National Program on Animal Health of Georgia 2016-2020 and Animal Health Action Plan
صدر في 2016-12 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა 2016-2020 და ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა
- اللغة
- Georgian
- النوع
- policy
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Livestock, Wild species and ecosystems
- الكلمات المفتاحية
- animal health, environmental impact assessment (EIA), organic waste, education, research, subsidy/incentive, slaughtering, pests/diseases, capacity building, public health, early warning system
أين تقرؤه
لا يوجد رابط مصدر مسجل لهذا القانون.
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
1 !"#"$%&'()! *+)&'(%" ,"-.$%'()/0! '$)&-1(0 2$)3$"." 2016 ‐2020 4" *+)&'(%" ,"-.$%'()/0! !".)#.'4) 3'3." დეკემბერი 2016 2 სარჩევი მოკლე აღწერა 3 შესავალი 5 2016-2020 წლების ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ხედვა , ამოცანები , მიზნები და პრიორიტეტები 5 ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პოლიტიკა და ინტერვენციები 8 მთავარი მოთამაშეების სტრუქტურა , მოვალეობები და აქტივობები 9 ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ზეგავლენა 2013-15 11 ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები 12 2015 წელს არსებული სიტუაციის სტრატეგიული ანალიზი 13 ძირითადი გამოწვევების და ხარვეზების ანალიზი 15 ვეტერინარული კანონმდებლობა 16 ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების ხელშეწყობა 16 ცხოველთა დაავადებებზე საკონტროლო ძალისხმევის პრიორიტიზირება 17 ვეტერინარული განათლების მოდერნიზება 21 იმპლიმენტაცია და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა 21 მონიტორინგი და შეფასება 22 დასკვნა 23 დანართი 1 24 ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმის სტრუქტურა 24 დანართი 2 25 სტრატეგიული მიმართულება 3.6: სურსათის უვნებლობა, ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა25 დანართი 3 30 აქრონიმების ჩამონათვალი 30 3 საქართველოს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა 2016-‐2020 წლებისათვის მოკლე აღწერა ცხოველთა ჯანმრთელობის მესამე ეროვნული პროგრამა მიზნად ისახავს სტრატეგიულ მიმართულებას 2016-2020 წლების განმავლობაში საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად და ვეტერინარული სექტორის განვითარებისათვის. საქართველო წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ქვეყანას, რომლის მთავარი კომპონენტია პირუტყვის წარმოება და პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების გაუმჯობესება. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა არის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული განვითარების სტრატეგიის ნაწილი, რომელიც მის გეგმებთან თანხვედრაშია. ცხოველთა ჯანმრთელობსი და კეთილდღეობის სფეროში უფრო მკაფიო და ხანგრძლივი გაუმჯობესება გათვალისწინებულია ჯანმრთელი ცხოველისაგან საკვების წარმოების, ვაჭრობის გაზრდის, ცხოველებში და ადამიანებში ინფექციების, დაავადებების და მასთან დაკავშირებული რისკების შემცირების ხელშესაწყობად. ის ასევე მოითხოვს დონორებისგან და მთავრობისაგან ძალისხმევას, რომ მათ სწორი მიმართულება მისცენ ინვესტორებებს მდგრად პროექტებში ინვეტირებისა, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის შესაბამისად. ამ ხედვის მისაღწევად ვეტერინარული სექტორის სტრატეგიული მიზნებია: • ძლიერი კერძო სექტორის ვეტერინარები, შესაბამისი წახალისებით, კონტრაქტებით და განათლებით; § მცოდნე, კვალიფიციური და კომპეტენტური ვეტერინარული სერვისების მიმწოდებელი სამუშაო ძალა; § ეფექტური ინფრასტრუქტურა (მაგ. აღჭურვილობა, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კანონმდებლობა), რომლის გამოყენებასაც შეძლებს სურსათის ეროვნული სააგენტო და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ფერმებში, ლაბორატორიებში, სასაკლაობში და ადმინისტრაციული ოფისების ქსელში; § იდენტიფიცირებული და რეგისტრირებული ცხოველები და ფერმები, ცოცხალი ცხოველების გადაადგილება და პროდუქციის მიკვლევადობა; § დაავადებებზე ეფექტური ანგარიშგება, ანგარიშის შესაძლებლობის გაუმჯობესება და დაავადებების აფეთქებებზე რეაგირება სტეიკჰოლდერების და საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მეშვეობით; § გრძელვადიანი გეგმები განსაზღვრული დაავადებების პრევენციის, აღმოფხვრის ან კონტროლის მიზნით, ასევე ზედამხედველობის სტრატეგიები და დაავადებათა კონტროლის გაუთვალისინებელი გეგმები. ბოლო წლების მანძილზე აქტივობების გავლენის გაუმჯობესება გრძელდება და ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა მოიცავს ინფორმაციას 2013-2015 წლების ზოგიერთ 4 მიღწევასა და პროგრესზე. ცხოველთა ჯანმრთელობის 2015 წლის სიტუაციის განახლებული ანალიზი ავლენს ისეთ სფეროობს, რომლებიც საჭიროებენ გაუმჯობესებას, რაც სურსათის უვნებლობის და სოფლის მეურნეობის გამოწვევების ეფექტურად გადაჭრის საშუალებას იძლევა და რაც უშუალო კავშირშია ევროკავშირის და საქართველოს შორის ხელმოწერილ ასოცირების ხელშეკრულებასთან (მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სფერო). ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამაში ჩამოთვლილია მკაფიო მიზნები, განახლებული ამოცანები და კონკრეტული პრიორიტეტები, მათ თან ახლავს ყველა ის დეტალი, რაც დაკავშირებულია ვეტერინარულ კანონმდებლობასთან, ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების ხელშეწყობასთან, ცხოველთა დაავადებებზე კონტროლის ძალისხმევის პრიორეტეტულობასთან და ვეტერინარული განათლების მოდერნიზაციასთან. ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმები შემუშავდება და შემოწმდება არსებული ფორმატის ფარგლებში, რომელიც მოიცავს შემდეგს: § ვეტერინარული კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან და ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მისიის რეკომენდაციების შესრულება ვეტერინარული კანონმდებლობის იდენტიფიკაციის შესახებ; § საველე ვეტერინარული სამუშაოების წლიური პროგრამა; § ადამიანების, ფინანსური და ფიზიკური რესურსების, ტექნიკური ორგანოების და შესაძლებლობების, სტეიკჰოლდერებთან უერთიერთმოქმედების და ბაზართან წვდომის შეფასება ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ; § დონორების და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლო გეგმები და მოსაზრებები; § წლის განმავლობაში მომხდარ მოვლენებზე რეაგირება; 5 შესავალი აღნიშნული დოკუმენტი არის რიგით მესამე ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა საქართველოსთვის. მასში ჩამოყალიბებულია სტრატეგიული მიმართულებები ცხოველთა ჯანმრთელობისა და ვეტერინარული სექტორის განვითარების გასაუმჯობესებლად 2016-‐2020 წლების განმავლობაში. ის წარმოადგენს სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლებში საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ნაწილს. ცხოველთა ჯანმრთელობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა 2016-2020 წლებისათვის უნდა შეესაბამებოდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მისდამი დაქვემდებარებული სააგენტოების მიერ შექმნილ სტრატეგიულ დოკუმენტებს, განსაკუთრებით კი უნდა ასახავდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს (სეს) ხედვასა და მისიას. ეს არის ახალი ჩარჩო დოკუმენტი ცხოველთა ჯანმრთელობის ყოველწლიური სამოქმედო გეგმისათვის დანართი 1(AHAP), რომელიც მოიცავს სპეციფიურ პროექტებსა და პრიორიტეტებს. ეს დოკუმენტი მომზადდა სურსათის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ სამინისტროს ლაბორატორიის, ცხოველთა დაავადებების ეროვნული ცენტრის, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის წევრებისა და ცხოველთა ჯანმრთელობის სფეროში ჩართული მხარეების დახმარებით, რომელთა ლოგოც გამოსახულია მთავარ ფურცელზე. 2016-2020 წლების ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ხედვა , ამოცანები , მიზნები და პრიორიტეტები ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა აღწერს საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის მაღალი დონის სტრატეგიას და სამოქმედო გეგმის ჩარჩო დოკუმენტს. მისი მიზანია შეესაბამებოდეს ეროვნულ მიზნებს, აღწეროს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის ხელშეკრულების განხორციელება და შესაბამისობა OIE მე-6 სტრატეგიულ გეგმასა და PVS-თან, ცხოველთა ჯანმრთელობის ევროპული განვითარება, გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგთან და ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპებთან შესაბამისობა. სახელმწიფო პოლიტიკის თანახმად, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ხედვაა, ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაში გრძელვადიანი გაუმჯობესების მიღწევა, რომელიც შეესაბამება დაინტერესებული მხარეების საჭიროებებს, შესაძლებელს ხდის საკვების უსაფრთხო წარმოებას, აუმჯობესებს საზოგადოების ჯანმრთელობას, ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადობას და შესაძლებელს ხდის ვაჭრობას. