Decree No. 493 of 1998 of Georgian President on Primary Measures for Protecting Soil from Erosion
صدر في 1998-08-22 · النص بتاريخ 2026-10-01
القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.
البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.
عن هذا القانون
- العنوان الأصلي
- საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის ბრძანებულება №493 ნიადაგის საფარის ეროზიისაგან დაცვის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ
- اللغة
- Georgian
- النوع
- لائحة
- المنظمة
- European Union
- الدولة
- جورجيا
- الموضوعات
- Land and soil
- الكلمات المفتاحية
- erosion, research, hazards, institution, governance
أين تقرؤه
النص
نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.
1 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №493 1998 წლის 22 აგვისტო ქ. თბილისი ნიადაგის საფარის ეროზიისაგან დაცვის პირველი რიგის ღონისძიებათა შესახებ ბოლო პერიოდში ნიადაგთდამცავი ღონისძიებებისადმი ყურადღების შესუსტების გამო საქართველოს მთელ რიგ რაიონებში კრიტიკულ ზღვარს მიაღწია ეროზიული პროცესების ინტენსივობამ. უდიდესი ზიანი ადგება ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ბუნებრივ სიმდიდრეს – ნიადაგს. ქვეყანაში ფაქტობრივად შეწყვეტილია ნიადაგის საფარის ეროზიისაგან დაცვის სამუშაოები; უგულებელყოფილია ფართობების ეროზიისაგან დაცვის ელემენტარული მოთხოვნები; იშვიათად ხორციელდება ეროზიის საწინააღმდეგო აგროტექნიკური ღონისძიებები; მკვეთრადაა შემცირებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ეროზიისაგან დაცვის კომპლექსური მექანიზაციის სამუშაოები ფერდობებზე სხვადასხვა კულტურის მოყვანის თავისებურების გათვალისწინებით. შეწყდა ტერასების მშენებლობა, თვითდატერასება; აღარ შენდება ხევებისა და მდინარეების ნაპირების გასამაგრებელი საინჟინრო ნაგებობები; არ სრულდება ნიადაგების ეროზიული გამოკვლევები, შეჩერებულია შესაბამისი რუკებისა და კარტოგრამების შედგენა და სხვ. ბუნების ეკოლოგიური სტაბილურობის შენარჩუნების, ეროზიისაგან ნიადაგების დაცვის უზრუნველყოფისა და მათი ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით: 1. ეროვნული მეურნეობის შემდგომ განვითარებაში ეროზიული მოვლენებისაგან ნიადაგის საფარის, მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ეროზიული პროცესებისაგან ნიადაგთდამცავი ღონისძიებების დაფინანსება ძირითადად განხორციელდეს ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯზე. 2. ნიადაგის ეროზიისაგან დაცვაში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისა და ოპერატიულად განხორციელების მიზნით საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის 6 თებერვლის №160 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს მიწის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო კომისიის დებულებაში“ შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებანი: „2.4. ეროზიის პროცესების ინტენსივობისა და ნიადაგის ნაყოფიერების მკვეთრი შემცირების პროცესების რეგულირება. 2.5. მმართველობის ადგილობრივ ორგანოთა წარმომადგენლების მონაწილეობით ეროზიული პროცესების გავრცელების მხრივ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და პროფილაქტიკურ ღონისძიებათა განხორციელების მიმდინარეობის განხილვა, შესაბამისი ღონისძიებების დასახვა და მათი განხორციელების კონტროლი.“. დებულების 2.4 პუნქტი ჩაითვალოს 2.6 პუნქტად, 2.5 – 2.7 პუნქტად, 2.6 – 2.8 პუნქტად და 2.7 – 2.9 პუნქტად. 3. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ (ბ. გულუა) გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან (ნ. ჩხობაძე) და მიწის მართვის სახელმწიფო დეპარტამენტთან (ზ. გეგეჭკორი) ერთად უზრუნველყოს: 2 ა) ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის 1999-2005 წლების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის შემუშავება დაინტერესებული უწყებების მონაწილეობით და წარმოდგენა ორ თვეში; ბ) შემუშავებული პროგრამის შესაბამისად ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის ღონისძიებათა განხორციელებისადმი მკაცრი კონტროლის დაწესება; გ) სათანადო დასაბუთებისა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების გარეშე 15 გრადუსზე მეტი დახრილობის ფერდობების ათვისების კატეგორიულად აკრძალვა; დ) ეროზიული პროცესების შემცირებისა და დარღვეული ნიადაგის საფარის ნაყოფიერების აღდგენისათვის საჭირო სამუშაოთა განხორციელება საკუთარი სახსრებით მოქმედი კანონმდებლობით დაეკისროს იმ იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთა საქმიანობაც იწვევს ნიადაგების ეროზიული პროცესების ინტენსივობას; ე) საქართველოს ტერიტორიაზე ნიადაგების ეროზიის ინტენსივობის შემცირებისა და მათი ნაყოფიერების შენარჩუნების პროცესების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის, ნიადაგის დაცვის ნორმატიული აქტების, მისი დეგრადაციითა და დაბინძურებით გარემოსათვის მიყენებული ზარალის დაანგარიშების დებულებებისა და მიწათსარგებლობის თანამედროვე წესების მომზადება; ვ) ქვეყნის ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის პროგრამის განხორციელებაში სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა და მათი საქმიანობის კოორდინირება. 4. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ (ვ. პაპავა), ფინანსთა სამინისტრომ (მ. ჭკუასელი) სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს განაცხადის საფუძველზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ინდიკატური გეგმებისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ყოველწლიური პროექტების ფორმირებისას ფინანსური შესაძლებლობის კვალობაზე გაითვალისწინონ ეროზიისაგან ნიადაგების დაცვის სამუშაოთა დაფინანსება. 5. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიამ, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიამ, შესაბამისმა სამეცნიერო დაწესებულებებმა მათთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შეასრულონ სათანადო თეორიული, ლაბორატორიული და საველე კვლევითი სამუშაოები საქართველოს ნიადაგის საფარის ეროზიისაგან დაცვის საკითხთა შესასწავლად და შესაბამის რეკომენდაციათა შესამუშავებლად. 6. საქართველოს განათლების სამინისტრომ (ა. კარტოზია) არასრული საშუალო და საშუალო სკოლების, კოლეჯების, ტექნიკუმებისა და უმაღლესი სასწავლებლების პროგრამებში გაითვალისწინოს ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სიმდიდრის – ნიადაგის ეროზიისაგან დაცვის მოთხოვნების შესწავლის საკითხი. 7. ეთხოვოთ საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კორპორაციას (ა. გოგელია) და საქართველოს საინფორმაციო-საგამომცემლო კორპორაციას – „საქინფორმი“ (ვ. აბაშიძე) განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ ნიადაგების ეროზიისაგან დაცვის საკითხთა გაშუქებას. ე. შევარდნაძე