تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Order No. 116 of 2016 of Minister of Justice of Georgia on Rules for Maintaining Registry of Permanent Residents of High Mountain Areas

صدر في 2016-01-04 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის ბრძანება №116 მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
الدولة
جورجيا
الموضوعات
Agricultural and rural development, General
الكلمات المفتاحية
poverty, policy/planning, mountain area, agricultural development, less favoured areas, smallholders/peasants, social protection, financial agricultural measures, rural employment, registration, labour

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №116 2016 წლის 4 იანვარი ქ. თბილისი მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-12 პუნქტისა და მე- 9 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების თანდართული წესი. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2016 წლის 15 იანვრამდე უზრუნველყოს, მათ შორის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზიდან, ზუსტი, გადამოწმებული მონაცემების მიწოდება მუნიციპალიტეტებისათვის, „მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეჩერების, შეწყვეტისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ნოემბრის №591 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის მიერ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისთვის. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ალექსანდრე ბარამიძე მოვალეობის შემსრულებელი მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრის წარმოების წესი მუხლი 1 ეს წესი განსაზღვრავს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში (შემდგომში - რეესტრი) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის პროცედურებს, მონაცემებს, რომლებიც რეესტრში უნდა აისახოს, აგრეთვე რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში - სააგენტოს) უფლებამოსილებასა და ვალდებულებებს.

  2. მუხლი 2 1. რეესტრი არის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელშიც აისახება ინფორმაცია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის შესახებ. 2. რეესტრს აწარმოებს სააგენტო. მუხლი 3 1. ფიზკური პირისთვის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას, მიღებიდან 5 დღის ვადაში, მუნიციპალიტეტის მერი უგზავნის სააგენტოს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება სააგენტოს მიეწოდება ელექტრონული ფორმით, საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული სისტემის მეშვეობით. http://www.matsne.gov.ge 01013000022027016620 3. თუ მუნიციპალიტეტი არ არის დაკავშირებული სააგენტოსთან საქმისწარმოების სპეციალური ელექტრონული სისტემით, სააგენტოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება გამონაკლისის სახით მიეწოდება მატერიალური ფორმით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №294 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ. მუხლი 4 1. რეესტრში აისახება მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირის შესახებ შემდეგი ინფორმაცია: ა) სახელი; ბ) გვარი; გ) სქესი; დ) მოქალაქეობა; ე) დაბადების თარიღი; ვ) პირადი ნომერი; ზ) რეგისტრაციის ადგილი; თ) მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის შესახებ ინფორმაცია; ი) საკონტაქტო ინფორმაცია; კ) პერსონალური მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაცია; ლ) სტატუსის მინიჭების/შეწყვეტის/შეჩერების/აღდგენის თარიღი; მ) მუნიციპალიტეტი და დასახლება სადაც, ფაქტობრივად ცხოვრობს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები პირი.

  3. 2. რეესტრში შესაძლებელია ინახებოდეს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების და აღდგენის გადაწყვეტილებები, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შექმნილი ან/და გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტები და ინფორმაცია გადაწყვეტილების მიმღები უფლებამოსილი პირის შესახებ. მუხლი 5 1. რეესტრის წარმოებისას სააგენტო ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ელექტრონული სისტემის შექმნა, რომლის მეშვეობითაც განხორციელდება სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის საქმისწარმოება; ბ) შესაბამისი მუნიციპალიტეტების წარმომადგენელთა დაშვება მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე; დ) უზრუნველყოს მონაცემთა ელექტრონული ბაზების სწორად ფორმირება და უსაფრთხოება; ე) სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, დროდადრო, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გადასინჯოს მონაცემები, გამოავლინოს და ელექტრონული ფორმით მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ფიზიკურ პირთა გარდაცვალების, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისა და რეგისტრაციის ადგილის შეცვლის თაობაზე; ვ) რეესტრის სრულყოფილად წარმოების მიზნით გადაამოწმოს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა მონაცემები სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში; ზ) არ გაამჟღავნოს მასთან არსებული პერსონალური მონაცემები, გარდა საქართველოს კანონმდებლობით http://www.matsne.gov.ge 01013000022027016620 დადგენილი შემთხვევებისა. 2. „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული სოციალური შეღავათების შეუფერხებლად გაცემის მიზნით, სააგენტო უფლებამოსილია, სოციალური შეღავათების გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოებს მიაწოდოს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ პირთა რეესტრში ფიზიკურ პირთა შესახებ არსებული პერსონალური მონაცემები.

  4. 3. სააგენტო მუნიციპალიტეტის მერის მიერ მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, უზრუნველყოფს დამატებით, მუდმივად მცხოვრებ პირთა მონაცემების გადამოწმებას და მის ხელთ არსებული ცნობების დაუდასტურებლობის ან უზუსტობის შემთხვევაში ინფორმაციის გადაწყვეტილების მიმღები პირისთვის მიწოდებას. 4. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერების, აღდგენის საკითხზე მიღებული მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების შედეგად რეესტრში შექმნილი/ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია შესაბამისი მუნიციპალიტეტი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 18 აპრილის ბრძანება №294 - ვებგვერდი, 18.04.2018 წ. მუხლი 6 სააგენტო უფლებამოსილია: ა) სხვადასხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან წერილობით ან ელექტრონული ფორმით მიიღოს რეესტრში არსებულ პირთა შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრებ პირთა სტატუსის ცვლილების საფუძველს; ბ) უზრუნველყოს ელექტრონული სისტემის მომსახურება და მხარდაჭერა ავტორიზებული პირებისათვის. http://www.matsne.gov.ge 01013000022027016620

Order No. 116 of 2016 of Minister of Justice of Georgia on Rules for Maintaining Registry of Permanent Residents of High Mountain Areas · Nelum