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის გრძელვადიანი ამოცანაა: • ხელი შეუწყოს ჯანმრთელი ცხოველებისგან საკვების დამზადებას; • ვაჭრობის გაზრდა; • შეამციროს ინფექციების დონე, ავადმყოფობები და დაკავშირებული რისკები ადამიანებსა და ცხოველებში; • მიმართოს დონორი და სახელმწიფო ინვესტიციები ცხოველთა ეროვნული ჯანმრთელობის მდგრად პროექტებში მიზნების მისაღწევად 6 სტარტეგიული ამოცანა იქნა დასახული. კერძოდ: 6 • კერძო სექტორში მოქმედი და შესაბამისი ინიციატივების მქონე, ხელშეკრულებებით და განათლებით აღჭურვილი ვეტერინარები • მცოდნე, უნარიანი და კომპეტენტური ვეტერინარული მომსახურე პერსონალი • ინფრასტრუქტურის (მაგ. დანადგარების, საინფორმაციო ტექნოლოგიები და კანონმდებლობა) ეფექტურად გამოყენება სეს და სამინისტროს ლაბორატორიის მიერ ფერმებში, ლაბორატორიებში, სასაკლაოებში და ადმინისტრაციულ ოფისებში. • ფერმებისა და ცხოველების იდენტიფიცირება და რეგისტრაცია, ასევე ცხოველთა გადაადგილებისა და პროდუქტების მიკვლევადობის შესაძლებლობა • დაავადებებათა ეფექტური შეტყობინება და დაავადებების აფეთქებაზე შეტყობინებისა და რეაგირების უნარის გაუმჯობესება პარტნიორების ჩართულობითა და საზოგადოების ინფორმირების გზით • კონკრეტული დაავადებების პრევენციის, აღმოფხვრისა და კონტროლის გრძელვადიანი გეგმების დასახვა, მათ შორის ზედამხედველობის სტრატეგიისა და დაავადებათა კონტროლის განსაკუთრებული შემთხვევების გეგმის შედგენა. საქართველოში ბევრი სპეციფიური პრიორიტეტია და სტრატეგიის მიზნების შესაბამისი სპეციფიური აქტივობები უნდა განხორციელდეს რეგიონულ და სოფლის დონეზე, რომ იყოს ეფექტური. ეს პრიორიტეტები შეიძლება შეიცვალოს დროთა განმავლობაში საჭიროებისდა მიხედვით, თუმცა მოცემულ ეტაპზე ესენია: • პროგრესის მიღწევა კვების უსაფრთხოებაში ფერმიდან ჩანგლამდე • სეს ჩამოყალიბება როგორც ვეტერინართა კომპეტენტური ორგანოსი, დაფუძნებული კანონმდებლობაზე რომელიც მისადაგებული იქნება ევროპის კანონმდებლობასთან და შესაბამისობაში იქნება OIE სტანდარტებთან, ექნება ხარისხიანი ვეტერინარული მომსახურება ქვეყნის მასშტაბით დაფარვა და ეყოლება დასაქმებული პერსონალის საკმარისი რაოდენობა • სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობის გაძლიერება, რომ მოხდეს დიაგნოსტიკური ტესტების და მომსახურების გაწევა რომელიც და რომელიც უპასუხებს ეროვნულ საჭიროებებს და სრულად შეესაბამება ევროპისა და OIE სტანდარტებს • სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ლაბორატორიის გაძლიერება, როგორც ზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემის ნაწილისა, EIDSS ოფოციალური პროგრამული უზრუნველყოფით მონაცემების ზედამხედველობა და ცხოველთა დაავადებებისა და ვეტერინარული ღონისძიებების შეტყობინება და მონაცემთა გაცვლა; • ვეტერინარულ განათლებაზე მუშაობა ვეტერინარიის სილაბუსში და კურიკულუმში საგანმანათლებლო რეფორმის ინსტიტუციონალიზაციით, პროფესიული ვეტერინარული განათლებითა და მეცნიერებით, ჰარმონიზებული ევროპის მოთხოვნებთან და OIE სტრანდარტებთან; • ჩატარდეს ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის შეხვედრები ყოველ 3-‐4 თვეში ერთხელ, რათა უზრუნველყოფილი იქნეს უკეთესი მართვა; • განვითარდეს დაავადებებისა და სპეციფიური სექტორის ზედამხედველობის გეგმა, განსაკუთრებული ფოკუსით CIB დაფინანსებული FAO პროგრამის მიერ ბრუცელოზის კონტროლზე ; • კოოპერატივების ბიზნესის კერძო ვეტერინარებთან ურთიერთობის შემდგომი განვითარება (მაგ. ვეტერინართა რეგიონული ასოციაციები, ფერმერთა კოოპერატივები); • პარტნიორთა ჩართულობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება სურსათის ეროვნული სააგენტოს საქმიანობების შესახებ; • შეიქმნას ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების ეფექტური მიკვლევადობის სისტემა 7 • ახალი დაავადებების შემოჭრის პრევენცია და კრიზისის მენეჯმენტის მდგრადი შესაძლებლობების განვითარება მეცხოველეობა საქართველოში საქართველო სასოფლო-სამეურნეო ქვეყანაა რომლის მოსახლეობაც 2004 წელს შეადგენდა 4.5 მილიონს, საიდანაც დაახლოებით 46.2% სოფლად ცხოვრობდა და მათი შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს საკუთარი თავის რჩენის მიზნით ან სანახევროდ საკუთარი მოხმარებისთვის ფერმერული საქმიანობა წარმოადგენდა. 2014 წლის განახლებული მონაცემები გამოქვეყნებული იქნება 2016 წლის აპრილში. 2014 წელს სოფლის მეურნეობამ 9.2% შეუწყო ხელი მშპ, საიდანაც ცხოველები შეადგენდა 1.35 მილიარდი ლარს, რაც მთლიანი სოფლის მეურნეობის 48% ია (ჯეოსტატი 2014). პირუტყვი რჩება სოფლის მეურნეობის სექტორის მნიშვნელოვან პროდუქტად საქართველოში, იმ ფაქტის მიუხედავად რომ პირუტყვის რაოდენობამ 44%-ით დაიკლო 1990 წლიდან. წელი პირუტყვ ი სოფლის მეურნეო ბის მშპ 1990 4,287,000 29.7% 1995 2,104,300 41.7% 2000 2,166,000 20.2% 2005 2,539,600 16.8% 2010 1,813,000 8.4% 2011 1,823,000 8.8% 2012 2,075,000 8.6% 2013 2,277,000 9.4% 2014 2,402,000 9.2% ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს პირუტყვის რაოდენობას და მეცხოველეობის ტიპს (ჯეოსტატი 2014). სახეობები სავარაუდო რაოდენობა (2014) ყველა მსხვილფეხა პირუტყვი (მერძეული პირუტყვი) 1,278,000 (665,200 მერძეული პირუტყვი) ცხვარი და თხა 919,600 8 ღორი 204,800 2014 წელს, საქართველოს ჰქონდა ხორცის საჭირო რაოდენობის 41% (საქონელი 68%, ღორი 43%, ცხვარი და თხა 93% და ფრინველი 21%), 93% რძე და რძის ნაწარმი და 99% კვერცხი (ჯეოსტატის წლიური ანგარიში 2014). პირუტყვთა რამდენიმე დაავადება ჭარბობს საქართველოში, რომელიც საზიანოა როგორც ფერმერებისთვის, ასევე მომხმარებლებისათვის, მათ შორის, ბრუცელოზი, ჯილეხი და ცოფი. ისინი გვხვდება როგორც ადამიანებში, ასევე ცხოველებში. გარდა ამისა, საკონტროლო ღონისძიებები რომლებიც ხელს შეუშლიან ღორის აფრიკული ცხელების მსგავსი დაავადებების გავრცელებას მტკივნეული და დამანგრეველი იყო. თუმცა ცხოველთა სტატისტიკაში შეიმჩნევა გაუმჯობესება ღორების შემთხვევაში. ვეტერინარული სამსახურები აწყდებიან სირთულეებს დაავადებების აღმოჩენასა და კონტროლში და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე ზეგავლენის კუთხით, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია ადამიანური და ფინანსური რესურსების ნაკლებობით. ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის სახელმწიფო პოლიტიკა და ინტერვენციები 2012 წელს სოფლის მეურნეობა საქართველოში პრიორიტეტად გამოცხადდა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხედვაა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც გაზრდის კონკურენციას სოფლის პროდუქტების სექტორში, ხელს შეუწყობს მაღალი ხარისხის სოფლის პროდუქტის დამზადებას, უზრუნველყოფს სურსათის უვნებლობასა და უსაფრთხოებას და აღმოფხვრის რეგიონულ სიღარიბეს სოფლის მეურნეობისა და რეგიონების მდგრადი განვითარებით. მთავრობის, კერძო სექტორის და დონორი ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევა 2013-2014 წლებში აისახა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ზრდაში, ექსპორტის და სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში ინვესტიციების გაზრდაში. დამატებით, დაიწყო ინსტიტუციონალური რეფორმები რომლებიც დროთა განმავლობაში გამოიწვევენ სექტორის მდგრად განვითარებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2015-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიაში 7 ძირითადი ამოცანა იქნა გამოვლენილი რომელიც უნდა დაინერგოს პრაქტიკაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი მოიცავს ცხოველებს და ცხოველურ პროდუქტს, რამდენიმე მათგანის პრაქტიკული ასპექტები და აზრი მოითხოვს შემდგომ განხილვას სანამ მოხდება მათი გატარება. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა განსაკუთრებით შეესაბამება სტრატეგიის მე -5 მიმართულებას სურსათის უსაფრთხოებაზე და სტრატეგიის მე-6 მიმართულებას სურსათის უვნებლობაზე და ვეტერინარიაზე. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს: • მოხერხებული და ეფექტური კვების უსაფრთხოების სისტემის შექმნას, რომელიც ასახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის ბაზრის სპეციფიურ თვისებებს და შეესაბამება ევროპულ კანონმდებლობას • ვეტერინარია • ლაბორატორიების შესაძლებლობების გაძლიერება და თანამედროვე დანადგარები რომლებიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობის და ფიტოსანიტარულ მოთხოვნებს. 9 სეს-ის მიერ მომვალსი შემუშავებულმა გეგმებმა და სტრატეგიებმა შესაძლოა დახვეწონ ღონისძიება „ვეტერინარია“ და ჩამოაყალიბონ უფრო დახვეწილი და ყოვლისმომცველი მიდგომა ვეტერინარული სერვისების მდგრადი განვითარებისადმი და OIE საერთაშორისო სტანდარტებისადმი. ასოცირების ხელშეკრულებას, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულება, ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს. ამას მოჰყვა ევროპის კომისიიდან თანხების გამოყოფა, როგორც ეს 2013 წლის ევროპის სამეზობლო პროგრამაში ეწერა. ეს იყო ის დრო, როცა დაიწყო მუშაობა სურსათის უვნებლობის კოდექსზე. ადრინდელი ყოვლისმომცველი სტრატეგია და საკანონმდებლო მისადაგების პროგრამა სურსათის უვნებლობაში გახდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელშეკრულების შემადგენელი ნაწილი. შემუშავდა კანონმდებლობების ჩამონათვალი, რომელიც უნდა მიესადაგოს ევროპის კანონმდებლობას. სოფლის მეურნეობისა და სურსათის შემდგომ ყურადღება დაეთმობა არაპროდუქტიულ ცხოველებს, მათ შორის შინაურ და გარეულ ცხოველებს და ცხოველთა კეთილდღეობას. მთავარი მოთამაშეების სტრუქტურა , მოვალეობები და აქტივობები სოფლის მეურნეობის სამინისტრო პასუხისმგებელია ცხოველთა ჯანმრთელობის, სურსათის უვნებლობის და ვეტერინარიის პოლიტიკასა და სტრატეგიაზე. ამ მოვალეობების რამდენიმე ასპექტი მოიცავს თანამშრომლობას სხვა სამინისტროებთან, მათ შორის განათლებისა და მეცნიერების, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტროებთან. სეს ვეტერინარული კომპეტენციის მქონე ორგანოა საქართველოში და 2011 წელს დაარსდა, როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ. სურსათის უვნებლობის მთელი სისტემა, მათ შორის სეს მიერ განხორციელებული ოფიციალური მაკონტროლებელი აქტივობები დაფუძნებულია „ფერმიდან მომხმარებლამდე“ პრინციპზე. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის როლი, რომელიც ასევე სსიპა, არის ძირითადი და სპეციფიური ვეტერინარული ლაბორატორიული სადიაგნოსტიკო სერვისების განხორციელება, რომლებიც შეესაბამება საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობის მოთხოვნებს. სახელმწიფო გაერთიანებული ლაბორატორიების სისტემა განსაკუთრებით საშიში პათოლოგიების გამოვლენის, დიაგნოსტიკის და პასუხის გაცემისათვის მოიცავს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, რომელიც მდებარეობს თბილისში (3 ზონალური სადიაგნოსტიკო ლაბორატორიითა და 8 საველე ლაბორატორიული სადგურით), ასევე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრალურ რეფერალურ ლაბორატორიას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და სეს ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპს მისდევენ, ისინი ინტეგრირებულად აგვარებს საქართველოში ადამიანებთან და ცხოველებთან დაკავშირებული დაავადებების საკითხებს. EIDSS ასრულებს მნიშვნელოვან როლს სააგენტოებს შორის ინფორმაციის გაცვლაზე, ერთიანი მონაცემთა ბაზის ხელმისაწვდომობისა და ანალიზის კუთხით, როგორც ეს აღნიშნულია ინტეგრირებულ დაავადებათა ზედამხედველობის სიტემის 10 დეკრეტში. მასში ჩართულია სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროები და ხელმოწერლია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ 2015 წელს. შემოსავლების სამსახური და საბაჟო პასუხისმგებელნი არიან იმპორტისა და ექსპორტის კონტროლზე სააზღვარზე. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ადგილობრივი მთავრობა ხელმძღვანელობს სერვის ცენტრებს და მუშაობენ დანარჩენ რეგიონებში მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციაში. 2014 წელს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო კვლევითი ცენტრი სსიპ შეიქმნა. მის ფუნქციებში შედის სოფლის მეურნეობის ცხოველებისა და მცენარეების ბიო მრავალფეროვნების დაცვა, საჯიშე სადგურების რეკონსტრუქცია, ცხოველთა ხელოვნური განაყოფიერებისა და ცხოველთა გამრავლების აქტივობების ხელშეწყობა. ახალი ტექნოლოგიების გაცნობა, მომსახურების გაწევა ფერმის მუშებისათვის, სურსათის უვნებლობის რისკების შეფასება, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის რისკების შეფასება და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის ხელშეწყობა. საქართველოში მოქმედ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს შორისაა DTRA, FAO, SIDA, USDA, US CDC და სხვები. განმახორციელებელ პარტნიორებს შორის, რომლებიც საციცოცხლო როლს ასრულებენ, არიან Battelle, CH2MHill, B&V, GRDD/GIPA სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, GE CDC, CBA-‐G, მერსი ქორფსი და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფი, რომელსაც თავმჯდომარეობს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, აღიარებულია გადაწყვეტილების მიმღებთა მხარდამჭერად და ცხოველთა ჯანმრთელობის აქტივობების კოორდინატორად სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, საერთაშორისო დონორებსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის. ჯგუფი იკრიბება დაახლოებით ყოველ 3 თვეში ერთხელ ახალი მიღწევების განხილვის, რევების მიცემის და პროგრესისს კოორდინაციის მიზნით. ამას გარდა, ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის ფარგლებში 3 სამუშაო ჯგუფმა ხელი შეუწყო პრიორიტეტული აქტივობების განვითარებასა და კოორდინაციას. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის სტრატეგიული მიზანი სამუშაო ჯგუფი 1 ‐ ანგარიში 2008-‐11 2 ‐ ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობა 2013-‐14 3-‐ ცხოველთა იდენტიფიცირება და რეგისტრაცია 2015-‐ • ინფრასტრუქტურის, დანადგარების და საინფორმაციო ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება ლაბორატორიებში, სასაკლაოებზე და ოფისებში √ • ფერმები და ცხოველების არის იდენტიფიცირებული და შესაძლებელია ცხოველთა გადაადგილების და პროდუქტის მიკვლევის შესაძლებლობა √ • დაავადებებათა ეფექტური შეტყობინება, დაავადებების აფეთქებაზე √ √ 11 შეტყობინებისა და რეაგირების უნარის გაუმჯობესება პარტნიორების ჩართულობითა და და საზოგადოების ინფორმირების გზით • კონკრეტული დაავადებების პრევენციის, აღმოფხვრისა და კონტროლის გრძელვადიანი გეგმების დასახვა, მათ შორის მეთვალყურეობის სტრატეგიისა და დაავადებათა კონტროლის განსაკუთრებული შემთხვევების გეგმის გეგმა. √ ზემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს თუ როგორ შეესაბამება სამუშაო ჯგუფის აქტივობები ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სტრატეგიულ მიზნებს. მეორე სამუშაო ჯგუფი ცხოველთა დაავადებების ზედამხედველობაზე ფუნქციონერებდა ქართული და უცხოური ძალისხმევით 2 წლის განმავლობაში, მესამე სამუშაო ჯგუფმა დაიწყო მუშაობა 2015 წელს. პროგრესის შესახებ ინფორმაცია რეგულარულად მიეწოდება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფს. ბიზნეს სექტორი და მომხარებლები არიან მნიშვნელოვანი სასოფლო სამეურნეო პარტნიორები. ქართველ ფერმერთა ასოციაცია არის ქოლგა ორგანიზაცია რომელიც აერთიანებს 600 -ზე მეტ წევრს. ის 2014 წელს შემოუერთდა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფს. მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს სახელმწიფოსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის განვითარებაში, იმდენად რამდენადაც ასოციაცია ადვოკატირებას უწევს ფერმერებსა და კერძო სექტორის საჭიროებებს. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ზეგავლენა 2013-15 2009-‐2013 წლებში ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამას, შეთანხმებული სტრატეგიითა და პარტნიორთა დიდი ძალისხმევით, მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა. მუშაობა გრძელდება დღემდე და შედეგები ასახულია ცხოველთა ჯანმრთელობის მეორე ეროვნულ პროგრამაში (2013-‐ 2015) და ქვემოთაა მოყვანილი. • დაახლოებით 540 კერძო ვეტერინართან გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო კონტროლისა და ცხოველთა დაავადებების შესაბამისი აქტივობებისათვის. კერძო ვეტერინარები მობილიზებულები არიან ვეტერინართა რეგიონული ასოციაციების მეშვეობით საქართველოს 6 რეგიონში. • სახელმწიფო ვეტერინართა დიდი რაოდენობა ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე, მათ შორის სასაკლაოებში გადამზადდა. • ახალი დაავადებების კონტროლზე და ეკონომიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვან ცხოველთა დაავადებებზე ეროვნული კონტროლი გაიზარდა და დასტაბილურდა. შემუშავდა რეგიონული სამოქმედო გეგმა სეს და სამინისტროს ლაბორატორიის მიერ და ხარჯები დაითვალა ერთობლივად. პრიორიტეტულ დაავადებებზე ჩატარდა მასობრივი ვაქციანაცია. • აქტიური მონაწილეობა OIE-ში (მაგ. ძირითადი და რეგიონული სესიები ცხოველთა კეთილდღეობასა და ვეტერინარიის კანონმდებლობაზე) სისტემატური რეგიონული კომუნიკაცია და განსაკუთრებული ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც მიზნად ისახავს 12 უკეთესი სტრატეგიების შექმნას ტრანსსასაზღვრო ცხოველთა დაავადებების გასაკონტროლებლად. • ზოგიერთი შიდა პროცესი გაუმჯობესდა, როგორიცაა EIDSS გამოყენება, აქტიური ზედამხედველობისა და ცხოველთა დაავადებებზე მონაცემების მოპოვების მიზნით. ვეტერინარებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელოები. • აქტიური ურთიერთთანამშრომლობა სამუშაო ჯგუფების მეშვეობით (ცხოველთა დაავადებებზე ზედამხედველობა, ცხოველთა იდენტიფიცირება და რეგისტრაცია) და ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის რიგით მე 20 შეხვედრა. • კერძო სექტორის მიერ სასაკლაოების ეროვნული ქსელის ფარგლებში დაინერგა გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რომელიც ლიცენზირებულია სეს მიერ. • სამინისტროს ლაბოლატორიის ZDL-ში დაარსდა მოლეკულური სადიაგნოსტიკო ცენტრი ცოფისათვის და განახლდა ცოფის ლაბორატორიების ინფრასტრუქტურა და აღჭურვილობა ევროპის ფინანსური დახმარებით და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსებით. • სამინისტროს ლაბორატორიაში დაინერგა ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელებისა და ცხოველებში ტულარემიას დიაგნოსტიკური კვლევა და მოლეკულურ ბაქტერიოლოგიური კვლევა ნიადაგის ნიმუშებში ჯილეხის ბაცილის აღმოსაჩენად. • სამინისტროს ლაბორატორიისა და EDP დეპარტამენტის პერსონალი არის სერტიფიცირებული BSL 3 სამუშაოსთვის • სამინისტროს ლაბორატორიამ US CDC სამხრეთ კავკასიის ოფისთან და GIPA-სთან ერთად ჩაატარა მასტერკლასი ერთიან ჯანმრთელობაზე • CBA-G დაფინანსებით შესაძლებელი გახდა ვეტერინარული ქსელის გაფართოება ქვეყნის მასშტაბით. აყავანილ იქნა ახალი პერსონალი და ჩატარდა ტრენინგები სურსათის ინსპექტორებისათვის. ასევე დაინერგა რგოლოვანი ტესტები, შეძენილ იქნა ინსენერატორი და ხაზი გაესვა საქართველოში მთავარი ვეტერინარი ოფიცრის პოზიციის მნიშვნელობას. ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიმდინარე და დასრულებული პროექტები წინა და ახლანდელმა ცხოველთა ჯანმრთელობის პროექტებმა ეროვნულ და რეგიონულ დონეზე აჩვენეს ხანგრძლივი პროგრესი ცხოველთა ჯანმრთელობის მეორე ეროვნული პროგრამის მომზადების შემდეგ 2013-2015 წლებში. რამდენიმე მათგანი მოცემულია ქვემოთ: • საქართველოს კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასთან და დირექტივებთან მისადაგების გეგმა • საქართველომ შეასრულა თურქულის რისკზე დაფუძნებული სტრატეგიული კვლევა (RBSP) და შეუერთდა PCP 2 ეტაპს EUFMD დახმარებით. • სეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, სამინისტროს ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობდნენ ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომით ჯილეხის კონტროლის და პრევენციის საკითხებში. მათ შორის დიაგნოსტიკა, !"#$%&"&"'() *&+"&,, ცხოველთა ვაქცინაციის კამპანია და მეცნიერულ მიდგომებზე დაფუძნებული საველე კვლევები დაავადების რისკ ფაქტორების გამოვლენის თაობაზე ცხოველიდან ადამიანში დაავადების გავრცელების თვა. ეს ურთიერთთანამშრომლობა მოხდა CSU, USDA, US CDC , CDC Georgia, GRDD/GIPA მხარდაჭერით. • 2014 წელს FAO თაოსნობით, სეს და NCDC ერთობლივად განახორციელეს ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა ბრუცელოზის კვლევის დაგეგმისათვის. ეს თანამშრომლობა და ინფორმაციების გაცვლა დაეხმარება ბრუცელოზის გრძელვადიანი კონტროლის სტრატეგიის შექმნას. 13 • დაიწყო მრავალი სახეობის ცოფის ვაქცინაცია და ვაქცინაციის შემდგომი კვლევის ინსტუტუციონალიზაცია • სეს დააწესა მიზნობრივი კონტროლი ყირომ კონგოს მაღალი რისკის მქონე ზონებში, რაც იყო ეფექტურ ნაბიჯი მოცემულ სიტუაციაში, როდესაც ადამიანებში ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელების შემთხვევები გაიზარდა. • ცხოველთა იდენტიფიცირების და რეგისტრაციის პროცესი დაიწყო გეგმაზე დაყრდნობით, რომელიც ითვალისწინებს ცხოველთა დაავადებების კონტროლის ღონისძიებებს, სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას და ევროპის კანონმდებლობასთან მისადაგება. • EIDSS გამოყენება გაიზარდა თურქულის, ბრუცელოზის, ცხელების, ცოფის და ა.შ შემთხვევებში. აღნიშნულის შედეგად შეიქმნა ყოვლისმომცველი მონაცემთა ბაზა ცხოველთა ჯანმრთელობაზე, მთლიანად ელექტრონულ ანგარიშგებაზე გადასვლის მიზნით. რამდენიმე მნიშვნელოვანი ანგარიში არის ინტეგრირებული EIDSS სისტემაში, მათ შორის ევროპის კვარტალური ბიულეტენი ცოფზე, რომელიც მოამზადა სეს-მა მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციისთვის. 