تخطَّ إلى المحتوى
Nelum
قوانين جورجيا

Decree No. 140 of 1996 of Georgian President on Border and Customs Regime in Areas of Georgia-Russia State Border, Sokhumi Sea Port, Port Points and Maritime Area of Abkhazia (Georgia)

صدر في 1996-01-31 · النص بتاريخ 2026-10-01

القانون العام والإرشادات الرسمية منشورة بوصفها أبحاثاً. ليست مشورة قانونية أو ضريبية أو مالية.

البحث نفسه مكتوب بالإنجليزية. العناوين والوسوم مترجمة؛ أما النتائج والاقتباسات فغير مترجمة.

عن هذا القانون

العنوان الأصلي
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №140 აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიის ფარგლებში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, სოხუმის საზღვაო ნავსადგურში, პორტპუნქტებსა და საზღვაო აკვატორიაში სასაზღვრო და საბაჟო რეჟიმების შესახებ
اللغة
Georgian
النوع
لائحة
المنظمة
European Union
الدولة
جورجيا
الموضوعات
Sea
الكلمات المفتاحية
harbour, maritime zone, navigation, governance, authorization/permit

أين تقرؤه

    لا يوجد رابط مصدر مسجل لهذا القانون.

النص

نص القانون نفسه، مادةً مادة، كما هو محفوظ. لكل مادة رابطها.

  1. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №140 1996 წლის 31 იანვარი ქ. თბილისი აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიის ფარგლებში რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთზე, სოხუმის საზღვაო ნავსადგურში, პორტპუნქტებსა და საზღვაო აკვატორიაში სასაზღვრო და საბაჟო რეჟიმების შესახებ აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტისა და საერთოდ კავკასიის რეგიონში შექმნილი რთული კრიმინოგენული ვითარების გამო, რომელსაც ხელს უწყობს აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე დაქირავებულთა, იარაღის, ნარკოტიკებისა და კონტრაბანდული ტვირთის შეღწევა, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფო უშიშროებას, სასიცოცხლო ინტერესებსა და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს მოსაზღვრე სახელმწიფოებთან, აგრეთვე იმის გამო, რომ შეუძლებელია საზღვარგარეთის ქვეყნების სატრანსპორტო საშუალებათა უსაფრთხო მომსახურება საქართველოს ტერიტორიის იმ ნაწილში, რომელსაც წარმოადგენს აფხაზეთი და აფხაზეთის (საქართველო) კონფლიქტის მოწესრიგების ზომების შესახებ დსთს სახელმწიფოების მეთაურთა საბჭოს 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილების შესრულების მიზნით: 1. დაიხუროს სოხუმის საზღვაო ნავსადგური, პორტპუნქტები, საზღვაო აკვატორია და საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიის ფარგლებში ყველა სახის საერთაშორისო გადატვირთვისათვის, გარდა ამ ბრძანებულების შესაბამისად განხორციელებული ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის გადაზიდვისა. 2. ჰუმანიტარული დახმარების ტვირთის შეტანა აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე დაშვებულ იქნეს მხოლოდ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვების საფუძველზე საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის მიერ წინასწარი საბაჟო კონტროლის განხორციელების შემდეგ. 3. დაევალოს საქართველოს მთავრობის სპეციალურ სამუშაო ჯგუფს დიპლომატიური არხებით მიაწოდოს ინფორმაცია განაცხადების წარმომდგენ მხარეს აფხაზეთის (საქართველოს) ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის შეტანის ერთჯერადი ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე. 4. დაევალოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს: – უზრუნველყოს დიპლომატიური არხებით განაცხადების მიღება ჰუმანიტარული ტვირთის აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე შეტანის ნებართვის შესახებ; – საქართველოს საელჩოს მეშვეობით რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო ჯარს მიაწოდოს ინფორმაცია აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე ჰუმანიტარულტვირთიანი სატრანსპორტო საშუალებათა შესვლის ნებართვის შესახებ; – მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ურთიერთდაზღვევის კლუბს, საერთაშორისო ტვირთზიდვისთვის აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიის ფარგლებში საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის, სოხუმის საზღვაო ნავსადგურის, პორტპუნქტებისა და საზღვაო აკვატორიის დახურვის შესახებ. 5. დაევალოთ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და საბაჟო დეპარტამენტებს დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია საქართველოს შესაბამის უწყებებს აფხაზეთისათვის (საქართველო) განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთის საბაჟო შემოწმების შედეგების შესახებ. 6. დაევალოთ საქართველოს საზღვრის დაცვისა და საბაჟო დეპარტამენტებს შეიმუშაონ ამ ბრძანებულების შესრულების მექანიზმი და გამართონ მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამსახურებთან მასში გათვალისწინებული სასაზღვრო კონტროლის ერთობლივად განხორციელების თაობაზე. 7. ძალადაკარგულად ჩათვალოს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1995 წლის 24 მაისის დადგენილება აფხაზეთის (საქართველო) ტერიტორიაზე სოხუმის საზღვაო ნავსადგურისა და პორტპუნქტების შესახებ. ე. შევარდნაძე

Decree No. 140 of 1996 of Georgian President on Border and Customs Regime in Areas of Georgia-Russia State Border, Sokhumi Sea Port, Port Points and Maritime Area of Abkhazia (Georgia) · Nelum