Order No. 06 of 2019 of Director of Maritime Transport Agency on Forms of and Rules for Filling out, Storing, Using and Inventorying Administrative Infraction Ticket issued by Maritime Transport Agency
صدر في 2019-07-11 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სა მინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს 2019 წლის ბრძანება №06 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Sea
- الكلمات المفتاحية
- enforcement/compliance, governance, institution, offences/penalties, procedural matters
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №06 2019 წლის 11 ივლისი ქ. ბათუმი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 212-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 14 აპრილის №1-1/585 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1 დამტკიცდეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი და სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა (დანართი №1). მუხლი 2 დამტკიცდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა (დანართი №2). მუხლი 3 დამტკიცდეს გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა (დანართი №3). მუხლი 4 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი დანართი №1 საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესი მუხლი 1. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა და „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდეგში – სააგენტო) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (შემდეგში – ოქმი) შევსების, შენახვის, გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესს. 2. ამ წესის მიზანია სააგენტოს მიერ მკაცრი აღრიცხვის ფორმის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოყენებისა და მისი აღრიცხვა-წარმოების დარეგულირება. 3. ოქმის შედგენის უფლება აქვთ სააგენტოს შესაბამის უფლებამოსილ პირებს. მუხლი 2. ოქმების დამზადება, გაცემა და შენახვა 1. ოქმის დამზადებას სააგენტო ახორციელებს დამოუკიდებლად, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შერჩეულ პოლიგრაფიულ http://www.matsne.gov.ge 31002000055067016105 საწარმოში. 2. სააგენტოს მიერ ოქმების გაცემა აღირიცხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №2). 3. ოქმები ინახება მათ აღრიცხვა-ანგარიშგებაზე უფლებამოსილ პირთან, რომელიც განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით. 4. სათავსო, სადაც ინახება ოქმები, უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისგან. მუხლი 3. ოქმების შევსება და წარმოება 1. ოქმის შევსება ხდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შემთხვევაში და წესით. 2. ოქმი ივსება ლურჯი ბურთულიანი კალმით. ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ოქმის დაზიანების ან მათში არასწორი მონაცემის შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ოქმი, ხოლო ძველი გადაიხაზება ჯვარედინად და დგება ჩამოწერის აქტი. 3. ოქმი ივსება ორ ეგზემპლარად. 4. ოქმს ხელს აწერს შემდგენი პირი და სამართალდამრღვევი, თუ არიან მოწმეები, ოქმს შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც. ოქმის ერთი ეგზემპლარი რჩება უფლებამოსილ პირს, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა სამართალდამრღვევს. მუხლი 4. ოქმის შინაარსი და დამცავი ნიშნები 1.ოქმში შეიტანება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 240-ე მუხლით განსაზღვრული მონაცემები. 2.ოქმის ფორმა შეიცავს შემდეგ დამცავ ნიშნებს: ა) ექსკლუზიური ნუმერაცია, რომელიც ულტრაიისფერი დასხივებისას ანათებს; ბ) ხაზის მაგივრად გამოყენებულია მიკროშრიფტი, სადაც იკითხება: - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; გ) ექსკლუზიური გილიოშური დამცავი ბადე. მუხლი 5. ოქმის აღრიცხვის ჟურნალი 1. ოქმი რეგისტრირებული უნდა იქნას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალში. 2. ჟურნალის ფურცლები უნდა იყოს ზონარგაყრილი, გვერდები ინომრება რიგითობის მიხედვით. ამასთან, ზონარის კვანძზე ეკვრება ეტიკეტი, რომელიც მოწმდება სააგენტოს ბეჭდით. 3. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით, ლურჯი მელნით. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერის წაშლა, ჩასწორება და მოშორება კორექტორის დახმარებით. აუცილებლობის შემთხვევაში, უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით, ისე, რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ახალი ჩანაწერი კეთდება ჟურნალის იმავე გრაფაში, ხოლო „შენიშვნის“ გრაფაში პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. 4. დაუშვებელია ჟურნალისა და მასში არსებული მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთვევებისა. მუხლი 6. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ჩამოწერა 1. ოქმის ფორმები გამოსაყენებლად უვარგისად მიიჩნევა: ა) შევსების დროს დაშვებული შეცდომის გამო; http://www.matsne.gov.ge 31002000055067016105 ბ) ოქმის ფიზიკური დაზიანების გამო. 2. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმები ჩამოიწერება გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის მიხედვით (დანართი №3). გამოსაყენებლად უვარგისი ოქმის ფორმის ნომერი შეტანილ უნდა იქნეს აქტში. 3. გამოსაყენებლად უვარგისი ოქმების უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საჯარო სამართლის იურიდიული პირი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი № „ “ 20 წელი შედგენის ადგილი შემდგენლის თანამდებობა, სახელი, გვარი: 1. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: 2. (ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება: სახელი და გვარი, პირადი ნომერი, მისამართი; იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება, მისამართი და საიდენტიფიკაციო ნომერი) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილი, დრო, არსი:3. კვალიფიკაცია: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მუხლი4. ჯარიმის ოდენობა: ლარი5. მოწმე (ასეთის არსებობის შემთხვევაში): 6. http://www.matsne.gov.ge 31002000055067016105 (სახელი, გვარი, მისამართი) დამრღვევის ახსნა-განმარტება: 7. ოქმის შემდგენელი: მოწმე: (ხელმოწერა) (ხელმოწერა) სამართალდამრღვევი: მოწმე: (ხელმოწერა) (ხელმოწერა) ხელმოწერაზე ან ოქმის ჩაბარებაზე უარის თქმის შესახებ აღნიშვნა: http://www.matsne.gov.ge 31002000055067016105 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის აღრიცხვის ჟურნალი დანართი №2 № ოქმის შედგენის ადგილი და თარიღი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის № ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამცემი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიმღები შენიშვნა თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა თანამდებობა სახელი გვარი ხელმოწერა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 დანართი №3 გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ექსკლუზიური № ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის მიზეზი რაოდენობა თარიღი შენიშვნა ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ჩამოწერის სისწორეს ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი, თანამდებობა) ოქმის გამოყენებასა და აღრიცხვაზე პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი, თანამდებობა)