تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Order No. 02/3 of 2019 of General Director of National Agency of Cultural Heritage Protection of Georgia on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage to Khachapuri Tradition in Georgia

صدر في 2019-01-22 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის 2019 წლის ბრძანება №02/3 არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის – „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
الدولة
جورجيا
الموضوعات
Food and nutrition
الكلمات المفتاحية
nutrition, milk/dairy products, cereals/grains/rice, cultural heritage, agricultural commodities
الفئات
agriculture

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება №02/3 2019 წლის 22 იანვარი ქ. თბილისი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტისათვის – „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2015 წლის 30 ოქტომბრის №02 ადმინისტრაციული ხელშეკრულების პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს – „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ 2. დაევალოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტის მონაცემების ძეგლთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის ქ. №52). გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პაატა გაფრინდაშვილი http://www.matsne.gov.ge

Order No. 02/3 of 2019 of General Director of National Agency of Cultural Heritage Protection of Georgia on Granting Status of Monument of Intangible Cultural Heritage to Khachapuri Tradition in Georgia · Nelum