تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Guidelines for the Distinction between Feed Materials, Feed Additives, Biocidal Products and Veterinary Drugs

صدر في 0000 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
სახელმძღვანელო მითითებები ცხოველის საკვების მასალას, ცხოველის საკვების დანამატს, ბიოციდურ პროდუქტსა და ვეტერინარულ პრეპარატს შორის სხვაობის დადგენისათვის
اللغة
Georgian
النوع
أخرى
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Livestock
الكلمات المفتاحية
animal feed/feedstuffs, animal health, animal production, business/industry/corporations, feed additives, good practices, toxicity/poisoning, drugs
الفئات
*

أين تقرؤه

    لا يوجد رابط مصدر مسجل لهذا القانون.

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. სახელმძღვანელო მითითებები ცხოველის საკვების მასალას, ცხოველის საკვების დანამატს, ბიოციდურ პროდუქტსა და ვეტერინარულ პრეპარატს შორის სხვაობის დადგენისათვის მომზადებულია 2011/25/EU კომისიის რეკომენდაციის შესაბამისად ცხოველის საკვების მასალას, ცხოველის საკვების დანამატს, ბიოციდურ პროდუქტსა და ვეტერინარულ პრეპარატს შორის სხვაობის დადგენის შესახებ სახელმძღვანელო მითითებები შინაარსი სახელმძღვანელო მითითებების მიზანი ................................................................................................... 3 1. ცხოველის საკვების შესახებ კანონმდებლობა .................................................................................. 4 1.1 შემდეგი განმარტებები შეიძლება მოძიებულ იქნას ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ შესაბამის კანონმდებლობაში: .................................................................................................................. 4 1.2. ცხოველის საკვების მასალასა და საკვების დანამატებს შორის სხვაობის დადგენა .......... 6 1.2.1. ფორმულირება საკანონმდებლო აქტებიდან .................................................................... 6 1.2.2. ინდივიდუალური შემთხვევის შეფასებისას ერთდროულად გასათვალისწინებელი კრიტერიუმები ........................................................................................................................................ 7 2. ბიოციდური პროდუქტები ....................................................................................................................... 8 2.1. ბიოცოდურ პროდუქტთან დაკავშირებული განმარტებები ................................................. 8 2.2. ცხოველის საკვებსა და ბიოციდური პროდუქტებს შორის სხვაობის დადგენა .................... 10 3. ვეტერინარული პრეპარატი................................................................................................................ 10 3.1. ვეტერინარულ პრეპარატებთან დაკავშირებული განმარტებები ...................................... 10 3.2 ცხოველის საკვებსა და ვეტერინარულ პრეპარატების შორის განსხვავების დადგენა .. 12 სახელმძღვანელო მითითებების მიზანი ამ სახელმძღვანელოს მიზანია დახმარება გაუწიოს სააგენტოსა და ცხოველის საკვების ბიზნესოპერატორს აღასრულონ და გამოიყენონ შესაბამისი კანონმდებლობა. ისინი ეფუძნება საკანონმდებლო ბაზაში ჩამოყალიბებულ დებულებებს, რომლებიც არეგულირებენ სხვადასხვა სახის შესაბამის პროდუქტებს ამ სახელმძღვანელოთი გათვალისწინებული პროდუქტის განსაზღვრების გათვალისწინებით, პროდუქტის ტიპებს შორის განსხვავების დასადგენად. ნებისმიერ პროდუქტთან დაკავშირებით, სხვადასხვა სახის პროდუქტებს შორის განსხვავების დასადგენად შემოთავაზებული კრიტერიუმები გამოყენებული უნდა იყოს არა თანმიმდევრულად, არამედ ერთდროულად, რათა შეიქმნას თითოეული კონკრეტული პროდუქტის პროფილი, ყველა მისი მახასიათებლის გათვალისწინებით. არც ერთი კრიტერიუმი არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ცალკე ან ჰქონდეს უპირატესი ძალა. ანალოგია სხვა პროდუქტებთან არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს, როგორც დისკრიმინაციული კრიტერიუმი, არამედ შეიძლება გამოსადეგი იყოს დამკვიდრებული კრიტერიუმების გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილების განსახილველად/გადასახედად. თუმცა, ის შეიძლება ასევე გამოყენებულ იქნეს თავსებადობის/შესაბამისობის გადასამოწმებლად. 1. ცხოველის საკვების შესახებ კანონმდებლობა 1.1 შემდეგი განმარტებები შეიძლება მოძიებულ იქნას ცხოველის საკვებთან დაკავშირებულ შესაბამის კანონმდებლობაში: ,, ცხოველის საკვები - ნებისმიერი სუბსტანცია ან პროდუქტი, მათ შორის დანამატები, გადამუშავებული, ნაწილობრივ გადამუშავებული ან გადაუმუშავებელი, რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალური კვებისათვის;“ ცხოველის საკვების ამ ფართო განმარტებიდან გამომდინარე ,,ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ნათვამია, რომ „ცხოველის საკვებმა შეიძლება მიიღოს ცხოველის საკვების მასალის, ცხოველის კომბინირებული საკვების, ცხოველის საკვების დანამატის, პრემიქსის ან სამკურნალო დანიშნულების ცხოველის საკვების ფორმა.“ ,,ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის N58 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად: ,,პ) ცხოველის საკვების მასალა - მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის ბუნებრივ მდგომარეობაში მყოფი, ახალი ან დაკონსერვებული და საწარმოო გადამუშავებიდან მიღებული პროდუქტი, ორგანული ან არაორგანული სუბსტანციები (მასში ცხოველის საკვების დანამატების შემცველობის მიუხედავად), რომელიც გამიზნულია ცხოველის ორალურ კვებაში გამოსაყენებლად, რათა დაკმაყოფილდეს ცხოველის ბუნებრივი მოთხოვნილება უშუალოდ ასეთი საკვებით, ან მათი გადამუშავების შემდეგ ან კომბინირებული საკვების მომზადებით ან პრემიქსების გადამტანით;“ ,,ფ) გადამტანი - სუბსტანცია, რომელიც გამოიყენება საკვები დანამატის გასახსნელად, გასაზავებლად, დისპენსირებისთვის ან სხვა სახის ფიზიკური მოდიფიცირებისათვის, რათა ხელი შეუწყოს მის დამუშავებას(ჰენდლინგს), მოხმარებას ან გამოყენებას ტექნოლოგიური ფუნქციის შეცვლისა და ტექნოლოგიურ ეფექტზე რაიმე ზეგავლენის მოხდენის გარეშე;“ ღ) განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების ცხოველის საკვები - საკვები, რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს განსაკუთრებული კვებით დანიშნულებასთან დაკავშირებულ მიზნებს მისი განსაკუთრებული შემადგენლობის ან წარმოების მეთოდის გამო და მკვეთრად განსხვავდება ნორმალური (ჩვეულებრივი) გამოყენებისათვის განკუთვნილი ცხოველის საკვებისაგან. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების საკვები არ მოიცავს მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ცხოველის სამკურნალო საკვებს;“ ,,კ) ცხოველის ორალური კვება - პირის ღრუდან ცხოველის საკვების მოხვედრა ცხოველის გასტროინტესტინალურ ტრაქტში, მისი კვებითი მოთხოვნილების დაკმაყოფილების და/ან ჯანმრთელი ცხოველის პროდუქტიულობის შენარჩუნების მიზნით;” ,,ვ) დამხმარე ტექნოლოგიური საშუალებები - ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც უშუალოდ ცხოველის საკვებად არ მოიხმარება, მიზანმიმართულად გამოიყენება ცხოველის საკვების პროდუქტების გადამუშავების ან ცხოველის საკვების მასალის გადამუშავებისას ან დამუშავებისას განსაზღვრული ტექნოლოგიური მიზნების მისაღწევად ან რომლის ნარჩენი(ნაშთი) რაოდენობა ან წარმოებულები/დერივატები შესაძლებელია საბოლოო პროდუქტში აღმოჩნდეს არაწინასწარ განსაზღვრული, მაგრამ ტექნიკურად გარდაუვალი რაოდენობით, იმ პირობით, რომ არ წარმოქმნის ცხოველის, ადამიანის ჯანმრთელობის ან გარემოზე რისკს და საბოლოო პროდუქტზე არ ახდენს არანაირ ტექნოლოგიურ ზეგავლენას;“ ამასთან ,,ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 თებერვლის N58 დადგენილების შესაბამისად: ,, .. ცხოველის საკვების მასალა უმთავრესად გამოიყენება მაგალითად ენერგიის, ნუტრიენტების/საკვები ნივთიერებების, მინერალებისა ან საკვები ბოჭკოების მიმართ ცხოველების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. ისინი ჩვეულებრივ არ საჭიროებენ ქიმიური შემადგენლობის განსაზღვრას, გარდა საბაზისო ნუტრიენტული შემადგენლობისა. ზემოქმედება, რომლებიც შეიძლება დასაბუთდეს სამეცნიერო შეფასებით და რომლებიც გამოიყენება საკვები დანამატებისთვის ან ვეტერინარული პრეპარატებისთვის, უნდა გამოირიცხოს ცხოველის საკვების მასალის ობიექტური გამოყენებებიდან. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად: „ცხოველის საკვების დანამატი - ნივთიერება (სუბსტანცია), მიკროორგანიზმები ან პრეპარატები, გარდა ცხოველის საკვების მასალისა და პრემიქსისა, რომლებიც სპეციალურად ემატება ცხოველის საკვებს ან წყალს, კერძოდ ერთი ან მეტი ქვემოთ ჩამოთვლილი კონკრეტული ფუნქციის შესასრულებლად: ა) დადებითად მოქმედებს ცხოველის საკვების მახასიათებლებზე; ბ) დადებითად მოქმედებს ცხოველური პროდუქტის მახასიათებლებზე; გ) დადებითად მოქმედებს დეკორატიულ თევზებისა და ჩიტების ფერზე; დ) აკმაყოფილებს ცხოველების კვებით (ნუტრიციულ) მოთხოვნილებებს; ე) დადებითად მოქმედებს მეცხოველოების გარემოსდაცვით შედეგებზე; ვ) დადებითად მოქმედებს მეცხოველეობაზე, კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით კუჭ ნაწლავის ფლორაზე ან ცხოველის საკვების ათვისებაზე; ზ) ან აქვს კოკციდიოსტატიკური ან ჰისტომონოსტატიკური მოქმედება. 1.2. ცხოველის საკვების მასალასა და საკვების დანამატებს შორის სხვაობის დადგენა 1.2.1. ფორმულირება საკანონმდებლო აქტებიდან „ცხოველის საკვების დანამატები (გარდა ცხოველის საკვების მასალისა) არის სუბსტანციები/ნივთირებები“ (...): პროდუქტი არ შეიძლება იყოს ცხოველის საკვების მასალა და ცხოველის სკვების დანამატი ერთდროულად, „ცხოველების კვებითი (ნუტრიციული) საჭიროებები“ შეუძლებელია შესაბამისი ელემენტების ამომწურავი ჩამონათვალის მითითება, მაგრამ ცხოველის საკვების მასალის შემდეგი მახასიათებლები შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი: ა) ენერგიის, საკვების, მინერალებისა ან საკვები ბოჭკოების მიწოდება; ბ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის შენარჩუნება. „უმთავრესი მიზანია ცხოველების კვებითი (ნუტრიციული) საჭიროებების დაკმაყოფილება“ და „პირველ რიგში გამოიყენება ცხოველის ,,საჭიროებების” დასაკმაყოფილებლად: ცხოველისთვის ნუტრიენტების/საკვები ნივთიერებების მიწოდების ჩვეულებრივი მთავარი ფუქნციის გარდა, ცხოველის საკვების მასალას შეიძლება ჰქონდეს სხვა დანიშნულებაც, მაგალითად თუ ისინი გამოიყენება გადამტანებად ან თუ ისინი არ არის ათვისებადი ცხოველების კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიერ. ეს შესაბამისობაშია „ცხოველის ორალურ კვების“ მიზნებთან (რომელიც აკმაყოფილებს ცხოველის კვებით (ნუტრიციულ) საჭიროებებს ან/და ხელს უწყობს ჩვეულებრივი ჯანმრთელი ცხოველების პროდუქტიულობის შენარჩუნებას), რომელიც შეესაბამება თავდაპირველ გამიზნულ გამოყენებას „ცხოველის საკვების“ განმარტების შესაბმისად. 1.2.2. ინდივიდუალური შემთხვევის შეფასებისას ერთდროულად გასათვალისწინებელი კრიტერიუმები წარმოების და გადამუშავების მეთოდი - ქიმიური განსაზღვრება და სტანდარტიზაციის ან პურიფიკაციის დონე: მცენარეული ან ცხოველური წარმოშობის პროდუქტები ბუნებრივ მდგომარეობაში, ახალი ან პრესერვირებული, და მათგან მარტივი გადამუშავებით მიღებული პროდუქტები, ასევე ორგანული ან არაორგანული სუბსტანციები/ნივთიერებები შეიძლება ჩაითვალოს ცხოველის საკვების მასალებად (მაგ. ცხომოვანი მჟავები ან კალციუმის კარბონატი). მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის სუბსტანციები/ნივთიერებები, რომლებიც გაწმენდილია (პურიფიცირებულია) და უზრუნველყოფენ მწარმოებლის მიერ გარანტირებული სტანდარტიზაციის გარკვეულ დონეს შეიძლება კვალიფიცირდეს, როგორც ცხოველის საკვების დანამატები (მაგ. მცენარეული მასალისგან ექსტრაქტირებული არომატული ზეთი). მიუხედავად ამისა, გარკვეული ცხოველის საკვების მასალა მკაფიოდ განსაზღვრული ქიმიური სტრუქტურის სუბსტანციები/ნივთიერებებია და არის სტანდარტიზირებული (მაგ. საქაროზა). მეორე მხრივ, მთლიანი მცენარეები და მათი ნაწილები ბუნებრივ მდგომარეობაში ან მათი პროდუქტები, რომლებიც მიიღება ისეთი შეზღუდული ფიზიკური გადამუშავების შედეგად, როგორიცაა დამტვრევა, დამსხვრევა ან გამოშრობა ჩაითვლება ცხოველის საკვების მასალად. უვნებლობა და გამოყენების წესი: ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რაიმე მიზეზით თუ საჭიროა პროდუქტის მაქსიმალური შემცველობის განსაზღვა ყოველდღიურ რაციონში, პროდუქტი კვალისიფიცირებული იქნება როგორც დანამატი. თუმცა, გარკვეული ცხოველის საკვების მასალისთვისაც გამოიყენება მაქსიმალური ჩართვის (შეტანის) წილი/ნორმა. ცხოველის საკვების დანამატის სტატუსი შესაძლოა უზრუნველყოფდეს პროდუქტის გაუმჯობესებულ გარემოს სტაბილურობის, ჰემოგენურობის თვალსაზრისით და დოზის გადაჭარბებასთან დაკავშირებით. ცხოველის საკვების დანამატი ჩვეულებრივ გამოიყენება დაბალი ინკორპორაციული წილით. თუმცა, ბევრი ცხოველის საკვების მასალა, როგორიცაა მინერალური მარილები, ასევე გამოიყენება დაბალი ინკორპორაციული წილით ცხოველის საკვების რაციონში. ფუნქცია: ,,ცხოველთა კვებაში გამოსაყენებილი ცხოველის საკვების დანამატების წესის დამტკიცების შესახებ” – საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად ცხოველის საკვების დანამატები განისაზღვრება მათი ფუქნციების მიხედვით. თუმცა აღნიშნული ფუქნციები არ არის ერთადერთი ცხოველის საკვების დანამატებისათვის. ამდენად, ცხოველის საკვების მასალას შეიძლება ჰქონდეს დამატებითი ფუქნცია (მაგ. შემასქელებლის), მაგრამ ეს არ უნდა იყოს ერთადერთი გამიზნული გამოყენება. 2. ბიოციდური პროდუქტები 2.1. ბიოციდურ პროდუქტთან დაკავშირებული განმარტებები შემდეგი განმარტებები მოცემულია ევროკავშირის 98/8 / EC დირექტივის 2 (1) მუხლში: „ბიოციდური პროდუქტები“ - აქტიური სუბსტანცია/ნივთიერებები და ერთი ან მეტი აქტიურ სუბსტანციის/ნივთიერების შემცველი პრეპარატი, რომლებიც შეფუთულია იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი მიეწოდება გამომყენებელს და გამიზნულია ქიმიური ან ბიოლოგიური საშუალებებით ნებისმიერი მავნე ორგანიზმის განადგურების, შეკავების, გაუვნებლყოფის, მოქმედების თავიდან აცილებისათვის ან სხვაგვარად, რომ მოახდინოს კონტროლის ეფექტი; „აქტიური სუბსტანცია/ნივთიერება“ - სუბსტანცია/ნივთიერება ან მიკრო-ორგანიზმი, ვირუსის ან სოკოს ჩათვლით, რომელსაც აქვს ზოგადი ან სპეციფიკური მოქმედება მავნე ორგანიზმზე; „მავნე ორგანიზმი“ - ნებისმიერი ორგანიზმი, რომელსაც აქვს არასასურველი მოქმედება ან მავნე ზემოქმედება ცხოველებზე ან გარემოზე ან ადამიანებზე, მათ საქმიანობებზე ან პროდუქტებზე, რომლებსაც ისინი იყენებენ ან აწარმოებენ. ,,ცხოველთა კვებაში გამოსაყენებილი ცხოველის საკვების დანამატების წესის დამტკიცების შესახებ” – საქართველოს მთავრობის დადგენილების დანართი N1-ის შესაბამისად: კონსერვანტი: სუბსტანცია/ნივთიერება ან, საჭიროების შემთხვევაში, მიკროორგანიზმები, რომლებიც იცავს ცხოველის საკვებს მიკროორგანიზმების ან მათი მეტაბოლიტების მიერ გამოწვეული გაფუჭებისაგან. 98/8/EC დირექტივის 1 (2) მუხლი (გაუქმებულია REGULATION (EU) No 528/2012 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 22 May 2012 concerning the making available on the market and use of biocidal products) ითვალისწინებს შემდეგს: „ეს დირექტივა გამოყენებულ უნდა იქნას ბიოციდური პროდუქტების მიმართ როგორც ეს 2(1) მუხლშია განსაზღვრული, მაგრამ გამორიცხავს პროდუქტებს, რომლებიც განმარტებულია ან შედის შემდეგი შემდეგი დირექტივების მოქმედების სფეროში: (…) (ო) 1970 წლის 23 ნოემბრის 70/524/EEC საბჭოს დირექტივა, რომელიც შეეხება დანამატებს ცხოველის საკვებ პროდუქტებში, 1982 წლის 30 ივნისის საბჭოს 82/471/EEC დირექტივა გარკვეულ პროდუქტებზე, რომელიც გამოიყენება ცხოველის კვებაში და 1976 წლის 23 ნოემბრის საბჭოს 77/101/EEC დირექტივა საკვები პროდუქტების მარკეტინგის შესახებ. (…)’. ევროკავშირის 98/8/EC დირექტივის V დანართი მოიცავს 23 ტიპის პროდუქტის ამომწურავ ნუსხას თითოეული ტიპის აღწერილობებთან ერთად, მათ შორის ცხოველის საკვებთან დაკავშირებული პროდუქტების შემდეგ ტიპებს: პროდუქტის ტიპი 3: ვეტერინარული ჰიგიენის ბიოციდური პროდუქტები: ამ ჯგუფში არის ბიოციდული პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ვეტერინარული ჰიგიენის მიზნებისთვის, მათ შორის პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება იმ ადგილებში, სადაც ხდება ცხოველების დაბინავება, შენახვა ან ტრანსპორტირება. პროდუქტის ტიპი 4: სურსათისა