2015 წელს არსებული სიტუაციის სტრატეგიული ანალიზი პარტნიორთა სამუშაო შეხვედრაზე 2013 წლის მაისში შემუშავდა და 2015 წელს განახლდა მნიშვნელოვანი სტრატეგიული ანალიზი ძლიერი და სუსტი მხარეების, შესაძლებლობების და საფრთხეების. დამატებით, სეს საჭიროებების გადახედვა (როგორც ეს აღწერილია ინსტიტუციონალური რეფორმის და განვითარების გეგმის ნიმუშში) გამოყენებულ იქნა სტრატეგიული ანალიზისთვის. ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები • საკითხების კარგად გააზრება და ცოდნა • უახლოეს წარსულში ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგრესი შესაბამისი ვაქცინაციებით პრიორიტეტული დაავადებების წინააღმდეგ • სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის კანონების განახლება მოხდა მისადაგების გეგმის მიხედვით • არსებობს განახლებული ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა . სამეთვალყურეო ჯგუფი კარგად ფუნქციონირებს სამინისტროს დონეზე • ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის უმრავლესი პრიორიტეტებისათვის არსებობს დონორის დაფინანსება • მთავრობა დაინტერესებულია და ერთმანეთთან აკავშირებს სოფლის მეურნეობასა და ცხოველთა ჯანმრთელობას • გაიზარდა და დასტაბილურდა ბიუჯეტის ოდენობა ეკონომიკურად და სოციალურად მნიშვნელოვანი ცხოველთა დაავადებების კონტროლისათვის • გაუმჯობესდა ოფისებისა და ლაბორატორიების საბაზისო ინფრასტრუქტურა • კრიზისული სიტუაციის გარდა საზოგადოებრივი ცნობიერება დაბალია • ცხოველთა მესაკუთრეების განათლება ძირითადად არის ძალიან მწირი • დაავადებების რეპორტინგის დროს ფერმერები მალავენ პრობლემებს, რაც აისახება დაავადებათა იდენტიფიკაციაზე ცუდ ურთიერთთანამშრომლობაზე • არ არსებობს დაავადებათა კონტროლის საკომპენსაციო სქემა,ფერმერები კომპენსაციის გარეშე ცხოველების დაკარგვას ცდილობენ • ხანდაზმული ვეტერინარების დიდი პროპორცია • სისტემები ეპიდემიურ აფეთქებებზე რეაგირებისთვის • კერძო სექტორში მოსმახურების საფასურის გადახდის დაბალი მზაობა, ზოგიერთ ფერმერს არ გააჩნია შემოწმების საშუალება • ცხოველთა იდენტიფიკაცია და 14 ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები • კერძო ვეტერინარები მობილიზებულნი არიან ვეტერინართა ასოციაციების ქსელის მეშვეობით 6 რეგიონში • ყოვლისმომცველი ინსტიტუტის აშენებისათვის ინვესტიცია EC დან • დაკონტრაქტებული ვეტერინარები არიან პრაქტიკაში მოქმედები • სეს და სამინისტროს ლაბორატორია თანამშრომლობენ სახელმწიფო ზედამხედველობის პროგრამის განვითარებაზეერთიანი ჯანმრთელობის მიდგომა არის ადგილზე • მიკვლევადობა გაიზრდება ცხოველთა იდენტიფიკაციითა და რეგისტრაციით • გაუმჯობესებული შეტყობინების/რეპორტინგის/ანალიზის შესაძლებლობები მეთვალყურეობაზე და ცხოველთა ჯანმრთელობის აქტივობებზე EIDSS მეშვეობით რეგისტრაცია არის განვითარების პროცესში • ცხოველთა მოძრაობა არ არის კონტროლირებადი • არაშესაფერისი ვეტერინარული განათლება, აკრედიტაცია და განგრძობითი განათლება • არასრული მეორადი კანონმდებლობა • ვეტერინარული სერვისების მოკრძალებული შესაძლებლობები და ფუნქციონირება (ორგანიზაცია, სტრუქტურა, კომპეტენცია და ძალაუფლება)იმპორტიორ/ექსპორტი ორ ქვეყნებს უნდა გააჩნდეთ კომპეტენტური ვეტერინარული სამსახურები, რომლებიც იქნებიან პასუხისმგებელნი სურსათის უვნებლობაზე და მთლიანი სასურსათო ქსელის კონტროლზე შესაძლებლობები საფრთხეები • სახელმწიფოს ვალდებულებები ორმხრივი ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ხელსეკრულების მიმართ • ვეტერინარული კანონმდებლობის ევროპის კანონებთან და საერთაშორისო სტანდარტებტან მისადაგებაზე ფოკუსირება • მთავრობისა და დონორებისაგან დამათებითი სახსრების მირება ცხოველთა იდენტიფიკაციის, ბრუცელოზის კონტროლის და ინსტიტუციების ასაგებად • სეს-ის საველე ვეტერინარული პროგრამის, რეგიონული გეგმების და ქვე-პროგრამების გამოყენება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის ეპიზოოტიკის განვიტარებისათვის • ლაბორატორიების და ქსელური ტექნოლოგიების გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა • კერძო ვეტერინარების გაუმჯობესებული შესაძლებლობები • ცხოველთა ჯანმრთელობის საკითხებზე გაუმჯობესებული კომუნიკაცია • აქცენტი ცხოველთა ჯანმრთელობის მიდგომაზე • კავშირი OIE თან ცხოველთა კეთილდღეობაზე დაიწყო • საქართველოში ახალი დაავადებების წარმოქმნის შესაძლებლობა მაგ. ბლუტანგი • სეს-ში პერსონალის ნაკლებობა და ძირითადი თანამშრომლების ცვალებადობა • ეფექტური მუშახელის შესაძლებლობები არასაკმარისია • ცოდნის გაგრძელების მოთხოვნის არარსებობა • მხარეებს აქვთ დაბალი მოტივაცია დაავადებების შეტყობინებისა • საჯარო-კერძო პარტნიორობის და ურთიერთგაგების სიმცირე • მნიშვნელოვანი დონორების წასვლა მაგ. DTRA • შემთხვევების მედია დაფარვა მაგ. ცხვრების სიკვდილიანობა, ჯილეხი ადამიანებში • უმაღლესი ვეტერინარული განათლების შესაბამისი სტანდარტების არარსებობა 15 ძლიერი მხარეები სუსტი მხარეები • რისკზე დაფუძნებული გეგმები პრიორიტეტულ ცხოველთა დაავადებებზე • სახელმწიფოს როლი კრიზისის მენეჯმენტში • სეს და სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლები სრულად არიან დატრენინგებული EIDSS პრაქტიკული გამოცდილების და ქვეყნის მაშტაბით EIDSS ინფრასტუქტურის გამოყენებაში; ოფიციალური რეპორტინგის სისტემა დაავადებების კონტროლის ეროვნული ცენტრისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის ოფიციალური რეპორტინგის სისტემა ძირითადი გამოწვევების და ხარვეზების ანალიზი ძირითადი გამოწვევების და ხარვეზების ანალიზმა შემდეგი სურათი აჩვენა: • მნიშვნელოვანი ძალისხმევაა საჭირო სურსათის უვნებლობის მდგრადი და თანამედროვე სისტემის უზრუნველსაყოფად დაინტერესებული მხარეების ძლიერი ჩართულობით და თანამედროვე კანონმდებლობის ევროპის კანონმდებლობასთან მისადაგებით; • უწყვეტი ძალისხმევის საჭიროება შეიქმნას და გატარდეს ეროვნული პროგრამა ბრუცელოზისა და იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის კონტროლისათვის, ორივე არის გრძელვადიანი და მოქმედებს ევროპის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში; • დაარსდეს სისტემა, რომელიც განსაზღვრავს ცხოველთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის პრიორიტეტებს, რომლებიც შეიძლება მოგვარებული იქნას ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე; • მეცნიერული, მდგრადი მიდგომის ჩამოყალიბება ცხოველთა დაავადებების მეთვალყურეობისა და კონტროლისათვის; • კერძო ვეტერინარული სექტორის, სამთავრობო ვეტერინარული სამსახურების და ვეტერინარული განათლების გაძლიერებ,ა რათა ეფექტურად მოხდეს ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპში და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოებაში მათი ჩართვა; • უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია პარტნიორებს, დონორებსა და ახალ მოთამაშეებს შორის, რათა სამთავრობო მუშაობა და ახალი პროექტები ცნობილი გახდეს შესაბამისი პირებისათვის და ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამაზე ცნობიერების ამაღლება; • უნდა ამაღლდეს საზოგადოების ცნობიერება ვეტერინარული განათლების მნიშვნელობაზე, მკაფიო ახსნა და ქმედებების გატარებაა საჭირო; • დონორებისა და განმახორციელებელი პარტნიორების მხრიდან ტრენინგ პროგრამების უკეთესი კოორდინაცია ქართველ პარტნიორებთან; • ვეტერინარული პროფესიისთვის, ლიცენზირების, აკრედიტაციის და განგრძობადი განათლებისათვის ხარისხის მოთხოვნებისა და რეგულაციების სიმცირე კომპეტენტური სახელმწიფო და კერძო ვეტერინარული სამსახურების განვითარებისათვის არაპროდუქტიულია; • სურსათის უვნებლობისა და ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამების მდგრადობა მოითხოვს სტრუქტურულ ფისკალურ და დაფინანსების სისტემას რომელიც შეიძლება იყოს საერთაშორისო დონორებისაგან დამოუკიდებელი. 16 მეტი დეტალები კონკრეტულ სფეროებში მოცემულია ქვედა სექციებში. ვეტერინარული კანონმდებლობა ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მისია განხორციელდა 2015 წლის მარტში. მან დაადასტურა საქართველოს გამოწვევა, რაც გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებას და OIE-ს სტანდარტებთან თანხვედრაში ყოფნას. ის მოიცავდა OIE-ს ზოგად რეკომენდაციებს, რისი გათვალისწინებაც იქნება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 2016-2020 მთავარი წარმატება. ესენია: § ვეტერინარული ნორმატიული ორგანოს შესაქმნელად კანონმდებლობის წარმოდგენა; § სწორი სუბორდინაციის ნათლად ჩამოსაყალიბებლად ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში და მთავარი ვეტერინარი ოფიცრის პოზიციის და პასუხისმგებლობის ჩართვა; § ძალების დელიგირების წარმოდგენის გაგრძელება კერძო ვეტერინარების მონიტორინგით შესაფასებლად; § ცვლილებების შეტანა კანონმდებლობაში შეტყობინებად დაავადებებზე ნათელი სიის ჩამოსაყალიბებლად კანონმდებლობაში და მოთხოვნების განმარტება, რათა მოხდეს საეჭვო დაავადებებზე ანგარიშგება; § პირველადი მწარმოებლების კომპენსაციის უზრუნველყოფა აღმოფხვრის საქმიანობებზე და ამით სტიმულის მიცემა, რომ მათ აცნობონ გარკვეული დაავადებების შესახებ; § ახალი კანონმდებლობის შექმნის პროცესის გაგრძელება და დაჩქარება მთავარი ხარვეზების აღმოფხვრისათვის ვეტერინარულ კანონმდებლობაში რაც მოიცავს შემდეგ სფეროებს: ვეტერინარული პროფესია, ცხოველის კეთილდღეობა, ცხოველთა ჯანმრთელობა, ვეტერინარული მედიკამენტები და ბიოპრეპარატები; § მეორადი კანონმდებლობის და რაიმე სხვა SOP- ს მხარდაჭერის ნახაზის შექმნა განხორციელებისათვის, იქ სადაც ის არ არის ესე კარგად განვითარებული; § ევროკავშირის გადანაცვლება საქართველოს კანონმდებლობაში, ევროკავშირის მთლიანი კანონმდებლობის გადაწერის გარეშე, საჭიროებისდამიხედვით ქართულ სიტუაციაზე მორგება - განხორციელება შესაძლოა გართულდეს პრობლემის რესურსის გენერირების გამო. ეს ხელს შეუწყობს მთელს პროცესს, კერძოდ ფინალურ კორესპონდენციას, რომელიც საჭიროა პროცესის ბოლოს. § კანონმდებლობის შიდა ხარისხის გაუმჯობესება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს იერარქიის კანონების, განმარტებების, სიწმინდეების და გამოყენებადი სიმარტივეების დაცვა; ასევე უნდა გამოსწორდეს ინგლისური თარგმანი; § თოთიეულ ნაწილში მოხსენებული რეკომენდაციის გათვალისწინება. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის 2016-2020 - ს ყველა მონაწილესათვის ეს პრიორიტეტული საკითხებია. ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების ხელშეწყობა ერთიანი ჯანმრთელობის ხელშეწყობა საქართველოში დაიწყო და შედეგად უნდა მოჰყვეს ღრმა და მდგრადი პოლიტიკური ხელშეწყობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ცხოველთა დაავადებების ადამიანებზე და ცხოველებზე ზემოქმედების კოორდინირებული პრევენციისათვის. სპეციფიური აქტივობები იქნება საჭირო ერთიანი ჯანმრთელობის პრინციპების დასაარსებლად. დაავადებათა სპეციფიკაცია რომლებიც უნდა იქნეს შეტანილი და მათი გამოვლენის დეფინიცია. 17 • ალგორითმები ცხოველებში და ადამიანებში გამოვლენის შემთხვევების საპასუხოდ • იმ ინსტიტუციების როლი და მნიშვნელობა რომლებიც ჩართულნი არიან სპეციური აქტივობების ფოკუსირებაზე • ერთიანი ჯანმრთელობის გუნდის შექმნა და ხელშეწყობა • ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამოქმედო გეგმის ინდიკატორები. ინტერგრირებული დაავადებათა მეთვალყურეობის სისტემის დეკრეტი, რომელიც სხვებთან ერთად მოიცავს სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, და რომელიც ხელმოწერილია საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ 2005 წელს, წარმოადგენს ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის იმპლემენტაციის ძირითად პრინციპებს საქართველოში. დღემდე EIDSS არ აქვს ოფიციალური სტატუსი სოფლის მეურნეობის სამინისტროში, რომელიც ზღუდავს შესაძლებლობებს საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის სისტემაში, რომელიც ერთობლივად გამოიყენება სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროები მიერ ერთიანი ჯანმრთელობის მიდგომის ფარგლებში. ცხოველთა დაავადებებზე საკონტროლო ძალისხმევის პრიორიტიზირება ცხოველთა დაავადებები, რომლებიც მეტად მოქმედებენ სურსათის უვნებლობაზე და უსაფრთხოებაზე, პრიორიტეტულია ეროვნული კონტროლისათვის. დაგეგმილია კონტროლის ზომების მიღება ზოონოზურ დაავადებებზე, რომლებიც დაესნეულებული ცხოველიდან გადაედება ადამიანს და ასევე აინფიცერებს და აბინძურებს ცხოველურ პროდუქტს. ეროვნული სტრატეგიული გეგმა, რომელიც მოიცავს ცხოველთა დაავადებების კონტროლს, ასევე უნდა მოიცავდეს ცხოველებს, რომელთა ხორცი არ გამოიყენება საკვებად, გარეული ცხოველებს და გარემოზე ზემოქმედების საკითხებს. გარემოს დაცვის შეფასება უნდა იყოს დაავადებების კონტროლის სტრატეგიული გეგმის ნაწილი და მიზნად უნდა ისახავდეს ადამიანების კეთილდღეობას. ქვემოთ მოცემულ გრაფაში წარმოდგენილია ცხოველთა ის დაავადებები და ვირუსები, რომლებიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოავლინა მეტად პრიორიტეტულად კონტროლისა და ზედამხედველობის კუთხით. ამოცანა არის, რომ შემუშავდეს დეტალური გეგმა, დაისახოს გარკვეული მიზანი თითოეულ დაავადებაზე. გეგმების ნაწილი უკვე არსებობს, ნაწილი შემუშავების პროცესშია. ეფექტურობის გაზრდა არის შესაძლებელი, რადგანაც ზედამხედველობითი სისტემა გარკვეულ დაავადებებზე მოიცავს ერთი და იმავე დავალებებს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავარი ვეტერინარი ოფიცრების მიერ შემოთავაზებული პრიორიტიზაციის მეთოდები შეიძლება იქნას გამოყენებული. ასევე გარკვეული აქტივობები შეიძლება განხორციელდეს ქუ-ცხელებაზე, ქოთაოზე და ა.შ. დაავადება კანონმდებლობა და მიდგომა საფუძველი /დასაბუთება და ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის მიზნები ჯილეხი (Bacillus anthracis) • საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №348 • ცხოველთა დაავადება იწვევს ეკონომიკურ დანაკლისს და ადამინთა დასნეულებას. 18 დაავადება კანონმდებლობა და მიდგომა საფუძველი /დასაბუთება და ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის მიზნები • იფარება სახელმწიფო ბიუჯეტიდან • დაავადებების კოორდინატორები იდენტიფიცირებულია და ისინი არიან ერთიანი ჯანმრთელობის ჯგუფის წევრები. • მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების, ცხენების მასიური ყოველწლიური ვაქცინაციები, იმ რეგიონებში სადაც ოდესღაც იყო დაფიქსირებული მსგავსი დაავადებების შემთხვევები ადამიანებში და ცხოველებში; 25 ჯილეხის შემთხვევა 2015 წელს. • 2016-2020 წლისთვის – გაგრძელდება ვაქცინაციები ინფიცირებულ სოფლებში იმისათვის რომ შემცირდეს დაავადებების გამომჟღავნება, მოხდება ხალხის ცნობიერების ამაღლება, მინიმუმამდე შემცირდება დაავადების შემთხვევები < 10, ინფიცირებული ცხოველების გვამების უსაფრთხო განადგურება. ღორის აფრიკული ცხელება (ვირუსი) • საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №348 • დაფინანსებულია სახელმწიფოს და DTRA მიერ განხორციელებული პროექტების მიერ • ღორის დაავადებები იწვევს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს და ადამიანთა დასნეულებას • 2015 წელს დაავადების შემთხვევა არ დაფიქსირებულა • 2016-2020 წლისთვის - მოხდება დაავადებების შესახებ ხალხის ცნობიერების ამაღლება, იქნება პასიური ზედამხედველობა, იგეგმება პრევენციული აქტივობები და იქნება დროული შეტყობინებები. ბრუცელოზი (Brucella species) • საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №348 • დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ • დაავადებების კოორდინატორები დაზუსტებულია. • ცხოველთა დაავადება იწვევს ეკონომიკურ ზარალს და ადამინთა დასნეულებას. • 239 დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა 2015 წელს. • 2016-2020 წლისთვის იგეგმება მსხვილფეხა პირუტყვში ვაქცინაციამდე ნიმუშების აღება, 19 დაავადება კანონმდებლობა და მიდგომა საფუძველი /დასაბუთება და ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის მიზნები • დაიწყო CIB /FAOპროექტი ფერმერების კონპენსაციის პოლიტიკის დაგემვა, მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია, პოსტ ვაქცინაციის კითხვარის შემუშავება ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება • საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №187 • დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ • ადამიანების დასნეულება • 9 დაავადების შემთხვევა • 2016-2020 წლისთვის იგეგმება ცნოებიერების ამაღლების კამპანია, და ინფიცირებული ცხოველების მკურნალობა ტკიპებზე დაზარალებულ სოფლებში. დაავადება თურქული (ვირუსი) • საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №348 • სტრატეგიული გეგმა შემუშავებულია. • დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ • დაავადებების კოორდინატორები დაზუსტებულია. • ცხოველთა დაავადება იწვევს ეკონომიკურ დანაკლისს და აქვს გავლენა ვაჭრობაზე. • 2015 წელს დაავადებების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ჯამში 8% NSP სეროპრევალენტობა მსხვილფეხა პირუტყვში და 13% წვრილფეხა პირუტყვში, რომელიც დაკავშირებულია სხვადასხვა კერასთან . • 2016-20 წლებში იგეგმება რისკებზე დაყრდნობით, EU FMD მხარდაჭრით შემუშავებული სტრატეგიის გამოყენება. მაღალპათოგენური ფრინველის გრიპი (virus) • საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №348 • დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ • შინაური ფრინველის დაავადება იწვევს ეკონომიკურ ზარალს და აქვს გავლენა ვაჭრობაზე, ადამიანი იშვიათად ინფიცირდება. დაავადება გადადის გარეულ ფრინველებზეც • დაავადებების შემთხვევები არ დაფიქსირებულა 2015 წელს • 2016-2020 წლებში იგეგმება მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ნოდულარული • პრევენციული ზომები რეგიონში არსებულ • დაავადება იწვევს ეკონომიკურ ზარალს, აქვს გავლენა ვაჭრობაზე 20 დაავადება კანონმდებლობა და მიდგომა საფუძველი /დასაბუთება და ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის მიზნები დერმატიტი (virus) რისკებზე დაყრდნობით • დაავადების შემთხვევები დაფიქსირდა მეზობელ ქვეყებში აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში. 2016-2020 წლებში იგეგმება - ვაქცინაციები სასაზღვრე ზონებში რისკის არსებობის მიხედვით; ცნობიერების ამაღლება და პასიური ზედამხედველობა. ცოფი (ვირუსი) • საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №348 № 690 • ცოფის პრევენციის სტრატეგიული გეგმა შემუშავებულია. დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ და მას მხარს უჭერს ICB. • დაავადებების კოორდინატორები დაზუზტებულია. • იწვევს ცხოველთა და ადამიანთა ინფიცირებას. • 89 დაავადების შემთხვევა 2015 წელს; ადამიანი დავადების შემთხვევები არ არის აღმოჩენილი. • 2016-2020 წლებში იგეგმება შინაური კატებისა და ძაღლების ვაქცინაცია. წვრილფეხა ცხოველის ყვავილი (virus) • პრევენციული ზომები რეგიონში არსებულ რისკებზე დაყრდნობით • იწვევს ეკონომიკურ დანაკლისს ზარალს. • დაავადებებიის შემთხვევები დაქიქსირდა მეზობელ ქვეყნებში. • 2016-2020 წელს იგეგმება გადასარეკი წვრილფეხა ცხოველების ვაქცინაცია. პასიური ზედამხედველობა. ტუბერკულიოზი (Mycobacterium sp.) • საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №348 • დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ • ცხოველთა დაავადება იწვევს ეკონომიკურ დანაკლისს და აქვს გავლენა ვაჭრობაზე. • დაავადებების შემთხვევები არ დაფიქსირებულა 2015 წელს; 3850 ადამიანთა დაავადებების შემთხვევები დაფიქსირდა 2014 წელს; • 2016-2020 წლებში იგეგმება სასაკლაოების ზედამხედველობა, ალერგიული ტესტები ინფიცირებულ სოფლებში, რომ 21 დაავადება კანონმდებლობა და მიდგომა საფუძველი /დასაბუთება და ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის მიზნები დადგინდეს პრევალენტობა ვეტერინარული განათლების მოდერნიზება გასული წლის ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამის მსვლელობის დროს გამომჟღავნდა სისუტეები და საფრთხეები, რომელიც ასოცირებულია არამყარ ვეტერინარიულ განათლებასთან, არარსებულ ვეტერინარულ ლიცენზიებთან, სასწავლებლებში არარსებულ აკრედიტაციებთან. ეს ყველაფერი კი ხელს უშლის კერძო ვეტერინარული სერვისების მდგრად განვითარებას და ითვლება ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად. საკითხები მრავალ ფაქტორებს მოიცავს და ამ საკითხების ირგვლივ ბევრი დაინტერესებული მხარე ერთიანდება: თანამდებობის პირები, (სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო), უნივერსტეტები, დონორები და არასამთავრობო ორგანზაციები. ძირითად პრობლემას წარმოადგენს დარგში მასწავლებლების და პროფესორების ნაკლებობა, რომლებმაც უნდა მიაწოდონ სტუდენტებს სათანადო განათლება და პროფესიული კურსები. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც მომავალი სტუდენტები ნაკლებად მოტივირებული არიან ჩააბარონ ვეტერინარიულ ფაკულტეტზე, სადაც სამუშაო ადგილები შემცირდა წლების მანძილზე. აგრეთვე უნივერსტეტბში იგრძნობა ინტერესის ნაკლებობა რომ სტუდენტებს მიაწოდონ საერთაშორისოსთან შესაბამისი ვეტერინარული განათლება, ხოლო ძირითადად ამჟამინდელი კურიკულუმები მომართულია ვეტერინარ-ტექნიკოსების მოსამზადებლად. საბოლოოდ, ვეტერინარია როგორც პროფესია, გამოაკლდა საქართველოში რეგულირებული პროფესიების ჩამონათვალს, ასე რომ სახელმწიფო მოთხოვნები არ ითვალისწინებს ვეტერინარიულ განათლებას. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამაში შემავალი კურსები და ინიციატივები ითვალისწინებს, რომ განავითარონ კონცეფცია, ხედვა და სამოქმედო გეგმა, რაც ხელს შეუწყობს ამ დარგში არსებული პრობლემების გადალახვას და აგრეთვე ხაზს გაუსვამს ვეტერინარული განათლების მნიშვნელობას სოფლის მეურნეობის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, ეპიდემოლოგიის, და სურსათის უვნებლობის დარგებში. საბოლოო გეგმაა რომ საქართველოს ვეტერინარული განათლების სტანდარტები შეესაბამებოდეს ევროკავშირის და მსოფლიო ცხოველთა ჯანმრთელობის ორგანიზაციის სტანდარტებს. იმპლიმენტაცია და მოკლევადიანი სამოქმედო გეგმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო სტრატეგიული მიმართულების გეგმას ავითარებენ საქართველოს სოფლის მეურნეობის ლაბორატორიასთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან, ადგოლობრივ და საერთაშორისო მრჩევლებთან ერთად. ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამაში არსებული სამეთვალყურეო საბჭო ატარებს ფორუმებს, სადაც ხდება ინფორმაციის გაზიარება, რაც ხელს უწყობს დაინტერესებულ მხარეთა მჭიდრო კოორდინაციას და აძლევს მათ საშუალებას მიიღონ დახმარება გადაწყვეტილებების მიღების დროს. 22 მსოფლიო ცხოველთა ჯანმრთელობის ორგანიზაციაში მყოფი ქართველი დელეგატი არის საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი. სურსათის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები იქნებიან პასუხისმგებელნი რომ გაუძღვენ და კოორდინაცია გაუწიონ იმ აქტივობებს, რომელიც უკავშირდება ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნულ პროგრამას. აგრეთვე ხელს შეუწყობენ პროგრამის მსვლელობას, წარმოადგნენ საანგარიშო მოხსენებებს დაავადებული ცხოველების შესახებ. ეფექტური ეროვნული ინსტიტუციონალური სისტემა იქნება საჭირო ადგილობრივ დონეზე. მოკლევადიანი გეგმები შეიძლება შეიცვალოს მოთხოვნების მიხედით. ასე რომ ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამას აქვს ახალი სამუშაო სტრუქტურა ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. მიზანია, რომ ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამოქმედო გეგმა განახლდეს რეგულარულად, რაც იქნება პრაკტიკული და პროდუქტიული ყველა ხელის შემწყობი პირისთვის. სტრუქტურული ჩარჩო იყენებს: • სოფლის მეურნეობის და სურსათის ეროვნული სააგენტოს DCFTA-ისთან დაკავშირშირებული ვეტერინარული კანონმდებლობის მისადაგებას ევროკავშირის სტანდარტებთან. • ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის PVS კომპონენტები: ადამიანური, ფინანსური და ფიზიკური რესურსები, ტექნიკური ავტორიტეტი და შესაძლებლობები, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთქმედება და ბაზრებთან ხელმისაწვდომობა. • სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიული დეპარტამენტის ქვე-პროგრამა „ეპიზოოტური კეთილსაიმედოობა და ცხოველთა იდენტიფიცირება რეგისტრაცია“ 2016, რომელიც აწვდის ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ტექნიკური ავტორიტეტის და შესაძლებლობების შესაფასებელ კრიტერიუმებს: • ზედამხედველობა და სხვა რელევანტური ეპიდემიური აქტივობები • ნაადრევი აღმოჩენა და სასწრაფო ქმედება • დაავადების პრევენცია, კონტროლი და აღმოფხვრა • გეგმები დონორებისათვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის შესაძლებლობის მიხედვით. საქართველოში ცხოველთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული კოორდინირებული და სტრატეგიული მიდგომა დამოკიდებული იქნება იმ დაინტერესებული პირების ძალისხმევაზე როგორებიც არიან: მომხმარებლები, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, ლაბორატორიული ქსელები, კერძო ვეტერინარული ასოციაციები, კოოპერატივები, საგანმანათლებო ინსტიტუტები, ტექნიკური ცენტრები, საკვების წარმოებლები, მეცხოველეები, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მწარმომადგენლები, სოფლის მეურნეობაში და საკვების წარმოებაში მოქმედი დონორები, სავაჭრო ორგანიზაციები, მაგ.ცხოველთა ჯანმრთელობისმსოფლიო ორგანიზაცია და ევროკომისია. ამჟამინდელი წახალისება და ტექნიკური დახმარება დონორების და სტეიკჰოლდერების მხრიდან იქნება აუცილებელი, რომ მიღწეულ იქნას ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული სტატუსის საერთაშორისო აღიარება და სავაჭრო შესაძლებლობების ფასილიტაცია. მონიტორინგი და შეფასება ცხოველების ეროვნული ჯანმრთელობის პროგრამა არის გრძელ-ვადიანი ვალდებულება, ასე რომ რეგულარულ პროგრესის შემოწმებას ითვალისწინებს. ეს მოიცავს: 23 • ცხოველების დაავადებების ზედამხედველობის სანდო სისტემა რომელიც მოიცავს სურსათის უსაფრთხოებას და ერთიან ჯანმრთელობას, მაგალითად ადამიანების დაავადებების შემცირება, რომელიც განპირობებულია ზოონოზური ინფექციებით. • პრაკტიკული ვერიფიკაცია და შედეგები, რომ შემოწმდეს პროექტების და ქმედებების სარგებლიანობა. მაგალითად: სოფლის მეურნეობის ინდიკატორები, რომელიც მოიცავს პირუტყვის და ვეტერინარული სერვისების რესურსს და ათვისებას. • ცხოველების ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული პროგრესი საქართველოში, რომელიც მოიცავს ვეტერინარული სერვისების შეფასებას და რომელიც აფასებს ადამანურ, ფინანსურ და ფიზიკურ რესურსებს, ტექნიკურ აუტორიტეტს და შესაძლებლობებს, უეთიეთქმედებას დაინტერესებულ მხარეებთან და ბაზრებზე წვდომას. დასკვნა რიგით მესამე ეროვნული ცხოველთა ჯანმრთელობის პროგრამა საქართველოში ისახავს მიზნებს და პრიორიტეტებს რომ გამოასწოროს ცხოველების ჯანმრთელობა და განავითაროს ვეტერინარული სექტორი 2016-2020 წლების განმავლობაში, ფინანსური ტექნიკური და ოპერაციული მხარდაჭერით. პროგრამის სამოქმედო გეგმა და სტრუქტურული ჩარჩო მოიცავს აქტივობებს რომელიც ხელს შეუწყობს ვეტერინარული სექტორის განვითარებას, და სარგებელს მოუტანს სოფლის მეურნეობას, სურსათის უსაფრთხოებას და ერთიან ჯანმრთელობას საქართველოში. 24 დანართი 1 ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმის სტრუქტურა ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა შემუშავდება და დაფარავს: • სეს-ის ვეტერინარული დეპარტამენტის ქვე-პროგრამას “ეპიზოოტური კეთილსაიმედოობა და ცხოველების იდენტიფიცირება რეგისტრაცია“ 2016 • ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის PVS კომპონენტები: ადამიანური, ფინანსური, და ფიზიკური რესუსრსი, ტექნიკური ავტორიტეტი და შესაძლებლობა, დაინტერესებულ მხარეებს შორის ურთიერთქმედება და ბაზარზე ხელმისაწვდომობა. • სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სეს-ის DCFTA-ის გეგმების ვეტერინარული კანონმდებლობის ევროკავშირის სტანდარტებთან მისადაგება. • გეგმები და რჩევები დონორებისაგან და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან • დროული პასუხი მოვლენებზე, რომელიც თავს იჩენს წლის განმავლობაში 25 დანართი 2 სტრატეგიული მიმართულება 3.6: სურსათის უვნებლობა , ვეტერინარია და მცენარეთა დაცვა ღონისძიება 3.6.1 - სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი და მოქნილი სისტემის ჩამოყალიბება, ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ქართული კანონმდებლობის მიახლოება საქართველოში არსებული სასურსათო ჯაჭვის თავისებურებების გათვალისწინებით. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი მოიცავს სრული კვებითი ჯაჭვის, პირველადი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე, ე.წ. „ფერმიდან-სუფრამდე“ კონტროლს და ვრცელდება წარმოების, მათ შორის პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. იგი ითვალისწინებს სურსათის არა მხოლოდ შესაძლო მყისიერ, ხანმოკლე ან გრძელვადიან გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ მის ეფექტს მომდევნო თაობებზე. სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მიზანია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, მომხმარებელთა ინტერესების დაცვა და ხორციელდება რისკის საფუძველზე შემდეგი მექანიზმებით: გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება, ზედამხედველობა, მონიტორინგი, ნიმუშის აღება, დოკუმენტური შემოწმება. წინა წლებში არსებულმა არასრულყოფილმა საკანონმდებლო ბაზამ, ადამიანური და ტექნიკური რესურსების ნაკლებობამ, სახელმწიფო კონტროლის არასაკმარისმა საბიუჯეტო პროგრამულმა დაფინანსებამ განაპირობა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის არაეფექტიანობა. 2012 წლიდან დაიწყო და გრძელდება სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, კერძოდ, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავდა სურსათის უვნებლობის განვითარების სტრატეგია და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამა. იგი გააზრებულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კონტექსტში და უზრუნველყოფს როგორც საკანონმდებლო, ისე ინსტიტუციურ სრულყოფას. მიღებულ იქნა სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი და სხვა ნორმატიული აქტები. მომზადდა და 2015 წლიდან ძალაში შევა ტექნიკური რეგლამენტები ,,რძისა და რძის ნაწარმის შესახებ“ და ,,თაფლის შესახებ“, რომლებიც ხელს შეუწყობს წარმოების, გადამუშავების, დისტრიბუციის ეტაპებზე რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვას. კანონმდებლობით დარეგულირდება და შემუშავდება სურსათის უვნებლობის მართვისა და მიკვლევადობის ეფექტიანი სისტემა წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სავალდებულო გახდება, სურსათის ბიზნესოპერატორმა განახორციელოს სურსათის უვნებლობის პროცედურები საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP) სისტემის პრინციპების დაცვით. 