Order No. 2-530 of 2020 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Enforcement Slip Form for Enforcing Payment of Water Use Fee
صدر في 2020-06-25 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2020 წლის ბრძანება №2-530 წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Water
- الكلمات المفتاحية
- enforcement/compliance, fees/royalties, water charges
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-530 2020 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის ფორმის დამტკიცების შესახებ „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 და მე-20 მუხლების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული: ა) წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი (დანართი №1); ბ) სააღსრულებო ფურცლის ფორმა (დანართი №2). მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დანართი №1 წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები ეს წესი არეგულირებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის (შემდგომში – ორგანიზაცია) მიერ წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულების თაობაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის პირობებს. მუხლი 2. სააღსრულებო ფურცელი სააღსრულებო ფურცელი არის ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლის საშუალებით ხდება წყალსარგებლობის საფასურის გადახდევინების იძულებით აღსრულება. მუხლი 3. სააღსრულებო ფურცლის გაცემის წესი 1. მოვალემ წყალსარგებლობის საფასური უნდა გადაიხადოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან 30 დღის ვადაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში წყალსარგებლობის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, ორგანიზაციის მიერ გაიცემა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აღსრულების ეროვნულ ბიუროს. http://www.matsne.gov.ge 40006000022023016633 მუხლი 4. სააღსრულებო ფურცლის ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირი სააღსრულებო ფურცელს ავსებს და ხელს აწერს ორგანიზაციის უფლებამოსილი პირი. მუხლი 5. სააღსრულებო ფურცლის რეკვიზიტები 1. ფურცლის შევსებისას აღინიშნება: ა) სააღსრულებო ფურცლის გამცემი ორგანიზაცია; ბ) სააღსრულებო ფურცლის ნომერი; გ) სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი; დ) ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ნომერი, შედგენის თარიღი , რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი; ვ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი; ზ) კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები; თ) მოვალის დასახელება და რეკვიზიტები; ი) სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი; კ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. 2. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს ორგანიზაციის ბეჭდით. დანართი №2 საჯარო სამართლის იურიდიული პირი ს ა ა ღ ს რ უ ლ ე ბ ო ფ უ რ ც ე ლ ი № (სააღსრულებო ფურცლის გამცემი უფლებამოსილი პირის თანამდებობა, სახელი, გვარი) (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის №, შედგენის თარიღი, რომლის აღსასრულებლად გაცემულია სააღსრულებო ფურცელი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერ ძალაში შესვლის თარიღი http://www.matsne.gov.ge 40006000022023016633 ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სარეზოლუციო ნაწილი კრედიტორის დასახელება და რეკვიზიტები მოვალის დასახელება და რეკვიზიტები სააღსრულებო ფურცლის გაცემის თარიღი: უფლებამოსილი პირი: ბ.ა. http://www.matsne.gov.ge 40006000022023016633