تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Order No. 1-1/225 of 2022 of Minister of Economy and Sustainable Development of Georgia on Procedure of Cost-Effectiveness Analysis of Heating and Cooling Systems

صدر في 2022-05-20 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის ბრძანება №1-1/225 გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის დამტკიცების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
الدولة
جورجيا
الموضوعات
Energy
الكلمات المفتاحية
climate change, data collection/reporting, ecofriendly products/ecofriendly processes, energy conservation/energy production, sustainable development

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/225 2022 წლის 20 მაისი ქ. თბილისი გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესი“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და ლევან დავითაშვილი მდგრადი განვითარების მინისტრი გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის წესი მუხლი 1 1. გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების მიზნებისთვის გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზის განხორციელების სახელმძღვანელო დებულებებს. 2. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერმინებს. 3. წინამდებარე წესი შეესაბამება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ევროპარლამენტისა და საბჭოს ენერგოეფექტურობის შესახებ 2012 წლის 25 ოქტომბრის 2012/27/EU დირექტივით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

  2. მუხლი 2 1. გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების მიზნებისთვის უნდა მოიცავდეს ამ წესის მე-3 მუხლში მოცემულ ინფორმაციას. 2. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისთვის, გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზი მოიცავს ეკონომიკურ ანალიზს, რომელიც გულისხმობს ინდივიდუალურ დანადგარებში ინვესტიციის და მათი ოპერირებისგან მიღებული რეალური ფულადი თანხის მიმოქცევის ფინანსურ ანალიზს. 3. სამინისტრო უფლებამოსილია სითბოს გენერაციის ოპერირებაზე პასუხისმგებელ კომპანიებს, სამრეწველო კომპანიებს, ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ქსელების ოპერირებაზე პასუხისმგებელ ქსელებს ან სხვა მხარეებს, რომლებზეც გავლენა იქონია განსაზღვრული სისტემის ფარგლებმა ან გეოგრაფიულმა ფარგლებმა, მოსთხოვოს ნებისმიერი იმ მონაცემების მიწოდება, http://www.matsne.gov.ge 30028002022024016742 რომლებიც გამოყენებული იქნება ინდივიდუალური დანადგარის ხარჯეფექტურობის შესაფასებლად. მუხლი 3 1. იმ შემთხვევაში, თუ იგეგმება მხოლოდ ელექტროენერგიის დანადგარის ან სითბოს აღდგენის შესაძლებლობის არმქონე დანადგარის მოწყობა, უნდა განხორციელდეს დაგეგმილი დანადგარების ან დაგეგმილი განახლების და ეკვივალენტური დანადგარების (რომელიც აწარმოებს იმავე რაოდენობების ელექტროენერგიას ან თბურ ენერგიას, მაგრამ აღადგენს ნარჩენების თბურ ენერგიას და აწვდის თბურ ენერგიას მაღალეფექტური კოგენერაციის ან/და ცენტრალური გათბობისა და გაგრილების ქსელების მეშვეობით) შედარება.

  3. 2. მოცემული გეოგრაფიული საზღვრების ფარგლებში, შეფასება უნდა ითვალისწინებდეს დაგეგმილ დანადგარებს და შესაბამისი არსებული ან პოტენციურ თბური ენერგიის მოთხოვნის იმ წერტილებს, რომლებსაც შესაძლოა ენერგია მიეწოდოთ დანადგარიდან, რაციონალური შესაძლებლობის გათვალისწინებით (მაგალითად, ტექნიკური განხორციელებადობა და მანძილი). 3. სისტემის საზღვრები უნდა მოიცავდეს დაგეგმილ დანადგარებს და შენობ(ებ)ისათვის და სამრეწველო პროცესში მისაწოდებელ სითბოს მოცულობას. ამ სისტემის საზღვრების ფარგლებში თბური ენერგიისა და ელექტროენერგიის მიწოდების ჯამური ხარჯები განისაზღვრება ორივე შემთხვევისთვის და შესაბამისად ერთმანეთს ედრება. 4. მისაწოდებელი სითბოს მოცულობამ უნდა მოიცვას სითბოს არსებული მოცულობა, რომელსაც მოიხმარს სამრეწველო დანადგარი ან არსებული ცენტრალური გათბობის სისტემა და, აგრეთვე, ურბანულ სივრცეებში გამოყენებული სითბოს მოცულობა და ხარჯი, რომლებიც წარმოიშობა შენობების ჯგუფის ან ქალაქის ნაწილის ახალი ცენტრალური გათბობის ქსელზე წვდომის ან/და მიერთების შემთხვევაში. 5. გათბობისა და გაგრილების სისტემების ხარჯეფექტურობის ანალიზი ეფუძნება დაგეგმილი დანადგარის აღწერას და დანადგარ(ებ)ის შედარებას, რაც უნდა მოიცავდეს ელექტრო და თბურ სიმძლავრეს იქ, სადაც რელევანტურია, საწვავის ტიპს, დაგეგმილ გამოყენებას და დაგეგმილი წლიური სამუშაო საათების რაოდენობას, ადგილმდებარეობას და მოთხოვნას ელექტროენერგიასა და სითბოზე. 6. შედარების მიზნებისთვის, გათვალისწინებული უნდა იყოს თბურ ენერგიაზე მოთხოვნა და თბური ენერგიის მოთხოვნის მიმდებარე წერტილების მიერ გამოყენებული გათბობისა და გაგრილების სახეობები. შედარება უნდა მოიცავდეს დაგეგმილი და შედარებული დანადგარების ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

  4. 7. შედარების შედეგის მიზნებისთვის, დადებითი ხარჯეფექტურობის მქონე პროექტები არის ისეთი პროექტები, სადაც ეკონომიკურ და ფინანსურ ანალიზში აღრიცხული სარგებლის ჯამი აღემატება აღრიცხული ხარჯების ჯამს (ხარჯეფექტურობის ნამეტი). http://www.matsne.gov.ge 30028002022024016742