تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Order No. 2-178 of 2023 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Symbol of State Importance of National Food Agency, and Rules for its Erection, Exhibition and Display

صدر في 2023-04-05 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის ბრძანება №2-178 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
الدولة
جورجيا
الموضوعات
Food and nutrition
الكلمات المفتاحية
governance, institution, procedural matters

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-178 2023 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს, მისი აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის №572 დადგენილებთ დამტკიცებული „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესის“ შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 1. დამტკიცდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოები: ა) ემბლემა; ბ) ოფიციალური კორესპონდენციის/წერილის ბლანკის ნიმუში; გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბლანკის ნიმუში. 2. სააგენტოს ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია სამი მიმართულების (ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის და ფიტოსანიტარიის) ამსახველი ლაჟვარდის (ლურჯი) ფერის სამი რკალი და მეწამულით (წითელი) შედგენილი ნიშანი, როგორც სურსათის უვნებლობასთან ასოცირებული სიმბოლო. მუხლი 2 1. ემბლემის გამოყენება (აღმართვა, გამოფენა, გამოსახვა) ხდება სააგენტოს საქმიანობის ფარგლებში და მიზნებისათვის. 2. ემბლემა შეიძლება გამოისახოს: ა) სააგენტოს ვებგვერდზე; ბ) სააგენტოს საინფორმაციო ბანერებზე, აბრებზე; გ) სამსახურეობრივი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნილ წერილებზე; დ) სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ მოწმობაზე; ე) სააგენტოს სარგებლობაში არსებულ ავტომობილზე; ვ) სააგენტოს ბეჭდვით გამოცემებზე, ვიდეო და ფოტომასალებზე; ზ) სარეკლამო-საინფორმაციო, სუვენირულ პროდუქციაზე და სამსახურებრივ ინვენტარზე. თ) სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალურ ტანსაცმელზე (უნიფორმაზე). http://www.matsne.gov.ge 01002000022023016785 3. საჭიროების შემთხვევაში, ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები შესაძლებელია დაზუსტდეს სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. სააგენტომ ემბლემის აღმართვისას იხელმძღვანელოს „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებთან ერთად სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების აღმართვის, გამოფენისა და გამოსახვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 ივნისის №282 დადგენილებით. 5. სააგენტომ უზრუნველყოს „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება. მუხლი 3 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია http://www.matsne.gov.ge 01002000022023016785 დანართი 1: აღწერილობა: სააგენტოს ემბლემა წარმოადგენს მეწამული (წითელი) არშიით შემოსაზღვრულ ჰერალდიკურ ფარს, რომლის ვერცხლის (თეთრ) ველზე გამოსახულია სამი მიმართულების (ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობის და ფიტოსანიტარიის) ამსახველი ლაჟვარდის (ლურჯი) ფერის სამი რკალი და მეწამულით (წითელი) შედგენილი ნიშანი, როგორც სურსათის უვნებლობასთან ასოცირებული სიმბოლო. სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ბრძანება N . . . . . . . 04 ნოემბერი 2022 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო დადგენილება N . . . . . . . 04 ნოემბერი 2022 მარშალ გელოვანის გამზ. N6 0159 თბილისი, საქართველო (+995 32) 91 91 67 info@nfa.gov.ge სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო 04 ნოემბერი 2022 Marshal Gelovani Ave. N6 0159 Tbilisi, Georgia (+995 32) 91 91 67 info@nfa.gov.ge LEPL NATIONAL FOOD AGENCY 04 ნოემბერი 2022 მარშალ გელოვანის გამზ. N6 0159 თბილისი, საქართველო (+995 32) 91 91 67 tbilisi@nfa.gov.ge სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო თბილისის საქალაქო სამსახური 04 ნოემბერი 2022 ქ. თელავი, ალაზნის გამზ. N107; (+995 98) 01 11 01 kakheti@nfa.gov.geსსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 ქ. რუსთავი, ლომოურის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია (+995 95) 19 48 00 kvemokartli@nfa.gov.ge სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 ქ. მცხეთა, სამხედროს ქ. N11 (+995 91) 94 64 60 mtskhetamtianeti@nfa.gov.geსსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 ქ. ახალციხე, ჯაყელის ქ. N61ა ახალქალაქის გზატკეცილი (+995 95)221165 samtskhejavakheti@nfa.gov.ge სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 ქ. ქუთაისი, ნიკეას მე-3 ჩიხი N5 (+995 91) 11 34 73 imereti@nfa.gov.geსსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო იმერეთის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 ოზურგეთი, ვ.დოლიძის ქუჩა N10 guria@nfa.gov.geსსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო გურიის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 ქ. ამბროლაური, ბრატისლავა-რაჭის ქ. N51 (+995 95) 22 11 48 rachalechkhumi@nfa.gov.ge სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 ქ. ზუგდიდი, გამსახურდიას მე-2 შეს. N4 (+995 91) 91 48 68 samegrelozemosvaneti@nfa.gov.ge სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 ქ. გორი, N9 (+995 99) 93 93 44 shidakartli@nfa.gov.geსსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო შიდა ქართლის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 ბათუმი, ბაქოს ქ. N46ა (9955 98) 34 64 33 adjara@nfa.gov.geსსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აჭარის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 მარშალ გელოვანის გამზ. N6 0159 თბილისი, საქართველო (+995 32) 91 91 67 abkhazeti@nfa.gov.ge სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო აფხაზეთის რეგიონული სამმართველო 04 ნოემბერი 2022 მარშალ გელოვანის გამზ. N6 0159 თბილისი, საქართველო (+995 32) 91 91 67 info@nfa.gov.ge სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო 04 ნოემბერი 2022 მინდობილობა

Order No. 2-178 of 2023 of Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia on Symbol of State Importance of National Food Agency, and Rules for its Erection, Exhibition and Display · Nelum