე ნილი იმპორ ტირებ ული საქართვე ლოში წარმოებუ ლი სასაქონლ ო კოდი 2 2 3 4 5 6 7 8 9 10 ჯამი ჯამი ჯა მი ჯამი ჯამი ჯამი ჯამი ვადასტურებ, რომ არ არსებობს სხვა არადეკლარირებული რაოდენობები (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით, თუ საანგარიშო პერიოდისთვის არ არსებობს სხვა რაოდენობები) ვადასტურებ წარმოდგენილი ინფორმაციის ნამდვილობას (სავალდებულოა, მონიშნეთ „X”-ით) დამატებითი კომენტარები: პასუხისმგებელი პირის დასახელება: ხელმოწერა: