Order No. 2-616 of 2019 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Methodology for Determining Priorities for Planned Assessments of Regulated Objects
صدر في 2019-07-03 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის ბრძანება №2-616 რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Environment, Fisheries and aquaculture, Forestry, Wild species and ecosystems
- الكلمات المفتاحية
- environmental impact assessment (EIA), policy/planning, risk assessment/management, inspection, governance, enforcement/compliance, environmental standards, standards, protection of environment, fishing authorization, fishery management and conservation, authorization/permit, timber extraction/logging, forest management/forest conservation, hunting authorization/permit, hunting/capture
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-616 2019 წლის 3 ივლისი ქ. თბილისი რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის და „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ სახელმწიფო კონტროლის განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 თებერვლის №61 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის 11 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგია“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დანართი რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის მეთოდოლოგია მუხლი 1. მეთოდოლოგიის მიზნები მეთოდოლოგიის მიზნებია: ა) ხელი შეუწყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) საქმიანობაში რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვისადმი სისტემური მიდგომის დანერგვას, ეკოლოგიური რისკებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასთან დაკავშირებული რისკების ანალიზის გათვალისწინებით; ბ) დაეხმაროს დეპარტამენტს რეგულირების ობიექტების გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრაში, პრიორიტეტების დადგენის ორგანიზაციული ასპექტების, კრიტერიუმებისა და ალგორითმების გამოყენებით. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება წინამდებარე მეთოდოლოგიის მიზნებისათვის, ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) რისკი და რისკის შეფასება – მოიცავს ყველა ფაქტორს, რომელიც გათვალისწინებულია გეგმური შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრისას და ფასდება პირობითი ქულებით. მეთოდოლოგიის მიზნებისთვის გამოყენებულია რისკის ორი კატეგორია: ა.ა) ეკოლოგიური რისკები – რისკის შეფასება ეყრდნობა დაშვებას, რომ ზოგიერთ საქმიანობას, ტექნოლოგიურ პროცესს/წარმოებას, სხვა საქმიანობასთან შედარებით, გააჩნია პოტენციურად უფრო ძლიერი მავნე ზემოქმედება გარემოზე და საჭიროებს შედარებით ინტენსიურ კონტროლს; ა.ბ) კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები – რისკის შეფასება, რომელიც დაკავშირებულია რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებასთან. ბ) მსხვილი ობიექტები – გარემოზე მნიშვნელოვანი ზემოქმედების მქონე ობიექტები, რომლებზეც გაცემულია გარემოსდაცვითი ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზია (გარდა ნავთობისა, http://www.matsne.gov.ge 36016000022023016587 გაზისა და სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის ლიცენზირებისა). გ) ნებართვა – გარემოსდაცვითი ნებართვა, გარემოზე ზემოქმედების ნებართვა, ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. დ) ლიცენზია – ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზია (გარდა ნავთობის, გაზისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზირებისა). ე) მცირე და საშუალო ობიექტები – ობიექტები, რომლებიც არ ხვდებიან „მსხვილი ობიექტების“ განმარტებაში. მუხლი 3. გეგმური შემოწმების სახეები და სიხშირე 1. რეგულირების ობიექტების საქმიანობის სპეციფიკისა და შემოწმების მიზნებიდან გამომდინარე, შემოწმება შეიძლება იყოს კომპლექსური, მიზნობრივი, ასევე შერჩევითი (დიდი ფართობის მქონე ობიექტის შემოწმებისას). მიზნობრივი შემოწმება ხორციელდება კონკრეტული მოთხოვნების/ვალდებულებების შესრულების ან/და გარემოს ცალკეული კომპონენტების მდგომარეობის შესასწავლად. 2. შემოწმებათა განხორციელების სიხშირის დადგენისას მხედველობაში მიიღება საქმიანობის პოტენციური რისკის დონე გარემოსათვის, ან კონკრეტული რეგულირების ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები (დანართი 4). შემოწმების სიხშირეზე შესაძლოა გავლენა იქონიონ სხვა ფაქტორებმაც, როგორიცაა: დეპარტამენტის პრიორიტეტები, საკანონმდებლო რეგულაციები, არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსები. 3. ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტები იყოფა რისკის სამ კატეგორიად: მაღალ, საშუალო და მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებად. 4. ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების სასურველი სიხშირე რისკების კატეგორიების შესაბამისად დგინდება შემდეგნაირად: ა) მაღალი კატეორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – ყოველწლიურად; ბ) საშუალო კატეორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 2 წელიწადში ერთხელ; გ) მცირე კატეგორიის რისკის მქონე ობიექტებისათვის – 3-4 წელიწადში ერთხელ. 5. ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტების შემოწმების მინიმალური რაოდენობა რისკის კატეგორიების მიხედვით, დეპარტამენტის ადამიანური და საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით განისაზღვრება დეპარტამენტისა და მისი ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით ამ მეთოდოლოგიის დანართი 2-ის შესაბამისად. 6. დეპარტამენტი ყოველწლიურად განსაზღვრავს მცირე და საშუალო ობიექტების შემოწმების კონკრეტულ რაოდენობას. მცირე და საშუალო ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება საქმიანობის პრიორიტეტული სფეროს/მიმართულების მიხედვით და ტერიტორიის სპეციფიკის გათვალისწინებით. მუხლი 4. რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის ზოგადი სისტემა რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის პროცესის საბოლოო შედეგი ითვალისწინებს შემდეგი დოკუმენტების მომზადებას: ა) დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელი რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა (შემდგომში – შემოწმებათა წლიური გეგმა), რომელსაც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეთანხმებით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ამტკიცებს დეპარტამენტის უფროსი; ბ) შემოწმებათა წლიური გეგმის საფუძველზე შედგენილი დეპარტამენტის ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების გეგმურ შემოწმებათა წლიური გეგმა-გრაფიკი. მუხლი 5. შემოწმებათა წლიური გეგმის შინაარსი შემოწმებათა წლიურ გეგმაში (დანართი 1) აისახება შემდეგი ინფორმაცია: ა) მსხვილი ობიექტები – ობიექტის დასახელება, ობიექტის საქმიანობის სახე, ადგილმდებარეობა, შემოწმების სახე (კომპლექსური, მიზნობრივი, შერჩევითი), შემოწმების მიზანი, ნებართვის/ლიცენზიის ნომერი, შემოწმების განხორციელების პერიოდი (კვარტალი), შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში); ბ) მცირე და საშუალო ობიექტები – პრიორიტეტული საქმიანობა, შემოწმების სახე (კომპლექსური, მიზნობრივი, შერჩევითი), შემოწმების მიზანი, შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა, შემოწმების განხორციელების პერიოდი და შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტურული ერთეულები (მათი არსებობის შემთხვევაში). მუხლი 6. გეგმურ შემოწმებათა დაგეგმვის ეტაპები 1. გეგმიურ შემოწმებათა დაგეგმვა ხორციელდება შემდეგი პროცედურებისა და ფაქტორების გათვალისწინებით: ა) საბიუჯეტო და ადამიანური რესურსების ანალიზი: http://www.matsne.gov.ge 36016000022023016587 ა.ა) საშუალოვადიანი ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; ა.ბ) ინსპექტორების რიცხოვნობა, კვალიფიკაცია. ბ) რეგულირების ობიექტების სტრუქტურის ანალიზი: ბ.ა) რეგულირების ობიექტების იდენტიფიცირება; ბ.ბ) რეგულირების ობიექტების შესახებ მონაცემების (მათ შორის, ინფორმაცია გაცემული ნებართვის/ლიცენზიის შესახებ, განხორციელებული ინსპექტირებისა და გატარებული რეაგირების შესახებ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან, სხვა უწყებებიდან, რეგულირების ობიექტებიდან მიღებული ინფორმაცია და სხვა) უწყვეტი შეგროვება და განახლება. გ) პრიორიტეტების მიმოხილვა: გ.ა) დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული შესამოწმებელ საქმიანობათა პრიორიტეტული მიმართულებები და რისკ-ფაქტორები, როგორც მსხვილი, ისე მცირე/საშუალო ობიექტებისთვის, რომლებიც თანხმდება სამინისტროსთან; გ.ბ) საჭიროების შემთხვევაში, ადგილობრივი პრიორიტეტები; დ) შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობის შეფასება – რეგულირების ობიექტების შესახებ დეპარტამენტში არსებული მონაცემების საფუძველზე და რეგულირების ობიექტების რაოდენობიდან გამომდინარე, დეპარტამენტის ერთ სამოქმედო ტერიტორიაზე გაანგარიშებით შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური ოდენობის შეფასება როგორც მსხვილი ობიექტების, ისე მცირე და საშუალო ობიექტებისათვის, დანართი 2-ის შესაბამისად; ე) შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტების განსაზღვრა: ე.ა) დეპარტამენტში არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მსხვილი ობიექტის შემოწმება, შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად; ე.ბ) მცირე და საშუალო ობიექტების შემოწმება, სულ მცირე, ორი პრიორიტეტული მიმართულებიდან, განხორციელდება ყოველწლიურად. ამასთან, არსებული ადამიანური და საბიუჯეტო რესურსებიდან გამომდინარე, თუ შეუძლებელია ყველა მცირე და საშუალო ობიექტის შემოწმება, შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტების რაოდენობა განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად. ამ შემთხვევაში, შემოწმებას დაქვემდებარებული ობიექტები შეირჩევა შემთხვევითობის პრინციპით (ელექტრონული პროგრამის მეშვეობით – მისი არსებობის შემთხვევაში). ვ) შემოწმებათა ჩატარების სიხშირის განსაზღვრა: ვ.ა) მეთოდოლოგიის საფუძველზე შეფასდება ეკოლოგიური რისკები და ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები რეგულირების ობიექტების მიხედვით; ვ.ბ) განხორციელედება ობიექტების კატეგორიზაცია მაღალი, საშუალო და მცირე რისკის ობიექტებად, რის შემდგომაც შემოწმებები განხორციელდება ამ მეთოდიკით განსაზღვრული სიხშირით, დანართი 3-ის შესაბამისად; ვ.გ) ამავე პროცესში განისაზღვრება გეგმური შემოწმების სახე (კომპლექსური, მიზნობრივი, შერჩევითი). 2. დასაშვებია წლიური გეგმის კორექტირება, დაგეგმვის განმსაზღვრელი პირობების, მათ შორის, კრიტერიუმებისა და მათთან დაკავშირებული ინფორმაციის შეცვლის, ან/და ახალი გარემოებების გამოვლენის შემთხვევაში. მუხლი 7. შემოწმებათა წლიური გეგმის საჯაროობა შემოწმებათა წლიური გეგმა საჯაროა და ექვემდებარება დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსებას. მუხლი 8. რისკების შეფასების სისტემა 1. რეგულირების ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის დასადგენად გამოიყენება პირობით ქულებზე დაფუძნებული რისკების შეფასების სისტემა. 2. რისკების შეფასების სისტემას საფუძვლად უდევს: ა) ეკოლოგიური რისკის კრიტერიუმები, რომელთა განსაზღვრა შესაძლებელია მოხდეს კომპლექსურად, სხვადასხვა გამოკვლევებზე, შეფასებებზე, სანებართვო/სალიცენზიო და სხვა მარეგულირებელ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით; ბ) კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმები, რომელთა განსაზღვრა ხორციელდება ობიექტის მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაციის, ინსპექტირების შედეგების, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების, სამინისტროს ან სხვა უწყებების/ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისა და საჩივრების საფუძველზე. 3. რეგულირების ობიექტის რისკის დონე (რისკის კატეგორია) და შემოწმების სიხშირე განისაზღვრება ამ კონკრეტული ობიექტისათვის ეკოლოგიური რისკისა და კონკრეტული ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკის კრიტერიუმების შესაბამისად მინიჭებული პირობითი ქულების საერთო რაოდენობისა და დანართი 3-ის შესაბამისად. 4. რისკის მახასიათებელი პირობითი ქულების ჯამური მაჩვენებელი შეიძლება შეიცვალოს (შემცირდეს ან გაიზარდოს) რისკ-ფაქტორთა პრიორიტეტულობის ცვლილებისა და ინსპექტირების შესაძლებლობებიდან http://www.matsne.gov.ge 36016000022023016587 გამომდინარე. მუხლი 9. შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრის ეტაპები შემოწმების პრიორიტეტების განსაზღვრა ხორციელდება რამდენიმე ეტაპად: ა) ეტაპი 1 – რეგულირების ობიექტების იდენტიფიცირება; ბ) ეტაპი 2 – რეგულირების ობიექტების ეკოლოგიური რისკებისა და რეგულირების ობიექტების საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება პირობითი ქულებით ამ მეთოდოლოგიის მე-10, მე-11, მე-12 ან მე-13 მუხლების შესაბამისად; დ) ეტაპი 3 – პირობითი ქულების გაანგარიშება დეპარტამენტის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების ან/და რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით; ე) ეტაპი 4: ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტების განაწილება რისკების კატეგორიის მიხედვით, დანართი 3-ის შესაბამისად. მუხლი 10. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტისთვის ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 5-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად. მუხლი 11. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 6-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად. მუხლი 12. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 7-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად. მუხლი 13. ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები თევზჭერის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის თევზჭერის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები ფასდება პირობითი ქულებით, ამ მეთოდოლოგიის დანართი 8-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მათი მახასიათებლების შესაბამისად. http://www.matsne.gov.ge 36016000022023016587 დანართი 1 სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ განსახორციელებელ რეგულირების ობიექტების გეგმურ შემოწმებათა –––––– წლის გეგმა ა) მსხვილი ობიექტები № ობიექტის დასახელება საქმიანობის სახე ადგილმდებარეობა შემოწმების სახე და მიზანი ნებართვის / ლიცენზიის № შემოწმების განხორციელების პერიოდი (კვარტალი) შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/ სტრუქტურუ ლი ერთეულები ბ) მცირე და საშუალო ობიექტები № პრიორიტეტული საქმიანობა შემოწმების სახე და მიზანი შესამოწმებე ლი ობიექტების რაოდენობა შემოწმების განხორციელების პერიოდი შემოწმებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული შემოწმებაში მონაწილე სხვა სამსახურები/სტრუქტუ რული ერთეულები დანართი 2 შესამოწმებელი ობიექტების მინიმალური რაოდენობა ობიექტების საერთო რაოდენობა ყოველწლიურად შესამოწმებელი ობიექტების რაოდენობა 2-5 2 6-10 3 11-20 4 21-40 5 41-70 6 71-110 7 111-150 8 151-200 10 201-300 12 301-500 15 501-1000 20 1000-ზე მეტი 2% დანართი 3 შემოწმების სასურველი სიხშირე პირობითი ქულებით რისკების შეფასების შესაბამისად პირობითი ქულების ჯამი რისკის კატეგორია შემოწმების სიხშირე 50-ზე ნაკლები მცირე 3 წელიწადში ერთხელ 50-100 საშუალო 2 წელიწადში