تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Order No 2-41 of 2014 of Minister of Agriculture of Georgia on Examining and Identifying Required Information for Registration of Designation of Origin for Food (except for Wine, Wine Brandy, Natural Mineral and Source Water) and the Control thereof

صدر في 2014-02-06 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-41 სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Food and nutrition
الكلمات المفتاحية
intellectual property rights, registration, legal proceedings/administrative proceedings

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-41 2014 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების 21 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესი“. მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო კანონმდებლობით განსაზღვრულ მონაცემთა შესწავლის, დადგენისა და შესაბამისი დასკვნის გაცემის წესი მუხლი 1. ზოგადი დებულება წინამდებარე წესი შემუშავებულია „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებულ ღონისძიებათა თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 28 თებერვლის №88 ბრძანებულების 21 პუნქტის საფუძველზე და არეგულირებს სურსათის (ღვინისა და ღვინის ბრენდის, ნატურალური მინერალური და წყაროს წყლის გარდა) (შემდგომში - სურსათი) ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის მიზნით სურსათის მდგომარეობის, პროდუქციის ფიზიკო-ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების, წარმოების ტექნოლოგიური ციკლის შესწავლის, დადგენის და სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების პროცედურას და პირობებს. მუხლი 2. სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის http://www.matsne.gov.ge 34017000022032016138 გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესწავლისა და დადგენის პროცედურა და პირობები 1. სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის, ასევე, სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესწავლისა და დადგენის უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 2. წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და დადგენის მიზნით, სააგენტოში იქმნება სპეციალისტთა ჯგუფი. 3. საჭიროების შემთხვევაში სააგენტოს უფლება აქვს, მოიწვიოს შესაბამისი დარგის მეცნიერები და სპეციალისტები. 4. სპეციალისტთა ჯგუფის ფუნქციაა წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვის საფუძველზე დაადგინოს: ა) შესაბამისი გეოგრაფიული ადგილისათვის დამახასიათებელი წარმოების სპეციფიკური თავისებურებები მათი არსებობის შემთხვევაში; ბ) სურსათის სპეციფიკური ხარისხისა და რეპუტაციის კავშირი შესაბამის გეოგრაფიულ ადგილთან; გ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები. 5. სპეციალისტთა ჯგუფს უფლება აქვს, განახორციელოს სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების ადგილზე შესწავლა და შესაბამისობის დადგენა. 6. სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილების საფუძველზე სააგენტო გასცემს დასკვნას (დანართი №1, №2) საჯარო სამართლის იურიდიულ პირიში - საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტი“ (შემდგომში –,,საქპატენტი“) სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის, ასევე, სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის. მუხლი 3. სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის შესასწავლი და დასადგენი საჭირო მონაცემები სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის შესწავლილი და დადგენილი უნდა იქნეს: ა) დასამზადებლად გამოყენებული ნედლეულის, სურსათის გეოგრაფიული მახასიათებლები - მდებარეობა და ტერიტორიის აღწერილობა; ბ) სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესები; გ) ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მახასიათებლები; დ) ორგანოლეპტიკური მახასიათებლები; ე) მზა პროდუქტის ეტიკეტირების დამატებითი მოთხოვნები. მუხლი 4. სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის შესასწავლი და დასადგენი საჭირო მონაცემები სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის შესწავლილი და დადგენილი უნდა იქნეს: ა) დასამზადებლად გამოყენებული ნედლეულის, სურსათის გეოგრაფიული მახასიათებლები - მდებარეობა და ტერიტორიის აღწერილობა; ბ) სურსათის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების პირობებისა და ხერხების აღწერა; გ) გამოყენებული სტანდარტი, რომლის შესაბამისობის დადგენა ხდება სპეციალისტთა ჯგუფის მიერ; დ) ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მახასიათებლების აღწერა; ე) ორგანოლეპტიკური, ფიზიკო-ქიმიური და მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების საქართველოში მოქმედ http://www.matsne.gov.ge 34017000022032016138 ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ნედლეულის, ინგრედიენტებისა და მზა სურსათის აკრედიტებული საგამოცდო ლაბორატორიის მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგების საფუძველზე გაცემული გამოცდის ოქმების შეფასება; ვ) მზა პროდუქტის ეტიკეტირების საქართველოში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობის დადგენა. მუხლი 5. განაცხადი სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების დადგენის შესახებ 1. განაცხადი სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისთვის საჭირო მონაცემების დადგენის შესახებ სააგენტოს უფროსის სახელზე შეაქვს განმცხადებელს. 2. განაცხადის შეტანის უფლება აქვს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს. 3. განაცხადი შედგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. 4. განაცხადი უნდა შეეხებოდეს ერთი სახეობის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის დასარეგისტრირებელ ან/და რეგისტრირებულ სურსათს. 5. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) მოთხოვნას, სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის ან/და უკვე რეგისტრირებული სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა დადგენის შესახებ; ბ) განმცხადებლის სახელს, გვარს (სახელწოდებას) და მისამართს; გ) ადგილწარმოშობის დასახელებას/გეოგრაფიულ აღნიშვნას; დ) განმცხადებლის ან მისი წარმომადგენლის (წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში) ხელმოწერას. 6. განაცხადს თან უნდა დაერთოს: ა) სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციის შემთხვევაში წინამდებარე წესის მე-3 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტაცია; ბ) სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციის შემთხვევაში - წინამდებარე წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული სრულყოფილი დოკუმენტაცია. მუხლი 6. დასკვნა სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესახებ 1. სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემთა შესახებ განმცხადებელს ეძლევა შესაბამისი დასკვნა „საქპატენტში“ წარსადგენად. 2. სააგენტო ვალდებულია განაცხადის რეგისტრაციიდან არაუმეტეს 3 თვის ვადაში მიიღოს სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის და სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ დასკვნის გაცემის გადაწყვეტილება. 3. სააგენტო უფლებამოსილია, არ განიხილოს შემოსული განცხადება, თუ განმცხადებელს არ წარმოუდგენია ამ წესების მე-5 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაცია. http://www.matsne.gov.ge 34017000022032016138 დანართი №1 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა სურსათის ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ 1.დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და გაცემის თარიღი: 2. განმცხადებლის რეკვიზიტები (დასახელება, მისამართი) 3. სურსათის ადგილწარმოშობის დასახელება/გეოგრაფიული აღნიშვნა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი: ხელმოწერა ბ.ა. დანართი №2 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა სურსათის რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან/და გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მქონე პირის რეგისტრაციისათვის საჭირო მონაცემების შესახებ 1.დასკვნის უწყებრივ რეესტრში რეგისტრაციის ნომერი და გაცემის თარიღი: 2. განმცხადებლის რეკვიზიტები (დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი) http://www.matsne.gov.ge 34017000022032016138 3. სურსათის ადგილწარმოშობის დასახელება/გეოგრაფიული აღნიშვნა: საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირი: ხელმოწერა ბ.ა. http://www.matsne.gov.ge 34017000022032016138

Order No 2-41 of 2014 of Minister of Agriculture of Georgia on Examining and Identifying Required Information for Registration of Designation of Origin for Food (except for Wine, Wine Brandy, Natural Mineral and Source Water) and the Control thereof · Nelum