1998 წლიდან ქვეყანა გაწევრიანებულია codex alimentarius-ის კომისიაში და მონაწილეობს ხმის უფლებით საერთაშორისო სტანდარტების შემუშავების პროცესში. გამომდინარე იქიდან, რომ მსოფლიო ვაჭრობის ორგანიზაცია სურსათით საერთაშორისო ვაჭრობისას ხელმძღვანელობს ამ კომისიის მიერ შემუშავებული სტანდარტებითა და სახელმძღვანელო დოკუმენტებით, მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მომავალი საქმიანობის გაგრძელება. სსიპ „სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევით ცენტრში“ ჩამოყალიბდა რისკის შეფასების სამსახური, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ, მეცნიერულად დასაბუთებულ მონაცემებზე დაფუძნებულ რისკის შეფასებას და მიაწვდის რეკომენდაციებს მაკონტროლებელ და რისკის მართვაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს. 2015 – 2020 წლებში საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან მიახლოებით 26 ჩამოყალიბდება სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, კონტროლის გამარტივებული მექანიზმები. დაიხვეწება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2015 წელი 31 ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში რისკის ანალიზში მონაწილე ინსტიტუციებს შორის (სურსათის ეროვნული სააგენტო, შემოსავლების სამსახური, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის რისკის შეფასების სამსახური) ურთიერთთანამშრომლობისა და მონაცემთა მიმოცვლის მექანიზმები. შეიქმნება თანამედროვე, მდგრადი და მოქნილი სისტემა, რომლის ფარგლებშიც დაიხვეწება სურსათის ბიზნესოპერატორთა რეგისტრაციის პროცედურები და სააგენტოსათვის შესაძლებელი გახდება ბიზნესოპერატორთა რეესტრის ბაზაზე პირდაპირი წვდომა, რითაც დაზუსტდება მათი რაოდენობა და საქმიანობის სახეები. რისკის საფუძველზე, შესაბამისი მექანიზმებითა და სიხშირით განხორციელდება სახელმწიფო კონტროლი; სახელმწიფო კონტროლის შედეგების შეფასებით გამოვლინდა, რომ სურსათის ბიზნესოპერატორების ცოდნის დონე საჭიროებს ამაღლებას. მთელი რიგი შეუსაბამობები ვლინდება ცხოველთა სასაკლაოების, ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებელი/გადამმუშავებელი საწარმოების, რძის შემგროვებელი პუნქტების, რძისა და რძის პროდუქტების გადამმუშავებელი საწარმოების, ბავშვთა სკოლამდელი და სასკოლო სასწავლო დაწესებულებების კვების ბლოკების, საზოგადოებრივი კვების, მათ შორის, სწრაფი კვების ობიექტების, მუნიციპალიტეტებისა და სოფლების სასმელ-სამეურნეო წყალმომარაგების სისტემებთან დაკავშირებით სახელმწიფო კონტროლის დროს. ამიტომ, რისკის საფუძველზე, პრიორიტეტების გათვალისწინებით, ინსპექტირება ჩაუტარდება სურსათის ყველა ბიზნესოპერატორს, წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე, რაც აამაღლებს სურსათის უვნებლობის დონეს და მნიშვნელოვნად შეამცირებს საკვებისმიერი დაავადებების შემთხვევებს. პრიორიტეტებად განისაზღვრება ცხოველური წარმოშობის სურსათის, ბავშვთა კვების, საზოგადოებრივი კვების, სასწავლო და სამკურნალო დაწესებულებების კვების ბლოკების და პირველადი წარმოების სახელმწიფო კონტროლი. გაიზრდება სურსათის ლაბორატორიული კვლევის შესაძლებლობები, დაინერგება კვლევის საერთაშორისო მეთოდები, ყოველწლიურად საფრთხეების ადეკვატურად მოხდება ასაღები ნიმუშების რაოდენობის, სურსათის სახეობებისა და საკვლევი პარამეტრების შერჩევა, რაც უზრუნველყოფს სამომხმარებლო ბაზრის დაცვას და პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობას; სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოში“ ჩამოყალიბდება უწყვეტი ტრენინგებისა და სწავლებების სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს უფლებამოსილი პირების ცოდნისა და კომპეტენციის ამაღლებას. ამაღლდება სურსათის ბიზნესოპერატორების ცოდნის დონე, დაიხვეწება მათი უნარ-ჩვევები, რაც უზრუნველყოფს უვნებელი სურსათის წარმოებას და ბაზარზე განთავსებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება ბიოწარმოების ხელშეწყობის მიმართულებით. დაინტერესებულ მხარეებს მიეწოდებათ ინფორმაცია სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი კომპეტენტური უწყების როლისა და პასუხისმგებლობის შესახებ, გაგრძელდება კამპანიები კერძო სექტორისა და ფერმერების, მედიისა და მომხმარებელის ცნობიერების ასამაღლებლად. საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ეფექტიანი განხორციელებისთვის და ამ შეთანხმებიდან სარგებლის მაქსიმიზაციისთვის, მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლება DCFTA-ის სურსათის უვნებლობის მოთხოვნებთან დაკავშირებით და დამხმარე ინსტრუმენტების შემუშავება, რათა ამ მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესი მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს. ღონისძიება 3.6.2 - ვეტერინარია უვნებელი და ხარისხიანი სურსათის წარმოებისათვის მნიშვნელოვანია ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის, ზედამხედველობისა და მონიტორინგის სრულყოფილი და ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის დანერგვა, რათა გაკონტროლდეს და თავიდან იქნას აცილებული ცხოველების ასევე, ადამიანისთვის გადამდები და პოტენციურად საშიში დაავადებების გავრცელება. ეფექტიანი ვეტერინარული მომსახურების უზრუნველსაყოფად ჩართული იქნება როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორი. ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პრევენციული და 27 სალიკვიდაციო პროგრამები შემუშავდება/განხორციელდება არსებული და მოსალოდნელი რისკების საფუძველზე, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. რისკის საფუძველზე, შესაბამისი მექანიზმებითა და სიხშირით განხორციელდება ვეტერინარული სახელმწიფო კონტროლი. სურსათის უვნებლობის სფეროში ყოვლისმომცველი სტრატეგიისა და საკანონმდებლო მიახლოების პროგრამით ვეტერინარიის სფეროში განსაზღვრულია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეროვნული კანონმდებლობის მიახლოება ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, ცხოველთა დაავადებათა საწინააღმდეგო ღონისძიებების, ცოცხალი ცხოველების ჯანმრთელობის შემოწმების, ცოცხალ ცხოველსა და 32 საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020წწ ცხოველურ პროდუქტებზე ვეტერინარული სერტიფიკაციის, ცხოველთა საკვების ჰიგიენის, მისი გამოყენების, ბაზარზე განთავსების, ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და კონტროლის მექანიზმებსა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. დაინერგება მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემები, რაც ხელს შეუწყობს ცხოველებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვას, მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდებას ცხოველური პროდუქტის წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ, ქვეყნის შიგნით პირუტყვის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, საქონლის ხორცით ვაჭრობისას ეტიკეტირების, გამჭვირვალობისა და მიკვლევადობის უზრუნველყოფას, ასევე, სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფას. საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ექსპერტთა დახმარებით შემუშავებულია ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა, რომლის საფუძველზეც მომზადდება გადამდები დაავადებების წინააღმდეგ განსახორციელებელ ღონისძიებათა სტრატეგიული გეგმები. განხორციელებული ღონისძიებებისა და სერომონიტორინგის შედეგების ანალიზის საფუძველზე 2020 წლისთვის სავარაუდოა, ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (OIE) ქვეყანას მიანიჭოს თურქულის დაავადებისაგან თავისუფალი ზონის სტატუსი, რაც მოხსნის ბარიერებს ევროკავშირის ქვეყნებში ცოცხალი ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტების იმპორტთან დაკავშირებით. მომდევნო წლებში ინფექციური დაავადებების დეტექციის მიზნით განხორციელდება ნიმუშების აღება და ლაბორატორიული კვლევები. დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება ცხოველთა იძულებითი ვაქცინაცია, დეზინფექცია და სხვა ვეტსანიტარიული ღონისძიებები. ევროკავშირისა და OIE-ს მოთხოვნებისა და რეკომენდაციების მიხედვით, დაიხვეწება ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციისა და კონტროლის სისტემები, შემუშავდება ცხოველის საკვების ჰიგიენის, გამოყენებისა და ბაზარზე განთავსებისა და კონტროლის მექანიზმები. OIE-ს მოთხოვნების შესაბამისად, დაიხვეწება ვეტერინარული სერტიფიკატების ფორმები და გაცემის წესი, რაც ხელს შეუწყობს ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტის ექსპორტს საქართველოდან. დაინერგება ბიოლოგიური ნარჩენების, მათ შორის ცხოველთა ლეშის განადგურების თანამედროვე მეთოდები, რაც მინიმუმამდე შეამცირებს დაავადების აღმძვრელების გავრცელებას და თავიდან აგვაცილებს გარემოს დაბინძურებას სხვადასხვა პათოგენური მიკროორგანიზმებით. ვეტერინარული სამსახურის წინაშე დასახული ამოცანების გადასაჭრელად აუცილებელია მისი კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა, რისთვისაც მოხდება ვეტერინარული აკადემიური განათლების სისტემის დახვეწა და სრულყოფა თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელებით მიღწეულ იქნება ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა. მოსახლეობისათვის ვეტერინარული თვალსაზრისით კეთილსაიმედო ცხოველური პროდუქტებით უზრუნველყოფა, ხელი შეეწყობა ცხოველებისა და ცხოველური პროდუქტების ექსპორტის განვითარებას და ცხოველური წარმოშობის სურსათის ადგილობრივი პროდუქციის საიმედოობისადმი მომხმარებლების ნდობის ამაღლებას. ღონისძიება 3 .6.4 - ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერება და სურსათის უვნებლობის , ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიული კონტროლის 28 მიზნებისათვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კვლევების (ტესტირების) წარმოება საქართველოსა და აშშ-ის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე 2003 წლიდან ამოქმედებული „ბიოლოგიური საფრთხის შემცირების პროგრამის“ ფარგლებში სსიპ „საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის“ ქსელის შემადგენელი 11 ლაბორატორია (3 ზონალურ- დიაგნოსტიკური, 8 საველე) 2005-2009 წლებში გარემონტდა/აშენდა და აღიჭურვა განსაკუთრებით საშიში ზოონოზური დაავადებების დიაგნოსტიკისათვის საჭირო უახლესი აპარატურით; პერსონალი ჩაერთო ფართომასშტაბიან, მრავალწლიანი სწავლების პროგრამაში, დაინერგა დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები; ლაბორატორიული საქმიანობა წარიმართა ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის საერთაშორისო ნორმების თანახმად. ქვეყანაში ასეთი მძლავრი ლაბორატორიული ბაზის შექმნის მიუხედავად, ვერ მოხერხდა მისი პოტენციალის გამოყენება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოების ხელშემწყობი მიზნებისთვის. ამის უმთავრეს მიზეზი იყო ვეტერინარიის, სურსათის უვნებლობისა და ფიტო-სანიტარიული კონტროლის სფეროში საქართველოს მთავრობის მიერ 2005-2012 წლებში გატარებული რადიკალური დერეგულაციის პოლიტიკა. 