ერთხელ 100-ზე მეტი მაღალი 1 წელიწადში ერთხელ დანართი 4 ეკონომიკური სექტორისთვის დამახასიათებელი პოტენციური რისკი რისკი საქმიანობა პირობი თი ქულები მაღალ ი ნედლი ნავთობის გადამუშავება; ქვანახშირის, ბიტუმოვანი ფიქლის გათხიერება/ გაზიფიცირება (>500 ტონა/დღ); თბოელექტროსადგური, წვის სხვა დანადგარი (>10 მგვტ); ჰიდროელექტროსადგური (>5 მგვტ); თუჯის, ფოლადის, ფეროშენადნობების წარმოება; ფერადი ლითონების წარმოება; ქიმიური მრეწველობა; სახიფათო ნარჩენების განთავსება, ინსინერაცია, ქიმიური დამუშავება; 50 რისკი საქმიანობა პირობი თი ქულები არასახიფათო ნარჩენის განთავსება, ინსინერაცია, ქიმიური დამუშავება (>100 ტონა/დღ); ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა (>50 000 მოსახლ.); კაშხლის, სხვა ნაგებობის მშენებლობა/ექსპლუატაცია (>50 000 მ3 წყლის მოცულობა); მეფრინველეობის ფერმა (>60 000 სადგომით ქათმებისათვის); მეღორეობის ფერმა (>6000 სადგომით ღორებისათვის); წიაღისეულის ღია კარიერული წესით მოპოვება (>25 ჰა); წიაღისეული საწვავის, ქიმიური პროდუქტების საცავი (>1 000 მ3); საზღვაო პორტის მშენებლობა/ექსპლუატაცია საშუა ლო წვის დანადგარი ელექტროენერგიის წარმოებისათვის (>2 მგვტ); წიაღისეული საწვავის, თხევადი, ბუნებრივი აირის საცავი (>100 მ3); რადიოაქტიური ნარჩენების დამუშავება/შენახვა; ჰიდროელექტროსადგური (2-5 მგვტ); ქარის ენერგიის დანადგარი; თუჯის, ფოლადის დნობა პროდუქციის წარმოების მიზნით; შავი ლითონის დამუშავება (>50 ტონა/წ); ფერადი ლითონის დნობა (>20 ტონა/წ); სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება; ქვანახშირის დაკოქსვა; ასფალტის წარმოება; ცემენტის, კირის, გაჯის, თაბაშირის წარმოება; მინის/მინის პროდუქციის წარმოება; კერამიკული თიხის, კერამიკული პროდუქციის წარმოება; შუალედური პროდუქტის ქიმიური დამუშავებით ქიმიური ნივთიერების წარმოება; ფარმაცევტული პროდუქტების, საღებავების, ლაქების, პეროქსიდის, ელასტომერის/პლასტიკური მასალის წარმოება; ნავთობის, ნავთობპრ., ნავთობქიმიური/ქიმიური პროდუქტის საცავი; მცენარეული/ცხოველური ცხიმის წარმოება (>25 000 ტ/წ); ცხოველური/მცენარეული პროდუქტის დაკონსერვება (>25 000 ტ/წ); რძის პროდუქტის წარმოება (>20 ტ/დღ); ლუდისა და ალაოს წარმოება (>100 ტ/დღ); საკონდიტრო პროდუქციის წარმოება (3 ტ/დღ); ცხოველთა სასაკლაო (>30 სული/დღ); 30 რისკი საქმიანობა პირობი თი ქულები თევზის გადამუშავება (>5 000 ტ/წ); თევზსაშენი მეურნეობის მოწყობა (40 ტონაზე მეტი/წ); შაქრის წარმოება (>25 ტ/დღ); ქაღალდის/მუყაოს წარმოება (>10 ტ/დღ); ტექსტილის, საფეიქრო ბოჭკოს დამუშავება/ღებვა (1 ტ/დღ); ტყავის თრიმლვა/დამუშავება; საკონტეინერო ტერმინალი, და მასთან დაკავშირებული სარკინიგზო ხაზის მშენებლობა/ექსპლუატაცია; ნარჩენების განთავსება; ნარჩენების აღდგენა; სახიფათო ნარჩენების წინასწარი დამუშავება; სახიფათო ნარჩენის დროებითი შენახვის ობიექტი (>10 ტონა); ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის მოწყობა/ექსპლუატაცია; შლამსაცავის მოწყობა და ექსპლუატაცია დანართი 5 ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები ნებართვის მქონე რეგულირების ობიექტისთვის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები პირობითი ქულები ეკოლოგიური რისკები 1. საქმიანობისათვის დამახასიათებელი პოტენციური რისკი: მაღალი / საშუალო (შეფასდება დანართი 4-ის მიხედვით) 50 / 30 2. საწარმოო პროცესი/გაცემულ ნებართვებთან, სხვა მარეგულირებელ დოკუმენტებთან შესაბამისობა: საქმიანობა ხორციელდება 10 წელზე მეტი, მოდერნიზაციის გარეშე 20 საქმიანობა ხორციელდება 10 წელზე მეტი, ჩატარდა ან მიმდინარეობს მოდერნიზაცია 5 საქმიანობა ხორციელდება 10 წელი და ნაკლები 10 საქმიანობა ხორციელდება 3 წელი და ნაკლები 0 3. დაბინძურების შემცირების ტექნოლოგიები: ობიექტზე დანერგილია ენერგო/რესურსდამზოგი ტექნოლოგიები 5 ობიექტზე დანერგილია მცირენარჩენიანი ტექნოლოგია -10 ობიექტზე დანერგილია დაბინძურების შემცირების ეფექტური/ გაუმჯობესებული ტექნოლოგია 5 4. სენსიტიურ ობიექტებთან სიახლოვე: 100 მეტრზე ნაკლები 50 100-დან 250 მეტრამდე 30 250-დან 500 მეტრამდე 15 500 მეტრზე მეტი 0 ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები 5. თვითმონიტორინგი, ანგარიშგება: ობიექტს გააჩნია ნებართვით გათვალისწინებული თვითმონიტორინგის გეგმა: კი / არა 5 / 10 ობიექტი წარმოადგენს კანონმდებლობით/ნებართვით გათვალისწინებულ ანგარიშებს: კი / არა 5 / 10 6. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება: საჩივრები, საწარმოო ავარიები/ინციდენტები 5 ქულა – 1 საჩივრის, ავარიის/ინციდენტისთვი ს გამოვლენილი დარღვევევები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისად 5 ქულა – 1 დარღვევისთვის დარღვევა, რომლის შედეგად გამოანგარიშდა ზიანი 10 ქულა – 1 დარღვევისთვის განმეორებითი დარღვევები 20 ქულა – 1 დარღვევისთვის ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა 20 ქულა – 1 დარღვევისთვის დარღვევა, რომელზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე 30 ქულა – 1 დარღვევისთვის 7. გარემოსდაცვითი მენეჯმენტი: ობიექტს გააჩნია გარემოს დაცვაზე პასუხისმგებელი პერსონალი ან სტრუქტურული ერთეული: კი / არა 5 / 5 ობიექტზე სრულდება გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომელთა მომზადება/გადამზადების პროგრამა: კი / არა 10 / 5 ობიექტს გააჩნია გარემოსდაცვითი მენეჯმენტის სერტიფიკატი (ISO 14001, EMAS) : კი / არა 10 / 5 საქმიანობის პრიორიტეტულობა: წარმოადგენს დეპარტამენტის პრიორიტეტს 5 წარმოადგენს პრიორიტეტს ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით 5 წარმოადგენს დეპარტამენტის სპეციალურ პრიორიტეტს 50 არ წარმოადგენს პრიორიტეტს 0 შენიშვნა: კრიტერიუმის „სენსიტიურ ობიექტებთან სიახლოვე“ შეფასებისას – თუ ობიექტის საქმიანობა დაკავშირებულია წიაღისეულის გადამუშავებასთან, ცემენტის, კირის, გაჯისა და თაბაშირის წარმოებასთან, ფაქტობრივი მანძილი უნდა გაიყოს 2-ზე; თუ საქმიანობა დაკავშირებულია წვასთან, ინსინერაციასთან, ლითონების წარმოებასთან/დნობასთან, ფაქტობრივი მანძილი უნდა გაიყოს 4-ზე; თუ საქმიანობა სენსიტიურია რამდენიმე ობიექტის მიმართ, მიენიჭება მათ შორის ყველაზე მაღალი ქულა. დანართი 6 ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები პირობითი ქულები ეკოლოგიური რისკები 1. ლიცენზირების პროცესის ორგანიზება: ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელი ან მეტი 5 ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე მეტი და 2 წელზე ნაკლები 20 ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელი ან ნაკლები 50 ტყითსარგებლობის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 2 წელი ან მეტი 5 ტყითსარგებლობის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე მეტი და 2 წელზე ნაკლები 20 ტყითსარგებლობის გეგმის მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელი ან ნაკლები 50 2. ლიცენზირებული ტერიტორიის ფართობი: 700 ჰა-ზე ნაკლები 5 700 ჰა-დან -1500 ჰა-მდე 10 1500 ჰა-დან – 4000 ჰა-მდე 15 4000 ჰა-დან – 7000 ჰა-მდე 20 7000 ჰა ან მეტი 25 3. ლიცენზირებული ტერიტორის ინფრასტრუქტურა: გამოსასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების რაოდენობა 5-ზე ნაკლები 5 გამოსასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების რაოდენობა 5 დან 10-მდე 10 გამოსასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების რაოდენობა: 10 და მეტი 30 4. ლიცენზირებული ტერიტორის დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვე: 1 კმ-ზე ნაკლები 15 1კმ-დან 5კმ-მდე 10 5 კმ ან მეტი 5 ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები 5. ანგარიშგება და ტყის მოვლა/აღდგენის ღონისძიებები: კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების წარმოდგენა ხორციელდება დადგენილი