تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Decree No. 366 of 1999 of Georgian President on Protection of State Geodesy Points on Georgian Territory

صدر في 1999-06-10 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის ბრძანებულება №366 საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Land and soil, Sea
الكلمات المفتاحية
survey/mapping, zoning, public land, property rights, protection of environment, liability/compensation, governance, land-use planning, marine area, offences/penalties, right of use, land tenure, navigation, maritime zone

أين تقرؤه

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №366 1999 წლის 10 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს „გეოდეზიური ნიშნების დაცვის შესახებ“ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 1952 წლის 18 მარტის №330 დადგენილება. ე. შევარდნაძე დებულება საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვის შესახებ 1. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტები, მათ შორის მოწყობილი შუქურებზე, სანავიგაციო ნიშნებსა და საინჟინრო კონსტრუქციებზე, რომლებიც აგებულია სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად წარმოადგენენ სახელმწიფო საკუთრებას და მათ სახელმწიფო იცავს. 2. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტი შედგება მიწისქვეშა ცენტრისაგან, გარე ნიშნისაგან და ადგილზე გაფორმებულია მიწაჭრილის ან მიწაყრილის სახით, რომელიც წარმოადგენს გეოდეზიური პუნქტის საზღვარს. თუ გეოდეზიურ პუნქტს, ადგილმდებარეობის თავისებურებიდან გამომდინარე, არა აქვს მიწაჭრილი ან მიწაყრილი, მაშინ მის საზღვარს წარმოადგენს გარე ნიშნის საფუძველი. იმ სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტებს, რომლებსაც არა აქვთ გარე ნიშნები და რომელთა სპეციალური ცენტრები დამაგრებულია შენობებისა და სხვა ნაგებობების კედლებში, საზღვარი და დაცვის ზონა არ უდგინდებათ. 3. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტის დაცვის ზონას წარმოადგენს ამ პუნქტის ცენტრიდან 3 მეტრი რადიუსის მქონე მიწის ნაკვეთი. 4. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტის დაცვის ზონაში აკრძალულია: ა) სამუშაოების წარმოება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გეოდეზიური პუნქტის გარე ნიშნის დაზიანება ან მისი ცენტრის მდებარეობის დარღვევა; ბ) საკვების, სასუქებისა და მასალების დაწყობა, თივისა და ნამჯის დაზვინვა, ხე ტყის შტაბელების განლაგება, პირუტყვის ყოლა, ნაგავსაყრელების მოწყობა, ცეცხლის დანთება. 5. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაცვა ევალებათ: ა) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწებზე განლაგებული პუნქტებისა ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს, ხოლო მიწის იჯარით გაცემის შემთხვევაში - მის მოიჯარეს. ბ) არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწებსა და საინჟინრო ნაგებობებზე განლაგებული პუნქტებისა – შესაბამისი საწარმოების, ორგანიზაციებისა და უწყებების ხელმძღვანელებს. გ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწებზე – მიწის მესაკუთრეს. 6. ორგანიზაციები, რომლებიც თავიანთ საქმიანობაში იყენებენ სახელმწიფო გეოდეზიურ პუნქტებს, ვალდებული არიან წარუდგინონ ინფორმაცია ამ პუნქტების მდგომარეობის შესახებ საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტს და აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს. 7. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების დაზიანება ან მოსპობა, აგრეთვე იმ მასალების მოპარვა, რომლებითაც დამზადებულია პუნქტები, გამოიწვევს დამნაშავე პირების პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 8. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების გარე ნიშნების მოხსნა ან ცენტრების სხვა ადგილზე გადატანა ხდება მხოლოდ საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვით. 9. სახელმწიფო გეოდეზიური პუნქტების აღრიცხვას, სისტემატურ მოკვლევას და მის გარე გაფორმების განახლებას ახორციელებს საქართველოს გეოდეზიისა და კარტოგარფიის სახელმწიფო დეპარტამენტი. 10. ამ დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის ზედამხედველობა ეკისრება სახელმწიფო გეოდეზიური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექტორებსა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის აღმასრულებელ ორგანოებს.

Decree No. 366 of 1999 of Georgian President on Protection of State Geodesy Points on Georgian Territory · Nelum