Order No. 1-1/410 of 2016 of Minister of Economy and Sustainable Development of Georgia on Rules for Compensation of Fees for Performing State Project Cadastre Survey/Planning
صدر في 2016-08-03 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის ბრძანება №1-1/410 სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Land and soil
- الكلمات المفتاحية
- cadastre/land registration, survey/mapping, fees/royalties, labour
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/410 2016 წლის 3 აგვისტო ქ. თბილისი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი“. მუხლი 2 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი მუხლი 1. ძირითადი დებულებები 1. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესის მიზანია მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენება, მიწების კადასტრის შექმნის, სამოქალაქო ბრუნვაში შეუფერხებელი მოქცევის, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზებისა და მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების სრულყოფის ხელშეწყობა. 2. სახელმწიფო პროექტის ფარგლებში შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების საფასურის ანაზღაურების წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციისას და დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტებისას საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარებასთან დაკავშირებული საფასურის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების წესს. 3. ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები გავრცელდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებში არსებული, საქართველოს ტერიტორიაზე დაზუსტებული საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების ამსახველი შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე, განსაზღვრულ მიწის დანიშნულებასა და კატეგორიებზე და ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 1 თვისა, მოიცავს საქართველოს მთელ ტერიტორიას და ყველა დანიშნულებისა და კატეგორიის მიწას. 31. ბრძანების მოქმედება ასევე ვრცელდება „საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო http://www.matsne.gov.ge 37004000022024016455 სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხის მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ივნისის №231 დადგენილების ფარგლებში სარეგისტრაციო მონაცემების კორექტირება/ცვლილების მიზნით განხორციელებულ აზომვით სამუშაოებზე. 4. (ამოღებულია - 12.08.16 №1-1/416); 5. (ამოღებულია - 12.08.16 №1-1/416); საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №1-1/416 - ვებგვერდი, 15.08.2016 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1-1/658 - ვებგვერდი, 06.12.2016 წ. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს, ამ წესის მიზნებისთვის, გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა: ა) დაინტერესებული პირი – ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილია მოითხოვოს მიწის ნაკვეთის მის საკუთრებად პირველადი რეგისტრაცია ან/და რომელსაც მოპოვებული აქვს საკუთრების უფლება საკუთრების ობიექტზე დაუზუსტებელი სახით; ბ) რეესტრი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; გ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; დ) მიწა – საქართველოს ტერიტორიაზე არსებული, პირველად რეგისტრაციას დაქვემდებარებული ან დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი; ე) სახელმწიფო პროექტი – „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო პროექტი; ვ) ამზომველი – საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი. მუხლი 3. საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადების და წარდგენის წესი 1. დაინტერესებული პირი მიწის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების ჩატარების მიზნით უფლებამოსილია მიმართოს ამზომველს. 2. ამზომველი, დაინტერესებულ პირთან გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, ამზადებს მიწაზე შესაბამის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზს. 3. დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, ამზომველის მიერ შესრულებული საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე მიმართოს რეესტრს, მიწის პირველადი რეგისტრაციის ან/და დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრაციის მიზნით. 4. დაინტერესებული პირი, მიწის რეგისტრაციის მიზნით წარსადგენ კანონმდებლობით განსაზღვრული დოკუმენტების გარდა, შემდგომში ამ წესით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის მიზნით, რეესტრს წარუდგენს: ა) ამზომველთან გაფორმებულ შესაბამის ხელშეკრულებას; ბ) შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელ მიღება-ჩაბარების აქტს; გ) ამზომველის მიერ გაწეული მომსახურების ხარჯების ამსახველ დოკუმენტს; http://www.matsne.gov.ge 37004000022024016455 დ) ამზომველის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს. 5. მიწის კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, რეესტრი, ელექტრონული პორტალის (economy-nasp.napr.gov.ge/nasp-ის ნაწილი) მეშვეობით წარუდგენს სააგენტოს ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ დოკუმენტებს, შემდგომში ამ წესის შესაბამისად ხარჯების ანაზღაურების მიზნით. 6. სააგენტო, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მომართვიდან არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს ამზომველისთვის შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას ამ წესის მე-4 მუხლის შესაბამისად. 7. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის შესაბამისად წარდგენილი დოკუმენტაციისა და მასში მოყვანილი ინფორმაციის ნამდვილობასა და სიზუსტეზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაინტერესებულ პირს. 8. სააგენტოს მიერ მე-6 პუნქტით მითითებულ ვადაში შესაბამისი ხარჯების ანაზღაურების განუხორციელებლობა ჩაითვლება ანაზღაურებაზე უარის თქმად, რაც შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საერთო სასამართლოში, კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №1-1/492 - ვებნგვერდი, 14.09.2016 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1-1/658 - ვებგვერდი, 06.12.2016 წ. მუხლი 4. ანაზღაურების წესი და პირობები 1. ანაზღაურებას ექვემდებარება ამზომველსა და დაინტერესებულ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული და დადგენილი წესით რეგისტრირებული მიწის აზომვაზე გაწეული ხარჯები, თითოეულ მესაკუთრეზე არაუმეტეს 5 ჰა-ს ფარგლებში. 11. თუ დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწა, რეესტრში დარეგისტრირდა გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე ცალკე რეგისტრაციის ობიექტებად, ანაზღაურებას ექვემდებარება მათგან მხოლოდ ერთ სარეგისტრაციო ობიექტის აზომვით სამუშაოებზე გაწეული ხარჯები. 2. ამზომველისთვის ასანაზღაურებელი ზღვრული ოდენობები განისაზღვრება შემდეგი სახით: ა) 1,5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს 80 ლარის ოდენობით; ბ)1,5 ჰა-დან 5 ჰა-მდე მიწაზე – ერთ სარეგისტრაციო ობიექტზე არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 12 აგვისტოს ბრძანება №1-1/416 - ვებგვერდი, 15.08.2016 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №1-1/492 - ვებნგვერდი, 14.09.2016 წ. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2016 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1-1/658 - ვებგვერდი, 06.12.2016 წ. მუხლი 5. განაცხადის წარდგენის ვადა დაინტერესებულ პირთა მიერ ამ წესით გათვალისწინებული მიზნებისთვის რეესტრში განაცხადის წარდგენის ვადაა არაუგვიანეს 2017 წლის 31 დეკემბერი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 30 მაისის ბრძანება №1-1/220 - ვებგვერდი, 30.05.2017 წ. მუხლი 6. გარდამავალი დებულება 2016 წლის 1 სექტემბრამდე, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის ნაცვლად, უნდა მომზადდეს და რეესტრს წარედგინოს საკადასტრო აზომვითი ნახაზი. 2016 წლის 1 სექტემბრამდე ამზომველად ჩაითვლება საკადასტრო აზომვითი სამუშაოების შემსრულებელი პირი. http://www.matsne.gov.ge 37004000022024016455 მუხლი 7. დავები ამ წესიდან გამომდინარე დავები განიხილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. http://www.matsne.gov.ge 37004000022024016455