تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Decree No. 344 of 1999 of Georgian President on Establishing Supsa Sea Port

صدر في 1999-05-31 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №344 სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნის შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Sea
الكلمات المفتاحية
harbour, maritime zone, governance, survey/mapping

أين تقرؤه

    لا يوجد رابط مصدر مسجل لهذا القانون.

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №344 1999 წლის 31 მაისი ქ. თბილისი სუფსის საზღვაო ნავსადგურის შექმნის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 24.01.2014წ. სუფსის ტერიტორიაზე ნავთობსადენის ახალი მაგისტრალისა და ტერმინალის მშენებლობის საექსპლუატაციოდ გადაცემასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვაო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად: 1. სუფსის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობის ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით შეიქმნას სუფსის საზღვაო ნავსადგური. 2. (ამოღებულია – 23.01.2014, №25). 3. სუფსის საზღვაო ნავსადგურისათვის მიწისა და აკვატორიის გამოყოფა განხორციელდეს მოქმედი კანონმდელობით დადგენილი წესით. 4. საქართველოს ტრანსპორტის სამინისტრომ (მ. ადეიშვილი) საქართველოს საზღვაო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად უზრუნველყოს სუფსის საზღვაო ნავსადგურის ფუნქციონირება. 5. სუფსის საზღვაო ნავსადგურში შემოსული ტანკერებისათვის სანავსადგურო მომსახურების ტარიფები განისაზღვროს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (დ.ონოფრიშვილი) ტრანსპორტის სამინისტროს წინადადების საფუძველზე 1999 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ტრანსპორტის სამინისტროსათვის გამოყოფილი სახსრებიდან გადაანაწილოს თანხები სუფსის საზღვაო ნავსადგურის შესაბამისი სამსახურების დასაფინანსებლად. 7. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტმა (ვ. ჩხეიძე) და საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტმა (თ. მაღლაკელიძე) უზრუნველყონ სუფსის საზღვაო ნავსადგურში სასაზღვრო რეჟიმის დაცვა და საბაჟო ფუნქციების შესრულება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ე. შევარდნაძე შეტანილი ცვლილებები: 1. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 16 მარტის ბრძანებულება №97 - სსმ III, №29, 16.03.2004წ., მუხ.249 2. საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 18 მარტის ბრძანებულება №98 - სსმ III, №30, 18.03.2004წ., მუხ.252 3. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 22 აპრილის ბრძანებულება №211 - სსმ III, №62, 23.04.2008წ., მუხ.704 4. საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 23 იანვრის ბრძანებულება №25 - ვებგვერდი, 24.01.2014წ.

Decree No. 344 of 1999 of Georgian President on Establishing Supsa Sea Port · Nelum