2012 წლის შემდგომ, სოფლის მეურნეობის დარგისათვის და კონკრეტულად, ცხოველთა/მცენარეთა ჯანმრთელობისა და სურსათის უვენებლობის სფეროებისათვის პრიორიტეტის მინიჭებამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის განვითარების ახალი ეტაპის დაწყება განაპირობა. 2014 წლის დასაწყისიდან ლაბორატორიულ ქსელში განხორციელდა ფუნდამენტური ცვლილებები, მათ შორის: თბილისის სათავო ლაბორატორიამ მიიღო საერთაშორისო აკრედიტაცია, დაინერგა ISO 9001-ის შესაბამისი ხარისხის მართვის სისტემა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა საკვების ექსპერტიზის განყოფილების მიერ წარმოებული სურსათისა და წყლის მიკრობიოლოგიური და ბიოქიმიური კვლევების ჩამონათვალი; საბჭოთა სტანდარტებზე დაფუძნებული კვლევის მეთოდები (ГОСТ) ჩანაცვლდა საერთაშორისო სტანდარტებზე (ISO) დაფუძნებული მეთოდებით. დაინერგა ცოფის დიაგნოსტიკის მოლეკულური მეთოდი და ბრუცელოზის დიაგნოსტიკის ახალი სეროლოგიური მეთოდი. 34 საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020წწ საქართველოს ეკონომიკის მზარდი ინტეგრაცია მსოფლიო ეკონომიკაში, ისევე როგორც საერთაშორისო ვაჭრობის, ტურისტების ნაკადისა და სატრანზიტო გადაზიდვების ზრდა, განაპირობებს საქართველოში ინფექციური (ზოონოზური, საკვებისა და წყლისმიერი თუ ანთროპონოზური წარმოშობის) და მცენარეთა საკარანტინო დაავადებების გავრცელების საფრთხეებს და რისკს უქმნის ქვეყნის ეკონომიკას. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, ქვეყანაში წარმოებული ცხოველური, მცენარეული თუ სხვა საკვები პროდუქტების ექსპორტისთვის და ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვან საკითხს მოსახლეობის, ცხოველების, მცენარეების, საკვებისა და წყლის ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოება წარმოადგენს. ამ ამოცანების შესასრულებლად დაგემგილია სამინისტროს ლაბორატორიული ქსელის შესაძლებლობების გაძლიერება, მისი გარდაქმნა სურსათის კვლევის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და ფიტოსანიტარიის სფეროში ეროვნულ რეფერალურ ცენტრად, რაც მოიცავს: ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურის, უზრუნველყოფისა და ტექნიკური მომსახურების სისტემების განვითარებას ეროვნული რეფერალური ცენტრის ფუნქციის შესაბამისად; სამინისტროს მთლიანი ლაბორატორიული ქსელის მიერ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლას ISO 17025 სტანდარტის მიხედვით და სერტიფიცირებას ISO 9001-ის შესაბამისად; მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტიკისათვის ახალი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი შენობის აგებასა და აღჭურვას, თანამედროვე კვლევის მეთოდების დანერგვას და აკრედიტაციას; სურსათის ტესტირების შესაძლებლობების ევროკავშირის მოთხოვნების სრულად დასაკმაყოფილებლად უახლესი აპარატურის შეძენას, კვლევის ახალი მეთოდების დანერგვასა და აკრედიტაციას; თანამშრომელთა გადამზადებას თანამედროვე მეთოდოლოგიებში; ახალი მეთოდების ვალიდაციას და მეთოდოლოგიების გაზიარებას დარგში მომუშავე კერძო თუ სახელმწიფო ლაბორატორიებისათვის; ქვეყნის მასშტაბით პროფესიული ტესტირების ორგანიზებას და წარმართვას ცხოველთა და მცენარეთა 29 დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევის სფეროებში; საერთაშორისო (მათ შორის ევროკავშირის) რეფერალურ ცენტრებთან თანამშრომლობას; შერჩეულ პრიორიტეტულ დაავადებებზე (თურქული, ბრუცელოზი) OIE-ის რეფერალური ცენტრის სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო სამუშაოების/პროცედურების დეტალური გეგმის შედგენას და განხორციელებას; საქართველოსათვის ენდემური და ეგზოტიკური განსაკუთრებით საშიში ზოონოზური ინფექციური დაავადებების აღმოჩენისა და დიაგნოსტიკის სრულყოფას „ერთიანი ჯანმრთელობის“ („გარემო-მცენარე-ცხოველი-ადამიანი“) კონცეფციაზე დაყრდნობით; ბიოლოგიური უსაფრთხოების მე-3 დონის ლაბორატორიაში (ლუგარის ცენტრი) ცხოველთა დაავადებების კვლევის პროგრამის დაფუძნებას; ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების შედეგების მონაცემთა ბაზების შექმნას; დადასტურებულ შემთხვევათა GIS ბაზის შექმნას და უწყვეტ განახლებას; მაღალპრეცესიული ხელსაწყოებით აღჭურვილ ინსტრუმენტული კვლევების დეპარტამენტში ცხოველთა საკვების, ფარმაცევტული პრეპარატებისა და პესტიციდების კვლევის სრული სპექტრის დანერგვას; სასწავლო პროგრამების შექმნასა და კვალიფიკაციის ამაღლების კურსების წარმართვას საერთაშორისო აკრედიტაციის, ლაბორატორიული ხარისხის კონტროლის, ბიოუსაფრთხოება/ ბიოდაცვის თემებზე. აღნიშნული ღონისძიებების განხორციელების შედეგად მივიღებთ ლაბორატორიული კვლევის მძლავრ ეროვნულ ქსელს, რომლის მიერ საერთაშორისო აკრედიტაცია/სერტიფიცირების გავლა უზრუნველყოფს საერთაშორისო ვაჭრობის მიზნებისათვის ვარგისი კვლევების წარმოებას ქვეყნის მასშტაბით როგორც სურსათის უვნებლობის, ისე ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების კვლევის სფეროში. ღონისძიება 3 .6.5 - სოფლის მეურნეობის პროდუქტის იმპორტისა და ექსპორტის კონტროლის მიზნით ვეტერინარული სასაზღვრო - საკარანტინო და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო - საკარანტინო კონტროლის არსებული პრაქტიკის შეფასება და გაუმჯობესება 2006 წლამდე ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო საკარანტინო კონტროლს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სტრუქტურები ახორციელებდნენ. 2006 წელს აღნიშნული ფუნქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს გადაეცა, რომელიც კონტროლს ახორციელებს საერთაშორისო ორგანიზაციების - FAO, OIE და IPPC-ის მიერ დადგენილი წესებისა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსაზღვრული პოლიტიკის საფუძველზე. 2014 წელს შემოსავლების სამსახურისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტების ერთობლივი მუშაობის შედეგად შესაბამისი ცვლილებები შევიდა ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის წესებში. დაიხვეწა კონტროლის განხორციელების მექანიზმები, კონტროლს დაქვემდებარებული ობიექტებისა და ტვირთების ნუსხა, ნებართვას დაქვემდებარებული ტვირთების ჩამონათვალი, შეთანხმდა ინფორმაციის გაცვლის პრინციპები. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. 2015 წელი 35 ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო და ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს, მათი საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით, ჩაუტარდებათ ტრენინგები. გაუმჯობესდება კოორდინაცია ფინანსთა სამინისტროს სსიპ „შემოსავლების სამსახურსა“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნულ სააგენტოს“ შორის. 30 დანართი 3 აქრონიმების ჩამონათვალი აქრონიმი მნიშვნელობა AI&R ცხოველთა იდენტიფიცირება რეგისტრაცია AHAP ცხოველთა ჯანმრთელობის სამოქმედო გეგმა ASF ღორის აფრიკული ცხელება CBA-‐G სოფლის მეურნეობის შესაძლებლობების გაზრდა SIDA, საქართველო CCHF ყირიმ კონგოს ჰემორაგიული ცხელება CIB ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა CSU კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტი DCFTA ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება DTRA აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტო EAEVE ვეტერინარული განათლების დაარსების ევროპული სააგენტო EC ევროკომისია EDP განსაკუთრებით საშიში პათოგენი EIDSS დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირერებული სისტემა EU ევროკავშირი FAO გაერთიანებული ერების კვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAS აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის საზღვარგარეთის სამსახური 31 FMD თურქული FVO გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია GDP მთლიანი შიდა პროდუქტი GIPA საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი GIS გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემები GRDD სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი IT საინფორმაციო ტექნოლოგია LEPL საჯარო სამართლის იურიდიული პირი LMA სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია MoA სოფლის მეურნეობის სამინისტრო MoH შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა სამინისტრო NAHP ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა NAHP SG ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფი NCDC დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი NFA სურსათის ეროვნული სააგენტო NGO არასამთავრობო ორგანიზაცია OIE ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია PVS ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვეტერინარული მომსახურების განხორციელება SIDA შვედეთის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო SPS სანიტარია და ფიტოსანიტარია SPSP დარგობრივი დაგეგმილი მხარდაჭერის პაკეტი SRCA სამეცნიერო კვლევითი ცენტრი SWOT ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები, შესაძლებლობები, 32 საფრთხეები TADR საფრთხის შემცველი აგენტის აღმოჩენა და რეაგირება UNDP გაერთიანებული ერების განვითარების პროგრამა USAID ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო USCDC აშშ-ს დაავადებათა კონტროლის ცენტრი USD აშშ დოლარი USDA აშშ-ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი VRA ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია ZDL ზონალური დიაგნოსტიკური ლაბორატორია