Order No. 1-1/224 of 2022 of Minister of Economy and Sustainable Development of Georgia on Procedure of Reporting on National Energy Efficiency Target Indicators for the Secretariat of the Energy Community
صدر في 2022-05-20 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის ბრძანება №1-1/224 ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Energy
- الكلمات المفتاحية
- climate change, ecofriendly products/ecofriendly processes, energy conservation/energy production, data collection/reporting, sustainable development
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/224 2022 წლის 20 მაისი ქ. თბილისი ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს თანდართული „ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესი“. მუხლი 2 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და ლევან დავითაშვილი მდგრადი განვითარების მინისტრი http://www.matsne.gov.ge 30028002022024016743 ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესი მუხლი 1 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) ყოველი წლის 1 მარტამდე ვალდებულია ამ წესის შესაბამისად მოამზადოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარუდგინოს ყოველწლიური ანგარიში ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე (შემდგომში - ყოველწლიური ანგარიში). 2. „ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესი“ (შემდგომში – წესი) შეესაბამება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და ევროპარლამენტისა და საბჭოს ენერგოეფექტურობის შესახებ 2012 წლის 25 ოქტომბრის 2012/27/EU დირექტივით განსაზღვრულ წლიური ანგარიშგების ზოგად წესს. 3. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერმინებს.
მუხლი 2 1. ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიში წარმოადგენს ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების შეფასების საფუძველს. სამინისტრო უზრუნველყოფს ყოველწლიურ ანგარიშში „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად სულ მცირე შემდეგი ინფორმაციის მითითებას: ა) მიმდინარე წლის წინა წლამდე არსებული წლის (რომელიც დადგენილია ფორმულით (X – 2), სადაც X აღნიშნავს მიმდინარე წელს) მონაცემების გაანგარიშება: ა.ა) პირველადი ენერგიის მოხმარება; ა.ბ) ენერგიის საბოლოო მოხმარება; ბ) ენერგიის საბოლოო მოხმარება შესაბამისი სექტორების მიხედვით: ბ.ა) მრეწველობა; ბ.ბ) ტრანსპორტი (ტრანსპორტის საბოლოო მოხმარება სექტორის მიხედვით (მონაცემების არსებობის შემთხვევაში)); ბ.გ) შინამეურნეობა; ბ.დ) მომსახურება. გ) მთლიანი დამატებული ღირებულება შესაბამისი სექტორის მიხედვით: გ.ა) მრეწველობა; გ.ბ) მომსახურება. დ) შინამეურნეობების განსაკარგავი შემოსავალი; ე) მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ); ვ) თბოელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება; ზ) კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურიდან ელექტროენერგიის წარმოება; თ) თბოელექტროსადგურების მიერ სითბოს წარმოება; ი) კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურებიდან სითბოს წარმოება, მათ შორის, სამრეწველო ნარჩენის თბური ენერგია; კ) თბოელექტროსადგურების მუშაობისთვის საჭირო საწვავი; ლ) სამგზავრო კილომეტრები (ს/კმ), მონაცემების არსებობის შემთხვევაში; მ) ტონა კილომეტრები (ტ/კმ), მონაცემების არსებობის შემთხვევაში; ნ) გაერთიანებული სატრანსპორტო კილომეტრები (ს/კმ. + ტ/კმ) იმ შემთხვევაში, თუ ამ პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მონაცემები არაა ხელმისაწვდომი; ო) მოსახლეობა. 2. იმ სექტორებში, სადაც ენერგიის მოხმარება ინარჩუნებს სტაბილურობას ან იზრდება, სამინისტრო ვალდებული იქნება გააანალიზოს მიზეზები და მონაცემებს დაურთოს შესაბამისი შეფასება. 3. პირველი ყოველწლიური ანგარიში უნდა მიუთითებდეს „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ენერგიის დაზოგვის ეროვნულ სამიზნე მაჩვენებელს.
4. მეორე და ყოველი შემდგომი ყოველწლიური ანგარიში აგრეთვე უნდა მოიცავდეს ამ პუნქტის “ა“– „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მონაცემებს: ა) წინა წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო და ადმინისტრაციული ღონისძიებები, რომლებიც ხელს უწყობს ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლების მიღწევას; ბ) იმ შენობების საერთო სასარგებლო ფართი, სადაც ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან სარგებლობაშია ფართის 500 მ2-ზე მეტი, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ 250 მ2-ზე მეტი და სადაც ანგარიშგების წლის პირველ იანვრამდე ვერ შესრულდა „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და „შენობების, შენობების ნაწილების ან შენობების ელემენტების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 13 ივლისის №354 დადგენილებით განსაზღვრული ენერგოეფექტურობის მოთხოვნები; გ) ადმინისტრაციული ორგანოს საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული გათბობის ან/და გაგრილების მქონე შენობების საერთო ფართი, რომლებსაც წინა წელს ჩაუტარდათ სარემონტო სამუშაოები „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ქვეპუნქტის შესაბამისად; დ) „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემების ან „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-5-მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ალტერნატიული ღონისძიებების მეშვეობით მიღწეული ენერგოდანაზოგები. 5. სამინისტრო უფლებამოსილია ყოველწლიურ ანგარიშებში გაითვალისწინოს დამატებითი ეროვნული სამიზნე მაჩვენებლები. აღნიშნული შესაძლებელია, კერძოდ, უკავშირდებოდეს წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ სტატისტიკურ მაჩვენებლებს ან მათ კომბინაციებს, როგორიცაა პირველადი ან საბოლოო ენერგოინტენსივობა ან ენერგოინტენსივობა სექტორების მიხედვით.
შენიშვნა: ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის, თუკი ანგარიშის მომზადება ხდება პირობითად 2022 წელს, მიმდინარე წლის წინა წლად ჩაითვლება 2020 წელი.