Order No. 165 of 2014 of Minister of Environment and Natural Resources on Unified Registry of Alive Genetically Modified Organisms
صدر في 2014-12-31 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №165 ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Environment
- الكلمات المفتاحية
- access-to-information, data collection/reporting, genetically modified organism (GMO), registration
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება №165 2014 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ“ დებულება. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი დებულება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის შესახებ მუხლი 1 1. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის (შემდგომში - ერთიანი რეესტრი) შესახებ დებულებით (შემდგომში - დებულება) განისაზღვრება ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ერთიანი რეესტრის წარმოების წესი. 2. ( ამოღებულია - 15.02.2017, №6). 3. ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მნიშვნელობა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი,16.02.2017წ. მუხლი 2 1. ერთიანი რეესტრი იწარმოება დოკუმენტური (მატერიალური) და ელექტრონული ფორმით. ერთიანი რეესტრის ელექტრონული ვერსია განთავსებულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ვებ-გვერდზე. 2. ერთიან რეესტრში აღირიცხება ინფორმაცია ჩაკეტილ სისტემაში გამოყენებული ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ. 3. ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სფეროში ინფორმაციის მიღებიდან 2 დღის ვადაში ერთიან რეესტრში შეიტანება: ა) ინფორმაცია: ა.ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის მისაღებად სამინისტროში წარდგენილი განაცხადის (შემდგომში – განაცხადი) შესახებ: ა.ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით პირველი განზრახული ტრანსსასაზღვრო გადაადგილების შესახებ სამინისტროში წარდგენილი შეტყობინების (შემდგომში – შეტყობინება) შესახებ; http://www.matsne.gov.ge 36016000022023016288 ა.გ) განაცხადის/შეტყობინების შემტანი პირის საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მიღებული გადაწყვეტილებების შესახებ; ბ) განაცხადის/შეტყობინების სარეგისტრაციო ნომერი; გ) შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სრული დასახელება; დ) ინფორმაცია პირების შესახებ, რომელთაც მიიღეს ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზია ან თანხმობა ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე; ე) ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების ლიცენზიის გაცემის ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესახებ, რომელშიც აღწერილია შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ზოგადი მახასიათებლები და მითითებულია ლიცენზიის მიმღები; ვ) ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის წარმოების ადგილის და მის წარმოებაში მონაწილე პირების შესახებ, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის აღწერილობა და ზოგადი მახასიათებლები; ზ) ცნობები შესაბამისი ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის მახასიათებლების, ადგილმდებარეობის და საქმიანობის განმახორციელებლის შესახებ; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემები, ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებასთან დაკავშირებით. 4. ერთიანი რეესტრის წარმოებას უზრუნველყოფს სამინისტრო, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი,16.02.2017წ. მუხლი 3 დებულების მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციასთან ერთად, ერთიან რეესტრში, 2 დღის ვადაში, შეიტანება შემდეგი ინფორმაცია: ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შემთხვევაში: ა.ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების შესახებ ლიცენზიის ნომერი; ა.ბ) საქმიანობის განმახორციელებლის იურიდიული/ფაქტობრივი მისამართი; ა.გ) საქმიანობის განმახორციელებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის ინფორმაცია პროექტის ხელმძღვანელის შესახებ და საკონტაქტო ინფორმაცია; ა.დ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის სარეგისტრაციო ნომერი, დასახელება და მახასიათებლები. ბ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ჩაკეტილ სისტემაში გამოყენების მიზნით ტრანსსასაზღვრო გადაადგილებისას – ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის ტრანსსასაზღვრო გადაადგილებაზე სამინისტროს მიერ გაცემული წერილობითი თანხმობის სარეგისტრაციო ნომერი. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი,16.02.2017წ. მუხლი 4 1. ერთიანი რეესტრი საჯარო დოკუმენტია. 2. ერთიან რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, სამინისტრო უზრუნველყოფს ერთიანი რეესტრის ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომობას. მუხლი 5 სამინისტრო ვალდებულია: ა) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმი ამოიღოს ერთიანი რეესტრიდან – რეგისტრაციის გაუქმების შემთხვევაში; ბ) ერთიან რეესტრში განათავსოს ინფორმაცია ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმის რეგისტრაციის http://www.matsne.gov.ge 36016000022023016288 დროებითი შეჩერების და რეგისტრაციის შეჩერების მიზეზის შესახებ. გ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოქმედებები, ერთიანი რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 15 თებერვლის ბრძანება №6 - ვებგვერდი,16.02.2017წ. http://www.matsne.gov.ge 36016000022023016288