და ცხოველის საკვების არეალის სადეზინფექციო საშუალებები: პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება ადამიანისა და ცხოველისთვის საკვების, სურსათის, სასმელის (სასმელი წყლის ჩათვლით) წარმოებასთან, ტრანსპორტირებასთან, შენახვასა და მოხმარებასთან დაკავშირებული აღჭურვილობის, კონტეინერების, გამოყენებული ჭურჭლის, ზედაპირის ან მილსადენების სადეზინფექციოდ. პროდუქტის ტიპი 5. სასმელი წყლის სადეზინფექციო საშუალებები: პროდუქტები, რომლებიც გამოიყენება სასმელი წყლის სადეზინფექციოდ (ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის). პროდუქტის ტიპი 20: კონსერვანტები სურსათისთვის ან ცხოველის საკვებისთვის: პროდუქტები, რომლებიც მავნე ორგანიზმების კონტროლისთვის გამოიყენება სურსათის ან ცხოველის საკვების პრესერვაციისას. 2.2. ცხოველის საკვებსა და ბიოციდური პროდუქტებს შორის სხვაობის დადგენა ევროკავშირის 98/8/EC დირექტივის 1(2) მუხლის საფუძელზე, პროდუქტები, რომლებიც განსაზღვრულია ან ექცევა ცხოველის საკვების კანონმდებლობის ფარგლებში, მათ შორის დამხმარე ტექნოლოგიური საშუალებები, არ წარმოადგენენ ბიოციდურ პროდუქტებს, მაგრამ უნდა განიხილებოდეს ცხოველის საკვებად (ცხოველის სავების კანონმდებლობის უპირატესობა ბიოციდურ პროდუქტების შესახებ კანონმდებლობაზე). ევროკავშირის 98/8/EC დირექტივის V დანართით განსაზღვრული მე-3 და მე-4 ტიპის პროდუქტები არ ითვლება ცხოველის საკვებად. მიუხედავად ამისა, გარკვეული პროდუქტები შეიძლება კვალიფიცირებულ იქნას როგორც მე-5 ან მე-20 ტიპის პროდუქტი და შეიძლება ჩაითვალოს ასევე ცხოველის საკვებად, ძირითადად ცხოველის საკვების დანამატებად. იმის გამო, რომ ცხოველის საკვების კანონმდებლობის უპირატესობა ენიჭება ბიოციდური პროდუქტების შესახებ კანონმდებლობაზე, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი, ამგვარი პროდუქტები უნდა ჩაითვალოს ცხოველის საკვებად. ცხოველის საკვების საპრესერვაციო (კონსერვანტები) პროდუქტები ან ცხოველისთვის განკუთვნილი წყალი არ ითვლება ბიოციდურ პროდუქტად. თუ ასეთი პროდუქტები ჩამოთვილი იქნება მე-5 ან მე-20 პროდუქტის ტიპის ჩამონათვალში, ისინი არ არის გამიზნული ცხოველებზე გამოყენებისთვის. 3. ვეტერინარული პრეპარატი 3.1. ვეტერინარულ პრეპარატებთან დაკავშირებული განმარტებები შემდეგი განმარტებები გვხვდება შესაბამისი კანონმდებლობაში: ,,ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N112 დადგენილების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტების თანახმად: ა) ვეტერინარული პრეპარატი: ა.ა) ცხოველთა დაავადებების მკურნალობის ან პრევენციის მახასიათებლების მქონე ნებისმიერი სუბსტანცია ან ამ სუბსტანციების კომბინაცია; ა.ბ) ან ნებისმიერი სუბსტანცია ან ამ სუბსტანციების კომბინაცია, რომელიც შეიძლება დანიშნული იქნეს ცხოველებში დიაგნოზის დასასმელად ან ფიზიოლოგიური ფუნქციების აღდგენის, გამოსწორების ან მოდიფიკაციისათვის ფარმაკოლოგიური, იმუნოლოგიური ან მეტაბოლური აქტივობის განსახორციელებლად; დ) ცხოველის სამკურნალო საკვები − ვეტერინარული პრეპარატის ან ვეტერინარული პრეპარატების და ცხოველის საკვების ან რამდენიმე ცხოველის საკვების ნებისმიერი ნარევი, რომელიც მომზადებულია მარკეტინგისათვის და გამიზნულია ცხოველთა კვებისთვის, შემდგომი გადამუშავების გარეშე, მისი სამკურნალო ან პრევენციული ან ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სხვა თვისებებიდან გამომდინარე; ,,ვეტერინარული პრეპარატების რეგისტრაციის, წარმოების ავტორიზაციისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის 2019 წლის 19 თებერვლის N112 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ითვალისწინებს შემდეგს: ,,2. ეჭვის შემთხვევაში, როდესაც ყველა მახასიათებლის გათვალისწინებით, პროდუქტი შესაძლოა მოექცეს „ვეტერინარული პრეპარატის“ განსაზღვრების და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროდუქტის განსაზღვრების ფარგლებში, გამოიყენება ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნები. ამავე დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს შემდეგს: ,,1. ეს წესი არ ვრცელდება: ა) ცხოველის სამკურნალო საკვებზე, თუმცა ის დამზადებული უნდა იქნეს მხოლოდ ამ წესის შესაბამისად რეგისტრირებული პრემიქსებით; (...) დ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ, ცხოველის საკვების ნებისმიერ დანამატზე, თუ ისინი შეტანილია ცხოველის საკვებში და ცხოველის დამატებით საკვებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“ ,,ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის დადგენილების მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ: „3. ცხოველის საკვების მასალისა და ცხოველის კომბინირებული საკვების ეტიკეტირება ან წარდგენა არ უნდა მოიცავდეს განაცხადს იმის შესახებ, რომ: ა) ის თავიდან აცილებს, მკურნალობს ან კურნავს დაავადებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ავტორიზებული კოკციდიოსტატებისა და ჰისტომონოსტატებისა; თუმცა ეს პუნქტი არ გამოიყენება იმ განაცხადის მიმართ, რომელიც ეხება კვებით დისბალანსს (დარღვევას), იმ პირობით, რომ მასთან არ იქნება დაკავშირებული არანაირი პათოლოგიური სიმპტომი; 3.2 ცხოველის საკვებსა და ვეტერინარულ პრეპარატების შორის განსხვავების დადგენა თუ არაკლასიფიცირებული პროდუქტის ყველა მახასიათებლის გათვალისწინების შემდეგ, დაკვნა იქნება გამოტანილი, რომ ეს შეიძლება იყოს ვეტერინარული პრეპარატი, ის უნდა ჩაითვალოს ვეტერინარულ პრეპარატად (ვეტერინარული პრეპარატის შესახებ კანონმდებლობას ექნება უპირატესობა ცხოველის საკვების შესახებ კანონმდებლობაზე, გარდა ავტორიზებული ცხოველის საკვების დანამატებისა). ცხოველის სამკურნალო საკვები არ არის ვეტერინარული პრეპარატი, არამედ ,,ცხოველის საკვების გამოყენებისა და ბაზარზე განთავსების წესის დამტკიცების შესახებ“ - საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, ფორმა ცხოველის საკვებისა, რომელიც შეიცავს სამკურნალო დანიშნულების პრემიქსს და ექვემდებარება ვეტერინარის მიერ რეცეპტის გამოწერას. „განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების“ განსაზღვრების საფუძელზე (იხ. ზემოთ 1.1 პუნქტი), დადგენილია ზღვარი ცხოველის საკვებსა და ვეტერინარულ პრეპარატებს შორის. განსაკუთრებული კვებითი დანიშნულება, როგოროცაა „ღვიძლის ქრონიკული უკმარისობის დროს ღვიძლის ფუნქციის ხელშეწყობა“ ან „ურატების ფორმაციის (წარმოქმნის) შემცირება“ ან „ჰიპოკალციემიის (რძის ცხელების) რისკის შემცირება“ შესაძლებელია მიღწეულ იქნას ცხოველის საკვების მეშვეობით.

Guidelines for the Distinction between Feed Materials, Feed Additives, Biocidal Products and Veterinary Drugs · Nelum