წესის დაცვით: კი / არა 5 / 10 მოწყობილია სანერგე მურნეობა -10 ხორციელდება ტყის ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები (ბოლო 5 წლის განმავლობაში) 10 ხორციელდება მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები (ბოლო 5 წლის განმავლობაში) 10 ხორციელდება მოვლითი ჭრები, გარდა გავლითი ჭრისა (ბოლო 5 წლის განმავლობაში) 10 ხორციელდება ნიადაგის ეროზიისგან დაცვის ღონისძიებები (ბოლო 5 წლის განმავლობაში) 10 6. ტყეკაფები: მოქმედი ტყეკაფების რაოდენობა: 5-ზე ნაკლები 5 მოქმედი ტყეკაფების რაოდენობა: 5- დან 10-მდე 10 მოქმედი ტყეკაფების რაოდენობა: 10 და მეტი 20 ლიცენზირებულ ფართობში სოციალური ჭრის მოქმედი ტყეკაფების რაოდენობა: 5-ზე ნაკლები 10 ლიცენზირებულ ფართობში სოციალური ჭრის მოქმედი ტყეკაფების რაოდენობა: 5-დან 10-მდე 20 ლიცენზირებულ ფართობში სოციალური ჭრის მოქმედი ტყეკაფების რაოდენობა: 10 ან მეტი 30 7. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება: საჩივრები 5 ქულა – 1 საჩივრისთვის გამოვლენილი დარღვევევები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისად (ბოლო 5 წლის განმავლობაში) 5 ქულა – 1 დარღვევისთვის დარღვევა, რომლის შედეგად გამოანგარიშდა ზიანი (ბოლო 5 წლის განმავლობაში) 10 ქულა – 1 დარღვევისთვის ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა 15 ქულა – 1 დარღვევისთვის განმეორებითი დარღვევა 20 ქულა – 1 დარღვევისთვის დარღვევა, რომელზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ბოლო 5 წლის განმავლობაში 20 ქულა – 1 დარღვევისთვის საქმიანობის პრიორიტეტულობა: წარმოადგენს დეპარტამენტის პრიორიტეტს 5 წარმოადგენს პრიორიტეტს ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით 5 წარმოადგენს დეპარტამენტის სპეციალურ პრიორიტეტს 50 არ წარმოადგენს პრიორიტეტს 0 დანართი 7 ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები პირობითი ქულები ეკოლოგიური რისკები 1. ლიცენზირების პროცესის ორგანიზება: ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელი ან მეტი 5 ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები 50 სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა – გააჩნია / არ გააჩნია 30 / 30 ბუნებრივად გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილი არანაკლებ 4 სახეობა 30 2. ლიცენზირებული ტერიტორიის ფართობი: 700 ჰა-ზე ნაკლები 5 700 ჰა-დან 1500 ჰა-მდე 10 1500 ჰა-დან 4000 ჰა-მდე 15 4000 ჰა-დან 7000 ჰა-მდე 20 7000 ჰა ან მეტი 25 3. ლიცენზირებული ტერიტორის ინფრასტრუქტურა: გამოსასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების რაოდენობა - 5 ზე ნაკლები 10 გამოსასვლელი სატყეო-სამეურნეო გზების რაოდენობა - 5 ან მეტი 30 შექმნილია ნადირ-ფრინველის აღწარმოების ხელშემწყობი ინფრასტრუქტურა: კი / არა 5 / 10 ჩატარებულია ბიოტექნიკური ღონისძიებები: კი / არა -5 / 10 შექმნილია ვიზიტორისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა: კი / არა 5 / 10 4. ლიცენზირებული ტერიტორის დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვე: 1 კმ-ზე ნაკლები 15 1კმ-დან 5 კმ-მდე 10 5 კმ და მეტი 5 ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები 5. ნადირობის ორგანიზება: ნადირობის ორგანიზება: კარგი / ცუდი / არ გააჩნია -10 / 5 / 20 რესურსის მოპოვება სრულად ხორციელდება დამტკიცებული წლიური კვოტის ფარგლებში 10 6. ანგარიშგება და მოვლის ღონისძიებები: კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების წარმოდგენა ხორციელდება დადგენილი წესის დაცვით: კი / არა 5 / 10 ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ ჩატარებული აღრიცხვის მასალების წარმოდგენა ხორციელდება დადგენილი წესის დაცვით ( ბოლო 1 წლის მონაცემებით): კი / არა 5 / 10 ხორციელდება მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებები (ბოლო 5 წლის განმავლობაში) 10 7. ტყეკაფები: ლიცენზირებულ ფართობში სოციალური ჭრის მოქმედი ტყეკაფების რაოდენობა – 5-ზე ნაკლები 10 ლიცენზირებულ ფართობში სოციალური ჭრის მოქმედი ტყეკაფების რაოდენობა – 5-დან 10-მდე 20 ლიცენზირებულ ფართობში სოციალური ჭრის მოქმედი ტყეკაფების რაოდენობა – 10 ან მეტი 30 8. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება: საჩივრები 5 ქულა – 1 საჩივრისთვის გამოვლენილი დარღვევევები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისად (ბოლო 3 წლის განმავლობაში) 5 ქულა – 1 დარღვევისთვის დარღვევა, რომლის შედეგად გამოანგარიშდა ზიანი (ბოლო 3 წლის განმავლობაში) 10 ქულა – 1 დარღვევისთვის ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა 15 ქულა – 1 დარღვევისთვის განმეორებითი დარღვევა 20 ქულა – 1 დარღვევისთვის დარღვევა, რომელზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე (ბოლო 3 წლის განმავლობაში) 20 ქულა – 1 დარღვევისთვის საქმიანობის პრიორიტეტულობა: წარმოადგენს დეპარტამენტის პრიორიტეტს 5 წარმოადგენს პრიორიტეტს ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით 5 წარმოადგენს დეპარტამენტის სპეციალურ პრიორიტეტს 50 არ წარმოადგენს პრიორიტეტს 0 დანართი 8 ეკოლოგიური და ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასების კრიტერიუმები თევზჭერის ლიცენზიის მქონე ობიექტისთვის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები პირობითი ქულები ეკოლოგიური რისკები 1. ლიცენზირების პროცესის ორგანიზება: ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელი ან მეტი 5 ლიცენზიის ვადის ამოწურვამდე დარჩენილია 1 წელზე ნაკლები 50 შიდა წყალსატევისა და თევზსამეურნეო საქმიანობის მართვის გეგმა: გააჩნია / არ გააჩნია / წარმოდგენილია დასამტკიცებლად 30 / 30 / 10 წყლის ობიექტში ბუნებრივად გავრცელებულია საქართველოს „წითელ ნუსხაში” შეტანილი სახეობები 30 2. ლიცენზირებული ტერიტორის დასახლებულ პუნქტებთან სიახლოვე: 1კმ-ზე ნაკლები 15 1კმ-დან 5 კმ-მდე 10 5 კმ ან მეტი 5 3. ლიცენზირებული ტერიტორის ინფრასტრუქტურა: გააჩნია აღწარმოებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა -5 წყლის ობიექტის ფიზიკური დაცვის ღონისძიებების გატარება გეგმის მიხედვით: კი / არა 5 / 10 წყლის ობიექტის ეკოლოგიური დაცვის ღონისძიებების გატარება გეგმის მიხედვით: კი / არა 5 / 10 ობიექტის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკები 4. წყალსატევის დათევზიანების ღონისძიებები: დათევზიანების ორგანიზება მართვის გეგმის შესაბამისად: კარგი / ცუდი, ან გეგმასთან შეუსაბამო 10 /10 რესურსის მოპოვება სრულად ხორციელდება დამტკიცებული წლიური კვოტის ფარგლებში 10 5. ანგარიშგება და მოვლის ღონისძიებები: კანონმდებლობით გათვალისწინებული ანგარიშების წარმოდგენა ხორციელდება დადგენილი წესით: კი / არა 5 / 10 ცხოველთა სამყაროს ობიექტების შესახებ ჩატარებული აღრიცხვის მასალების წარმოდგენა ( ბოლო 1 წლის მდგომარეობით): კი / არა 5 / 10 წყლის ხარისხის შენარჩუნების ღონისძიებების განხორციელება (ბოლო 5 წლის განმავლობაში) - კი / არა 10 / 10 6. კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულება: საჩივრები 5 ქულა – 1 საჩივრისთვის გამოვლენილი დარღვევევები, შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების შესაბამისად (ბოლო 3 წლის განმავლობაში) 5 ქულა – 1 დარღვევისთვის დარღვევა, რომლის შედეგად გამოანგარიშდა ზიანი (ბოლო 3 წლის განმავლობაში) 10 ქულა – 1 დარღვევისთვის ადმინისტრაციული მიწერილობის შეუსრულებლობა 15 ქულა – 1 დარღვევისთვის განმეორებითი დარღვევა 20 ქულა – 1 დარღვევისთვის დარღვევა, რომელზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში 20 ქულა – 1 დარღვევისთვის საქმიანობის პრიორიტეტულობა: წარმოადგენს დეპარტამენტის პრიორიტეტს 5 წარმოადგენს პრიორიტეტს ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით 5 წარმოადგენს დეპარტამენტის სპეციალურ პრიორიტეტს 50 არ წარმოადგენს პრიორიტეტს 0