Order No. 176 of 2015 of Minister of Environment and Natural Resources of Georgia on Import Quota of Ozone-depleting Substances for 2015
صدر في 2015-02-06 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის ბრძანება №176 ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2015 წლის საიმპორტო წლიური კვოტის დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Environment
- الكلمات المفتاحية
- ozone layer, allocation/quota, international trade, hazardous substances
- الفئات
- *
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №176 2015 წლის 6 თებერვალი ქ. თბილისი ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების 2015 წლის საიმპორტო წლიური კვოტის დამტკიცების შესახებ „შეზღუდულად ბრუნვადი მასალების წარმოების, ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვის გაცემის წესის შესახებ დებულებისა და შეზღუდულად ბრუნვადი მასალების სიის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 სექტემბრის №184 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 41 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს 2015 წლის საიმპორტო წლიური კვოტები ოზონის შრის დამშლელი შემდეგი ნივთიერებებისთვის: ა) წყალბადქლორფტორნახშირბადი (CHF2Cl, HCFC-22) – 74,79 მეტრული ტონა; ბ) 1-ქლორ-1,1-დიფტორეთანი (CH3CF2Cl, HCFC-142b) და ქლორდიფტორეთანები (C2H3F2Cl, HCFC-142) – 8,91 მეტრული ტონა. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 5 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი http://www.matsne.gov.ge 36011000022023016299